S.T.A.L.K.E.R.: Clear Sky, PC

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11826

S.T.A.L.K.E.R.: Clear Sky

Unread post#1 » 10 Apr 2014 20:50

S.T.A.L.K.E.R.: Clear Sky - კომპანია GSC Game World მიერ შექმნილი პოსტაპოკალიფტური შუთერი პირველი პირიდან. თამაში მისი პირველი ნაწილის, Shadow of Chernobyl-ის პირდაპირ პრიქველად ითვლება და მასში მომხდარი მოვლენების წინაისტორიას გაგვაცნობს.

თამაშის მთავარი გმირი - დაქირავებული სტალკერი სახელად შრამი.
ქარვის ბანაკიდან წამოსული მეცნიერების ესკორტირებისას, შრამი, გუნდის სხვა წევრებთან ერთად უმძლავრეს რადიაციულ გამოფრქვევაში ყვება, რომელიც მის გარდა ყველა სხვა გუნდის წევრის სიცოცხლეს იმსხვერპლებს. სიკვდილის პირას მყოფ ჩვენს მთავარ გმირს "Clear Sky" ბანდფორმირების წარმომადგენლები პოულობენ და თავიანთ ბანაკში მიჰყავთ. ჩვენი მოგზაურობაც ზუსტად ამ ბანაკიდან დაიწყება და ორიგიალური S.T.A.L.K.E.R.-ის საწყისი მოვლენების ფუნდამენტს ჩაყრის.

>>>

1.5 ვერსიამდე განახლებული X-Ray ენჯინის ერთ-ერთი მთავარი ინოვაცია DirectX 10 ბიბლიოთეკების მხარდაჭერა გახდა. მოცემულის მეშვეობით Clear Sky გრაფიკა წინამორბედთან შედარებით ბევრად უკეთესად გამოიყურება. თამაშში დაჯგუფებების დაპირისპირებაც ახალ ეტაპზეა აყვანილი, შრამს ნებისმიერ მათგანში შეუძლია გაწევრიანება, რაც გარკვეული მხარდაჭერის და მაღალი დონის ამუნიციის მოპოვების ერთგვარ გარანტს წარმოადგენს, მაგრამ მოცემულს მეორე მხარეც აქვს, გაწევრიანების შემდეგ, თქვენი ფრაქციის მტრები თქვენ მტრებად გადაიქცევიან. ახალი ლოკაციები: წითური ტყე, ლემონსკის დასახლება, ჭაობი, საავადმყოფო. "Clear Sky" დაჯგუფების გარდა თამაშში კიდევ ერთი ორგანიზაცია "რენეგატები" გამოჩნდა (ერთადერთი დაჯგუფება რომელში გაწევრიანებასაც მოთამაშე ვერ შეძლებს). საგრძნობლად გაუმჯობესდა მოწინააღმდეგეების AI (მტრები გაძლიერებულად მოიხმარენ ყუმბარებს და მუდმივად მოფარებულიდან ისვრიან). ზონაში მიმდინარე მუდმივი გამოფრქვევები, ცვლიან ანომალიური ზონების ადგილმდებარეობას და ახალ ატიფაქტებს აჩენენ. უკანასკნელის საძებნელად სრულფასოვანი დეტექტორებია ხელმისაწვდომი, ხოლო ზონაში გადაადგილება გზამკვლევების საშუალებით ხდება
(მომენტალური გადაადგილება ერთი წერტილიდან მეორეში).

>>>

კი ნამდვილად დაგვიანებულია ამ თემის გახსნა, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ სტიმზე შევიძინე თამაში და სანამ გასვლას დავიწყებდი, მინდოდა, რომ თემაც ყოფილიყო ფორუმზე. ეს არის ერთადერთი სერია რომელიც ჯერ არ მინახავს და იმედია არ გააფუჭებს დანარჩენი ორი შედევრისგან დატოვებულ შთაბეჭდილებას. Clear Sky გამოსვლიდან უკვე ძალიან დიდი დროა გასული, რის გამოც თამაშის გარშემო უამრავი საინტერესო მოდი დაგროვდა. პირადად მე ჯერ არ გავცნობივარ მათ სიას, მაგრამ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია გთხოვთ კომენტარებში არ დაიზაროთ და მომაწოდოთ ბმულები.

Riddick
Posts: 11826

S.T.A.L.K.E.R.: Clear Sky

Unread post#2 » 17 Jun 2014 19:08

მაგარი პიზდეცია )) თავიდან აზზე ვერ მოვედი რა ხდებოდა, დაბაგული მეგონა და თურმე წყალში რადიაცია გიწყევს, მერე აღარ გივლის და ვსო, თუ ნემსი არ გაიკეთე ტუპიხარ ერთ 5 წუთში .... თან ავტო სეივს თავისით თითქმის არ აკეთებს და თუ დაგავიწყდა თავიდან გიწევს გასვლა. ტექნიკურად მაშინაც მაგრად გადაუარეს და ეხა საერთოდ კატასტროფას გავს ))) სროლა კოშმარია, მოწინააღმდეგეები ლუბოი ბუჩქში ხედავენ, შენიანები ერთმანეთს ეჯახებიან ...
ეხა იმიტო გამოვრთე რო დაღამდა ))) ანუ დაღამდა და ვერ ვხედავ ვერაფერს, ფანარი არ მაქ, მაღაზია არაა, რა უნდა ვქნა სიბნელეში არავინ არ გეუბნება )) იტოგში მართლა კომუნიზმია და იქნებ იცოდეთ ვინმემ? ნავთი მაინც არ იშოვება სადმე?

P.S. ფანარი ყოფილა L კნოფკაზე )) პროსტა ინვენტარში არ გიხატია.

Riddick
Posts: 11826

S.T.A.L.K.E.R.: Clear Sky

Unread post#3 » 21 Jun 2014 15:15

ერთი 3 საათი დამჭირდა "შესათამაშებლათ" (რთული პერიოდი იყო). რამე თანამედროვეს მერე რო ამას უჯდები ძალიან რთულია მიჩვევა, კალაშასავითაა, არანაირი კონფორტი, მარა თავის საქმეს აკეთებს )) "ჩესნა გავარია" ეს დაჯგუფებების თემა არასდროს არ მომწონდა და მაგიტო ვიკავებდი თამაშისგან თავს, მარა საქმეზე ყველაფერი საკმაოდ მარტივად აღმოჩდა. ატმოსფერო და ლოკაციები კვლავინდებურად აკეთებს თავის საქმეს ჩამძირა ეგრევე. აი მისტიკის თვალსაზრისით ჯერჯერობით გარღვევაა, თითქმის მარტო ხალხი გვხვდება და ღამე რაიმე დედა მ....ის შეხვედრის საშიშროებას ჯერჯერობით ვერ ვგრძნობ (იმედია მალე შეიცვლება სიტუაცია). აი მაგალითად ჭაობს თავიდან სულ სხვანაირს ველოდი, მეგონა რო სუ ჩასვრილი ვივლიდი, მარა შიშის მაგივრად მაგარი ატმოსფერული მოგზაურობები გაიჩითა. რავი ჯერჯერობით მაინც დასაწყისშივარ, არ ვჩქარობ და დალშე რა იქნება ვნახოთ.

Riddick
Posts: 11826

S.T.A.L.K.E.R.: Clear Sky

Unread post#4 » 22 Jul 2014 10:19

კარგახანია დავხურე მარა რაღაც ვეღარ მოვახერხე აზრის დაწერა. ბევრს არ გავწელავ და ვიტყვი რო ყველაზე ცუდი ნაწილია სერიის და თან ეს სიცუდე ძალიან ელემენტარული რაღაცეებითაა გამოწვეული. ისე უაზროთააქვთ გაკეთებული გარკვეული გეიმფლეი ელემენტები რო უბრალოდ გიკლავს ექსფერიანსს, და იმიტო კი არაა ცუდათ გაკეთებული რო რამე არ იცოდნენ ან მსგავსი? არა უბრალოდ გარკვეული RPG ელემენტის შეტანა უნდოდათ და ძალით გაუკეთეს რაღაცეებს დაუნგრეიდი (თან აშკარად დროშიც მაგარი შეზღუდულები იყვნენ), რომ არტეფაქტების ძიება აზრიანი გამხდარიყო, მარა საბაზისო ისე დააზიანეს რო კაცის მაგივრად გგონია რო ტაფა დაგყავს. აი მაგალითად სირბილის მომენტმა შეილება ყველაზე მყარი ფსიქიკის პატრონი დააგდოს - მირბიხარ, გითავდება ენერგია და იმის მაგივრად რო სიარულზე გადახვიდე და "რივოკი" ავტომატურად აგევსოს, არა, მაინცდამაინც უნდა გაჩერდე და ისე გევსება ))) მარა მთავარი პრობლემა მაინც ბაგებია (vampire the masquerade გამახსენდა), ბაგები რომლებიც ყველა მომენტში გხვდება, კი, ფატალური ბაგი არ შემხვედრია, მარა მფრინავი მუტანტი გამეძრო )))

ეხა ამას კითხულობთ და ფიქრობთ რო სრული ნაგავია, მარა არც ეგრე არაა საქმე. თამაშს ბევრი პლიუსიაქ, განსაკუთრებით ლოკაციების, ატმოსფერულობის და არტიფაქტების ძებნის თვალსაზრისით. ბაგებით რო გავღიზიანდებოდი, უცებ გავივლილიდი რამე პოსტაპოკალიპტურ ტყეში და ყველაფერი მავიწყდებოდა )))
საბოლოო ჯამში სტალკერის მოყვარულებს მაინც ნამვილად გირჩევთ და წუწუნა FPS-შნიკებმა ჯობია თავი შეიკავოთ.

თამაშის პეიზაჟები: 1 2 3 4 5 6 7 8 9

P.S. ეს ის ორი ხელოვნური ინტელექტის შეტაკება (პახოდში რო ვყვებოდი)

Riddick
Posts: 11826

Re: S.T.A.L.K.E.R.: Clear Sky

Unread post#5 » 30 May 2018 20:23

რატოა S.T.A.L.K.E.R. Clear Sky სერიის ყველაზე სლაბი ნაწილი?
კარგადაა ახსნილი თავიდანვე, თუ როგორ დაიკიდეს ტიპებმა მთავარი გმირის და ატმოსფერული ზონის ურთიერთქმედების კონცეფცია და როგორ შეცვალეს მთავარი გმირი და მოწინააღმდეგე ფრაქციების ომით, რაც ყველაზე მთავარი გაქრა, ატმოსფერო და სრულიად უცხო სამყაროს გამოკვლევის მუღამი.

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 41 guests


cron