Unread post#76 » 05 Dec 2019 15:13
ესეიგი ბოლო ივენთებიდან:
UFC Night 164 გამოტოვე მთლიანად. საშინლად მოსაწყენი ივენთი იყო.
UFC Night 163-იდან შეგიძლია Zabit vs Kattar-ს უყურო, და ამას გადააბა Zabit-ის სხვა ძველი ჩხუბები თუ არ გინახავს.
244-ის მერე ეს ორი ივენთი იყო მარტო.
შემდეგი ივენთი მოსაწყენი იქნება, ერთადერთი Overeem vs Rozenstruik-ს შეხედავს კაცი.
Overeem ვეტერანი მძიმეწონოსანია, დივიზიის საუკეთესო მებრძოლებთან აქვს ისტორია. ძალიან მძიმე დარტყმები აქვს, მაგრამ ებრძვის დაუმარცხებელ ტიპს, რომელიც ჯებით (მარცხენა წინა დარტყმით) თიშავს სასტავს.
დანარჩენი ამ ქარდში ისეთი არაფერი.
მაგრამ ამის მერე, 15 დეკემბერს, მოდის UFC 245 სადაც ჩანიშნულია შემდეგი შეხვედრები:
Colby Covington vs Kamaru Usman
ესენი ძაან დიდი ხანია ეჭიმებიან ერთმანეთს.
კოლბი მგონი ყველაზე მეტად ეზიზღება ხალხს ახლა))) საზიზღარი იმიჯი შეიქმნა და ტრამპის ქუდით აღიზიანებს ყველას. ხშირად ზედმეტებში გადადის და უკვე გადაიმტერა თანაგუნდელებიც. არადა ტიპი მაგარი შეკრული მებრძოლია, მანქანასავით კარდიო აქვს დგომში და ჭიდაობაც მაღალ დონეზე აქვს. მასვიდალთან და რომეროსთან ერთად ვარჯიშობდა იმ ჯიმში საიდანაც წამოვიდა ახლა კონფლიქტების გამო.
ხვდება კამარუ უსმანს, რომელმაც ვუდლი გაბრტყელებული დაიჭირა ოქტაგონზე 5 რაუნდი და გახდა ჩემპიონი.
Holloway vs Volkanovski
სასტიკად კარგ ბრძოლას ველოდები.
ჰოლოვეი სავარაუდოდ როგორც ყოველთვის უმაღლესი დონის კრივს აჩვენებს, იმედია ვოლკანოვსკი ვერ დაიჭერს და კარდიოს გამოაცლის მაქსი.
Nunes vs Randamie
ნუნეში ვიცი მაგრად გევასება და ჩემი აზრით საინტერესო ჩხუბი იქნება. ადრე Randamie-სთან მოგებული აქვს, და სავარაუდოდ ახლაც მოუგებს.
Moraes vs Aldo
ალდო ხვდება მორასს. მორასმა ბოლოს წააგო ჰენრი სეჰუდოსთან, რომელიც არის ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი, და რომელმაც ალდოსაც შეუტია დაგერხევაო :D
ჰოდა ალდო ჩადის ქვედა წონაში იმისთვის რომ მიაღწიოს სეჰუდოსთან და წაართვას ერთი ქამარი. მორასს თუ მოუგო, წესით მისცემენ სატიტულეს სეჰუდოსთან. ვნახოთ ამ წონაში რას იზამს, ძაან გამხდარი ჩანს და თუ გაქაჩა respects.
Petr Yan vs Urijah Faber
იანს ახალი ამოყვინთული აქვს, რუსი სერიოჟა მასტია, რომელიც მინდა რომ განადგურდეს :D
Faber-ი ძველი მებრძოლია, ამას და ამის გუნდელებს სულ კონფლიქტი ჰქონდათ კონორთან :D ასაკშია სპორტისთვის, წასული იყო MMA-დან მაგრამ წინა ბრძოლით დაბრუნდა შთამბეჭდავად. მერაბ დვალიშვილს ვისთანაც წაართვეს მოგება, ის ტიპი გაანადგურა :D
ჰოდა მინდა რომ პეტრ იანის ჰაიპიც დაასრულოს, მაგრამ არამგონია შეძლოს.
ესეც საყურებელი ბრძოლაა.
2020 წლის დასაწყისში იქნება კონორის დაბრუნება, უკვე მაღალ წონაში, სადაც კოვბოის შეხვდება (ჩანიშნულია უკვე ბრძოლა)
I won't miss.