The Last of Us IIკომპანია Sony Interactive Entertainment გუშინდელი PlayStation Experience 2016 კონფერენცია Naughty Dog გახმაურებული სათავგადასავლო ბოევიკის The Last of Us მეორე ნაწილის ანონსით დაასრულა. ტრეილერში გაზრდილი ელის და მისი ოჯახის წევრად ქცეული ჯოელის შეხვედრაა ნაჩვენები
https://www.youtube.com/watch?v=W2Wnvvj33WoThe Last of Us: Part II დეველოპმენტის ადრეულ ეტაპზე იმყოფება, რის გამოც პროექტს სავარაუდო გამოსვლის ფანჯარა ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული. სტუდია Naughty Dog წარმომადგენლები თამაშის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციის მოწოდებას უახლოესი თვეების განმავლობაში გვპირდებიან.
"ვერც კი წარმოგიდგენიათ თუ რამხელა სიხარულია ჩვენთვის ელის და ჯოელის ახალი კიდევ უფრო საინტერესო, დრამატული და ემოციური თავგადასავლის თქვენთვის წარდგენა. როგორც ბევრ თქვენგანს, ჩვენც ძალიან გვიყვარს The Last of Us-ის სამყარო და მისი პერსონაჟები. იმის მიუხედავათ, რომ თამაშის გარძელების გამოსვლა თავიდანვე გადაწყვეტილი ამბის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ეს ასე არ ყოფილა."
ანონსის შემდეგ გავრცელებული პირველი დეტალები:
The Last of Us: Part II მოქმედება პირველი ნაწილის მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იღებს სათავეს, ელის 19 წელი უსრულდება;
იმ დროს როდესაც პირველ ნაწილში ჩვენ ძირითადად ჯოელით გვიწევდა თამაში, მეორეში მთავარი სათამაშო გმირი ელი გახდება;
მისი თამაშის სტილი საგრძნობლად განსხვავებული იქნება ჯოელის გეიმფლეისგან;
თამაშის ძირითადი სიუჟეტური მუხტი "სიყვარულის" მაგივრად, ამჯერად "ზიზღი" იქნება;
პირველი ნაწილის ზოგიერთი გეიმფლეი ელემენტი მეორში ევოლუცირებული სახით გადავა, ხოლო სხვები მთლიანად გადაიხედება და გადაკეთდება;
მომდევნო დემოსტრაციისთვის Naughty Dog-ს უშუალოდ თამაშის გეიმფლეის ჩვენებააქ გადაწყვეტილი და ამჟამათ მოცემულისთვის ემზადება;
გუსტავო სანტაოლალლა (Gustavo Santaolalla) კვლავ თამაშის კომპოზიტორის როლში იქნება. The Last of Us: Part II-სთვის შექმნილი მისი ახალი შემოქმედების მოსმენას მოცემულ ბმულზე შეძლებთ
https://www.youtube.com/watch?v=Y-labvlMpho