დავხურე თამაში. საერთო ჯამში შუასაუკუნეების Oblivion-ად მოვნათლავდი თამაშს და ჰოლივუდის ბოევიკად სიუჟეტს. კონტენდი არც ისე ცოტა აღმოჩნდა როგორც თავიდან მეგონა, უბრალოდ ცუდათ არის განაწილებული. მთავარი სიუჟეტი ხსნის ახალ ფენა ქვესტებს, მაგრამ რადგან Gothic-ივით აქტებად არ არის დაყოფილი გაუგებარია როგორ და რა პრინციპით გაიხსნება ახალი ქვესტი. ამიტომ მთავარი სიუჟეტის დროულად მიყოლით უფრო შევსებული ექსპერიენსი გხვდება.
სამყარო და გრაფიკა საკმაოდ ლამაზია და ძალიან რეალისტური. მაგრამ რეალისტურობის გამო ატმოსფერულობა აკლია რაც მხატვრულ დამუშავებას მოაქ. ფანტაზიით გასასცოცხლებელი ნაკლებია და უფრო იმას იღებ რაც თვალწინ დაგიდეს. განსაკუთრებით ტყეებმა იზარალა მაგითი, იდუმალების და დაკარგულობის შეგრძნებას არ იწვევს, ცხოველების სიმწირე ასევე ნაკლებად უღრანი და ველური ტყის ატმოსფეროს ქმნის. სამაგიეროდ სკანირების და რეალური რეფერენსების ხარჯზე უამრავი უნიკალური, რეალისტური ადგილების პოვნა შეილება რომლის მსგავსს სხვა თამაშში ვერ ნახავ.
https://photos.app.goo.gl/0M5IkKxdOXGLjIfl2 https://photos.app.goo.gl/U4i3BGZrDBm4468Y2ხმლის კომბატი ინვაციური და საკმაოდ საინტერესოა. სამწუხაროდ ბალანსის პრობლემის გამო ყველაზე ეფექტური ბრძოლის მეთოდი სწრაფი შერჭობის დასპამვა არის ამიტომ არ გიწევს დამუღამება ბრძოლის საერთოდ. მშვილდის სროლა იმდენად რახიტია რეალურ ცხოვრებაში უფრო ისწავლი მშვილდის სროლას ვიდრე ამ თამაშში. მასიური ბრძოლები ძალიან შთამბეჭდავია, ორმაგად შთამბეჭდავი იმის გამო რომ უბრალო ჯარისკაცი ხარ და შენს გარშემო არაა აწყობილი არაფერი. ერთ ადგილზე რო დადგე და არაფერი აკეთო მაინც პროგრესირებს ბრძოლა. ციხესიმაგრეებზე შეტევები განსაკუთრებით საინტერესო და შთამბეჭდავია. თუმცა ბუნებაში შეტაკებებსაც არაფერი უჭირს.
https://photos.app.goo.gl/nhbkaPput5DD6E5y6 https://photos.app.goo.gl/jrq0R0BAGaRqQ1Pa2 https://photos.app.goo.gl/k8oU2yDbnXxtlklA3სიუჟეტი უმეტესად სწორხაზოვანია. იშვიათად გაქ საშუალება რამდენიმენაირად ამოხსნა ქვესტი, მაგრამ როგორც წესი ეს კარგ და არაოპტიმალურ ამოხსნებს შორის არჩევანია. ინტერვიუში ნახსენები მისიები სადაც ბრძოლას ან ერთი მხარე ან მეორე იგებს და სიუჟეტი მაინც წინ მიდის, მსგავსი არაფერი შემხვედრია. ქვესტები სიუჟეტურად საინტერესო და სახასიათოა, განსაკუთრებით ცოტა თუ ერკვევი ისტორიაში ან ისტორიული ფაქტებით დახუნძლულ კოდექს წაიკითხავ დროულად. ჯალათის დისკრედიტაცია, ბერის ცხოვრების და დღიური რეჟიმის სრულფასოვანი სიმულაცია, მძღნერს ვინ ზიდავს და წყალს ვინ მაგის გადაწყვეტა, მოკლედ მრავალფეროვნებასაც არ უჩივის თამაში და ქვესტების ისტორიული ადეკვატურობა და რეალიზმი თავისებურ შარმს ძენს ყველაფერს. სამწუხაროდ დამუშავების და პოლიშის ნაკლებობა იჩენს ხოლმე პერიოდულად თავს, ისტროიები წყდება მოულოდნელად და აღარ გრძელდება, ქვესტის ნაწილი დამაბნეველი და დაჩქარებულია ხოლმე ამოჭრილი კონტენტის გამო, ბაგებიც საკმაოდ ხშირად გხვდება. ასევე თამაში ვერ გაექცა ყველა დიდი ბოევიკის, განსაკუთრებით კი გახსნილი სამყაროს მქონე ბოევიკის პრობლემას და სრული დისონანსია მთავარ სიუჟეტს და სამყაროს ზოგად ტონს შორის. ძალიან ბევრი გასართობი და სახალისო ქვესტია იმისთვის რომ მთავარი სიუჟეტის დრამა შეინარჩუნო, უფრო მეტიც გახსოვდეს საერთოდ ცოტა ხნის მერე რა ხდებოდა მთავარ სიუჟეტში. სამყაროს დიზაინიც ცუდაც ასახავს ომის პირას მყოფი ხალხის რეალობას, თავისთვის ცხოვრობენ უბრალოდ და არხეინად.
თამაშის ყველაზე დასაფასებელი ასპექტი ალბათ არის მისი სიმულაციური ღირებულებები. რეალისტური გარემო, კომპლექსური და აუთენტური გეიმპლეი ელემენტები, ისტორიული სიუჟეტი და პირველი პირის კამერა გიცოცხლებს შუასაუკუნეების ცხოვრებას და მის მონაწილედ გხდის. კრაფტინგი, მინითამაშები და მეორადი გეიმ მექანიკები ყველა კარგად ჯდება თამაშის საერთო სურათში. ერთადერთი წონის მექანიკაა გამაღიზიანებელი და გაგდებს თამაშიდან, თუმცა მოდით შესაძლებელია მაგის გაუქმება.
https://photos.app.goo.gl/dFks5NdXSfsgUO9z1 https://photos.app.goo.gl/fmgu0u5vJCsmfLYD2Enhanced Edition დახატავდა ამ თამაშს და შედევრის დონემდე აიყვანდა. ასევე საინტერესოა DLC-ში რას იზამენ.