Travellers Club, საერთო თემა > ლაშქრობა

თავისუფალი სივრცე < განხილვა < გამოკითხვა < საერთო თემა
Riddick
Posts: 11826

Re: Travellers Club

Unread post#1141 » 23 Apr 2018 03:10

მაშინ პარასკებ საღამოს შეილება რო შევიკრიბოთ საყიდლებზე და ძაან ადრე გავიდეთ შაბათს.
თან მერე იქიდან ლიკანში ასვლასაც ერთი საათი მოუნდებით ალბათ. სანამ ტრანსპორტს ვიპოვით და ა.შ. + 17 კ.მ. გვექნება გასავლელი ლიკანიდან.მე კი მისწორდება, მარა შეილება საკაიფო ექსტრიმი დაიდოს მოუმზადებლებზე. ვნახოთ.

მობილურის ჯიპიესის ამბავი ხოარ დაამუღამეთ რომელიმემ? გამოგვადგება ეგეც

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: Travellers Club

Unread post#1142 » 23 Apr 2018 04:40

რომელ ბილიკზე წავიდეთ? ეს უნდა ავირჩიოთ უეჭველი რო მერე შევადაროთ და გავარკვიოთ რომელია კაი. პანორამებს ორი ღამე უნდა თუ ბოლომდე გვინდა ასვლა.
http://www.apa.gov.ge/ge/eco-tourism/Tr ... bi-satesto


1. ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი - 43კმ. საშუალო სირთულე. 3 დღე. https://imgur.com/mmkiaKt, https://imgur.com/60IvOVs
-დღე 1: ლიკანის მცველთა საგუშაგო - ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი, 15 კმ. საშუალოდ 5-6 საათი, ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში
-დღე 2: ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი - სახვლარის ტურისტული თავშესაფარი 18 კმ. საშუალოდ 6-7 საათი. ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში
-დღე 3: სახვლარის ტურისტული თავშესაფარი - მარელისის მცველთა თავშესაფარი - 10 კმ. საშუალოდ 4-5 საათი.

2. წმ. ანდრია პირველწოდებულის ბილიკი - 54კმ. რთული. 4 დღე. https://imgur.com/pySiw81, https://imgur.com/BvSo3PA
-დღე 1: აწყურის მცველთა საგუშაგო - ამარათის ტურისტული თავშესაფარი 16 კმ. საშუალოდ 6-7 საათი, ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში
-დღე 2: ამარათის ტურისტული თავშესაფარი - სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარი, 9 კმ. საშუალოდ 4-5 საათი. ღამისთევა კარავში ან მცველთა თავშესაფარში (სადაც სამი საწოლია)
-დღე 3: სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარი - სახვლარის ტურისტული თავშესაფარი. 19 კმ. საშუალოდ 7 საათი. ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში.
-დღე 4: სახვლარის ტურისტული თავშესაფარი - მარელისის მცველთა თავშესაფარი. 10 კმ. საშუალ

3. პანორამების ბილიკი - 34კმ. რთული. 2 დღე. https://imgur.com/UgpVNkA, https://imgur.com/aKK1JI1
-დღე 1: აწყურის მცველთა საგუშაგო - ამარათის ტურისტული თავშესაფარი 16 კმ. საშუალოდ 6-7 საათი, ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში
-დღე 2: ამარათის ტურისტული თავშესაფარი - აწყურის მცველთა საგუშაგო. 18 კმ. საშუალოდ 6-7 საათი.

4. ხელუხლებელი ტყის ბილიკი - 13კმ. საშუალო სირთულე. 1 დღე. https://imgur.com/cMUMqzd, https://imgur.com/J3qNgvc
-დღე 1: ზანავის მცველთა საგუშაგო - ზანავის მცველთა საგუშაგო (ან პირიქით). 13 კმ. საშუალოდ 6-7 საათი, შესაძლებელია ღამისთევა კარავში.

5. ზეკარის უღელტეხილის ბილიკი - არ წერია კმ ზუსტად. რთული. 1 დღე. https://imgur.com/NpI1wE0, https://imgur.com/r9djM4p
-დღე პირველი: დაცვის საგუშაგო პოსტი აბასთუმანში - ტურისტული თავშესაფარი დიდმაღალში, 8 კმ, საშუალოდ 6-7 საათი, ღამისგათევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში.
-დღე მოერე: ტურისტული თავშესაფარი დიდმაღალში - დაცვის საგუშაგო პოსტი აბასთუმანში, 23 კმ, საშუალოდ 7-8 საათი.
-დღე მესამე: არ წერია.

6. ნაკვალევის ბილიკი - 13კმ. საშუალო სირთულე. 1 დღე. https://imgur.com/smg8xyV, https://imgur.com/FnmYldU
-დღე პირველი: დაცვის საგუშაგო პოსტი ლიკანში - დაცვის საგუშაგო პოსტი ქვაბისხევში, 13 კმ. საშუალოდ 6 საათი.

7. საინფორმაციო ბილიკი - 3კმ. საშუალო სირთულე. 1 დღე. https://imgur.com/C8S2QTc, https://imgur.com/Phmc6YP
-დღე პირველი: 1,5 საათიანი ლაშქრობა ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან

8. მეღრუკის ხეობა - 5,5 კმ. საშუალო სირთულე. 1 დღე. https://imgur.com/boIAJFR, https://imgur.com/Zj4j0Ru
-ბილიკის გასავლელად აუცილებელია ეწვიოთ #1 ან #2 ტურისტულ ბილიკებს, სადაც სახვლარში ღამისთევის შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული ბილიკის მონახულება.

9. მწყემსების ბილიკი - 54კმ. რთული. 3 დღე. https://imgur.com/pqdH2Jy, https://imgur.com/DUz1zOo
-დღე პირველი: ლიკანის მცველთა საგუშაგო - ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი. 15 კმ. საშუალოდ 5-6 საათი.
-დღე 2: ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი - ამარათის ტურისტული თავშესაფარი. 20 კმ. საშუალოდ 7-8 საათი.
-დღე 3: ამარათის ტურისტული თავშესაფარი - აწყურის მცველთა საგუშაგო. 16 კმ. საშუალოდ 5-6 საათი.

10. თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი - 15,5კმ. საშუალო სირთულე. 2 დღე. https://imgur.com/ZcX0N9T,
-დღე 1: ლიკანის მცველთა საგუშაგო - ჩითახევის მცველთა თავშესაფარი. 8 კმ. საშუალოდ 6-7 საათი.
-დღე 2: ჩითახევის მცველთა თავშესაფარი - ლიკანის მცველთა საგუშაგო. 7,5 კმ. საშუალოდ 5-6 საათი.

11. თოვლის ფეხსაცმლის ბილიკი - 6კმ. საშუალო სირთულე. 1 დღე. https://imgur.com/RIEJMQh, https://imgur.com/qbSH3kH
-დღე პირველი: აწყურის მცველთა საგუშაგო - პანორამული ხედები - აწყურის მცველთა საგუშაგო. 12 კმ. საშუალოდ 6 სააათი.

12. ლიკანის ხეობის ბილიკი - 7კმ. სირთულე არ წერია. დღე 1. https://imgur.com/VSATYKd
დღე პირველი - არ წერია.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: Travellers Club

Unread post#1143 » 23 Apr 2018 07:07

ეს სამი მგონია მე საჩვენოდ კარგი. მანძილიც ნორმალურია და წყლებიც არის:
3. პანორამების ბილიკი სანახევროდ რო გავიაროთ ან სხვა დროს ავიდეთ 2 დღიანზე.
4. ხელუხლებელი ტყის ბილიკი
6. ნაკვალევის ბილიკი.
მხოლოდ ლომისმთის თავშესაფრამდეც შეიძლება ასვლა 15 კმ. მარა პაპსა ადგილია ეს.

ისაც უნდა გავითვალისწინოთ რომ ზოგი ბილიკი უკანა ადგილზე არ ჩამოდის, სხვა საგუშაგო პოსტებთან ჩადის და ეგეთის არჩევისას იქ უნდა დავიბაროთ ტრანსპორტი მეორე დღეს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Re: Travellers Club

Unread post#1144 » 23 Apr 2018 12:24

პანორამების ბილიკი არი ორ დღიანი, ერთი ღამე ყოფნის. 17 17 კილომეტრი უწევს დღე, რაც ნორმაა კაკრას. უბრალოთ ამას მგზავრობა და ლიკანში ასვლა რო ემატება ეგ გაართულებს (მარა დილას ადრე რო წავიდეთ ძაან, მოვასწრებთ უპრობლემოთ საგუშაგომდე მისვლასაც.
მარშუტს კაი ისააქ რო წრიულია და არა გამჭოლი. უკან იგივე გზაზე წამოსვლა არ გიწევს.
თუ ტყის მასივი მანდ არ დამწვარა, მე პანორამების ბილიკი მგონია ყველაზე კარგი ვარიანტი. ცოტა ჩელენჯის ელემენტიც იქნება.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Travellers Club

Unread post#1145 » 23 Apr 2018 15:53

ჩვენი საშუალო სიჩქარე 3.5კმ საათშია რადგან ყველა თავისი ტემპით ისვენებს. ბოლოსკენ დაღლილი ტემპის გათვალისწინებით სადღაც 7 საათი მოვუნდებით პირველ დღეს, 9-მდე მეორე დღეს 17 კმს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1866

Re: Travellers Club

Unread post#1146 » 23 Apr 2018 16:16

მატარებლის ბილეთები სად უნდა გავჩითოთ? :/ tkt.geზე ვუყურებდი georgian railwayს ბილეთებს და ბორჯომი საერთოდ არ აქვთ სიაში
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11826

Re: Travellers Club

Unread post#1147 » 23 Apr 2018 16:19

6 საათი რო ვიაროთ დღეში თავისუფლად გვეყოფა თვითონ მარშუტზე. მარა ... !
ეხა ნახე რა ხდება. დილას უნდა ჩავიდეთ ბორჯომში და ავიდეთ ლიკანში რო დავიწყოთ მარშუტი (და ნუ კაი მაგას გავრისკავთ). მარა მეორე საღამოს, 17 კილომეტრ გავლილზე უნდა ჩამოვიდეთ ლიკანიდან ბორჯომში და წამოვიდეთ მატარებლით უკან. მატარებლის რეისი მაქსიმუმ 8 საათზე იყოს ბოლო. შეილება კიდე უფრო ადრე. ანუ გვიწევს რამე სხვა ტრანსპორტის გაძრობა რომელიც უფრო გვიან წამოვა (რაც დიდი ალბათობით ძნელი საშოვნელი იქნება), ან მოვყვებით მატარებელს მარა გამოვა რო ორივე დღე სერიოზული დატვირთვის ქვეშ ვიქნებით და იასნა რო დასვენებას ვერ მოვასწრებთ ეგეთ რეჟიმში (პახოდუ შეილება დარჩენა მოგვიწიოს დროის უქონლობის და ვერ მოსწრების გამო).

ერთ ღამიანზე ანუ პანორამები ძალიან გაგვიჭირდება ჩემი მოცემული ანალიზის თანახმად. რავი რას ფიქრობთ?

Riddick
Posts: 11826

Re: Travellers Club

Unread post#1148 » 23 Apr 2018 18:38

გიო რაც დაწერე იქიდან

ხელუხლებელი ტყის ბილიკი - 13კმ.
ნაკვალევის ბილიკი - 13კმ.
თოვლის ფეხსაცმელების ბილიკი - 15,5კმ.

ეს სამი ჩანს ყველაზე რეალური ამ სიტუაციაში მგონი.
თოვლის ფეხსაცმელების ბილიკს ზაფხულში აქ თუ არა აზრი ეგაა საინტერესო.
იდეალურ ვარიანტში სადღაც 25 კილომეტრიანი მარშუტი გვინდა პამოიმუ. არც ძაან ცოტა რო არ გამოგვივიდეს სიარული და არც ბორჯომის ვაგზალზე დარჩენა რო არ მოგვიწიოს. ცოტა რთული თემაა.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Travellers Club

Unread post#1149 » 23 Apr 2018 19:56

მგონი მანდ ჯობია შერგება რამე ადგილის, ცოტა დიდხანს გაჩერება. მარშბრასოკით ტყეში გაქანებას რა მუღამი აქ, თან ultra light gear-ზე არ ვართ და პირველი დიდი გასვლაა.
ჩემი vote- ან სამ დღიანს ან მოკლე მანძილს და სადმე კაი ტოჩკაში ნორმალურად გაჩერებას.
კსტაწი რაც არ უნდა იყოს, სამდღიანისთვის რომ გაემზადოთ არ იქნება ურიგო. რო დავაგვიანოთ ან ვერ გავაძროთ ტრანსპორტი. მესამე დღეს მატარებელი ალბათ დილის 7-დან იქნება და 10-ზე ჩამოვა აქ. მერე სახში დაბანა რამე, და 1-ზე შეილება სამსახურამდე მიღწევა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1866

Re: Travellers Club

Unread post#1150 » 23 Apr 2018 20:36

ბიჭო მაგრად მიტყდება იმენა მე ვტეხავ სამ დღიანის პონტს მარტო ასე გამოდის ;დ
თან მეც ძაან მუღამი მაქვს და ისიც ტეხავს ჩემ გამო რომ არ გამოდის.
ჩემი უფროსი მივლინებაშია წასული და მე დავრჩი ფაქტობრივად განყოფილებაში ;დ არ გამომივა განთავისუფლება

ისე რომ ვქნათ რა შაბათს დილით წავიდეთ და კვირას საღამოს ან თუნდაც ღამე ჩამოვიდეთ. გზის ამბავია გასარკვევი

პახოდიდან დილის ათზე ჩამოსულმა პირველზე-ორზე სამსახურში წახვიდე ძაან ტრუხა პონტია

ანუ ეს ჯერ ორ დღიანი რომ ვქნათ და შემდეგში უკვე რამეს მოვიფიქრებ დამატებით დღეებზე რა

პ.ს.
მატარებლის ბილეთებს ინტერნეტით ვერ გავარკვევთ?
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11826

Re: Travellers Club

Unread post#1151 » 23 Apr 2018 20:57

კაი ბიჭო რას ტეხავ )) ჩისტა პრაქტიკული თვალსაზრისით გავშალე სიტუაცია რო ბოლომდე კარგად გამოვიყენოთ. ეს რაც გიომ დადო არი მარტო ლიკანიდან რა მარშუტებიცაა ერთი მიმართულებით. დოხრენა მარშუტია ბორჯომიდან კიდე. შეგვილია რო ერთი ორი წელი ვიაროთ. ეხა პირველი წასვლაა და გავერკვევით სიტუაციაში. დაჟე ლიკანი თუ გაგვისწორდა თავისუფლად შეილება ერთი თვის, თვე ნახევრის მერე იგივე მიმართულების აღება უკვე ერთი 4 დღით, რაც ბევრად უფრო გაასწორებს ვიდრე 3 და ის ერთი მარტო მგზავრობის გამო გამოყოფილი. ამიტო დაიკიდე ბოლომდე და ამ ორი დღის საკაიფოდ გამოყენებაზე ვიჩალიჩოთ ეხა.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: Travellers Club

Unread post#1152 » 24 Apr 2018 00:35

მატარებელში ფეხზე დგომა 4 საათი და მერე ლაშქრობა პიზდეცია ძალიან. კარგი მატარებელი რო იყოს დასაჯდომით კაი პონტია მარა ეგ ბორჯომში არ დადის მგონი და ის ელექტრიჩკა ქარელში რითიც წავედით სირობაა მაგარი, დაგვინძრევს აგრა ეგ ფეხზე დგომა და გაწელილი მგზავრობა. ვენის დაქირავების მომხრე ვარ მე რო კომფორტულად მიგვიყვანოს ადგილამდე და დასვენებულზე შევუდგეთ ბილიკს. წამოყვანითაც გარანტირებული გვექნება, გზაში ჩაძინების პონტიც გამოვა. მატარებლით კაიფს სულ მოვასწრებთ ცხელ ამინდებში ნაკლები ტანსაცმლით მსუბუქად რო ვივლით, თან ბევრი ბილიკია მანდ და ერთხელ წასვლის მერე არ დავიკიდებთ.

17 კმ ბევრია ძალიან აღმართში ჩვენთვის, სიცხეშიც არ გვივლია ერთ დღეში მაგდენი, ნუ შეიძლება რკონი იყო არ მახსოვს მარა სწორ გზაზე იყო ის. სიცხეც არ იქნება და კუნთი გახურებას ვერ შეინარჩუნებს შესვენებისას. კოჯორში მიუჩვეველზე 8-კმ ვიარეთ მგონი თუ 11 და ბოლოს ფეხს ძლივს ვადგავდი უკვე, შესვენება უარესი იყო მაგ დროს, ვეღარ ხურდებოდა ფეხი.

Riddick
ხელუხლებელი ტყის ბილიკი - 13კმ.
ნაკვალევის ბილიკი - 13კმ.
ეს ორი კაია, წყლებიცაა და ხედებიც, ნაკვალევის ბილიკზე უფრო მეტი სანახაობაა. თან საშუალო სირთულისაა ორივე და არაფერი გაგვიჭირდება მანდ რო ვერ შევძლოთ. თოვლის ფეხსაცმლის ბილიკზე თავიდანაა მარტო წყალი და პახოდუ აღწერაში მაგ ფეხსაცმელებით ლაშქრობაზე ეწერა. 7-ის მერე არცერთი არ მომეწონა მწყემსების გარდა :D
მარტო ლომის მთაზე ასვლაც შეგვიძლია, 15 კმ არის მარა შეიძლება ხალხი დაგვხვდეს მანდ.
აქ იდეაში მერე დიდ მარშრუტზეც წამოვალთ, 1-2-9 ყველა წავა სამაგისოდ.

Ripster
ხო ამას წინად ვეძებდი მეც და ეგ წესიერ მატარებელზეა მგონი და ამოღებული აქვთ მაგ სირებს ბორჯომი.
http://b.pix.ge/z/enua9.jpg ამნაირ ტიპს დაატარებენ მგონი მანდ, ტუალეტის სუნით და ძირს დაფურთხებული ნახველებით.
დავრეკავ ხვალ ვაბშე და ვკითხავ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Re: Travellers Club

Unread post#1153 » 24 Apr 2018 03:54

რავი ვენი რა ეღირება გააჩნია. კაციდან 10 ლარად სავარაუდოთ არ წავა.

ეგ მარშუტები ყველა ლიკანში იწყება. შეგვილია ადგილზე გავარკვიოთ რომელი ჯობია და იმაზე წავიდეთ. ეგეც არ იქნება რთული თემა. გეზი ლიკანში გვაქ ყველავარიანტში.
და უნდა წავიდეთ რაცშეილება ადრე. ვენი მაგ პონტში კაია. წინა დღეს შეუთანხმდებით და ესე დილის 7 რო გავცხოთ კარგად ჩავეტევით. ხო არ იცი ვინმე ფასი რო ვკითხოთ?

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: Travellers Club

Unread post#1154 » 24 Apr 2018 04:51

10 ლარი ბევრია ძაან ბორჯომში, საგუშაგომდე თუ მიგვიყვანს ბოლომდე და წამოსვლაზეც მასე დაგვხვდება, შეიძლება მაშინ ფიქრი. ოკრიბაში გავიგებ მაგას ზეგისთვის, გორგიაში უნდა ჩავიდე მაინც.

ყველა არაა ლიკანში.
პანორამების ბილიკი აწყურის საგუშაგოზე იწყება და უკან ჩამოსვლაზეც და მთლიანად შემოვლაზეც ისევ უკან ბრუნდება.
ხელუხლებელი ტყის ბილიკი ზანავის საგუშაგოზე იწყება და ნუნისის საგუშაგოზე მთავრდება.
ნაკვალევის ბილიკი ლიკანში იწყება და სოფელ ქვაბისხევში მთავრდება.
ლომის მთის გზაც ლიკანიდან ადის და მერე რამდენიმე დღიან მარშრუტებზე სხვადასხვა ადგილას ჩამოდის.

იქ უკეთესი იქნებოდა რამე ცენტრი რო იყოს და ნაწილდებოდეს მარა მიმოფანტულია სხვადასხვა სოფლებში ეს საგუშაგოები და ცვეტში აქედანვე უნდა ვიცოდეთ რო მერე სხვა სოფლებში წასასვლელად ტაქსების დაქირავება მოგვიწევს.

ანუ ჩვენ აქ ვენს თუ შევუტანხმდებით ზუსტ ადგილამდე მიყვანაზე მოგვიწევს შეთანხმება რაც შეიძლება იაფად, ლაგოდეხზე როგორც ვქენით. ტაქსები შუა ბორჯომიდან საგუშაგოზე 15 ლარამდე მაინც გვეტყვიან. გავარკვევ კაროჩე დაბლა და ნომრებსაც გამოვკითხავ :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Travellers Club

Unread post#1155 » 24 Apr 2018 09:47

შევადგინეთ დოკუმენტი მე და სლეირამ )))
https://docs.google.com/spreadsheets/d/ ... edit#gid=0

ალკოჰოლის დამატების პერსპექტივით კარგი მსუყე ვარიანტია მაინც რაც დავწერე და თუ რამეა დაუკელით რამეს.
ფასები არ ვიცი ამათი, თორე დავწერდი მაგ ვერსიებსაც.

რაოდენობას მიაქციეთ ყურადღება. თუ წერია რაღაცა 100გრ. და რაოდენობაში 3 მაშინ 300გრამის ბაზარია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Travellers Club

Unread post#1156 » 24 Apr 2018 12:29

მარშუტზე კაი თემა იქნება რომ გაჩერებამ გემრიელ ნაძვნარში მოუწიოს. მანდ წახვიდე და სადმე კლდეზე გაჩერდე ან მინდორში მაგარი გატეხავს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11826

Re: Travellers Club

Unread post#1157 » 24 Apr 2018 13:10

ეხა ვნახე.
აწყური საკმაოდ შორსაა ბორჯომიდან, მარა რადგან ამჯერად პანორამებზე არ მივდივართ პოხ.
ზანავის ბილიკი (ხელუხლებელი ტყის ბილიკი) არ მისული ბორჯომამდეა და გადადის ნუნისში. შეილება მართლა კარგი ვარიანტი იყოს. სავარაუდოთ ლიკანის მარშუტებზე ნაკლებად პოპულარული ადგილია და მაგას თავის პლიუსები ექნება. თან 13 კმ არი ნუნისამდე, ანუ უკანაც 13 კმა გამოსავლელი და კარგი დისტანციაა ნამდვილათ, მითუმეტეს თუ მანქანით მივალთ ბილიკის დასაწყისამდე.
დალშე მოდის ლიკანი ორი ვარიანტით 1. ნაკვალების ბილიკი და 2. ლომის მთამდე ასვლა, ნიკოლოზ რომანოვის ბილიკზე.
ნაკვალების ბილიკიც გამჭოლია და მთავრდება ქვაბისხევში, პროსტა ქვაბის ხევი ცენტრალურ ტრასაზეა. შეგვილია იქიდანაც უკან გამოვტრასოთ ლიკანში, მარა მიტოვებული ტყეების მარშუტი რუკიდან უფრო საინტერესო ადგილი ჩანს.
ლომის მთამდე მისვლა სავარაუდოთ ცოტა მეტი იქნება (ზუსტად ვერ ვითვლი), ალბათ სადღაც 15 17 კმ + 15 17 უკან. და თან მთლიანი მარშუტის ნახევარამდე დასპოილერებაა და შეილება ჯობდეს რო მთლიანი გასვლისთვის დავიტოვოთ.

მგონი რეალურ სამ ვარიანტამდე მივედით. პროსტა ტრანსპორტის ამბავია გასარკვევი და იმის თუ როგორ გავივლით მარშუტს (წინდაუკან, თუ მარტო ერთი მიმართულებით). როგორც ზევით დავწერე, ვფიქრობ, რო თუ მანქანით მივედით ორივე მხარეს თავისუფლათ ვეყოფით ორ დღეში.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Travellers Club

Unread post#1158 » 24 Apr 2018 15:24

ესეთ ვიდზეა ის მზა საჭმელები ეხა https://i.imgur.com/isLXFPx.jpg
მე სუპ ხარჩო ავიღე. სოკოს ჩაქაფულიც საინტერესო იყო.

ძეხვები რაღაც არ მესიამოვნა რო შევხედე მონადირის, კარგი რაც ჩანდა მაგარი ძვირი იყო და იაფინები რაღაც ზედმეტად ცხიმიანი გამოუმხმარი ვერსია იყო. რამე სხვას მოვიფიქრებ მაგაზე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: Travellers Club

Unread post#1159 » 24 Apr 2018 17:02

ხო მანქანის ამბავს გავარკვევ ხვალე და თუ მიგვიყვანა და წამოგვიყვანა გემრიელად შევირგებთ მარშრუტს. რამდენიმე კომბინაციას ვკითხავ და ფასს. იდეაში 5 ლარი ღირს ხაშურამდე, 15 ონამდე, 20 ბათუმამდე და 10-ზე მეტი როგორ უნდა დაგვიჯდეს ბორჯომის მიმდებარე სოფელი :D

ბიჭო ეს ხელუხლებელი ტყე ისეთი სახელია გეგონება მეჯიქ ფორესტში შედიხარ და უნიქორნი დაგხვდებაო, იქ სადღაც კენტავრისმაგვარი დაგვთირავს ბუჩქებიდან, ღამე გამოვა, გაგვეხახუნება და მოიტანს ატმოსფეროს :DDD
ნაკვალევზეც რაღაც საინტერესოს წაწყდომის ატმოსფერო მოდის, ტყუილად არ ერქმევა :D

მანდ ყველაზე პოპულარული ლომის მთაა, ადის ხალხი და ჩამოდის უკან, ზოგი აგრძელებს, მაგედან რამდენიმე მარშრუტი გრძელდება. ნუ მანდ ის ლომის მთის თავშესაფარი პაპსა პონტია, ყველამ იცის და ალბათ ხალხი სულ იქნება.
პანორამები მგონი ჯობია შემოვინახოთ ბარემ ერთიანად მერე. ორი დღე დაგვჭირდება თუ სამი ზაფხულში ვიკაიფებთ ასეც და ისეც.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: Travellers Club

Unread post#1160 » 25 Apr 2018 09:12

კაროჩე ვენები ზაფხულამდე არ არისო.
არის ჩვეულებრივი სამარშრუტო რომელიც ბორჯომამდეც, ლიკანამდეც და ზანავამდეც საგუშაგომდე მიგვიყვანს 7 ლარად.
პანორამების აწყურისთვის ახალციხის ტრანსპორტი გინდათო და გაგირკვევთ მაგასაცო.
ხელუხლებელი ტყის ბილიკი ნუნისში მთავრდება და მაგედან ბორჯომამდე ტრანსპორტს გავარკვევინებ.
ნაკვალევის ბილიკი ქვაბისხევში მთავრდება და მაგედან ბორჯომამდე ცალკე სამარშრუტო დადისო და მაგასაც გაგვირკვევს.

დღეს ავირჩიოთ და ხვალ შემიძლია დავურეკო და ადგილებსაც დაგვიჯავშნის და თემასაც გაგვირკვევს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Chill”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 64 guests


cron