Sony-ის ახალი ვიტრუალური სათვალის შესახებ ნეტში უკვე არაერთი ჭორი გავრცელდა. ბოლო დრომდე კომპანია მოცემულზე კომენტარის გაკეთებას ყველანაირი ხერხით გაურბოდა, მაგრამ ორი დღის წინ ალბათ უკვე იგრძნეს მზაობა და Project Morpheus ოფიციალურად წარმოადგინეს - სახელი არ შემშლია, მოწყობილობას რეალურად Project Morpheus ქვია.
Project Morpheus მთავარი კომპლექტი - 1920х1080 გაფართოვებაზე მომუშავე 5 დიუიმიანი დისფლეი, რომელიც მომხმარებლის თავზე სათვალის მგავსად მაგრდება. მოწყობილობა მჭიდრო კავშირშია PlayStation 4 კამერასთან, მოცემულის მეშვეობით ვირტუალურ სამყაროში ყოფნას კიდევ უფრო დამაჯერებელი ეფექტი აქვს. სათვალე PS Move მოწყობილობასთანაც თავსებადია. თუ მას Project Morpheus გამოყენების პარალელურად დაიჭერთ, მოთამაშე ხელში ხმალს, ან ცეცხლსასროლ იარაღს დაინახავს. დეველოპერების თქმით, მოცემული ტექნოლოგია თამაშში ყოფნის შეგრძნების ჯერ არ ნახულ ეფექტს მოახდენს - მომხმარებელი მოწინააღმდეგესთან ბრძოლის რეალურობას დაიჯერებს. Project Morpheus კიდევ ერთ ღირსეულ შემადგენელს სრული სამ განზომილებიანი ხმა წარმოადგენს.
მოცემულ მომენტში Project Morpheus მხოლოდ Thief და EVE: Valkyrie მხარდაჭერით სარგებლობს. მაგრამ მოწყობილობის შესაძლებლობების დემონსტრაციისთვის Sony-ს რამდენიმე განსაკუთრებული დემო ვერსიაც მომზადებულიაქვს. იმის შესახებ თუ როდის და რა ფასად გამოჩნდება Project Morpheus ბაზარზე, ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ არის.

კითხვა: რატომ დაარქვით მოწყობილობას Project Morpheus?
პასუხი: "სახელი ბოლო კვირამდე არ გვქონდა. მორფეი სიზმრების ღმერთს ქვია და მოგვეწონა ვარიანტი".
მოცემულ მომენტში Project Morpheus მხოლოდ Thief და EVE: Valkyrie მხარდაჭერით სარგებლობს. მაგრამ მოწყობილობის შესაძლებლობების დემონსტრაციისთვის Sony-ს რამდენიმე განსაკუთრებული დემო ვერსიაც მომზადებულიაქვს. იმის შესახებ თუ როდის და რა ფასად გამოჩნდება Project Morpheus ბაზარზე, ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ არის.
- ვირტუალური სათვალეების რამდენიმე მონაცემი:
- კონფიგურაცია: პროცესორული ბლოკი, ყურსასმენი
- ჩვენების მეთოდი: LCD
- პანელის ზომა: 5 დუიმი
- პანელის გაფართოვება: 1920xRGBx1080
- ხედვის ველი: 90 გრადუსი
- სენსორები: აქსელერომეტრი, გიროსკოპი
- ინტერფეისი: HDMI + USV
- ფუნქციონალი: 3D-აუდიო, სოციალური ეკრანი