ამეების დამატებას გირჩევ არსენალში:
ეგვიპტური ჩაი იგივე კარკადე/კარკადუ
ჟასმინის ჩაი, მწვანეა და შავიც ორივე კაია. უფრო არომატული მწვანე ჩაია იდეაში, პროსტა ეს ტონუსს გაძლევს არ აწყნარებს.
დარიჩინის ჯოხები ოღონდ ნამდვილი. (მაგასაც აყალბებენ ჩინელები ))))
ტრადიციული შავი ჩაი ბევრნაირი არსებობს. ნებისმიერი ასაწონი რო იყიდო პაკეტისას აჯობებს უმეტესობას. ძირითადათ რაც მე შემხვედრია არის ჩვეულებრივი შავები და ბერგამონტიანი შავები. რაც რაღაც სპეციფიურ არომატს აძლევს.
ნარევი ჩაები ზოგი ძაან გემრიელია. ურევენ ხოლმე შავ ჩაის და ყვავილებს, ჩირს და რაღაცეებს კიდე. ბოლოს რო ვიყიდე ძაან გამისწორდა, რომელიღაც სხვა თემაში დავპოსტე სურათი.
მოცვი დიდად არ გამისწორდა, მარა სასარგებლოა ძაან. განსაკუთრებით თვალებზე.
კომბინაციებს რაც შეეხება.
მწვანე ჩაი + ჟასმინის მწვანე ჩაი + ოდნავ შავი ჩაი. = ნერვების დაწყნარებას + ტონუსს.
ეგვიპტური ან პიტნა ზაფხულში შეგილია დააყენო ცივად. პიტნას ლიმონიც უხდება. უშაქრო ლიმონათი გაგეძრობა. ეგვიპური პახოდში ტონუსად მოქმედებს, პიტნა დამაწყნარებლად.
დარიჩინის ჯოხი ან ფხვნილი ვაბშე ძაან დობრი გამოგონებაა. ოღონდ სპეციფიური გემო აქ და ზოგს არ ევასება. ჯოხი ჩაიში შეგილია ჩააგდო შავში პირდაპირ, ფხვნილს კაკაოში ხსნიან ხოლმე.
კიდე ეძრობა ლიმონის მსგავსი Lime/ლაიმი.
https://www.difference.wiki/wp-content/ ... 70x430.jpg ლიმონზე უფრო მძაფრი, მაგრამ ნაკლებად "კისლი" გემო აქ. ამიტომ მწვანე ჩაებთან და პიტნასთან ეგ უფრო მევასება მე.
ლიმონის ან ფორთოხლის ცედრას(გახეხილ კანს) უშვება კიდე ზოგი. ნაყიდ ნარევ ჩაებში შემხვედრია, მე თითონ ეგ არ მიცდია.
პ.ს. ბარამბო რა არის?
პ.ს.2. ასაწონ მწვანეს თუ გატესთავთ ვინმე, გაითვალისწინეთ რომ ზოგ მწვანესთან დოზას დიდი მნიშვნელობა აქ და ცოტა მეტი თუ მოგივიდა მაგარი ცუდი გემო აქ.