Sony Computer Entertainment-ის იაპონურმა დანაყოფმა From Software-ის (Souls სერიების შემქმნელების) მომდევნო პროექტის და PS4-ის ახალი ექსკლუზივის დეტალები გაგვიმხილა. როგორც ჩანს, Bloodborne-ზე მუშაობა კომპანიამ Dark Souls გადმოსაწერი დამატების Artoria of the Abyss დამთავრებისთანავე დაიწყო, იმ მომენტისთვის SCE Japan-მა From Software-ს მომდევნო თაობის ტექნოლოგიებზე გადასვლა შესთავაზა (PlayStation 4). Souls-ის ავტორების ახალ პროექტში მოთამაშეებს შეშლილი არსებებით და კოშმარული ქმნილებებით გადავსებული, გოტიკური სამყაროს გამოკვლევას შესთავაზებენ. თამაშის მოქმედება ძველისძველ, მივიწყებულ ქალაქში სახელად Yharnam-ში განვითარდება. აქ წლების განმავლობაში ბევრ იმედ გაცრუებულ, დაავადებულ და ჩაგრულ ადამიანს უძებნია შველა, მათ შორისაა ჩვენი მთავარი პერსონაჟიც.
- ზოგადად თამაშის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჯერ უფრო ფრაგმენტულია, ვიდრე სრულფასოვანი, რის გამოც უბრალოდ საინტერესო ფაქტების ჩამოთვლით გავაგრძელებ:
- Bloodborne-ის ისტორია დაავადების გარშემო ტრიალებს, დაავადების რომლის გამოც ადამიანებმა ზომბებად გადაქცევა დაიწყეს, სამყაროში კი "ცხოველებზე" მონადირეები გაჩნდენ.
- Yharnam-ის ქალაქი უზარმაზარია, თქვენი მასში მოგზაურობა კი სხვადასხვა ამინდში და დროის სხვადასხვა მონაკვეთში ჩაივლის (სავარაუდოთ ეს იმაზე მეტყველებს, რომ თამაშში ამინდის, ან დღე-ღამის დინამიური ცვალებადობის სისტემის მაგივრად, წინასწარ გაწერილი პარამეტრებით შექმნილი გარემო დაგხვდება).
- თამაშში ვერ შეხვდებით დრაკონებს, მაგრამ მათ მაგივრად სხვა არანაკლებ შთამბეჭდავ ქმნილებებთან მოგიწევთ ბრძოლა.
- ცეცხლსასროლი იარაღი მეტ წილად მხოლოდ ახლოს ბრძოლის დროს იქნება ეფექტური (ერთგვარი არბალეტების და მშვილდების შემცვლელი)
- კითხვაზე, გადავსებული იქნება თუ არა ლოკაციები მტრებით, მიაზაკიმ შემდეგი პასუხი გასცა - "თქვენ სრულ მარტოობას შეიგრძნობთ".
- სიუჟეტის მოწოდება Souls სერიების მსგავსი იქნება.
- დეველოპერები თამაშში Demon’s Souls-ის ერთერთი ლოკაციის Tower of Latria-ს ატმოსფეროს შექმნას ცდილობენ.
- ორთაბრძოლებში დარტყმების ტრიალით, ან ფერინგით აცილება ბლოკზე გაცილებით ეფექტური გახდება, მაგრამ ბლოკი კვლავინდებურად ხელმისაწვდომია.
- იარაღების რაოდენობით თამაში Souls სერიებს ბევრად ჩამოუვარდება, მაგრამ ყველა მათგანი დეტალურად იქნება დამუშავებული (როგორც ვიზუალურად, ასევე ანიმაციებით).
- PlayStation 4 გაზრდილი რესურსების მეშვეობით დეველოპერები ობიექტების გამოხატვის დისტანციის გაზრდას, შუქის ეფექტების გაუმჯობესებას, შემზარავი მონსტების უფრო რეალისტურად გაცოცხლებას და გიგანტური ბოსების შექმნას შეძლებენ.
- Shuhei Yoshida: "დეველოპერებისთვის Bloodborne შექმნის მთავარი მოტივატორი Demon’s Souls გახდა, მაგრამ ამ ორი პროექტის სათამაშო მექანიკა, პერსონაჟები და ზოგადად სეთინგი სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან, რის გამოც Bloodborne ვერანაირად ვერ ჩაითვლება ცნობილი სერიის, ან სიქველად, ან სულიერ გამგრძელებლად". იოშიდამ ასევე აღნიშნა, რომ კომპანია Demon’s Souls სერიის გაგრძელებაზე მუშაობას აღარ აპირებს.