SLICE, პროექტი

პროდუქცია < ანონსი < რელიზი < მიმოხილვა < გამოცდილება < ანალიზი < ჩემი პროექტი
User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

SLICE

Unread post#1 » 05 Apr 2018 18:12

>>>


დაახლოებით ორი თვეა ამ პატარა პროექტის წარმოება მიდის და ნელნელა ფინიშსაც უახლოვდება. Steam-ზე ადგილი ნაყიდია და სავარაუდო თარიღად 30 აპრილი გვაქვს აღებული.

თამაშს Unity ძრავში ვაკეთებ მეგობართან ერთად, რომელმაც დაწერა თამაშის მექანიკები, ერთობლივად განვიხილავთ იდეებს და ვდებთ თამაშში: ის პროგრამული, მე - ლეველ დიზაინერული კუთხით.

SLICE-ის იდეაა გაჭრის მექანიკების გამოყენებით ობიექტების იდენტური ფერის სამიზნეებისთვის მოხვედრება (კი, შეიძლებოდა უკეთ ახსნა, თუმცა ქვემოთ გიფები უკეთ ხსნის მექანიკას).


სათამაშოდ გამზადებულია 5 World-ი, თითოში 10 Light და 10 Dark ლეველი, ჯამში 100 ლეველი. რაოდენობის მიუხედავად, ვცდილობ თითოეულმა ლეველმა მოთამაშეს ახალი რაღაც მისცეს და არ მოაბეზროს თავი, იქნება ეს ახალი მექანიკის შემოტანით თუ მათი გამოცდის ახალი გზების შეთავაზებით.


ამჟამად მიმდინარეობს ლეველების ბოლო "გადავლა", სადაც წვრილმან დიზაინერულ თუ ფაქტობრივ შეცდომებს ვასწორებ. ვცდილობ მაქსიმალურად ამოვიღო ისეთი მომენტები, რომლებიც ხელს უშლის 'უკვე ამოცნობილი გზის იოლად გავლას'.
პარალელურად ვდებთ ვიზუალურ დანამატებს და ვწერთ მუსიკას, რომელიც, ვიზუალთან ერთად, იაპონურ სტილში ზის.


აქვე მადლობა ყველას, ვინც დაინტერესდით და გატესტეთ ლეველები მათი შექმნისას, იმისთვისაც, თუ ბოლო პოლიშამდეც გამიტესტავთ. ახალ ბილდს ავტვირთავ როგორც კი შევძლებ.

იქამდე თემა გახსნილი იყოს, ბილდის დადებამდეც თუ იდეა ან რჩევა მოგივათ - არ მოგერიდოთ დაწერა :tired:
I won't miss.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: SLICE

Unread post#2 » 05 Apr 2018 19:51

ნაისუ
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: SLICE

Unread post#3 » 05 Apr 2018 22:35

ბიჭო გიფიდან საკაიფოდ შეილება ეხა მაგის პოლიში და მოშნად იმოქმედებს ეგ პრეზენტაციაზე.
გამსერავ ჯოხზე თრეილი რამე, მოგებაზე პარტიკლები ან რამე Outline რომ კმაყოფილების ლეველი გაზარდოს, ცოტა bloom და სხვა პოსტეფექტებით შეილება feel-ის გაზრდა. დავარდნილი ნაწილი Shadow trail-ს შეილება ტოვებდეს.
თან რამდენიმე საათის ბაზარია მაგ ყველაფრის გაკეთება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: SLICE

Unread post#4 » 05 Apr 2018 23:27

აი ზუსტად მასეთ დეტალებზე ვართ ახლა მისული. გაჭრაზე ნაფოტებს გავაყრევინებთ, ობიექტეის დაცემაზე წამიერიå კვამლივით რამეს დავასვამთ, და საკურას პარტიკლებს ვფიქრობთ კიდევ, ოღონდ სუფთა 2D-ში ისე რომ არსებული თამაშის feel არ დააზიანოს
I won't miss.

Riddick
Posts: 11826

Re: SLICE

Unread post#5 » 06 Apr 2018 18:19

თავიდან რო ამიხსენი მართლა ვერაფრით ვერ მივხვდი რა იყო :) მარა თამაშის მერე შემილია ვთქვა რო ძაან ორიგინალური ინდი გამოვა. იდეა მინიმალისტური და მარტივად გასაგები, რომელიც პროგრესთან ერთად იხვეწება და ახალი მექანიკები შემოაქ, მაგრად ასწორებს. თან ინდივიდუალური მიდგომის საშუალებას გაძლევს ლეველების აწყობაში. წარმატებები ნუკრუჩ, ეს იყოს შენი პირველი თამაში ბევრი სხვა კარგი პროექტიდან.

მუსიკა და ვიზუალური ეფექტები ნამდვილად წყალივით ჭირდება, იმედია მაგასაც კარგად გაართმევთ თავს.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: SLICE

Unread post#6 » 10 Apr 2018 13:35

პირველ პოსტს დავუმატე ბანერი, რომელიც სტიმ ფეიჯზე გამოჩნდება :zezla:

ესეც ბონუსი:

>>>

ბილდზე ცოტა შევყოვნდი, პატარა ტექნიკური პრობლემებია თიმ სლაისში :D
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: SLICE

Unread post#7 » 13 Apr 2018 01:53

დავიწყე ეჩივმენტების და მენიუს ხატვა (ქვემოთ რამდენიმე ეჩივმენტის სკეჩ-არტია)

>>>
I won't miss.

Riddick
Posts: 11826

Re: SLICE

Unread post#8 » 13 Apr 2018 20:43

შუა აქაურ სოციუმში გაძლებას გავს

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Re: SLICE

Unread post#9 » 13 Apr 2018 21:03

შუა რა არის ტო ))))))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: SLICE

Unread post#10 » 13 Apr 2018 22:18

თბილისელებს ამოუგდებს მარტო :D
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: SLICE

Unread post#11 » 15 Apr 2018 01:26

ექსკლუზიური დემონსტრაცია გეიმოვერისთვის :D

https://www.youtube.com/watch?v=qXP2AcJ ... e=youtu.be

რატომღაც ცუდი ხარისხით აიტვირთა, ამჯერად 480 მიუთითეთ და ისე ნახეთ, მომავალში კი სოლიდურ ხარისხს შემოგთავაზებთ. პარტიკლები ჩავსვით და დავანავაროტკეთ და შეხედეთ აბა.

მუსიკალური ფრაგმენტი რაც ისმის ჩვენი თამაშისთვის დაწერილი ტრეკიდანაა.
I won't miss.

Riddick
Posts: 11826

Re: SLICE

Unread post#12 » 15 Apr 2018 11:34

მუსიკაც მომეწონა და ეფექტებიც :saiclai:

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: SLICE

Unread post#13 » 17 Apr 2018 16:51

Icons

ცისფერი დავტოვეთ
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: SLICE

Unread post#14 » 17 Apr 2018 18:19

ჩაჯდა ჯიგარი ბიბლიოთეკაში

>>>

მენიუს შეყვანას ველოდები და დავაგდებ სატესტო ბილდს
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: SLICE

Unread post#15 » 23 Apr 2018 11:44

:coffee: რევიუზე გავუშვით store page და ბილდი.

Beta Key ვისაც უნდა და დრო ექნება რომ შეხედოს ამ დღეებში - დააპლიუსეთ ქვემოთ და დავგზავნი

P.S.

ეს ვიდეო ავაგდე სთიმის გვერდისთვის და რამდენიმე neat სქრინშოტი
I won't miss.

Riddick
Posts: 11826

Re: SLICE

Unread post#16 » 23 Apr 2018 12:33

ტიზერზე ჯანო არ დაიხმარე? მიაშამანებდა კაი ეფექტებს

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: SLICE

Unread post#17 » 23 Apr 2018 13:22

მეორე თრეილერის გაკეთებას ვფიქრობ მისი დახმარებით, თუ მოიცალა (ახლა ძაან მიყრილი აქვს საქმეები)
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: SLICE

Unread post#18 » 23 Apr 2018 21:47

მოვიდა პირველი ფიდბექის ტალღა სანდროსგან და უკვე დამეხმარა სწრაფი თუმცა მნიშვნელოვანი დიზაინ ცვლილებების შეტანაში. მანამ დარელიზდება - ბევრად შეკრულ სახეს მივცემ. სთოურ ფეიჯი კი უკვე გამოჩნდა სთიმზე :)

http://store.steampowered.com/app/840310/SLICE/
I won't miss.

Riddick
Posts: 11826

Re: SLICE

Unread post#19 » 24 Apr 2018 03:25

ფეიჯი სტილნი დაჯდა. ოსტი რამდენი ტრეკი გააკეთეთ?

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Re: SLICE

Unread post#20 » 24 Apr 2018 11:01

ერთი მენიუსი
ერთი კრედიტების
ერთი თრეილერისთვის
5 ლაით ვორლდის
5 დარქ ვორლდის
I won't miss.

Return to “Digital”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 3 guests