Samorost3 - რო იწყებ არ იცი რას უნდა ელოდო. პირველს და მეორეს რეალურად სრულფასოვან თამაშებსაც ვერ დაარქმევ, სადღაც 1 საათში იხურება ორივე. ვერც Amanita Design სხვა პროექტებით ვერ იმსჯელებ, იმიტო რო ისინიც არ გავს არაფერ სხვას და დიდწილად არც ერთმანეთს. აქ ცოტა კონცეპტის სპოილერს დავდებ და გეტყვით, რომ Samorost 3 დიდი ალბათობით ეკზიუპერის პატარა პრინცის ინსპირაციითაა შექმნილი.
ჩვენ გვყავს პატარა, უცნაური, ბიჭუნას მსგავსი მთავარი გმირი, რომელიც თავიდან თავის მშობლიურ პლანეტაზე იღვიძებს, ხოლო შემდეგ, როდესაც გადაჭრილი პლასმასის ბოთლის, აბაზანის და სხვა მსგავსი ნაწილებისგან ხომალდს ააწყობს, უკვე სხვა პლანეტებზე სამოგზაუროდ მივდივართ.
უმცირესი დეტალებით სავსე, ხელით ნახატი სამყარო მაქსიმალურად ინტერაქტიული, ზღაპრული და უცნაურია. ვიზუალური სტილი იმდენად კარგია, რომ ლოკაციები ცნობილი მხატვრის ტილოებზე მოგზაურობას გავს.
ვიზუალს ჰარმონიულად ერგება იგივე დონის უცნაურობის, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო მუსიკა და თამაშის სხვადასხვა ხმები - მთავარი გმირის "საქსაფონი", რომელზე დაკვირთაც გარემოს სულების გამოძახება და მათგან ინფორმაციის მიღება შეგვიძლია... ამას პლიუს ცხოველების, ან მწრების ხმაური და კოსმოსის სიცარიელის ჟღერადობა ერთად იმდენად რელაქსაციურია, რო თამაშისას მომენტებში ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მსგავსი შეგრძნება მქონდა.
Samorost-ს თითონ ეს მედიტაციის და განვირთვის მუხტი ყველა ასპექტში გასდევს. ფაზლებზე ნამდვილად ვერ ვიტყვი რო ძალიან მარტივი და უცებ ამოხსნადია, არის საფიქრალებიც, მაგრამ Machinarium მსგავსად, აქაც დამხმარე მინი თავსატეხია თამაშში ჩაშენებული, რომლის მეშვეობითაც შეგვილია გავიგოთ თუ რა მიმართულებით ვიაზროვნოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ პირდაპირ ამოხსნას გეტყვიან. ეს უბრალოდ მნიშნებაა, რომელიც ფაზლის გახსნის სიამოვნებას გინარჩუნებს. თან პატარა ჩელენჯიც შემოაქ, გაინტერესებს გაივლი თუ არა მოცემულ ლოკაციას მინიშნების გარეშე, თუ მაინც გამოიყენებ მას. მინი ფაზლის საშუალებით, მინიშნებების გარდა, კონკრეტული ლოკაციების სხვა არაცალსახა დეტალების გაგებაც შეგიძლია, რის გამოც ფაზლის გავლის შემდეგაც ღირს ჯადოსნურ წიგნში ჩახედვა.
დღევანდელი უაზრო ინფორმაციის სიჭარბის და კოსმოსური ტემპებით დაღლილი ფსიქიკისთვის რეალურად პატარა ანტიდეპრესანტი თამაშია, რომელსაც გარკვეული დროით აზზე მოყავხარ.