"შეიცანი შიშის ნამდვილი სახე, მუდმივი კოშმარული ატმოსფერო და მოულოდნელი სიკვდილის საშიშროება. მხატვრული ფილმ Alien-ში განვითარებული მოვლენებიდან 15 წელია გასული, ელენ რიპლის ქალიშვილს, ამანდას დედამისის გარდაცვალების საიდუმლოს გასაგებად თავგანწირულ ბრძოლაში უწევს ჩაბმა. მოთამაშე პანიკით მოცულ და სასოწარკვეთილ მოსახლეობას დაუპირისპირდება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს ხომალდზე ქსენომორფიც იმყოფება, რომლის წინააღმდეგაც ამანდა სრულიად უძლურია. რესურსების მოგროვება და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ყველანაირი დამატებითი დახმარების გარეშე მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ აქ დასახული მიზნის მიხწევაზე მნიშვნელოვანი უბრალოდ ცოცხლად გადარჩენაა."
თამაში თავის ორიგინალურ ძრავზე იქმნება და კონსოლებზე 1080p - 60fps იმუშავებს. პროექტში ნაჩვენები განათების შესრულების დონე ცალკე თემაა და თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო პროექტს რეალურად ღრმა ატმოსფეროს შეუქმნის. გეიმფლეი მექანიკაზე ესე დეტალურად არაფერია ცნობილი, მაგრამ ნაჩვენები ვიდეოებით თუ ვიმსჯელებთ საქმე Amnesia-ს მსგავს გეიმფლეისთან გვაქვს.