RPG ასოციაცია ჩემთვის ჯერ კიდევ რატომღაც მიბმულია შუა საუკუნეების სეთინგზე, ხმლებზე, მაგიაზე და მონსტრებზე, ალბათ კლასიკის უმეტესობის ამ ჩარჩოებში მოქცევის გამო. მარა სანამ გაგეღიმებათ დავამატებ, რომ სტრუქტურაც მესმის, ანუ რეალურად ვიცი რა შემთხვევაში ითვლება თამაში RP. არი რაღაც კანონები რომლების დაცვის შემთხვევაშიც ვიღებთ მოცემული ჟანრს. მინდა რო ჩამოვწერო ჟანრის განმსაზღვრელი მომენტები და ამით მეტი სიზუსტე შევიტანო. თქვენ კი უბრალოდ შემისწორეთ, ან დაამატეთ თუ რამე გამომრჩა.
1. თამაშის დასაწყისში მოთამაშე უნდა ქმნიდეს პერსონაჟს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
2. თამაშის მსვლელობისას მოთამაშეს უნდა შეეძლოს საკუთარი პერსონაჟის განვითარება.
3. თამაშის სიუჟეტი უნდა იძლეოდეს მოთამაშის მიერ გაკეთებული არჩევანის მიხედვით განვითარების საშუალებას, ანუ უნდა ქონდეს ერთი კონკრეტული სიტუაციის მინიმუმ ორი, ან მეტი გზით გადაწყვეტის ვარიანტი.
4. მოთამაშეს თამაშის პერიოდში უნდა შეეძლოს გარკვეული მატერიალური ღირებულებების მოგროვება.
5. სამყაროში რომელშიც ხდება მოქმედება უნდა იყოს გახსნილი (ან ფსევდო გახსნილი) ტერიტორია, სადაც მოთამაშე მისი სურვილისამებრ გადაადგილდება და არ მიყვება ერთ კონკრეტულ გზას.
აი ის ხუთი კანონი რომელიც შემილია რო დავწერო ამ ჟანრზე. მარა თამაშები რომლებიც ამ ხუთივეს ერთდროულად აკმაყოფილებს საკმაოდ ცოტაა და უფრო მიეკუთვნება იმ სეთინგს რომელიც ზევით დავწერე. არი ბევრი ვარიაცია, სადაც თუნდაც გმირი უკვე განსაზღვრულია. სიუჟეტი არ იძლევა ალტერნატიულად განვითარების საშუალებას. სამყარო არ არის გახსნილი ტერიტორია და თამაში მიუყვება კონკრეტულ გზას. ან თუნდაც გარკვეული ელემენტები მოცემულია, მაგრამ პროექტი მკვეთრად გადახრილია სხვა ჟანრებისკენ (ექშენი, სლეშერი, ფაითინგი).
და კითხვა - რას შეგვილია რო დავარქვათ RPG და რას არა?