ასე რომ ხელზე გვაქ გამოსადეგი მაგრამ საშიში პროდუქტი, რომლის ზომიერი და სწორი გამოყენებაა საჭირო. თემაც ამ კონტექსტში მინდოდა გამეხსნა. სხვასხვა საინტერესო და ხარისხიან სასმელებზე ინფორმაციის დასაწერად და პირადი გამოცდილების და რეკომენდაციების გასაზიარებლად.
დავიწყებ ორი სასმელით რომელიც მომწონს.
ლუდი:
ლუდი ხორბალზე დაფუძვნებული დაბალ-ალკოჰოლური(2%~15%) სასმელია. ძირითადი ინგრედიენტები ხორბალი, სვია და წყალია. ფერმენტაციის პროცესის მიხედვით ლუდი იყოფა ორ ძირითად სახეობად Lager და Ale. ეს ორი არის ყველა ლუდის ბაზა, რომლის მოდიფიკაციებით მიიღება სხვა სახეობის ლუდები.
Lager - ეს არის რასაც ძირითადათ ვიცნობ "ლუდათ". განსაკუთრებით ჩეხურ და გერმანულ პროდუქტს. ლუდს ეილთან შედარებით უფრო დამჯდარი და "სუფთა" გემო აქ. მზადდება უფრო ცივ ტემპერატურებში ფერმენტირებადი საფუარით. უამრავი ვარიაცია არსებობს ლაგერების. უფრო მსუბუქი და "მოტკბო" გემოთი დაწყებული, მომწარო ვარიანტებით დამთავრებული. ფერითაც ღია ყვითელიდან შავ ფერამდე მერყეობს.
Ale - ელი უფრო მაღალ ტემპერატურაზე ფერმენტირდება. ამ დროს ინგრედიენტების გემო უფრო გამოიკვეთება და უმეტესობა ეილებს ძალიან სპეციფიური გემო ახასიათებთ.
ლუდები ხშირად არ მიყვება კონკრეტულ სტრუქტურას, ამიტომ მათი გემოს კლასიფიკაცია რთულია. იგივე კატეგორიის ორი ლუდი შეიძლება ძალიან განხვავდებოდეს გემოთი.
რამდენიმე ცნობილი კლასი ლუდის:
Pilsner - ჩალის ფერი, დაბალ-ალკოჰოლური და მაღალგაზიანია. ყველაზე უპრობლემო დასალევი.
Blonde Ale - საშუალო დონის სიმწარე და ხორბლის არომატი.
Hefeweizen - ხორბლის გამოკვეთილი გემო.
Pale Ale - გამოკვეთილი სპეციების გემო. ხშირად დამატებითი არომატების ასოციაციას იწვევს.
Indian Pale Ale - გამოკვეთილი სვიის გემოთი და მეტი სიმწარით.
Amber Ale - ხორბლის გემო გაბალანსებული სვიის სიმწარით.
Irish Red Ale - ხორბალი აქცენტირებული კარამელის სიტკბოთი.
Brown Ale - მოხალული ხორბლის და ყავის არომატი, ოდნავი სიტკბოთი. გავს ბურახს ცოტათი.
Porter - ძალიან მუქი ლუდი, "დამწვარი" და მწარე გემოთი.
Stout - პორტერის მსგავსი, მოხალული ხორბლის გემოთი, ნაკლები სიმწარით და ყავის გემო მეტად იგრძნობა.
საინტერესო ლინკები:
https://i.pinimg.com/564x/bf/af/b1/bfaf ... a87823.jpg
https://static1.squarespace.com/static/ ... ormat=750w
http://time.com/5218581/types-of-beer-guide/
http://www.thebeerstore.ca/beer-101/beer-types
იმის მიუხედავათ რომ ლუდი ძალიან მიყვარს არ მაქ ბევრი კატეგორია ან ბრენდი დამახსოვრებული. ძირითადათ იმიტომ რომ მაღაზიებში ხშირად ძველი ლუდი დევს რომელსაც გემო აქ შეცვლილი და შეუძლებელია დარწმუნებით თქვა ნამდვილი გემო როგორი უნდა ქონდეს.
რამდენიმე ლუდი რაც განსაკუთრებით მომწონებია და ეხლა მახსენდება: New Castle, Guinness (ახალი), Harp, Pauliner, გაუფილტრავი მირზაანი ადრე :))))
ბურბონი:
ბურბონი არის ვისკის სახეობა რომელიც მზადდება ამერიკაში და დაფუძვნებულია სიმინდის მარცვალზე. სკოჩისგან და სხვა ვისკიებისგან განსხვავებით ბურბონზე ვრცელდება ძალიან მკაცრი კანონები ამერიკაში. იმისთვის რომ ბოთლზე შეგეძლოს ბურბონის დაწერა ამ რეგულაციებს უნდა დაემორჩილო. ძირითადათ:
- უნდა იყოს ამერიკაში დამზადებული.
- უნდა შეიცავდეს 51% სიმინდს.
- უნდა იყოს დაძველებული მუხის ახალ, გამომწვარ კასრებში.
- 80 გრადუს ალკოჰოლზე მაღალზე არ უნდა იყოს გამოხდილი და კასრებში უნდა ჩაისხას ~60 გრადუსზე.
- ბოთლში უნდა ჩაისხას მინიმუმ 40 გრადუსზე.
- არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის დამატებებს. (გემო, ფერი, კონსერვანტი)
ბურბონი მზადდება 51% სიმინდის სხვადასხვა ხორბლებთან შერევით. ამ ნარევის ფერმენტაციის შემდეგ ხდება სპეციალურ დანადგარში დისტილაცია (ალკოჰოლის განცალკევება წყლისგან). ამ დონეზე მიყვანილ ვისკის "თეთრ ვისკის" ან "Moonshine" -ს ეძახიან.
გამოხდილი ბურბონის დაძველება ხდება გამომწვარ მუხის კასრებში. კასრი ახალი უნდა იყოს. მინიმალური დაძველების დროა 2 წელი. თუმცა ხარისხიანი ვისკი 4~6 წლამდე ძველდება მინიმუმ. დაძველებისას ვისკის გადატანა ხდება მეორე ადრე გამოყენებულ კასრში, რაც დამატებით გემოს და ხასიათს აძლევს.
დაძველების შემდეგ ზოგ ბურბონს ფილტრაციას უკეთებენ, და აზავებენ წყალში ან სხვა ბურბონში სპეციფიური გემოს მისაღებად.
ბურბონის ძირითადი ვარიაცია გამოიხატება დამატებით ხორბალეულში რომელიც მის შექმნისას იყო გამოყენებული. ეს შეიძლება იყოს ჭვავი, ხორბალი ან ალაო. ბურბონის მსგავსი ვისკიები არის ტენესის ვისკი და კანადური ვისკი.
ბურბონს ძალიან კომპლექსური და სახასიათო გემო აქ. იმისთვის რომ გაიგო როგორ ბურბონი მოგწონს უნდა მიაქციო ყურადღება გარკვეულ მახასიათებლებს.
1) "სიძლიერე" - რამდენად მაღალი ალკოჰოლის პროცენტი აქ. დაბალ-ალკოჰოლური უფრო მარტივი დასალევია და "წრუპვაზე"-ა გათვილი, მაღალ-ალკოჰოლური უფრო "გადაკვრაზე" და სტაჟიან ალკოჰოლიკობას მოითხოვს. მაღალ ალკოჰოლურს უფრო მეტი და გამოკვეთილი გემოები აქვთ ხოლმე, მაგრამ რთული აღსაქმელია დამწყებისთვის.
სიძლიერის გასარკვევად პირველ რიგში უნდა დააკვირდე ალკოჰოლის პროცენტულობას. ეს შეილება ეწეროს ევროპული %-იებით, ან ამერიკული "Proof"-ით. ამერიკული ვერსია 2-ზე უნდა გაყო რომ ევროპული მიიღო. მაგალითად 90 Proof ნიშნავს 45 გრადუსიანს.
ბურბონი 40 გრადუსით იწყება და 50- და მეტ გრადუსზე შეიძლება ავიდეს.
გრადუსის გარდა ზოგიერთ ბურბონს აწერია Barrel Strength ან Cask Strength რაც ნიშნავს რომ კასრიდან პირდაპირ ბოთლში უშვებენ სასმელს ფილტრაციის და გაზავების გარეშე. ხშირად ძალიან მაღალ გრადუსული, მაგრამ არომატული ბურბონი გამოდის.
2) ხარისხი - აქ რთულია პარამეტრებით ლაპარაკი მაგრამ უხეშად არსებობს:
არაყი(<30Gel) - საშინელი დასალევი ბურბონი რომელსაც ურევენ კოკაკოლაში ან კოქტეილებში.
დალევადი(<50Gel) - სავსებით მისაღები გემოს პროდუქტი, რომელიც ხარისხით და გემოს სირბილით ვერ აღწევს მთლად ბურბონის დონეზე. ძირითადათ რაღაც ერთი გამოკვეთილი ნაკლი აქ ხოლმე. მაგალითად თეთრი Jim Beam.
ყოველდღიური(60~120Gel) - გემრიელი, ხარისხიანი ვისკი რომელზეც უარს არცერთი მოყვარული არ იტყვის. აქ რეინჯი არის უფრო იაფიან(Four Roses) და უფრო ძვირიანებს(Maker's Mark) შორის. იაფიან ვარიანტებს ისეთი რბილი და "ერთიანი" გემო არ აქ როგორც ძვირიან ვარიანტებს.
მაღალი ხარისხის(120Gel+) - სპეციალურ ევენტებზე დასალევი უფრო მაღალი დონის ბურბონი. ასეთ ბურბონებს უფრო გამოკვეთილი და სახასიათო გემოები აქ. ამიტომ საშენო ვარიანტს თუ შეარჩევ ძალიან ისიამოვნებ.
საკოლექციო (200Gel+) - სპეციალური გამოცემები და ა.შ.
ცუდი ვისკიები ძირითადათ არის 4 წელზე ნაკლებად დაძველებული. კარგი 6~8 წლის დაძველებული. უფრო მეტი დაძველება დიდად არ აუმჯობესებს ბურბონს და შეიძლება გააფუჭოს კიდეც. იდეალური შუალედი 6~8 წელია. ბურბონის დაძველება ხდება მხოლოდ კასრში, ბოთლში გადატანისას ის აღარ იცვლის გემოს მანამ დალუქულია და კარგავს არომატს თუ ჰაერზე დატოვებ დიდხანს.
ბურბონს ახასიათებს რამდენიმე სტადია გემოსი. ერთი როდესაც პირველად მოგხვდება რეცეპტორებზე, მეორე როდესაც პირში იჩერებ და მესამე რომელიც რჩება დალევის შემდეგ.("პრივკუსი"). ნაკლებ ხარისხიანი ხშირად ცუდია ხოლმე რომელიმე სტადიაში. შეილეძა ძალიან მაგრად გირტყავს რო გადაკრავ და მერე გემრიელ გემოს ტოვებს, შეილება პირიქით თავიდან კაია და რო გადაკრავ უსიამოვნო გემოს გიტოვებს.
ერთი დამატებითი აღსანიშნავი ფაქტორი არის Single Barrel, ანუ ერთ კასრიანი ბურბონები. რაც ნიშნავს რომ სხვა ბურბონებთან არაა შერეული. ამის გამო კონკრეტული კასრის სახასიათო ელემენტები დაკრავს და არცერთი სხვადასხვა კასრის ბოთლი არ არის იდენტური გემოსი.
კიდევ ერთი სახეობა არის შერეული ვისკიები. ეს არის მცდელობა რომ კარგად დაძველებული ბურბონის გემო მიცენ 2 წლიან ბურბონს და უფრო იაფად მოგცენ კარგი გემო. ეგეთი ვისკია მაგალითად Jim Beam Devils Cut სადაც კარგად დაძველებული ბურბონის კასრის ხეში შეწოვილ სასმელს წურავენ, რითიც იღებენ გემოს კონცენტრატს (Devil's Cut) და ურევენ 2 წლიან ბურბონში.
3) გემობრივი პროფილი.
როდესაც გემოს უფასებენ ვისკის, ორ სხვადასხვა რამეს ურევენ ხოლმე. 1 არის რეალური გემო რომელსაც გრძნობ დალევისას, მეორე არის ასოციაცია რომელსაც იწვევს ვისკი. ამიტომ ხშირად არის ხოლმე შეფასებებში "ვანილის არომატი რომელიც ბებიის გამომცხვარ ვაშლის პეროგს გაგონებს". თავად მიხვდებით რომელზე ღირს მეტი აქცენტის გაკეთება.
გარკვეული გამოცდილება და შეილება გენეტიკაც არის საჭირო ბურბონის ყველა გემო რო შეიგრძნო. ძირითადი მახასიათებლები არის:
სიტკბო: ტკბილი ბურბონი უფრო ადვილი დასალევია და ვანილის და სიროფის გემო წაკრავს.
ხილის არომატი: ზოგ ვისკის ოდნავ ლიქიორისებური ხილის არომატი დაკრავს.
თხილის/ხის არომატი: რთული აღსაწერია, მაგრამ ზოგ ბურბონზე(Jim Beam Double Oak) იგრძნობა ხის გემო რომელიც კასრიდან გაუჯდა.
შებოლილი - ზოგჯერ გამომწვარი კასრიდან ნახშირის არომატს იღებს და რაღაც შეშაზე შემწვარი/შებოლილი-ს გემო დაკრავს.
მცენარეული/სპეციები - მარტინის, Jaggermeister, Ale-ის მსგავსად სპეციფიური არომატები და პრივკუსები შეიძლება გაუჯდეს ვისკის ჭვავისგან. ოღონდ ნაკლებად გამოკვეთილი ვიდრე იგივე მარტინი ან ეილი.
დასაწყისითვის უფრო უნდა დააკვირდე მოგწონს თუ არა მცენარეული არომატი, და უფრო მოტკბო გემო გირჩევნია თუ მუხის/შებოლილი.
მაღალი ჭვავის შემცველი ბურბონები უფრო სპეციების გემოებს შეიცავს. ხორბლის ბურბონი უფრო კლასიკურ გემოზეა. ხის/ბოლის გემო უფრო გამოკვეთილია ხოლმე ბურბონებზე რომელსაც აწერია კასრის ან ფილტრაციის თავისებურებები. (Double Barrel)
სამი ბურბონი რისი გასინჯვაც ღირს დამწყებისთვის არის Buffalo Trace (დაბალ ჭვავიანი), Bulleit (მაღალ ჭვავიანი), Maker's Mark (ხორბლის). სამივეს რომ გასინჯავ, ჩამოყალიბდები რა მოგწონს და შემდეგ შეიძლება უკვე გზის გაკვლევა.
ბურბონის დალევა:
უმეტესობა ბურბონები არის 45 გრადუსიანი. ასეთი მაღალი დონის ალკოჰოლის დალევისას უმეტესობას უბუჟდება პირის გემოს რეცეპტორები და ერთი ორი ჭიქის მერე ვერანაირ გემოს ვერ აღიქვავს. ამიტომ სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ ვისკის დალევისას.
On-the-rocks - ვისკის დალევა ყინულით. არაა ეს რეკომენდირებული თუ ძაან ბანძ რამეს არ სვავს. რადგან გემოს უნეიტრალებს ყინული.
Straight-up - როდესაც კოქტეილის შეიკერში ყინულთან ერთად შეანჯღრევ ვისკის და და მერე უყინულოდ ჩაისხავ ჭიქაში.
Whiskey with water - ცოტა გაფილტრული წყლის დამატება ვისკიში. ამითი ეცემა გრადუსი და შეგილია წრუპო რამდენიც გინდა.
Neat, Letting it breath - როცა ბურბონს ასხავ ჭიქაში და რამდენიმე წუთი დააცდი რომ "ისუნთქოს". ამითი ზედმეტი ალკოჰოლი ორთქლდება და სხვადასხვა გემოები უფრო იკვეთება. (მე ესე მიყვარს დალევა)
Neat - დაისხი, გადაკარი კაცურად :D
Whiskey Stones - სპეციალური ქვები რომელსაც საყინულეში ყინავ და ყინულის მაგივრად ხმარობ. ასე გემოს არ დაუკარგავ ბურბონს, მაგრამ შეილება ქვებმა წინა ბურბონის არომატი დაიტოვოს და "წაგიკოქტეილოს" ახლანდელი ბურბონი.
4 ტიპის ჭიქა არის რეკომენდირებული. https://imgur.com/a/3nOO4gV
1) ყინულთან დალევისას ჯობია.
2) ამაში სუნი იგრძნობა კარგად თუ მაგი გიყვართ. ბრენდის(სასმელი) ჭიქა.
3) ღვინის ჭიქაა, მთავარი ღირებულებაა რომ არ გითბება ვისკი ხელში ჭერით.
4) ყველაზე კაი ვარიანტი, პირველი ორის ღირებულებას ითავისებს. ესეც ბრენდის ჭიქაა და The Glencairn ქვია.
ბოლოს ბოთლის შენახვის რჩევები:
გრილ, მშრალ ადგილას უნდა შეინახო და მზეს მოარიდო. არ დატოვო დიდხანს გახსნილი ბოთლი და ბოლოს არ ანჯღრიო ბოთლი. "პრობკასთან" შეხება გემოს უცვლის.
საინტერესო ლინკები:
https://docs.google.com/document/d/17CC ... 1yO8/edit#
https://docs.google.com/document/d/10zd ... SNfBk/edit
https://docs.google.com/document/d/1mrV ... vwwdjxkepg
https://www.reddit.com/r/bourbon
https://distiller.com/
გასინჯულებიდან მომეწონა: Jim Beam: Double Oak - ხის და ბოლის არმომატის გამო. Four Roses - რბილი და ადვილად დასალევი გემოს გამო.
არ მომეწონა: Jim Beam: White Label, Jack Daniels Black.
სია რაც მირჩიეს რედიტზე როგორც დამწყების ბურბონები:
Maker's Mark
Buffalo Trace
Bulleit
Basil Hayden
Ezra Brooks
Eagle Rare
Angel's Envy
Russel’s reserve 10 year
Woodford reserve
Woodford Reserve Double Oaked
Maker's Mark 46
McKenna 10yr
Larceny
Dryfly Wheat Bourbo
Blanton's
Knob Creek
Four Roses Single Barrel
Elijah Craig
Tin Cup
Wild Turkey Longbranch