Unread post#142 » 02 Dec 2015 19:57
ერთი მილიარდი არ არის 550 დოლარი, პლექსი(30 დღიანი საბსქრიბშენის აითემი) ჩემს დროს იყიდებოდა ასე 350-400მლად, ნუ ერთი თვე არის 15 დოლარი. ჰოდა ნუ მანდ მილიარდები წერია, რამდენი ხზ, ნუ 550 დოლარის მოცულობის კი ბევრი იქნება.(ისე, ერთი საინტერესო ისტორიაც, ერთხელ 1კ+ დოლარის ღირებულების პლექსები გადაჰქონდათ სავაჭრო ჰაბ სექტორში სასტავს, დაესხნენ თავს პირატები და ააფეთქეს, ამ დროს რაღაც რაოდენობა ნივთებისა ტყდება, რანდომად, დანარჩენი შეგიძლია გალუთო, ჰოდა ბედად ეს პლექსები განადგურდა. :დ)
ისე, მსგავსი ისტორია იყო ადრეც. იყო ასეთი ჰეგემონი ალიანსი - ბენდ ოვ ბრაზერზ, ბობი და ნუ მეორე დიდი ძალა, გუნსვარმი. ბობი რეალურად ბევრად უფრო ძლიერი იყო, მეტი ტერიტორიით და.ა.შ. ნუ მიდიოდა ომი ამ ორ ძალას შორის, ბოლოს გუნებმა ის მოახერხეს, რომ ბობის სათავეში საკუთარი ჯაშუში მოაქციეს, რომელმაც შემდეგ ალიანსი დაშალა. ალიანსის დაშლას აქვს კატასტროფული შედეგი, რადგან ამ დროს კარგავ სუვერენიტეტს კუთვნილ ტერიტორიებზე, რამაც საშუალება მისცა გუნებს,ამ სექტორებს დაუფლებოდნენ. ბობის ნიადაგზე აღმოცენილმა ალიანსმა შემდეგ რაღაც მსგავსი აწი უკვე გუნებს გაუკეთა. :დ (შემდეგ ხელახლა შეიკრიბნენ გუნები)
მაგის მერე უკვე ბევრი წელი გავიდა, ეგ დაჟე მანამდე მოხდა, სანამ მე დავიწყებდი ივის თამაშს, მას შემდეგ უკვე რამდენიმე ახალი ძალა აღმოცენდა და განადგურდა.