Unread post#25 » 19 Mar 2015 02:35
დავხურე და უკვე აღარც მჯეროდა, მარა ხანგრძლივობის მიუხედავათ მაინც მინდა თამაშის გაგრძელება. საკმაოდ სოლიდური RPG ხელაა (იმ შემთხვევაში თუ სიუჟეტურ საიდქვესთებს ასრულებთ), მარა იმდენად ეჩვევი ბოლოს, რომ როგორც აღვნიშნე არ გინდა მაინც რომ დამთავრდეს. რიპსტერ ! გავარკვიე სტალკერს რატომაც გავს - რადიოს ლოგების ხმები სტალკერიდანაა წამოღებული და ყოველი მისიის ან დიალოგის დამთავრებისას იგივე ხმით წრიპინებს )) მეტი, სტალკერთან მსგავსება არააქ ამ თამაშს, არადა თავიდან მართლა ვერ მივხვდი რატო მეჩვენებოდა რო გავდა ))
საერთოდ პირველად რო დამიღამდა და სქრიმერები გავაძრე მევიფიქრე რაღაც შეცდომაათქო, არ კვდებიან, დაგსდევენ გიჟებივით, ვერ გაექცევი და ნუ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, დავიგრუზე )) მარა მერე ნელნელა დავიწყე სიტუაციაში გარკვევა და ბოლოს უკუნეთ სიბნელეში საერთოდ ფანრის გარეშე და ვალსის მოძრაობებით გადავაადგილდებოდი რუკაზე ))) საერთოდ ღამე ორმაგდება თამაშის ატმოსფერო და თუ ძილის გარეშე თამაშობ, საერთოდ სხვანაირ ექსფერიანსს გიტოვებს (ეხა ძნელი რეჟიმი გამოვიდა და იმაზე ძალიან სერიოზული იქნება, ვისაც ჯერ არ გითამაშიათ გირჩევთ ცადოთ, კარგი დონის ჰარდკორია), ყოველი ღამის მოახლოვების გეშინია და ცდილობ დღის პერიოდი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენო, საათს უყურებ და თამაშის სწრაფ ტემპს კიდე უფრო უსწრაფებ. პარკურის და საბრძოლო მექანიკის რეალიზება ძალიან დადებით შეფასებას იმსახურებს, ამ უბედური ზომბების ჩეხვა და შუსტრად სახურავებზე სირბილი ბოლო წუთამდე არ გბეზდება, პირიქით. RPG ელემენტებიც საკმაოდ კარგ დონეზეა (ზოგიერთ მიმართულებაში არი რეალურად უსარგებლო ტალანტები, მარა რაც კარგია ისინი ძალიან ცვლის გეიმფლეის), რამდენიმე შესაძლებლობის გახსნამ საერთოდ შეცვალა თამაშის მსვლელობის რითმი და დეტალებს აღარ ჩავეძიები, ჯობია თქვენთითონ გამოცადოთ. თამაშის კიდევ ერთი უდიდესი პლიუსი სიუჟეტური საიდქვესთებია, ანუ მისიები რომლებიც ხარისხით ძალიან გავს მთავარ სიუჟეტურ ხაზე მოცემულს, ყველა მათგანის შესრულება რაღაც პატარა ისტორიასავით არის წარმოდგენილი, ზოგიერთი მათგანი მართლა ძალიან დასამახსოვრებელია და არ გამოტოვოთ ხოლმე (ჩელენჯებზე არ მაქ საუბარი). ეხლა კი რაც შეეხება ყველაზე ინოვაციურ და საინტერესო ასპექტს, ანუ თამაშის ლეველდიზაინს. Dying Light ლეველდიზაინი მისი კომპლექსურობის გამო არის ეპიკური და თითქმის არ გაძლევს რუკის დამახსოვრების საშუალებას (რომელიც რეალურად არც ისე დიდია). ანუ თამაშობ და რაც არუნდა კარგი ორიენტაციის გრძნობა გქონდეს რუკას მაინც ვერ იმახსოვრებ (რაღაც ადგილებს ცნობ, მარა შენცარმომიკვდე), საერთოდ ახალი ექსფერიანსი იყო ჩემთვის. თან ამას ემატება ორი ქალაქის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული არქიტექტურა (მეორე ქალაქი ძალიან გავს ასასინს ქრიდში რეალიზებულ ვენეციას, ერთადერთ რაღაცას რაც ასასინს ქრიდში მომწონს). მარა ამდენი ქების მიუხედავათ, მისიებში, კონკრეტულ ადგილებში, ხანდახან შეიძლება ვერ გაიგოთ სად წახვიდეთ, ან როგორ აძვრეთ სადმე (მარა ეს ძალიან იშვიათად). რაც შეეხება სიუჟეტს, ვთამაშობდი ინგლისურად, რუსული სუბებით და საკმაოდ დიდი ინფორმაცია დავდროფე, მარგამ რაც გავიგე და რასაც საკუთარი ძალებით მივხვდი, საკმაოდ დაბალი დონის არის, მაგრამ ზოგი დრამატული სცენა ნამდვილად კარგად გამოიყურება (მარა ზოგი 80 წლების ნინძების ფილმებივით). საერთოჯამში კი ერთს ვიტყვი, ეს არის ყველაზე მაგარი თამაში ზომბი სეთინგში გახსნილი სამყაროთი და იმის მიუხედავათ, რომ ვერ ვიტან ამ სეთინგს მაინც ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, ეხლა კი Good Night, and Good Luck.