Kingdom Come: Deliverance, PC, PS4, Xone / RPG / აღწერა

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11826

Kingdom Come: Deliverance

Unread post#1 » 11 Feb 2014 23:57

>>>

კარგად მახსოვს შარშანდელი, CryEngine 3 სპეციფიურად მოდიფიცირებული ვერსიის სადემონსტრაციო ვიდეო, რომელსაც საკმაოდ დიდი ინტერესით უყურე და მაინტერესებდა თუ კონკრეტულად რა თამაშისთვის იყო იგი განკუთვნილი. მას შემდეგ გავიდა დაახლოებით ერთი წელი და უკვე თვითონ თამაშიც დაანონსდა - საქმე გვაქვს Warhorse სადებიუტო პროექტთან, სახელად Kingdom Come: Deliverance. მოცემულ მომენტში თამაშზე 2K Czech, Crytek და Bohemia Interactive-დან წამოსული, საკმაოდ ცნობილი დეველოპერები მუშაობენ - ხალხი რომელთაც ისეთი თამაშების შექმნაში მიუძღვით პირდაპირი წვლილი როგორებიცაა Mafia, Crysis, ArmA და Operation Flashpoint.

>>>

Kingdom Com: Deliverance - ეს გახლავთ საკმაოდ ამბიციური RPG პროექტი, გახსნილ სამყაროში (დაახლოებით 9 კვადრატული კილომეტრი, ობლივიონი მთლიანი ტერიტორია), რომლის მოქმედებაც გვიანდელი შუა საუკუნეების (1403 წელი) ცენტრალურ ევროპაში განვითარდება. თამაშში ძალიან დიდი აქცენტი კეთდება რეალისტურობაზე, რის გამოც მასში არ იქნება არანაირი ფენტეზი ელემენტი (სამაგიეროდ დაგჭირდებათ ჭამა, ძილი, ან რაიმე სხვა მსგავსი რუტინული მოვალეობების შესრულება). ასევე არ იქნება სწორხაზოვანი სიუჟეტური შემადგენელი, ხოლო ყველა დავალების შესრულებას რამდენიმე სხვადასხვა ხერხით შეძლებთ. მაშტაბურ ბრძოლებში, თქვენ მხოლოდ ერთერთი ჩვეულებრივი რიგითი იქნებით, ხოლო ციხესიმაგრეების აღების დროს, თავიდან მოწინააღმდეგის ტერიტორიებთან ადგილის დაკავება, საგზალის მომზადება და თვითონ შტურმისთვის მზადება მოგიწევთ (რეალისტურობა უპირველესყოვლისა).

>>>

მოცემულია სამი ძირითადი მიმართულება - მებრძოლი, ბარდი და ბანდიტი, ხოლო სკილების საერთო სისტემის მეშვეობით, მოთამაშე, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის ჰიბრუდულ ვარიანტებს შექმნის. ასევე მოსალოდნელია, სრულიად რევოლუციური საბრძოლო სისტემა, რომლის ანალოგიც ჯერ არცერთ თამაშში არ ყოფილა. Kingdom Com: Deliverance ერთი აქტის გავლა დაახლოებით 30 საათს საჭიროებს (მთლიანობაში არის 3 აქტი). და ბოლოს - "ეს არის ამბავი ხალხე, რომლებიც ძალაუფლებისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები" - აცხადებენ Warhorse წარმომადგენლები.

User avatar
Slacker
Posts: 358

Kingdom Come: Deliverance

Unread post#2 » 14 Feb 2014 09:00

ვიჩერის შემდეგ ჩემს ლისთში მეორეა ეს თამაში
ამ ორს ველოდები ყველაზე მეტად ))
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11826

Kingdom Come: Deliverance

Unread post#3 » 14 Feb 2014 18:34

თან ბიჭო ძაან სპეციფიური გამოცდილების ხალხი მუშაობს. Flashpoint, Mafia ცვეტში Open World სტანდარტებიაქვთ თავის დროზე ჩამოყალიბებული. ერთის მხრივ რეალისტურობას აწვებოდნენ, მეორეს მხრივ კინომატოგრაფიულობას და სერიოზულ სიუჟეტს. რაღაც პონტში Flashpoint სული იგრძნობა იმაში რასაც თამაშზე ამბობენ და ანახებენ, სიმულატორს გავს ესეც, ოღონ შუა საუკუნეების. ყველა ვარიანტში რაღაც ფასეულს ქმნიან. მეც ძაან მაინტერესებს რა იქნება, მარა 2015 კაი შორსაა ჯერ.

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Kingdom Come: Deliverance

Unread post#4 » 14 Feb 2014 20:13

აუ რატო გადაწყვიტეს რო მაგიის გარეშე გააკეთონ ნეტა :(
smothered in the crib

Riddick
Posts: 11826

Kingdom Come: Deliverance

Unread post#5 » 14 Feb 2014 23:49

ალბათ რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ იმ პონტში რო მაგიის გამოყენებით არი ყველა თამაში რაც ამ სეთინგში გამოდის, ანუ ეს კარგად გამოეყოფა მასას. მერე ის რო Flashpoint კამანდა ურევია დეველოპერებში (ყველაზე რეალისტური და დედა... ძნელი საბრძოლო მოქმედებების სიმულატორის, რაც ვიცი).

დღეს გამოვიდა კაკრას ახალი ვიდეო, NPC და AI-არი არი ლაპარაკი, ძაან საიტერესო ვეშია შეგიძლია ნახოთ - >>>

კიკსტარტერზე როა აქტიურად დებენ ახალ მასალებს თამაშზე.

Riddick
Posts: 11826

Kingdom Come: Deliverance

Unread post#6 » 20 Feb 2014 02:16

57 წუთიანი Live Stream - თუ არაფერი არ გაქვთ ნანახი თავიდან ბოლომდე საინტერესო იქნება, მარა მე მარტო OpenWorld მივაქციე ძირითადად ყურადღება, რომელიც სასწაულად გამოიყურება. განათების სისტემა უკვე იმ დონეზეა, რო მომენტებში (როცა გმირი ჩერდება) მართლა რეალურს გავს სურათი. ტყის მონაკვეთი ძალიან პატარა იყო (საერთო ვიდეოს ზომის კვალობაზე), მაგრამ მოაქ Fილი, ხვდები რამდენად ატმოსფერული იქნება ეს ყველაფერი - ცხენით სანადიროთ სიარული, რო შემოგაღამდება უცებ და გზას რო ვერ იკვლევ უკან )) კომბატიც საკმაოდ ინოვაციურია, სერიოზული ჩელენჯები სუნი დგება ეგრევე.

User avatar
Slacker
Posts: 358

Kingdom Come: Deliverance

Unread post#7 » 23 Feb 2014 00:46

მე კიდე ზუსტად ეგ მომეწონა რომ არავითარი მაგია და დრაკონები, მაქსიმალურად რეალობასთან ახლოს ყველაფერი ))
ეხლა ლაივ live streamს ვუყურებ
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Kingdom Come: Deliverance

Unread post#8 » 24 Feb 2014 11:55

წინასწარ მართლა ძნელია რამის თქმა , ცდილობენ მგონი რო ტეს-ს არ დაემსგავსოს ძაან მარა მარტო მაგიის ამოღება არ შველის მაგას, ჩემი აზრით ტეს-ის შემდეგი სერია ძაან ადვილად გადაყლაპავს და მოინელებს ამ თამაშს , მარა სანამ ეგ გამოვა მანამდეც არამგონია რო რამით აჯობოს წინა სერიებს ამ თამაშმა
smothered in the crib

User avatar
Slacker
Posts: 358

Kingdom Come: Deliverance

Unread post#9 » 17 Jun 2014 07:08

აჰა ძმაო )))))

პ.ს. >>>
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11826

Kingdom Come: Deliverance

Unread post#10 » 04 Oct 2014 23:01

UPD - თამაშის ალფა ვერსიის გამოსვლისადმი მიძღვნილი ტრეილერი - >>>

Riddick
Posts: 11826

Kingdom Come: Deliverance

Unread post#11 » 06 Apr 2015 17:08

Morning In The Forest

2016 წლამდე გადაიდო. მიზეზი - დრო არ ყოფნით დეტალების დასასრულებლად.
თამაშის სამყარო იქნება The Elder Scrolls IV: Oblivion ხელა.

Riddick
Posts: 11826

Kingdom Come: Deliverance

Unread post#12 » 05 May 2015 01:53

იმ დროინდელი რეალობის სიმულატორს გავს: 1 2 3 4
ვიჩერი აშკარად უფუჭებს იმიჯს, ძალიან გავს სამყარო.

Riddick
Posts: 11826

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#13 » 04 Mar 2016 12:04

ვსო დაირღვა სიჩუმე, 22 წუთიანი პრევიუ დაიდო ანტონ შვაინერის და სანამ უშუალოდ ვიდეოს ლინკს დავდებ, ჯერ ჩამოვწერ იმ ახალ ინფოს რომელიც ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო იყო პრევიუში:
* თამაშს აკეთებს პირველი მაფიის, ანუ ორიგინალის გუნდი, სცენარის ავტორის ჩათვლით.
* თამაშის მთავარი მიზანია ისტორიული ტიპის თამაშების დანერგვა, რომელიც არ იქნება მხოლოდ მსოფლიო ომების შესახებ.
* თამაშში მოცემული რუკა არის ჩეხეთის გარკვეული ტერიტორიების იდენტური ლოკაციებისგან შემდგარი. თამაშის სამყაროში, უშუალოდ მოთამაშეზე ეს მომენტი მორგებული არ არის.
* npc-ების "ცხოვრების" ახალი სისტემა. რომლის იდეაც არი, რო ყველა მათგანს შეიძლება შეეცვალოს ჩვეული საქმიანობა და რაღაც სრულიად მოულოდნელი, გარემოებებიდან გამომდინარე გააკეთონ. მაგალითად მჭედელს რო სამუშაო ინსტრუმენტი მოპარო, წავა და დალევს (გოსთას რო კინდლი მოპარო რა ანუ).
* თამაშში არც მოწინააღმდეგეები არ იქცევიან უბრალოდ კონკრეტულ ადგილას დასმული, ისინიც მოგზაურობენ. მაგალითად ბანდიტი ტყეებით მოძროაბს და როდის შეგხვდებათ განსაზღვრული არ არის.
* თამაში რადგან რეალისტურობას უმიზნებს, გმირს შეულია ნებისმიერი ტიპის ტანსაცმლის ჩაცმა, მათ შორის გარკვეული ბანდების. რის მერეც ჰიტმენის პრინციპი ირთვება, ანუ გადაცმული სტელსი, როცა გარკვეულ ადგილებში გატარებენ და ვერ გცნობენ, სანამ ძალიან ახლოს არ მიხვალ.
* RPG სისტემა, რასაც აკეთებ ის ვითარდება პრინციპით. რომელსაც დაემატება ლაპარაკის, ანუ დარწმუნების მექანიკა, რომელიც ვითარდება npc-ებთან ურთირთობისას.
* მთლიანად ფიზიკაზე აწყობილი საბრძოლო სისტემა, სადაც ყველა იარაღს მოძრაობების სეტთან ერთად, ექნება თავისი პოზიციების სეტიც. აბჯრის თემაც ძალიან დეტალურად მუშავდება. შეგვეძლება რამდენიმე ფენის ვარიაციების ჩვენთითონ არჩევა და ერთი მეორეზე ჩაცმა და ეს ყველაფერი უშუალოდ თამაშის სტილზე აისახება.
* კარმის სისტემა. ანუ ყველა რეგიონში ჩადენილი საქმეების მიხედვით გაფასებენ, მაგრამ პლიუს ამას იქნება ისეთი ელემენტები როგორიცაა ჩაცმულობა. ვთქვათ, თუ სისხლიანი აბჯარი გაცვია, ხალხი გაიქცევა და არავინ არ გამოვა კონტაქტზე.
* ტყე იმდენად ლამაზია რო შეილება პახოდების ქვესთები დაამატონ ))

ეს კი თვითონ პრევიუ https://www.youtube.com/watch?v=VftoTxEIARk

მე პირადად რატომღაც მიჩნდება გოტიკის მსგავსი თამაშის შეგრძნება. ალბათ იმიტო, რო შედარებით, ვიმეორებ, შედარებით ნაკლებად იგრძნობა იქ მაგიის ელემენტი და რეალისტური მომენტები უფრო კარგად მუშაობს. ზუსტად ვერ ვიტყვი. ნეგატიური მომენტებიდან ალბათ გამოვყოფდი ანიმაციას და პესონაჟების დეტალიზაციას, რაც ცოტა უღიმღამო მეჩვენა.
რაც ვიდეოში ნახსენები არ ყოფილა და რაც ყველა ვარიანტში აღსანიშნავია, ესაა მასიური ბრძოლები, რომელშიც ჩვეულებრივი, რიგითი მებრძოლის როლში ვიქნებით წარმოდგენილი. შეიძლება მერე ერთერთი მეთაურისაც.
თამაშს კიდევ უამრავი, ჯერ გაუმხელელი პოტენციალიაქ, რომლებსაც დროთაგანმავლობაში გავიგებთ, მაგრამ დღევანდელი ვიდეოს მსგავს ინფორმაციას დიდიხანია ველოდები და ვფიქრობ, რომ სრულიად საკმარისი იყო ლოდინის გასაგრძელებლად. ძალიან ამბიციური და მაგარი რამეა. მიხარია, რომ ვიჩერის წელში არ გამოვიდა და მინდა, რომ მისი გამოსვლის წელს Kingdom Come: Deliverance-ის წელი დაერქვას :waveo:

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#14 » 04 Mar 2016 13:53

აი ის ვარიანტია ძაან მინდა რომ კარგი გამოვიდეს, მარა ცუდი წინათრგძნობას რომ ვერ ვიშორებ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#15 » 07 Mar 2016 00:02

ტეს-ის უნიჭო ასლია თან მაგიის გარეშე, კომბატია იდეაში მთავარი გათვლა და ჩემი აზრით ეგეც მაგარი ###ბაა, ამას გაქაჩავდნენ უფრო დეპრესიული გარემო რო შეექმნათ, რო გაიხედავ და ეგრევე გადარჩენაზე ფიქრობ როცა იცი რო შეილება ერთმა ისარმაც მოგკლას მარა ვერც ეგ გათვალეს, ამ გრაფიკით ვერავის გააკვირვებენ ეგეც იასნია, ვიჩერსაც გავს თან და მაგის ფონზე რაღაც საცოდაობა გამოდის, ამაზე 1 დოლარსაც არ დავხარჯავდი მე
smothered in the crib

Riddick
Posts: 11826

Re: Kingdom Come: Deliverance - [Release Date: 2016]

Unread post#16 » 21 Aug 2016 01:35

ახალი ვიდეო დადეს https://www.youtube.com/watch?v=5Cn70tmCoXo
დაუმთავრებელია ბევრი მომენტი, მარა საერთო სურათი ჩანს მაინც
ვიჩერის სტანდარტებმა სავარაუდოთ კიდე უფრო გაურთულათ სიტუცია

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Kingdom Come: Deliverance - [Release Date: 2016]

Unread post#17 » 04 Jan 2017 06:44

ოპა არმორებზე რო ვლაპარკობდით https://www.youtube.com/watch?v=dBDzczSqEk4
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11826

Re: Kingdom Come: Deliverance - [Release Date: 2016]

Unread post#18 » 04 Jan 2017 15:10

ესეთი თამაში თან სიუჟეტით და ისეთი ოუფენვორლდით აი ტყის ვიდეო რო დევს... თან მაფიას ხალხისგან. რაღაც დიდი მოვლენა იქნება თუ დასცალდათ ბოლომდე მიყვანა.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Kingdom Come: Deliverance - [Release Date: 2016]

Unread post#19 » 04 Jan 2017 16:07

დამაინტერესა და ბეტა გადმოვწერე. ჩავუჯდები დღეს და დასწერ შთაბეჭდილებებს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Kingdom Come: Deliverance - [Release Date: 2016]

Unread post#20 » 04 Jan 2017 19:21

ტაკ ერთი ორი საათი ვითამაშე.
გარემო მაგარი რეალისტურია, იმ დონეზე რო რაღაც ხელოვნურად აღიქმება http://imgur.com/a/dievU. არ ვიცი შეილება თვალი როა შეუჩვეველი ასეთ ვიზუალს, ძნელი ასახსნელია მარა ისეთი შეგრძნება მქონდა რომ რაღაც დასკანირებულ დემოს ვათვალიერებ და არა თამაშის სამყაროს. აი ნადირობის სიმულატორში რომ გაგეძრობოდა ეგეთი ტყეებია და ტექსტურებიც რაღაცნაირი სხვანაირია. ტყე ძაან უღრანია, იმენა იბლანდები ბუჩქებში, ბილიკებზე გიწევს სიარული.

კომბატი როგორც მოსალოდნელი იყო რთულია საკმაოდ, თან რაღაც შუა პლეისრუში გაგდებენ დალეველებული რო ხარ უკვე და კაი რთული საჩხუბია. თითონ კომბატის პრინციპი მარტივია.
არის 5 მიმართულება, ზევიდან სწორედ, დიაგონალურად ზემოდან, დიაგონალურად ქვემოდან. დიაგონალური დარტყმები მარცხნიდან და მარჯვნიდანაა.

არის მარცხენა მაუსით მოქნევა ხმლის და მარჯვენა მაუსით შერჭობა.
Q-თი ბლოკია, თუ ზუსტად მტრის მოქნევისას დაბლოკავ Parry ხდება და counter attack შეგიძლია.
F-ით ფეხს ურტყავ ან ეჯახები.

ყველა ამ ქმედებას ფეხის ჩარტყმის გარდა აქ ეგ 5 მიმართულება. ანუ სისტემაში იდეურად ბევრი ახალი არ არის, საკმაოდ მარტივი კონცეპტებია და რაც Risen/Daggerfall და ალაგ ალაგ სხვა თამშებშიც ყოფილა ეგ თემებია. რითაც გამოირჩევა სხვებისგან არის რომ ეს ანიმაციები თითონ ბრძოლის არის ევროპულ ისტორიულ საბრძოლო ხელოვნებებზე დაფუძვნებული და რეალისტურთან ძაან ახლოა. ასევე არმორის და დემეჯის თემაც.

რაც მთლიანობაში გძაბავს, ატმოსფეროში გაგდებს და მართლა გაქ შეგრძნება რომ ეხმალავები კაცს და თუ მიქარე რამე აეცობი ხმალზე.

პრობლემა არის რომ ეს მოქნევები ბეტაში არის რთული გასაკეთებელი. მიმართულება რომ მისცე მაუსი უნდა გაწიო შესაბამისი მიმართულებით და არ ვიცი ალბათ დამუღამებადი თემაა, მარა თავიდან საკმაოდ გამიჭირდა. ჯოისტიკზე მგონია რომ უფრო მარტივი იქნება ანალოგის ჯოხით. Daggerfall-საც იგივე პრობლემა ქონდა და სხვა თამაშებს რომელშიც მაუსი მიმართულებას აძლევს.

სთორი, იმაზე უკეთესი ჩანს ვიდრე მოველოდი. მეგონა ძაან ტუპოი place holder სიუჟეტი იქნებოდა და ნუ რაც ვნახე დიალოგების ხარისხი და რამე სიტყვაზე Witcher-ს ან Bioware-ის დონის არ არის, მარა თითონ ქვესტ დიზაინი საინტერესო იყო. გამოძიების მომენტი და hand holding რომ არაა იმდენად.

ცალკე აღსანიშნავია ინტერფეისი, რომელსაც უცნაური დიზაინი აქ. მაგალითად Hud-ის პონტში ძაან ბევრი დეტალია და ძაან გაფორმებულია. მარა სიტყვაზე პერსონაჟთან რომ მიდიხარ სახელიც კი არ ეწერება ზედ ვინაა.

ოპტიმიზაციის მხრივ, ultra-ზე 30 FPS ეჭირა. რაღაც პრობლემები იყო ლოადინგზე, რომ მიდიხარ ცხვირ წინ იტვირთება უფრო მაღალი რეზოლუციის ტექსტურები ხალხზე.

ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=iuZS1HPinIk

ბეტა როგორც ვიცი ფაქტიურად რეალურად Alpha ბილდია, ანუ საბოლოო თამაში მოშნად გაპოლიშდება და საინტერესოა რა გამოუვათ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 56 guests


cron