ტომოკაზუ ფუკუშიმა
http://metalgear.wikia.com/wiki/Tomokazu_Fukushima, მაგასთან ერთად დაწერა სამი სერია, პარალელურად სპინოფებს წერდა რომელიც არ ზის მთავარ თაიმლაინში მარა ხელწერა იქაც იგრძნობა მაგის. მესამეს მერე დაიკარგა საერთოდ. მეოთხეში უკვე ეტყობა ცვლილებები, პირველ სამ სერიაში მოცმული ძაფები იკვრება და უფრო ჰოლივუდს უახლოვდება, მარა ძალიან კარგია მეოთხე. მე მაგ ტიპზე არაფერი ვიცოდი და უცხოელ ჰარდკორ ფანების კამათებში წავაწყდი, რედიტზეც, ნეოგაფზეც და კიდე რამდენიმე უცნობ ფორუმზე. დეტალურად ყვებოდნენ ყველაფერს :D:D
ყველაზე სასაცილო სერიების შექმნის პროცესია. ანუ ასე რო შევხედავთ გვგონია რო კოჯიმას მთელი საგა გათვლილი ქონდა მარა რეალობა ასეთი იყო:
MSX-ზე რო აქვს ორი თამაში, მათ შემდეგ გააკეთა MGS1 PS1-ზე და მანდ გადაწყვიტა დამთავრება. მერე რატომღაც მეორეზე მუშაობა დაიწყო და სნეიქის სთორი აღარ უნდოდა, დამთავრებულად მიაჩნდა, მაგიტომაც ახალი პერსონაჟი შექმნა რაიდენი და სნეიქს საიდქიქის როლი არგუნა. ამით ფანების უკმაყოფილება გამოიწვია მარა ესაც ბოლო თამაშად ჩათვალა და დაიკიდა სერია.
მერე კონამიმ დაიწყო მაგის გარეშე მესამე ნაწილზე მუშაობა, მარა რო არ გამოსდიოდა ჯგუფს გამოუცდელობის გამო არაფერი, კიდევ ერთხელ ჩაერთო კოჯიმა "ბოლო" MGS სერიაზე, სოლიდ სნეიქის ისტორიას მაინც არ დაუბრუნდა მარა ფანები რო არ გაებრაზებინა პერსონაჟად ჩასვა სნეიქი რომელიც თურმე ბიგ ბოსია და ერთ დროს ბიგ ბოსიც სნეიქი ყოფილაო )))).
ხოდა მესამე იმდენად კარგი გამოვიდა და ისე უნდოდა ხალხს ყველაფრის დეტალურად შეკვრა და ახსნა, სიკვდილის მუქარის წერილებს უგზავნიდნენ ახალი თამაში გააკეთეო. ცალკე კონამი აწვებოდა სერიების პოპულარობის გამო და თან ახალი კონსოლი გამოდიოდა PS3. ასე დაიწყო მეოთხეზე მუშაობა როგორც კიდევ ერთ "ბოლო" სერიაზე და დარჩენილი მასალა შეკრა. მეოთხეში შესაძლოა უკვე შემდგი ორი სერია ჩაიფიქრა ან გასაპრავებლად გააკეთა მინიშნება.
წლების შემდეგ შვილმა სთხოვა პორტატულზე რატო არ არის მთავარი სერიაო და გაუკეთა Peace Walker, ბიგ ბოსის ისტორიის ფილერი გაგრძელება, Portable Ops-ის დონის ფილერი, მარა აქვს საინტერესო დეტალები მაინც. მესამეში მნიშვნელოვანი და პოეტური, ლამაზი თემა რაც იყო, აქ ორგიად აქცია, კიდევ ერთხელ გვითხრა რო სნეიქს ბიგ ბოსი დავუძახოთ და სიუჟეტი დამთავრდა.
PW-ს მერე ბიგ ბოსის სთორის კიდევ ერთი გაგრძელება გადაწყვიტა, დადო Ground Zeroes და გვაჩვენა კიდევ ერთი ბარიერი რომელიც პერსონაჟს უნდა გადაელახა, შექმნა ახალი საფრთხე და დატოვა Peace Walker-ში და MGS4-ში არსებული ორგანიზაციაც, მოკლედ ფანტომ პეინის ჩანაფიქრი იყო ეჩვენებინა როგორ გახდა დემონიო და ამას ტრეილერებში გვაწვდიდა, უნდა განევრცო ბოლომდე პერსონაჟის ტრაგედია, უნდა დაედო იმ ორგანიზაციაზე შურისძიება, უკვე სთორიც ითხოვდა მეტ დეტალიზაციას და მივიღეთ თამაში რაზეც არ გავაგრძელებ ეხლა სპოილერებს :D
დაუმთავრებელი იმ მხრივ არის ფანტომ პეინი რო ერთი პერსონაჟის სთორი შუაში წყდება და 51-ე ჩეპტერში უნდა ეჩვენებინათ, რაც არ გვაჩვენეს, ამის დაუსრულებლობა შეიძლება კონამის ბრალია, შეიძლება უფინანსობის, აღრენილი იყო კონამი ზედმეტად რო მოწველა კოჯიმამ. მარა მთავარი პერსონაჟის სიუჟეტი დამთავრდა 50-ში და 51-ე რომც ეჩვენებინათ მთელი მუღამი ქრებოდა უკვე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.