Crossout, PC,Xone,PS4 | გამოცდილება

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11826

Crossout

Unread post#1 » 05 Mar 2018 22:44

რამდენიმე უფასო ონლაინ თამაში დავაყენე საცდელათ და ერთ-ერთი იყო Crossout. ადრე პრევიუ მქონდა ნანახი, ვიცოდი რო რუსების იყო. რაღაც საკაიფო, ინოვაციური გეიმფლეით აპირებდნენ გაქაჩვას.

>>>

თამაში შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან. მანქანის კონსტრუირება ხელთარსებული ნაწილების გამოყენებით, ამ ნაწილებისთვის საჭირო რესურსების, საკმაოდ რთული გრინდი/კრაფტი და უშუალოდ ბრძოლა.

მანქანების კონსტრუირება - მთავარი ინოვაციური და ინტერესის შემცველი მხარე ჩემთვის. კონსტრუქტორები ლეგოდან მოყოლებული მევასება, მითუმეტეს მანქანების. Crossout-ში კიდე ზუსტად მაგ ოცნებას იხდენ. აკეთებ რასაც გინდა და მერე ამ რაღაც უაზრო მასით იბრძვი, ხვეწავ კონსტრუქციას და თუ რამე გამოგდის, ბოლომდე კაიფობ შენი ინჟინერული გენიით.

რესურსების გრინდი და კრაფტი - იქიდან გამომდინარე რო თამაში პირობითად უფასო მოდელით ვრცელდება, ეს მომენტები საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დროს მოითხოვს. ფულის დონეიშენის გარეშე თავს რეალურად პოსტაპოკალიფსის პირობებში გრძნობ. მარა შანსის გარეშე არ ხარ, ბევრი საშუალებაა კარგი ნაწილების დათრევის (დღიური ქვესთები, მისიები, რანდომი) და ნუ ფასეულობაც უფრო ეზრდება მოთამაშისთვის. ჯერჯერობით რო ვთამაშობ ვგრძნობ პროგრესს და უფრო მაღალ ლეველებზე ვნახოთ როგორ იქნება.

ბრძოლა - თამაშს საკმაოდ მოძველებული ვიზუალიაქ, მარა ძრავს რაც შეეხება კარგად მუშაობს. რა სისულელეც არ უნდა ჩაიდინო გარაჟში, საქმეზე ყველაფერი დეტალურად იგრძნობა. მანქანები ზუსტად დაზიანების მიხედვით იმსხვრევიან. ტარების ფიზიკაც არაა ცუდი.
და ნუ რაც ყველაზე მთავარია, სიტუაციების მრავალფეროვნების გამო, თვითონ გეიმფლეი პროცესი საკამოდ ბევრ სიამოვნებას გაძლევს. თითო შეტაკება (10 vs 10) დაახლოებით 2 3 წუთი გრძელდება, რის გამოც სუ აქტივობების მონაცვლეობაშიხარ. ხან იბრძვი, ხან ნაწილებზე ჩალიჩობ, ხან აუქციონზე ზიხარ, ხან მისიებს ასრულებ და ა.შ.

Riddick
Posts: 11826

Re: Crossout

Unread post#2 » 06 Mar 2018 12:43

საწყისი ბენტლი
და აქედან უკვე დავიწყე ბილდინგი
მცირე გახურება
პირველი პიზდეც კრეატივის მცდელობა
ნიჭიერების ზენიტი
იდეების საქმეში ტესტინგით კონსტრუქციის ნავაროტი - წინ მივადგი გაფართოვებული რამა და კუთხეებში დაუყენე ტარანის კბილები. უცებ ევაკუატორი გავიჩითე. იმხელა რადიუსიაქ რო მანქანების 60% პროსტა ვჭედავ შიგნით და ვაკატავებ სანამ აფეთქდებიან.
და დავჭენაობდი ესე ამაყად - სანამ მივხვდი რო დავდივარ მაქსიმუმ 30
და აქ უკვე გადავაფასე კონსტრუქცია - გავაძრე პიზდეც ბურა (კლიჩკა), დავხსენი მძიმე ბორბლები და ევაკუატორის ფუნქციაც დავიკიდე ცოტახნით.
მარა პრაქტიკამ გამოაჩინა რო პიზდეცბურა და ევაკუატორი ძალიან მაგრად მუშაობენ წყვილში. თან წინ გაუშვი შედარებით ლაითი ბორბლები, რამაც მომცა უფრო ჩქარი მანევრი და დამატებითი საყრდენი.

დღეს მაქ დასათრევი რაღაც სერიოზული ნაწილები და შემოგთავაზებთ პროგრესის დოკუმენტურ მასალას :D

User avatar
Ripster
Posts: 1866

Re: Crossout

Unread post#3 » 07 Mar 2018 14:53

აუ შენ რა ამბებში ყოფილხარ ტო :დ
მე რაღაც თოიბოქსის მანქანა მყავს, კარი მივადგი კაპოტზე და დავკატაობ ჩემთვის ;დდდდდ
პატარა ბორბლებმა მანევრის შესაძლებლობა მომცაო, მართლა აქვს ასეთი გავლენა ნაწილებს? :3 ვაბშე სხვა თამაში აიწევა ასე. უფრო ბუტაფორიული მეგონა კასტომიზაცია
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11826

Re: Crossout

Unread post#4 » 07 Mar 2018 15:05

კი ძაან ბევრი პარამეტრია მანქანის და უშუალოდ განლაგებაც რეალური ფიზიკასავით იქცევა. თუ აზრიან კონსტრუქციას მიცემ რაღაც პატარა ბონუსები იჩითება და ნუ ეგ ჩალიჩია ამ თამაშის მთავარი ფასეულობა. კონსტრუქტორები თუ გევასებოდა ბავშობაში ძაან გაერთობი :)
ეხა ერთი 4 სერიოზული ნაწილი დავკრაფტე და თავიდან ვაწყობ მთლიანად, განახებთ რამე ნორმალური თუ გამოვა.

Riddick
Posts: 11826

Re: Crossout

Unread post#5 » 16 Mar 2018 04:37

ოთხი "გარდატეხის ასაკი" გავიარე. თავიდან ნუბის ენთუზიაზმი, მერე პირველი პროგრესის სიხარულის ტალღა, მერე დეტალებში გარკვევის და სტაგნაციის, ეხა კიდე მეორე პროგრესის ფაზასავით გაიჩითა. წარმოგიდგენთ ბოზმშენს. ისე არ გეგონოთ, სერიოზული დროა კონსტრუქციაზე დახარჯული))
ბოზმშენი მზის ჩასვლის ფონზე https://i.imgur.com/PKDNbyZ.png https://i.imgur.com/Ct34jyp.png

კონსტრუირების მომენტი მართლა უნიკალურს ხდის თამაშს, თითონ მატჩების ექსფერიანსიც ძაან განსხვავებულია. განსაკუთრებით რაც გააზრებულ თამაშს იწყებ. სხვა მოთამაშეებიც იხვეწებიან და დასამახსოვრებელი ბრძოლები იდება. დღეს ერთი სამი ისეთი კაი შერკინება იყო რო ცალკე ვიდეო გამოვიდოდა თამაშის გასაპიარებელი. იტოგში შევყევი და მედმაქსის მუღამი თუ გაქვთ ბევრ სიამოვნებას მიიღებთ

Riddick
Posts: 11826

Re: Crossout

Unread post#6 » 03 Apr 2018 01:22

პრაგრეს ნი ასტანავიწ
წარმოგიდგენთ სრულიად ნოლიდან აწყობილ ულტრა ბოზმშენს https://i.imgur.com/TELIt3h.png / https://i.imgur.com/1NKN8Mi.png / https://i.imgur.com/kiGUEaJ.png / https://i.imgur.com/2oaMVmX.png
რომელიც ბევრი ბრძოლის მერე გარდაისახა krutank-ში https://i.imgur.com/I44BWvG.png / https://i.imgur.com/TNeR8lf.png / https://i.imgur.com/70SLnry.png

Riddick
Posts: 11826

Re: Crossout

Unread post#7 » 15 Apr 2018 23:13

კარაქივით დროის გადასაყრელი თამაშია, მაგრად შევყევი :)
დინოზავრის და მატარებლის ნაჯვარი გავაძრე დღეს https://i.imgur.com/uBvHGTR.png / https://i.imgur.com/j3mVnm1.png / https://i.imgur.com/lePoqdt.png /

Riddick
Posts: 11826

Re: Crossout

Unread post#8 » 22 Oct 2018 17:10

რამდენიმე თვეა რაც წავშალე თამაში, მარა დაწერა დამავიწყდა.
ისე გავერთე ის საათები რაც ვითამაშე რო ერთ-ერთი საყვარელი პროექტი გახდა ამასობაში. უბრალოთ მაღალ ლეველზე იჩითება ერთი დაუბალანსებელი მომენტი, რომელმაც გამიჩერა წინსვლის სურვილი.

ტიპებს ვინც ფულით ყიდულობს იარაღებს გაცილებით დიდი უპირატესობა ეჩითებათ რაღაც მომენტში, რის გამოც შენ ინჟინერულ გენიას ვეღარ იყენებ :) არადა საკმაოდ დიდიხანი ვერ გრძნობ თავიდან მაგ ბარიერს, მაგრამ ბოლოში, როცა სერვერი ყველას აერთიანებს ლეველების გამო ეგ ელემენტი ძაან კრიტიკული ხდება. ისეთი დონის იარაღებით დადიან ტიპები, რომლისთვისაც შენ უზომოდ ბევრი უნდა იწვალო, მარარ ომც წახვიდე მაგაზე, ერთის დათრევა არ გეყოფა, მინიმუმ ორი კარგი ერთეული მაინც უნდა დააყენო, ხოდა მეც რო არ გამეფუჭებინა ექსფერიანსი უბრალოდ თავი დავანებე.

ძაან გამიხარდება თუ მიხედავენ მაგ საკითხს და უკან დაბრუნება აზრიანი გახდება. სიამოვნებით ჩაუჯდებოდი ისევ.

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 31 guests