Unread post#59 » 11 Aug 2017 04:42
offline ვთამაშობ როგორც ყოველთვის. იდეაში თამაშის სტრუქტურა უკვე ისე კარგად მესმის რო ნეოს პონტში ვტეხავ რაღაც მომენტებს. DS სწორი ტემპი თუ დაუჭირე და ეგო შეუსაბამე ისე გადიხარ რო უკან არაფერი ცოცხალი, ან ამაღელვებელი არ გრჩება. აი მაგალითად ერთხელ მაინც თუ შეხვედი ბოსთან იმ განწყობით რო მოკვდები მარა სისტემის სისუსტეს იპოვი, უკვე ხელში გაქ თამაში. ან თუ მიხვდები რო ნებისმიერი მოწინააღმდეგის უკან დგას კოზირი, რომელიც უცებ გაგაქრობს, გარემოს ფილოსოფია შენია.
თავიდან სანამ ბლადბორნიდან სოულსში დავბრუნდი რამდენიმე მომენტი გამიჭირდა მაგრად და ისიც იმიტო რო არასწორად ვხსნიდი მექანიზმს, ისეთ ადგილას გავდიოდი სადაც სხვა დროს ჯობდა გასვლა. უხილავი ხიდივით არი მთლიანი თამაში, თუ მიაგნებ და მიყვები ტერმინატორი ხარ, მარა სანამ მიაგნებ ისჯები. რაღაც მძრეველურ ტრაბახში არ ჩამითვალოთ, მარა მართლა მარტივია, განსაკუთრებით ყველა მხრივ დაუნდობელი ბლადბორნის მერე. მარა ბოლომდე არ გავსულვარ, ამიტო ჯერ მაინც ადრეა გადაჭრით თქმა.
რაც არ მომეწონა არი ლუტის რაოდენობა, ძალიან ბევრია ყველაფერი და რაც მთავარია გამოყენება არაფრის არ დამჭირვებია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.
ეხა მაქ 5 ბონფაიერი და 8 ცალი ესტუსი. არვიცი რა ბოსები მოდის წინ, მარა ამ მომენტში ერთი ბონფაიერიდან მეორემდე 4 სავსე ესტუსიტ მივდივარ, რაც ნაღდად არაა დარკ სოულის რიტმი.
იარაღის გასანვითარებელი ქვები თავიდან ვითო დეფიციტშია და Boreal Valley რო ჩახვალ პირში გტენიან ყველა მხრიდან. Firelink Shrine'ში პატარა შტაბი ავიშენე Titanite Shard'ებით.
არცერთი იარაღის ინოვაციური ფიშკა არ მიხმარია უშუალო გეიმფლეიში.
არვიცი მეჩვენება თუ არა, მარა იარაღების უმეტესობა ცვეტში უფუნქციოა.
ძაან გამიხარდა სამყაროს გადაბმულობა, მარა არ მომწონს რო ჰაბი მოწყვეტილად არი. პირველის ლეგენდარული ჰაბი საერთოდ სხვა რამე იყო ჩემთვის, თავისი სხვადასხვა "სამყაროებში" წასასვლელი გზით. ადამიანს რო შედარაო, პირველში ცვეტში თავი იყო პირველი ბონფაიერი, აქ კიდე თითქოს უთავოდ ხარ დარჩენილი.
იმის მიუხედავათ რო გადაბმულია, პირველთან შედარებით სამყარო ბევრად სწორხაზოვანი გახდა. მაქსიმუმ ერთი ალტერნატიული გზაა, ისიც გამოკვეთილად რთული გარემოებით, რომელიც გაგრძნობინებს რო სხვა მხარეს უნდა გააჯვა.
რაც მომეწონა.
ენჯინი და ზოგადად ვიზუალი, ბლადბორნია, მარა იქ თუ ძაან გადატვირთულია ყველაფერი, აქ რაღაც ოქროს შუალედივით მოძებნეს.
მონსტრები ძალიან ორიგინალური და საიტერესო გამოვიდა თითქმის ყველა რაც ვნახე. არცერთი არ გავს ერთმანეთს და რაცმთავარია არასდროს არ იცი რა სურპრიზს გიმზადებენ. ესეთი მრავალფეროვნების გამო მომენტებში ცოცხალი ეკოსისტემის ატმოსფერო იქმნება რაც დიდი პლიუსია.
ბოსების ერთფეროვნების მესიჯიც აშკარად მკაფიოდ მივიდა დანიშნულების ადგილას. ორიგინალურობა მოდის თითქმის ყველასთან, მარა რაც უფრო ორიგინალურია ბოსი, მით უფრო მარტივია რატომღაც.
მინი ბოსების თემაც ახალ სიმაღლეზე ავიდა და სათანადო ყურადღება ეთმობა.
მომენტებში ისეთი პანორამებია შეილება დადგე და დარჩე ))
ძაან მომეწონა ლოკაციები; Road of Sacrifices - თავის ყველაფრით, ჯადოსნური ტყით, მისტიური და ჟუტკი ჭაობით, ბინდარებით, ულამაზესია. High Wall of Lothric - რაღაც უნიკალურობის შეგრძნებას იძლევა. ვაფშე ესეთი ციხესიმაგრეების კომპლექსი DS სერიებში და ბლადბორნში ყველაზე იმპოტენტურ ადგილებს წარმოადგენს როგორც წესი და კარგ ლოკაციებს შორის პრაბელების შევსების მიზნით გამოიყენება ხოლმე, მარა High Wall of Lothric თითქოს ინდივიდუალობააქ თავისი, ისტორია იგრძნობა ლოკაციის უკან. Undead Settlement - აქაც დიდია ინდივიდუალობა და რაც მთავარია საინტერესო. ბნელი სილამაზის მქონე სოფლები, თავის დაკლაკნილი წვრილი თითებივით ხეებით რაღაც სწორ შარმს აძლევს თამაშს (მარა არი სრულიად "უსიცოცხლო" ადგილები, მეორეს რაც ძალიან არ დაუფასეს, კარიდორები სადაც ერთხელ გაივლი და გავიწყდება).
ფარიანი გეიმფლეი ისევ საინტერესოდ იგრძნობა და გარკვეული ტაქტიკის სიღმეს აბრუნებს, რაც კოტრიალში დაღლილ ბლადბორნში მაგრად მენატრებოდა.
რავი რატომღაც კრიტიკა ბევრი გამომდის, მარა თამაში ძალიან კარგია. მე უბრალოდ ყველანაირი კომპრომისის გარეშე პირველის და ბლადბორნის პლიუსებს ვაჯახებ, რაც აი ძალიან დიდი საზომი ერთეულებია.