Unread post#27 » 31 May 2015 18:35
აუ რავი ჩემთვის საერთოდ საპირისპირო განწყობა დატოვა. ნუ ეპიზოდური სთორი ლარას გადამხდარ ისტორიებზე მეოთხის ენდინგმა გამოიწვია, ეგ არც მე მომწონს მარა დასაწყისშივე შევეგუე და ბოლოს ენდინგში გამოჩნდა თუ რატომ იყო ასეთი მიდგომა. ტრაგიკული ენდინგის შემდეგ ლარას ძველი ისტორიების გახსენება იყო და ბოლოს ისაც გაიხსენეს როგორ ვერ იპოვეს მისი კვალი და როგორ გაუჩინარდა. sequel რო გაეკეთებინათ გამიტყდებოდა, მარა საუკეთესო ენდინგი იყო სერიებისთვის ჩემი აზრით და აქ მორჩა კლასიკური Tomb Raider. ჩემი აზრით პირიქით მაგ პერსონაჟისთვის ლოგიკური ენდინგი იყო, ხასიათზე მორგებული. პერსონაჟი რომელიც ყველანაირ ხაფანგს გადაურჩა, ჰიმალაები დალაშქრა, დრაკონს მოერია, სხვადასხვა სამარხებში ჩაკარგული არაამქვეყნიური არსებები დაამარცხა, ჩანჩქერებზე ნავით იხტუნავა, ათასნაირ მონსტრს და წყევლას გადაურჩა, ეგვიპტის ღმერთს გაექცა, იმაზე ხო ლაპარაკიც არ არის რამდენი ორგანიზაცია ებრძოდა და რამდენი ნასროლი ტყვია აიცილა, ამის მერე ბოლოს სამარხის გამოსასვლელში სიკვდილი რაღაც ირონიული და აბსურდული იქნებოდა ასეთი ყვერებიანი გოგოსთვის. თან მეოთხის credits-ის დროს დემო რო მიდის, უცნობ ადგილებში როა ლარა და არსებებს ებრძვის, პირდაირი მინიშნება იყო თუ როგორ შეიძლებოდა გადარჩენილიყო, ჩანთა კი აქვს ჩამოკიდული მოდელს მარა მაინც.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.