XIII-2 ის დემო ვითამაშე და sux ..
რაღაც ისეთი პოლარულად განსხვავებული რამეებია შეერთებული ერთმანეთში რომ awful commercialized mess შთაბეჭდილებას ტოვებს.
12 წლის ვიდზე პერსონაჟები, რაღაც ღრმა ფილოსოფიური insight მცდელობა რომლის ყოველ სიტყვას გადამეტებული დრამატული პაუზა მოყვება ახლად გამომცხვარი ცუდი თეატრის მსახიობების სტილში, შემდეგ სურათში კატის და ღორის ნაჯვარი მფრინავი პოკემონი შემოდის ჯოხზე წამოცმული ძველი ჯიბის საათით ხელში რომელიც ბავშური ტონალობის ეროტიულ კვნესებს აყოლებს იაპონურ cute ფრაზებს რაღაც დაბოლილი პედოფილური ფანტაზიის ნაყოფივით, უკეთესი მეთოდი დრამატული და ღრმა განწყობის გასაგრძელებლად წარმოუდგენელია, კამერა შემდეგ gameworld-ს მაჩვენებს. რომელიც ყველა ფენტეზის ჟანრის და ფილმის ნაზავია, Steampunk, Futuristic, Fantasy, Storm Troopers, Pokemons, Naughty little flying piggi-cats და რეპი! მილიონი მუსიკის ჟანრიდან რა შეიძლება შეესაბამებოდეს ფენტეზის მეტად ვიდრე სწრაფი რიტმის სუპერ თანამედროვე პოპ და რეპის ნაზავი! და ტელე-შოუს ხმები! მკვნესავი მფრინავი გოჭ-კატა და პიუვიუ ტნნ YEAAHHH!!!!
დიდი დრო არ გადის და ლოკაციის ცენტრიდან უზარმაზარი ხელი ამოხტება, რომელიც ამყარებს შეგრძნებას რომ ყველაფერი ეს ერთი დიდი მასტურბირების სესიაა, ნახევარ ეკრანს მინი-რუკა ფარავს და იწყება ბრძოლა.
პირველი ემოცია ეპიკურად დადებითია, real time combat ! არავითარი უაზროდ გაწელილი drama queen დარტყმის ანიმაციების სერიების წამებით ყურება, ბრძოლაც ტაქტიკურად საინტერესო, თუმცა მთელ ეკრანს ძირითადათ ფერადი პარტიკლების ფეირვერკი ფარავს და მთელი ყურადღება ინტერფეისზეა მოქცეული. დიადი ხელი დამარცხების შემდეგ ლოკაციის გამოკვლევას შეუდექი, ძალიან გავს ყველაფერი SW: tors, და კოტორებს ... პოკემონებიან კოტორებს. რენდომ მტრებთან ბრძოლას სულ თავს ვარიდებდი კომბატ რეჟიმში გადასვლის რუტინული და გრძელი ინტრო/ექსტროების გამო, თუმცა როდესაც იძულებული ვიყავი მებრძოლა, კომბატი სასიამოვნო იყო, სხვა მხრივაც ხიბლის გარეშე არ არის თამაში, უზარმაზარი ხელის პატრონთან ბრძოლის მოსაგებად არაერთი reload დამჭირდა და ტაქტიკის ჩართვა თამაშში, Baldur's Gate-თის ბრძოლები გამახსენა.
ნამდვილად მინიმუმ კარგი RPG იმალება ამის უკან, მაგრამ როცა ეს ყველაფერი ქვემოთ მოცემული სურათივით არის შეფუთული, Thank but no thanks!
>>>