Dungeons of Clay, პროექტი

პროდუქცია < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება < ანალიზი < ჩემი პროექტი
User avatar
Shut
Posts: 329
Contact:

Dungeons of Clay

Unread post#1 » 24 Mar 2020 20:54

>>>

რამდენიმე პროტოტიპის შემდეგ ჩამოვყალიბდი შემდეგ პროექტზე და 1-2 კვირაა ვმუშაობ. იდეაა roguelite-ი permadeath-ით გვერდითახედით რაღაც მოპლასტელინო ტიპის ვიზუალით. თავიდან ვფიქრობდი პლასტელინის დათრევას და მერე დასკანირებას, მაგრამ ჩემი ნევროზიდან გამომდინარე რეალურად რო შევხედე სიტუაციას დავიკიდე ეგ თემა და პირდაპირ Photoshop-ში დავიწყე სტილის შექმნა )) მემგონი რაღაც ორიგინალური მაინც გამოვიდა ამდენი ჩალიჩის მერე და ტყუილად არ ვიწვალე.

>>>

Gameplay-ზე პატარა რანდომ გენერირებადი ლეველები იქნება და კარიდან კარში გადადიხარ რო გაწმინდავ მტრებისგან ლეველს, ეს კარებებიც რანდომზეა და ერთი 10 ვარიანტიდან 2-ს დააგენერირებს თამაში და ყველა კარებს დაჭირდება განსაზღვრული რაოდენობა გასაღებების. ამ გასაღებებს თამაშისას ნელნელა შოულობ, ანუ ისეთი მომენტია რო შეიძლება შეგხვდეს კარები და გადაყავდე სიცოცხლის მოსამატებელ ადგილას და კარების გახსნას ჭირდებოდეს 2 გასაღები, შეიძლება არ დახარჯო და შემდეგ ლეველში მაგალითად მაღაზია გაგეჩითა და 4 გასაღები ჭირდება გაღებას და იქ შეხვიდე ანუ რაღაც ეგეთი მექანიკა რა.

>>>

ამის გარდა, მთავარი გმირის შესაძლებლობების განვითარება ან შეცვლა (dash, shield, ეგეთი რაღაცეები) + სხვა და სხვა ითემები და roguelike-ის დამახასიათებელი თემები თავისთავად გეგმაშია რო დავამატო.

ეხლა ამ ეტაპზე, ნახევარი ძრავა ავაწყვე რაც ჭირდება მექანიკებს, თავისი AI, collisions და რაც თავში მომივიდა ჯერჯერობით )) მოკლედ სატესტოდ შეიხედება მგონი. ხმები არაა და რაღაც ექსპერიმენტალური ჯაზგაზი მაქ შეგდებული ჯერჯერობით.

https://www.dropbox.com/s/y36m5c9mialz9 ... y.zip?dl=0

F2 - რესტარტი
F12 - FPS

დანარჩენი W, A, S, D და მაუსი სროლაა მარტო.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#2 » 24 Mar 2020 21:19

საინტერესო რამე ჩანს იდეურად, სახასიათო ვიზუალით.
პროტოტიპზე ჯერ კონკრეტულად ბევრს ვერ ვიტყვი, ბაზური მექანიკებია.

UI მომეჩვენა პატარა, დაჟე მომინდა ქვემოთ ყოფილიყო დიაბლოსავით, ზევითკენ არ მიწევდა გახედვა გეიმპლეის პონტში ცენტრში იყო უფრო თვალი.
ფონის ეფექტებმა და კონტრასტმა თვალები დამიძაბა ცოტა. შეილება დამღლელი იყოს თვალისთვის დიდხანს.
Space ახტომაზე

რაღაც ეგეთი თემები გამისწორდებოდა ასეთ სეტაპზე. რომ იყოს ელემენტები რომლებსაც პირდაპირ ვერ ვნებ და რამდენიმე საიდ სტეპით უნდა მოკლა.მაგალითად tower გესვრის, და გარშემო 3 წერტილი აქ რომელიც უნდა მოკლა რომ tower გათიშო. (ოღონდ რომ კეტავდეს რამე გზებს თან. ქვემოთ მიზეზის გამო).

კიდე ერთი მომენტია მანდ რაც Washington VS Zombies-ზე შეგვექმნა პრობლემა (5 კრისტალი უნდა გაგეტეხა რო კარი გაღებულიყო). რადგან ლეველში მტრების მოკვლა არ იყო გადამწყვეტი უფრო ოპტიმალური იყო დაგესკიპა მტრები და დაგერაშა კრისტალები.

ამიტომ მტრებზე მოგვიწია რაღაცეების დამატება. წიპა თუ გაურბენდი ახლოს სირბილის სიჩქარე გინელდებოდა. ასევე ზოგი მტერი დიდ წილად ტყუილად გავაკეთეთ მაგ Rush-ის გამო, მაგალითად ერთი იყო რენდომ ადგილებზე ტელეპორტირდებოდა რადიუში და უნდა გეხტუნავა და გედევნა. მარა პროსტა დაიკიდებდი და გადიოდი.

თავიდანვე თუ ჩადებ მაგ Rush-ის სტილით გასვლის ქაუნთერებს გაგიადვილდება ეგ თემები მერე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Shut
Posts: 329
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#3 » 24 Mar 2020 21:37

tower-ზე საინტერესო იდეაა, შეიძლება რამე ეგეთის ჩასმა. Rush-ის თემა რაც შენ ახსენე აქ არც იქნება რადგან ყველა მტერის დაგდება მოგიწევს ისედაც სანამ შემდეგ ლეველში გადახვალ. ჯერჯერობით უბრალოდ მექანიკებს ვტესტავ მაინც, ეს ერთი ყველაზე დეგრადირებული მტერი მყავს ჩასმული )) და ეხლა ვამატებ მეორეს ცოტა უფრო აგრესიულს. ნელნელა ვეცდები შევკრა 1-2 ლეველი რო გამოჩნდეს უფრო მუღამი.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

Riddick
Posts: 11826

Re: Dungeons of Clay

Unread post#4 » 25 Mar 2020 01:11

ვიზუალი მომეწონა მე. რაღაც სივრცის შეგრძნებას აძლევს.
ახტომა მართლა სფეისი ჯობია ჩემთვისაც.
ჯაზგაზიც მოუხდება. წყნარი რამე. "ქეივს ჯაზი უხდება" :)

გასაღებებზე, რაც სანდრომ თქვა ეგ რო არ მოხდეს, შეგილია მარტივად ორი გასაღები ისე იდოს ლეველზე და რამე საჭირო ითემს მონსტრი დროფავდეს რანდომზე.

Washington VS Zombies საკაიფოდ ინტერაქტიულს ხდიდა მეფზე დაყრილი კრისტალების ძებნა, დაჟე რანდომ გენერირებადი არ იყო, კარგად იყო ხელით აწყობილი, მარა ეს კრისტალები ჩნდებოდა რანდომით და ეგეც ყოფნიდა მრავალფეროვნებას.

User avatar
Shut
Posts: 329
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#5 » 25 Mar 2020 12:23

ჯერჯერობით თან მარტო ვიზუალზე ვჩალიჩობდი ძირითადად, კარგია თუ მოგეწონა :snack: რო ჩართავ ბევრ რამეს ვერ ამჩნევ თავიდან, მაგრამ გავავსე პატარა დეტალებით რამოდენიმე უკანა ფონია ყველა თავის რანდომ გენერირებადი დეტალებით.

გასაღებებს მონსტრები დადროფავენ ალბათ, მაგრამ ეგ პრობლემა მაინც არ იქნება სანამ მთლიანად არ გაწმინდავ ლეველს კარებები მაინც არ გაიღება, ანუ მაჩვენებელი იქნება რამდენი მონსტრი დარჩა ან განათდება მერე კარები თავისით და წესით გამოვა ნორმალურად.

>>>

ახალი ენემი მუტრუკი, ეხლა ვამატებ :guitara:
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#6 » 26 Mar 2020 09:09

თუ ყველა მონსტრი უნდა მოკლა და გასაღებსაც მონსტრი აგდებს მგონი ზედმეტია მაშინ გასაღების ამბავი.
რუკის ზომიდან გამომდინარე შეილება დამღლელი იყოს 1 მტერი რო დაგრჩება მაგის ძებნაც. Side scroller-ში უფრო ძნელია ნავიგაცია და ორიენტაცია და უფრო მეტ effort-ს მოითხოვს ეგენი top down-თან შედარებით. რამე მინიმეპი ან ისარი რო ანიშნებდეს თუ 5-ზე ნაკლები მტერი დაგრჩა მაგათზე კაი იქნებოდა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Shut
Posts: 329
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#7 » 26 Mar 2020 16:28

გასაღებებით ირჩევ მერე სად შეხვიდე, რამდენი შეინახო და ა.შ. სხვა და სხვა კარებებში სხვა და სხვა რაოდენობის გასაღები დაგჭირდება რო შეხვიდე და მაგიტომ. ერთერთი მთავარი მექანიკა ეგ არის თამაშის.

ლეველი არ არის დიდი ზომის ეგ გავთვალე თავიდანვე წესით არ დაჭირდება მინიმეფი, 4000x4000 პიქსელია და 1920x1080 ს ხედავ ეგრევე ანუ ერთი მაგდენით იწევი კიდე ჰორიზონტალურად.

https://i.imgur.com/SEAyAiz.png

ეხლა დავამატე კიდე რაღაცეები, ახალი ენემი, დროფები, საუნდები ცოტა და შეიკრა უფრო.

https://www.dropbox.com/s/y36m5c9mialz9 ... y.zip?dl=0
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: Dungeons of Clay

Unread post#8 » 26 Mar 2020 16:48

გადმოვწერე ეს ბოლო ვარიანტი. ჩავუჯდები დღეს ან ხვალ მეც და დავწე შენიშვნებს. საკაიფო ვიდზეა რასაც ვუყურებ, ეხლა მთავარია გეიმფლეი როგორ წაიღებს :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#9 » 26 Mar 2020 17:07

ა მაშინ გასაგებია. ანუ მისტერი კარების ინტრიგა შემოდის და ტაქტიკა ცალკე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Shut
Posts: 329
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#10 » 29 Mar 2020 19:33

SLaYeR wrote:გადმოვწერე ეს ბოლო ვარიანტი. ჩავუჯდები დღეს ან ხვალ მეც და დავწე შენიშვნებს. საკაიფო ვიდზეა რასაც ვუყურებ, ეხლა მთავარია გეიმფლეი როგორ წაიღებს :D


ვა კაია, გაასწორებს feedback. გეიმფლეიც თუ ივარგებს მემგონი გამოვა რაღაც :D

თუ არ გიცდია ჯერ ეხლა ავტვირთე ახალი ვერსია და დავამატე მოშნად რაღაცეები, კარებებში გადასვლა და SMG-იც იშოვება უკვე გასატესტად ))

>>>

ეხლა იარაღებზე ვჩალიჩობ, ჩამოვწერე უკვე რა იარაღები უნდა დავამატო და 25-მდე გამოვიდა სულ. პროსტა დეინჯერ გეიზერსისგან განსხვავებით აქ იარაღებს + ლეველი ექნება შეიძლება შოთგანი დააგდოს +1, +2 ან +3 და უფრო მეტი დემიჯი ექნება და იმ პონტს ცოტა გაანეიტრალებს რო მაინც და მაინც მინიგანი უნდა დაითრიო ან რაკეტლანჩერი რო გადაუარო ყველაფერს :D
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: Dungeons of Clay

Unread post#11 » 29 Mar 2020 21:05

1. კონტროლია შესაცვლელი. კლასიკურად პლატფორმერული კონტოლი ჯობია, Space-ახტომა, Space+Down ქვემოთ ჩახტომა.
2. ახტომით სწრაფად ხტება და მაღალზე, რაც არ მგონია კარგი. ჯობია ნელა ხტებოდეს და დიდ მანძილს არ ფარავდეს ნახტომში, უფრო მყუდრო იქნება და ჩამთრევი.
3. პლატფორმები ბევრი მეჩვენება და მომენტებშI ისეთ შთაბეჭდილებას იწვევს რო სადღაც კაცი ვერ მიწვდა და მისახმარებლად გაჩნდა ახალი პლატფორმა, რაც ლეველის აღქმას ქაოტურს ხდის და ესთეთიკას უკარგავს. ჯობია მინიმალისტურად განაწილდეს მხოლოდ საჭიროების მიხედვით.
4. კარგი იქნება პლატფორმერული მახასიათებლები შეიძინოს თამაშმა და დაემატოს რაღაცეები, ეხლა არის Danger Gazers შეცვლილი ხედით და ამ ხედს თუ დაემატება ახალი ელემენტები უკვე ახალი თამაში გამოვა.
5. სამომავლოდ აუცილებელია თემატიკით დაიტვირთოს. საუნდტრეკი და ვიზუალი ყვირის იმენა დამტვირთეთო. რაღაც 90-იანების ამერიკული trippy მულტფილმურ მუღამში წარმომიდგენია.

ყველაზე ახლოს რაც მახსენდება რეფერენსისთვის არის Spelunky. მანდ არის კარგი ბალანსი პლატფორმინგის და ლეველის მოწყობის ისე რო ჩამთრევი იყოს, მანდაც არის თან გასაღების თემები და მაღაზიებია კიდე, რასაც შენც დაამატებ ალბათ. სხვა დეტალების აღება და გადამუშავებაც შეიძლება შუთინგს რო მოერგოს და კაი რამის გმაოყვანა შეიძლება
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Shut
Posts: 329
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#12 » 03 Apr 2020 13:02

ბლომად feedback-ია, გაიხარე ))

1. კონტროლები Neon Abyss-ი გამოდის ეხლა და მაქედან წამოვიღე დემო რო ვითამაშე მაგრა გამისწორდა. უფრო დიდი ნაწილი რო მექნება აწყობილი გეიმფლეის პონტში ჩავუჯდები მერე კიდე ან ბოლოს option-ებში მაინც დავამატებ შეცვლის ფუნქციას. https://store.steampowered.com/app/788100/Neon_Abyss/

2. ხო მაგაზე მეც ვფიქრობდი მაგრამ მერე უფრო მომიწევს მაშინ პლატფორმებით დატვირთვა მანძილი თუ შევამცირე, რაღაც ვერ გავთვალე თავიდან კარგად შეიძლება ტიპის და პლატფორმების ზომები :/

3. ეხლა ჯერჯერობით მარტო 3 ბლოკი მაქვს გაკეთებული და იქიდან გენერირდება რანდომზე, დავუვლი მერე და დავამატებ ახალ ბლოკებსაც რო ჯამში უფრო საინტერესო გამოვიდეს მთლიანი ლეველი.

4. ბოსებთან უფრო ადვილი საჩალიჩო იქნება ეგ გამზადებულ ლეველებზე და რანდომზე ვიფიქრებ რისი გაკეთება შეიძლება. +1

5. გეთანხმები, კაი აზრია.

ჯერ კონტენტი მინდა ყველა ვარიანტში რაც გასაკეთებელი მექნება მოვიშორო თავიდანვე და მაგის მერე მივხედავ უკვე საერთო გეიმფლეის აწყობას. 20 იარაღი დავამატე, მეტს არ ვაპირებ რადგან ლეველებიც ექნება იარაღებს და მაგ თემას მოვრჩი, კიდე მთავარი გმირის special-ები დავამატე 6 სხვა და სხვა ვარიანტი, dash, shield, rage, focus, turret, invincibility, ესეც მთლიანად მოვიშორე უკვე და ეხლა დამრჩება ითემების დამატება ერთი 60 მაინც რო გამოვიდეს ჯამში და მერე უკვე გადავალ ოთახებზე და ვეცდები შევკრა მთლიან ჯამში პირველი არეა და შეეტყობა უკვე რა გამოვა :D
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
Shut
Posts: 329
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#13 » 06 May 2020 19:27

1 თვე გავიდა ბოლო აფდეითის მერე და ესეც ახალი alpha https://www.dropbox.com/s/y36m5c9mialz9 ... y.zip?dl=0

რანდომ გენერირების პროცესს მთლიანად მოვრჩი და უკვე ბლომად ვარიანტს აგენერირებს ლეველ დიზაინის. ახალი ენემიები დავამატე და პირველი 4 ლეველი უკვე ითამაშება. რაც მთავარია კარებები დავამატე, ჯერჯერობით 4 სხვა და სხვა კარებია: შოფი, ლეგენდარული ჩესთი, ქურსდ ჩესთი და სიცოცხლის ფანტანი რომელიც HP-ს გივსებს ბოლომდე. 70 ითემი დავამატე და სადღაც 20 ახალი იარაღი, გასაღებები, გოლდი და სხვა და სხვა სკილები. (მაუსის მარჯვენა არის სკილის გამოყენება)

მოკლედ, 1 თვისთვის მემგონი კარგი პროგრესი გამოვიდა :DD

რა ტემპითაც მივდივარ ეხლა ჩემი გათვლებით ალბათ სადღაც 1 თვეზე ცოტა მეტი დამჭირდება კიდე რო ბოლომდე დავამთავრო პირველი არეა თავისი ბოსით, hub-ით სადაც დაიწყებ და პერმანენტ აფგრეიდებს დაითრევ და ახალ რაღაცეებს გახსნი. ამ ყველაფერს რო მოვრჩები მერე ტრეილერისთვისაც მზად იქნება და შემდეგ არეაზე დავიწყებ უკვე მუშაობას, ჯამში ალბათ მაქს. 4-5 არეას ვფიქრობ. თითო არეა 4 ლეველი რო იყოს და + ბოსი მერე.

მოკლედ ამ ეტაპზე უკვე ითამაშება და მემგონი ჩანს რა გამოვა.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

Riddick
Posts: 11826

Re: Dungeons of Clay

Unread post#14 » 08 May 2020 16:25

ორი მომენტი. პლადფორმები ცოტა ქაოტურადაა, ხანდახან ფონურ კარებებს ფარავს და სხვა პლადფორმებს ისე ედება რო ვერ ახტები + სროლა ცოტა უფრო ფან რო იყოს გაასწორებდა. ძაან ნუდნი ტემპიაქ. დალშე საკაიფოა

User avatar
Shut
Posts: 329
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#15 » 08 May 2020 21:04

ვა ბაგი თუ არ იყო წესით არ უნდა ფარავდეს შესასვლელ კარებებს, გავტესტავ რამოდენიმეჯერ კიდევ აბა.. სროლაზე რამე იდეა ხო არ გაქვს რისი გაკეთება შეიძლება? დეინჯერს რო ვაკეთებდი ვიცოდი ზუსტად რას ვაკეთებდი და ამაზე ისე ვარ არვიცი რა უნდა გამოვიდეს და მაგიტომ მაგარი არეული ვარ )) მეც რასაც უყურებ ეხლა რაღაც ფან ბაზარი არაა და პახოდუ ვერ ვხვდები რისი ბრალია.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

Riddick
Posts: 11826

Re: Dungeons of Clay

Unread post#16 » 08 May 2020 21:07

სროლის სიჩქარე და ტყვიის ფრენის სიჩქარე, ორივე მაგარი დაბალია. რო ისვრი მგონი კაცი ტყვიაზე სწრაფად მოძრაობს. მინიმუმ ერთი მაინც უნდა იყოს სწრაფი ალბათ. ცოტა მოუმატე და შეხედე, მიხვდები უცებ. ის პატარა კლიტორებიც მკლავდნენ დაჟე )) სპერმასავით რო გაფრქვევენ ))

User avatar
Shut
Posts: 329
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#17 » 08 May 2020 22:15

ხო, ეხლა დავაკვირდი და გავზარდე ორჯერ სწრაფი გავაკეთე მემგონი ეშველა ცოტა და პახოდუ ანიმაცია არ მქონია რო ისვრის იაღარის უკან გაწევა და ეგ აკლდა მაგრა, ეგეც ჩავსვი ეხლა.

პატარა კლიტორები ყველაზე ცუდი სასტავია )))))
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

Riddick
Posts: 11826

Re: Dungeons of Clay

Unread post#18 » 08 May 2020 23:01

ვაფშე ეგ იდეა აიღე. ვინც ყველაზე უსადრთხოდ გამოიყურება ისინი იყვნენ მაგარი რთული და ვინც ჯანზეა ისინი ბანძები ))

User avatar
Shut
Posts: 329
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#19 » 09 May 2020 00:05

ეხლა როგორ ვარ იცი, ხელებში რაღაცეები რო გიჭირავს ბევრი დაგროვებული და რო უნდა მიიტანო სადღაც ისე რო არ დაგივარდეს მთლიანად )))))) იმედია ტყუილად არ ვჩალიჩობ თორე კაი ბევრი ვიჩალიჩე და მაგრა გამიტყდება. ეს პირველი არეა რო დავხვეწო საკაიფოდ და გასართობი გაიჩითოს უფრო მერე ადვილად გავაკეთებ დანარჩენს.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

User avatar
Shut
Posts: 329
Contact:

Re: Dungeons of Clay

Unread post#20 » 16 Jul 2020 03:45

თავიდან ბოლომდე გადავაკეთე DoC, ვიზუალიც და gameplay-ც.

https://www.dropbox.com/s/y36m5c9mialz9 ... y.zip?dl=0

მემგონი ბევრად უფრო შეკრული რაღაც გამოდის ეხლა. სკილები ამოვიღე საერთოდ, რაღაც ნიტო იყო და მარტო dash-ი დავტოვე და სკილების მაგივრად კომპანიონები დავამატე. იარაღების მაგივრად ხელებით ისვრი, შუა ოთახები ლეველებს შორის რაც იყო ყველა მოვრჩი და მზად არის, ტუტორიალი, ბოსი და ყველაფერი რაც პირველ არეაში უნდა იყოს დავამთავრე და ითამაშება უკვე.

>>>

ეხლა მეორე არეაზე ვიწყებ მუშაობას და ახალ ტრეილერსაც დავდებ მალე ალბათ თვის ბოლოსთვის, ეხლა feedback-თან ერთად მერე კიდევ ჩამოვუვლი თავიდან ბოლომდე რაც გასაუმჯობესებელია და გასასწორებელი.
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

Return to “Digital”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 14 guests


cron