ყველაფერი არ ჩამიკითხავს, მაგრამ ბაჩოს ამ წინადადებას მოვკარი თვალი
არტურას პირადი ტრაგედიის ფონზე დაჩის ბავშური სიდებილეები ვერ გავიგე
არ ვიცი დანარჩენი ჯერ არ წამიკითხავს და ალბათ ყველაფერში ერთი აზრი არ გვექნება, მაგრამ აქ უნდა დავეთანხმო.
► Show Spoiler
ანუ გასაგებია რომ გიჟდება, ვერ იგებს ვინ ვინ არის და ა.შ. მაგრამ მაინც ზედმეტად არაადეკვატური მეჩვენა იმასთან შედარებით რაც გვაჩვენეს - ანუ საკმარისად არ უჩვენებიათ რომ ტიპი მენტალურად იმ დონემდე მივიდა, რომ ადეკვატურად ვეღარ აფასებს მოვლენებს.
პახოდუ ამდენი წლის მერე, მას შემდეგ რაც ორივე მხარე - მაიკაც და არტურის - დაიკიდა, ვპოულობთ ისევ მაიკასთან (ირონიულად, პირველ რედ დედში თოვლში მარტო მაიკა აცვია როცა კვდება) ვპოულობთ. და მხოლოდ ამდენი წლის მერე, როცა ჯონი დაადგებათ, მაშინ ჩააძაღლებს.
ეს ორი მომენტი იყო ჩემთვისაც ცოტა კალაპოტიდან ამოვარდნილი. თუმცა არტურის ხაზის პირადმა განვითარებამ და კულმინაციამ გადაწონა და რედ დედის გახსენებაზე სწორედ მისი ლამაზი ემოციური ხაზი მახსენდება.
edit: სიცარიელეზეც წავიკითხე და კითხვის ნიშანზე თუ რაზე იყო პლოტი საერთოდ.
► Show Spoiler
პლოტი ჩემი აზრით იყო ერთ დიდ პროცესზე, რომელიც არტურ მორგანის - არასწორი გზით წასული კაცის მორალურ ტრანსფორმაციას გვაჩვენებს ძალიან ახლოდან. და ასევე იმ უსამართლო და მტკივნეულ შედეგებს, რასაც ეს გზა მოუტანს ბოლოს, მიუხედავად მისი კარგი ბუნების და საქმისკენ მცდელობებისა. კაკრას ის ნიხვატკა რაც დაგვრჩა ჩემი აზრით არ ყოფილა მთხრობელების მხრიდან რაიმეს გამორჩენის ან დაკიდების შედეგი, მგონი ზუსტად ამ სიცარიელის და უსამართლობის გრძნობის მოტანა უნდოდათ ჩვენამდე. ზუსტად ისე, როგორც პირველ რედ დედში ჯონის შემთხვევაში, სადაც ჯეკით ვიძიეთ შური, აქ - ჯონით. ამიტომ აქვს სერიებს სახელში RED DEAD[უსამართლოდ მოკლული ადამიანი) და REDEMPTION(უსამართლოდ მოკლული ადამიანის გამოსყიდვა და შურისძიება)
ჩემთვის იშვიათი თამაშია, სადაც მართლა სევდიანი და მართლა სამწუხარო გამოცდილება მოგვცეს, და ყველანაირი თეატრალური გზით არ ეცადნენ მოთამაშეების დაკმაყოფილებას. ზომიერად, ტრადიციულად, ბოლოს სისხლი აგვაღებინეს სხვა გმირით და ეგ საკმარისი იყო ჩემთვის იმისთვის, რომ ვილანის დასჯილიყო და წინა პროტაგონისტის ტრაგედიაც ტრაგედიად დარჩენილიყო
I won't miss.