3 თვე გავიდა რაც დავიწყე Kontrakt-ის კეთება და 1 კვირის წინ დავამთავრე პირველი საჩვენებელი/სატესტო ვერსია. ინსპირაცია წამოვიდა Max Payne-იდან ძირითადად, თუმცა ყველა მაინც Hotline Miami-ს ადარებს ბოლოს, მაგრამ Hotline Miami მაქვს სულ 5 წუთი ჯამში ნათამაშები ალბათ. )))
პირველ რიგში მინდოდა რაღაც ასე თუ ისე ორიგინალური ხედის გამოყენება (ორიგინალური რა, ანუ ნაკლებად პოპულარული უფრო), 2D-ში არც თუ ისე დიდი არჩევანია ან Top Down ან Side და ან Isometric გიწევს. მოკლედ, ხედის შერჩევის შემდეგ, ბევრი გაუთვალისწინებელი პრობლემა შეიქმნა, მაგრამ ნელნელა ყველაფერს ეშველა და ძირითადი რაც იყო ყველაფერი ავაწყვე 0-დან ისევ, ჩრდილები, განათება, collision-ები, etc..
თამაშში არის გამოყენებული დროის შენელება, რომელიც აქტიურდება მტრის მოკვლის დროს რამოდენიმე წამით (ანუ ნელდება სისწრაფე სადღაც 2x და მერე ნელნელა უბრუნდება ჩვოულებრივ დროს). გეგმაშია 2 game mode, story და contracts (ცალცალკე ლეველები, რომელიც შეგეძლება რამოდენიმეჯერ დახურო და გააუმჯობესო სტატები, speed run-ის პონტში).
ხო, story mode-ს რაც შეეხება, შეუჩერებელი action-იც არაა, შუაში, adventure სტილის ელემენტებია ჩასმული და რავი იმედი მაქვს საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად აეწყობა.
https://youtu.be/ZAn0WzSmI5M
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.