Legacy of Kain -ის სერიები თავდაპირველად უნდა გამოეშვათ Crystal Dynamics-ს და Silicon Knights-ს, თუმცა კანონიერი ბრძოლის შემდეგ Crystal Dynamics-მა თითონ გააგრძელა თამაშების გამოშვება Eidos-თან ერთად. ეს არის Action სერიები სადაც ყველა სერია მოიცავს puzzle-ის ელემენტებს. Legacy of Kain-ის იდეა თავდაპირველად მოუვიდა Danis Dyack-ს Silikon Knight-ის დამფუძნებელს - "a game which adults would want to play", Crystal Dynamics დათანხმდა თამაშის გამოშვებაზე 1993 წელს, შექმნის პროცესში Silikon Knight-ს სჭირდებოდა ჯგუფირაც Crystal Dynamics-მა გაუგზავნა. 1996 წელს პირველი თამაში მზად იყო: Blood Omen: Legacy of Kain
Blood Omen: Legacy of Kain [PS, PC]
Developer: Silicon Knights
Publisher: Crystal Dynamics
2D Action-Adventure თამაში დაახლოებით დიაბლოს სტილში, პირველი თამაშI სერიებში და ერთადერთი რომელიც შექმნა Silicon Knights-მა, თამაში წარმოდგენილია ფენტეზის სტილში დამუშავებულ სამყაროში - Nosgoth. მოთამაშე კი ირგებს Kain-ის როლს, ის იყო დიდგვაროვანი რომელიც მოკლეს და რომელსაც ნეკრომანსერი Mortanius-ისგან მიეცა შანსი, აღმდგარიყო როგორც ვამპირი და შური ეძია თავის მკვლელებზე...
Legacy of Kain: Soul Reaver [PS, DC, PC]
Developer: Crystal Dynamics
Publisher: Eidos Interactive
ამჯერად თამაშმა 3D Action Adventure-ში გადაინაცვლა, ეს არის მეორე თამაში სერიებში რასაც მოჰყვა კიდევ ერთი გაგრძელება Soul Reaver 2. თამაშის მოქმედება ხდება Blood Omen-იდან 1500 წლის შემდეგ და ამჯერად მთავარი პერსონაჟია მოჩვენებად ქცეული ვამპირი Raziel, Kain-ის ყოფილი ლეიტენანტი და მარჯვენა ხელი. Kain-მა მას ჯერ გამოზრდილი ფრთები ჩამოაგლიჯა, შემდგომ კი Abyss-ში გადააგდებინა სადაც იგი Elder God-მა გააცოცხლა რათა გაეხადა თავისი Soul Reaver (Kain-ის ხმალი) და შური ეძია Kain-ზე. თამაში გამოირჩევა იმ დროისათვის საკმაოდ კარგი გრაფიკით და ატმოსფეროთი რასაც გოთიკურ სტილში მაღალ დონეზე დამუშავებული სამყარო ქმნის.
Legacy of Kain: Soul Reaver 2 [PS2, PC]
Developer: Crystal Dynamics
Publisher: Eidos Interactive
მესამე თამაში სერიებში რომელიც იწყება ზუსტად იმ მომენტიდან სადაც დამთავრდა Soul Reaver. Kain და Raziel შედიან პორტალში და გადადიან 30 წლით ადრე Blood Omen-ის მოვლენებამდე. სიუჟეტი გრძელდება და მთავარი გმირი კვლავ Raziel-ია, ამჯერად ის მოგზაურობს დროში რათა გაიგოს პასუხი თავისი ბედის შესახებ. თამაშის გრაფიკა და გეიმფლეი გაუმჯობესდა თუმცა გარკვეული მინუსებიც არის, ასევე წინა ნაწილთან შედარებით საკმაოდ ადვილი თამაშია
Blood Omen 2: Legacy of Kain [PS2, XBOX, GC, PC]
Developer: Crystal Dynamics
Publisher: Eidos Interactive
მეოთხე თამაში სერიებში, ქრონოლოგიურად სთორი ხდება Blood Omen-ის შემდეგ როდესაც Kain ახალგაზრდაა, მაგრამ ეს მოვლენები რეალურ ისტორიაში არ მომხდარა, Soul Reaver 2-ის დასასრულის დროს მომხდარი პარადოქსი, რომელმაც დროის ხაზის გამრუდება გამოიწვია, Kain-ის წარსულზე აისახა და მოვლენები შეცვალა, ამის შედეგად Kain-ს გაახსენდა Blood Omen 2 ის მოვლენები.
Legacy of Kain Defiance [PS2, XBOX, PC]
Developer: Crystal Dynamics
Publisher: Eidos Interactive
ბოლო და გადამწყვეტი სერია სადაც ყველაფერს ფარდა ეხდება, გადამწყვეტი ბრძოლა სადაც მხოლოდ ერთი დარჩება ცოცხალი... Defiance აგრძელებს ლორდი ვამპირი Kain-ის და მისი ყოფილი თანაშემწის, Raziel-ის სთორის...Soul Reaver ის დროს, როდესაც მოკვდა Raziel და აღდგა Elder God-ის მიერ, Kain გადავა წარსულში და მას გაყვება Raziel, რომელიც ნელნელა ფარდას ხდის მოვლენებს რამაც Nosgoth მიიყვანა საუკუნო გახრწნამდე. თავისუფალი სურვილის დამყარებით, როდესაც მან უარი თქვა მოეკლა Kain როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, Raziel იგებს რომ Kain-ით მანიპულირებდა Moebius, გაეჩაღებინა ბრძოლა ვამპირთა წინააღმდეგ რადგან ის უკანასკნელი იყო ამ რასიდან. Raziel-ის მართვით კი, რადგან მას გააჩნია "თავისუფალი სურვილი", რაც არ შეიძლება დანახული იქნას Moebius-ის მიერ, Kain ცდილობს იპოვოს გზა თავისი საქციელის შედეგების გასაუქმებლად და Nosgoth-ისთვის დიდების დასაბრუნებლად
საიტები თამაშის ისტორიის და კონტენტის შესახებ:
Dark Chronicle
The Lost Worlds
Nosgothic Realm
თამაშის პაჩები და რეკომენდირებული ვერსიები:
ვინაიდან თამაშები გამოსულია კონსოლებზეც და PC-ზეც, ამიტომ დავწერ განსხვავებებს რაც დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ვერსია.
PC ვერსიების სათამაშოთ რეკომენდირებულია Steam-ზე და GOG-ზე დარელიზებული ვერსიები, თუმცა ამ ვერსიებში დარღვეულია aspect ratio და სჭირდება დამატებითი Widescreen-ის პაჩები. იმის მიუხედავად რო თამაშებს მოყვება კონტროლერის support-იც, ეს არ არის გათვლილი Xbox360-ის კონტროლერებზე, რისთვისაც უმჯობესია დააყენოთ Xpadder, დაკონფიგურებულ ფაილებს კი ქვემოთ დავდებ. Blood Omen: Legacy of Kain არ არის გამოსული არც Steam-ზე და არც GOG-ზე.
Blood Omen: Legacy of Kain - შეგიძლიათ ითამაშოთ PS-ზეც და PC-ზეც, PS ვერსიას შდარებით მეტი დრო სჭირდება ჩასატვირთად ხოლო PC-ზე თამაში გათვლილია ძველ Windows-ზე, ამიტომ XP-სთვის და მისი შემდგომი სისტემებისთვის დაგჭირდებათ სპეციალური Patch.
Legacy of Kain: Soul Reaver - შეგიძლიათ ითამაშოთ PS-ზეც და PC-ზეც.
Legacy of Kain: Soul Reaver 2 - PS2 ვერსიას აქვს დამატებითი მატერიალები მენიუში, Concept Art-ები, OST-ები, ვიდეოები სადაც ნაჩვენებია გახმოვანება და ა.შ. ამ მატერიალების მოძიება ინტერნეტშიც შესაძლებელია თავისუფლად. სამწუხაროდ ასევე აქვს რამდენიმე ცნობილი Bug, რომელიც არ უნდა გაგიკვირდეთ (მაგალითად Dark Forge-იდან გამოსვლის პრობლემა რისთვისაც შესვლამდე საჭიროა გვერდი აუაროთ აივანზე მსხდომ ფრინველებს).
Blood Omen 2: Legacy of Kain - ამ სერიის ყველაზე კარგი და ტექნიკურად გამართული ვერსია არის PC-ზე. კონსოლურ ვერსიებს აქვს fps-ის ვარდნის პრობლემები.
Legacy of Kain Defiance - ყველაზე პრობლემატური სერია კონსოლებზეც და PC-ზეც, პრობლემა მდგომარეობს კამერის მართვაში, თუმცა PC ვერსიაზე თუ Action-ების კონტროლს გადაიტანთ მაუსზე და default კონტროლით არ ითამაშებთ, შეძლებთ კამერის Mouse-ით მართვას (მე პირადად უპრობლემოდ ვითამაშე Mouse-ით), კონსოლურ ვერსიაზე კი ანალოგით კამერის მართვა და ბრძოლა ერთდროულად მოგიწევთ, იგივე პრობლემა გექნებათ PC-ზე კონტროლერით თამაშის დროსაც.
სურვილის შემთხვევაში Widescreen ვიდეოებისთვის შეგიძლიათ გადმოწეროთ ცალკე ფაილები და გადააწეროთ არსებულ ფაილებს.
დაინსტალირების ინსტრუქცია