Hyper Light Drifter
ალექს პერსტონი ჯერ კიდევ ბავშვობიდან ოცნებობდა თამაშზე, რომელშიც Diablo და The Legend of Zelda: A Link to the Past ელემენტები იქნებოდა გაერთიანებული. სადაც მოთამაშეს იდუმალებით მოცული მთავარი გმირის როლში, გაუვალი ტყეების და ძველი ნანგრევების შესწავლა მოუწევდა. თამაშში სწრაფი და ტაქტიკური საბრძოლო სისტემა უნდა იყოს, მტრები კი მრავალფეროვანი და დიდი რაოდენობებით. 2014 წლის დასაწყისში ალექსის ოცნებამ ახდენა დაიწყო და რეალურ თამაშად გარდაიქმნა.
Hyper Light Drifter – ეს გახლავთ 2014 წლის შუა რიცხვებისთვის დაგეგმილი 2D ექშენ-RPG პროექტი, რომელიც სხვა მსგავსი პროექტების მსგავსად, 8 და 16 ბიტიანი თამაშების ეპოქაში ბრუნდება. ეს არის თამაში მოგზაურობაზე, ბრძოლებზე, იარაღების და ნივთების გროვებაზე, საკუთარი შესაძლებლობეის განვითარებაზე და იმ საიდუმლოებების გადაწყვეტაზე, რომლებიც გზის გასაგრძელებლად არის საჭირო. თამაშის განმასხვავებელ მხარეებად მისი დამუშავების დონე და დეტალიზაცია ითვლება. აკურატული პიქსელური სტილიზებით და შესანიშნავი ანიმაციით თამაშის ყველა სცენაში დატკბებით.
Hyper Light Drifter იდეის ხორცშესხმა Kickstarter მეშვეობით მოხდა. მარკუსმა მისთვის ნათხოვნი 27$ ათასი დოლარის მაგივრად, საბოლოოდ 645$ ათასი დოლარი მიიღო. მსგავსი მხარდაჭერის წყალობით თამაში ნამდვილი მულტიპლადფორმა გახდება (PC, Mac, Linux, PS4, PSvita, Ouya). პლიუს ამას, ალექსმა, პროგრამირებისთვის და ანიმაციისთვის გუნდში დამატებითი ხალხის აყვანა შეძლო, ხმისთვის კი თვით Fez კომპოზიტორი მოიწვია. დამატებითი თანხების მეშვეობით, თამაშს ასევე სხვადასხვა ახალი რეჟიმები და კოოპერატიული კომპანია დაემატება. მაგრამ სხვა უამრავი პროექტისგან განსხვავებით, ავტორი რაიმე რადიკალურის დამატებას არ გეგმავს - მას მხოლოდ ის უნდა, რომ Hyper Light Drifter მის ბავშობის ოცნების თამაშს გავდეს.