Demon Souls, Walkthrough Diary

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Demon Souls

Unread post#1 » 01 Sep 2013 23:03

Demon Diary
>>>

მოკლედ ბატონმა Ridozaur მა მთხოვა მსგავსი თემა შემექმნა, რაღაც Walkthrough -ს მსგავსი თემა საკუთარი სიტყვებით და ემოციებით გადმოცემული, კონკრეტულად Demon Souls ზე, მართალია მე დიდად მხატვრული თხრობით არ გამოვირჩევი ))) თუმცა შევეცდები კარგად გადმოვცე საკუთარი თავგადასავალი.

დარკ სოულსისგან განსხვავებით, ამ თამაშში უფრო მეტი აღმოსავლური იერფერი ვიგრძენი, ზუსტად არვიიც რატომ თუმცა მსგავსი შეგრძნება მქონდა თავიდანვე. მოკლედ სადღაც ნახევარი საათი მოვუნდი პერსონაჟის შექმნას, ვინაიდან დარკ სოულს ში Male Thief Character ით დავიწყე თამაში აქ გადავწყვიტე Female Magician გამეკეთებინა და სახელი Yomi დავარქვი, რომელიც იაპონურია და წყვდიადის სამყაროს აღნიშნავს (Underworld) მოკლედ როგორც კი დავიწყე თამაში ტუტორიალით, მაშინვე ვიგრძენი სხვაობა კომბატში, თუმცა მაინც რათქმაუნდა ძალიან ჰგავს დარკ სოულს -ს, მარა მაინც რაღაც სხვანაირია, არც უარესი არც უკეთესი, უბრალოდ სხვანაირი შეგრძნებაა, ესე ვიტყოდი დარკ სოულს თავისი მუღამიაქვს თქო ამას თავისი... თავიდან ძალიან გამიადვილდა, შეიძლება ჩემი პერსონაჟი პირველი ლეველის იყო თუმცა მოთამაშე (მე) რომელიც გამოცდილი ვარ დარკ სოულსით რათქმაუნდა too high level ვიყავი რის გამოც ტუტორიალი ძალიან მარტივად გავიარე, თუმცა ბოსთან შესვლისას (Vanguard Demon) ჩემი პირველი frustration შევიგრძენი როდესაც ერთ დარტყმაში შუაზე გადამხსნა და მიწასთან გამასწორა (მერე მივხვდი რომ ეგრე ყოფილა ჩაფიქრებული) მარა მაინც ძალიან ცუდად მომხვდა პირდაპირ ფიზიონომიაში )))) რის შედეგადაც ჩემი პერსონაჟის სული Nexus ში მოხვდა. (net ში ვნახე მერე კლავენ ამ პირველ ბოსს, თუმცა მე ახლიდან ცდის საშუალება აღარ მქონდა ასე რომ დავიკიდე და გავაგრძელე თამაში)

რა არის nexus?
The Nexus is a hidden temple that "binds together the northern land of Boletaria." It binds the souls of all would-be demon soul hunters so they cannot leave; they can only travel to the 5 worlds connected by the archstones. This is your place of retreat and refuge, which contains a variety of NPCs and vendors to aid you in your journey.
მოკლედ რომ ვთქვატ ეს შენი save place ია (firelink shrine ის მსგავსია რაღაცით), როგორც ჩანს ჩემი სული არის დატყვევებული ამ განზომილებაში და სხვა გზა არამაქ, ის ღა დამრჩენია რომ დემონების სულებზე ვინადირო, მოკლედ ბევრი აღარ მიფიქრია და ეგრევე შევარდი პირველივე Archstone ში "Arhcstone of the Small King"
რის შედეგადაც Boletarian Palace ის ხიდზე მოვხვდი.
მაშინვე მოვიმარჯვე ჩემი Shortsword მარჯვენა ხელში და Leather Shield მარცხენა ხელში, ასევე Wooden Catalyst იც მარცხენა ხელში მეორე weaponad დავაყენე და შევუდექი საქმეს, მაშინვე მტერი თავს დამესხა ))) თან სამნი ერთად, სამივე ერთმანეთზე დავალაგე და კიბეებს ავუყევი, მოკლედ კლასიკურ ციხე სიმაგრეში გავიჩითე, ძალიან მომეწონა არქიტექტურა ძალიან კარგად იყო გაკეთებული და ძალიან საკაიფო ატმოსფერო შევიგრძენი, რაც შემეძლო მოვიარე ეს მონაკვეთი ციხე სიმაგრის, ვხოცე ვჟლიტე ყველანი, და ბოლოს ხიდზე გავიჩითე სადაც ბევრი დემონები მელოდებოდნენ, ოდნავ წინ რომ გადავდგი ნაბიჯი დრაკონის ხმა გავიგე და მაშინვე უკან გამოვარდი ))) დარკ სოულსის გამოცდილებამ თავისი ქნა და მივხვდი რომ დრაკონი ყველას ამოწვავდა, როგორც ვივარაუდე ისე მოიქცა, ამოჟლიტა ყველა, შესაბამისად დაველოდე შემოვლას და გავიქეცი მეორე ბოლოსკენ, წინ 3 ცოცხალი არჩერი და 2 მეომარი დამხვდა რომლებიც გადაურჩნენ ცეცხლს, გვერდი აუვარე და კარებში შევარდი, უკნიდან კი ამ ხუთი ანდედის წივილის ხმა შემომესმა, შუბლზე ოფლი მოვიწმინდე და გავაგრძელე გზა...
ბოლოს მივაღწიე მექანიზმამდე რომელიც მთავარ ჭიშკარს აღებდა, საიდანაც უზარმაზარი შუბი ისროლა ვიღაცამ და მაშინვე მივხვდი რომ პირველი true boss fight მელოდა წინ )))
ერთი ის მომენტი იყო რომ არ მომკვდარვარ ისე გავედი და ძალიან ვფრთხილობდი არმინდოდა სულების დაკარგვა, თანაც ცოტა სხვანაირად ყოფილა levelup, სანამ პირველ ბოსს არ დავაგდებდი არ შემეძლო თურმე, ეს არ ვიცოდი თავიდან და განრისხებული შევარდი პირველ ბოსთან, რომელიც ძალიან ადვილი აღმოჩნდა, თუმცა მე მაქსიმალურად ფრთხილად რომ ვყოფილიყავი შორიდან შავი ბომბები დავუშინე )))) და მერე მარცხენა ხელში wand მოვიმარჯვე და fireball ებით ჩავუწვი გულმუცელი, (ამ პირველ ბოსს ძალიან ბევრი add ყავს გარშემო ფარიანები, და შუბებს გესვრიან, დაახლოებიტ Phalanx ის მსგავსი მონსტრები არიან (დარკ სოულიდან) და ბოსს იცავენ, ნუ როგორღაც უმეტესი ნაწილი ამოვბუგე ცეცხლით, ბოსს უკნიდან მივადექი და ნელნელა მოვკალი, შედეგად ძალიან მარტივი fight გამოდგა, გავხსენი პირველი checkpoint, გადავედი ნექსუს ში და ჩემი პირველი სიყვარული გავიცანი! ეს გახლდათ Maiden in Black pic1 pic2 pic3 რომელთანაც lelveup დები და სტატებს იმატებ, განსაკუთრებით მისმა ერთმა quote -მ მომხიბლა "Thou seeketh soul power, dost thou not? then touch Demon inside me. I shall await thine return, slayer of Demons, I am here for thee, and thee only" ahh so lovely <3 and she has lovely legs <3 anyway მოკლედ გამაგზავნა ამ ნექსუსის დასათვალიერებლად რის შედეგადაც ჩემი მისიის შესახებ გავიგე დეტალები, ასევე დავათვალიერე ნექსუსი თავიდან ბოლომდე, ერთი ოთახი ვიპოვე სდაც მოთამაშეების სილუეტები არის გამოსახული, რაღაც ranking ის ვარიანტია სადაც top player ების სილუეტები დგას თავისი ინფორმაციით თითოეულზე.

მოკლედ დავუბრუნდი პირველ archstone -ს და გავაგრძელე explore... გადავწყვიტე ძველი ადგილები დამეთვალიერებინა (განსაკუთრებით ის ადგილი 2 დრაკონს რო ძინავს და shiny item ები რო უწყვიათ წინ, იქნებ როგორმე მოვიპარო თქო ვფიქრობდი ჩემთვის) თუმცა როცა მივედი აღარ დამხვდნენ დრაკონები და ჩავილაგე ყველაფერი ჩანთაში (ორი ბეჭედი აღმოჩნდა) მოკლედ დავუარე მთელ ციხესიმაგრეს, ავკრიფე ყველაფერი რაც გამომრჩენია, ასევე კიდევ ერთი გზა ვიპოვე ხიდიდანვე ყოფილა მარცხნივ ჩასატეხი, სანამ კიბეებზე ახვალ ზემოთ, ადრე არ იხსნებოდა თუმცა ეხლა გახსნილი დამხვდა, შევედი შიგნით და თვალთ პატარა ბრძოლის ველის მაგვარი გვამებით სავსე მდელო გადამეშალა, გვამებს რომ მივუახლოვდი უეცრად Evil Soul ები გაჩდნენ (არვიცი როგორ დავუძახო) და მაშინვე უეცრად თავს დამესხნენ, თავიდან ვცადე მეთქი "ვეხანჯლავები" თქო მარა ))) ძლიერები აღმოჩდნენ ჯერ ჩემთვის, ასერომ შორიდან fireball ებით ძალიან მარტივად მოკვდნენ, ოდნავ ზემოთ სამჯერ მეტი გაჩნდა, ისენიც მიწასთან გავასწორე და რაღაც სარდაფში ჩასასვლელს მივაგენი, როგორც კი შესვლა დავაპირე მაშინვე ვიღაცის ლაპარაკის ხმა მომესმა, ზუსტად არმახსოვს რას მეუნებოდა იმიტომ რომ პანიკაში უცებ უკან გადმოვხტი (ჩემს და სასიხარულოდ) თურმე Assassin ყოფილა და ზურგში დანას მიმიზნებდა! ვერ მივართვი, ცოტახანი ვეხანჯლავე მაგრამ მივხვდი რომ ძალიან ცოტას ვაკლებდი ჩემი საცოდავი Short Sword ით ))) ვაკლებდი კიარადა რამაქ თქვენთან დასამალი კინაღამ უკან გამიკეთა საკუთარი ხანჯალი! მარა არ დავიბენი, მოვიმარჯვე ჩემი wand და ერთი 25 fireball მივეცი პირდაპირ სახეში, ცოტახანში კი მწვადის სუნი დადგა და ბონუსად ძალიან მიმზიდველი და შესანიშნავი Gear ავკრიფე, თუმცა როგორც მივხვდი Thief ის სეტი გახლდათ, ცოტა არიყოს და გული დამეწვა
და დავფიქრდი, მეთქი ისევ thief ხომ არ შემექმნა თქო ახლიდან... მარა არა! სულ დამავიწყდა მეთქვა, ზუსტად აღარ მახსოვს სად მარა Witch ის აბჯრის კომპლექტი ვიპოვე! რომელიც სამი ნაწილისგან შედგება (სამწუხაროდ ქუდი არ მოყვა კომპლექტს) სამაგიეროდ თმისსამაგრი მოყვა (რომელიც არვიცი ჯერჯერობით რაში გამოვიყენო, მარა მაინც სათანადოდ მაქვს შენახული, რაიცი რაში გამოგადგება)
დავუბრუნდეთ ჩვენს სარდაფს, შევწვი Assassin რომელიც ambush ში მელოდებოდა და რომელიც გახლდათ "Executioner Miralda". გავაგრძელე გზა სარდაფისკენ, ჩავედი სარდაფში და კინაღამ გადავიჩეხე სადღაც უბედურებაში, კიბე ვიპოვე, ჩავედი სულ ქვემოთ (გზაში შევამჩნიე რომ ფიცარზე რაღაც SHINY ITEM ეგდო და თან ტროლის სახით იყურებოდა, რათქმაუნდა უნდა დავბრუნებულიყავი მერე რომ ამეღო ეს რაღაც ITEM რომელსაც ვერანაირად ვერ დავტოვებდი! (არადა დარწმუნებული ვარ უბრალოდ სული იქნებოდა) ჩავედი ბოლოში კიბეებით და მესამე კომპლექტი დამხვდა heavy plate armor ის, ამ მომენტში პარალელი გავავლე Dark Soul თან, მასთან შედარებით აქ უკვე თავიდანვე გხვდება ნორმალური აბჯარი რომელიც ალბათ ნელნელა უნდა დაააფგრეიდო, თუმცა ჯერ რავიცი, ვნახოთ რა იქნება. მოკლედ ვერ ავიღე ეს სეტი ვინაიდან ვეღარ ჩამეტია, რომ შევათვალიერე იქაურობა და ძირს სისხლის ნაკვალევს რომ დავაჭირე, დავინახე როგორ ჩაიჩეხა ვიღაც უბედურ დღეზე გაჩენილი მეომარი ჯურღმულში და როგორც ჩანს მოკვდა, ასე რომ იქითა მხარეს გადასასვლელი მხოლოდ ერთი ფიცარი იყო, დავაპირე გადასვლა და ფეხი ამიცურდა! შედეგად შიგ გვამებით სავსე ჯურღმულში სახით ჩავიძირე.
მინდა ავღნიშნო ეს გახლდათ ჩემი პირველი სიკვდილი )))
(სულ დამავიწყდა დამეწერა, პირველი ბოსი რო მოვკალი ისევ ადამიანის ფორმა დავიბრუნე, ეხლა სიკვდილის შემდეგ ისევ სული გავხდი, სული როცა ხარ 50% ით ნაკლები სიცოცხლე გაქ მემგონი, ერთ ბეჭედს თუ გაიკეთებ 30% ამდე დაყავს სადღაც) მოკლედ მივედი ისევ სულის ფორმით იქ, გავექეცი ბოროტ სულებს ))) შევარდი სარდაფში და გადავწყვიტე იმ რაღაც item ის აღება, ამისათვის უჯრიდან ჩამოვიღე მეორე ჯოისტიკი (რომელსაც უფრო მგრძნობიარე ანალოგი აქვს) იმისთვის რომ ფეხის აცურება თავიდან ამეცილებინა, დავხტი ფიცარზე, მერე ამ ფიცარიდან მეორე ფიცარზე დავენარცხე ქვემოთ, ავიღე ეს რაღაც item რომელიც აღარ მახსოვს რა იყო, და გავიჭედე... ერთადერთი გზა რაც იყო ქვემოთ ჩახტომა გახლდათ, ავდექი და ვისკუპე, ჯერ ხო თავ პირით ჩავამტვრიე სულ ქვემოთა ფიცარი, შემდეგ პირდაპირ მძღნერ/გვამებით სავსე ჭაობში ჩავიძირე, მეორე სიკვდილი.
ისევ მივედი, ისევ გავექეცი ყველას, ჩასისხლიანებული თვალებით ჩავედი კიბეებით ქვემოთ, ანერვიულებული გადავედი ფიცარზე და იქ მხოლოდ და მხოლოდ მიწაზე წერილი დამხვდა სადაც ეწერა "აქ იყო ჰერცა და გემრიელად მოჯვაო" ანუ იმის თქმა მინდა რომ საერთოდ არაფერი არ იყო ამ დამპალ ადგილას და ტყუილა ვიწვალე... მეც იქვე მოვისაქმე და ამოვედი ზემოთ, გადავედი ნექსუსში და დავიწყე სტატებზე ფიქრი, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე რომ ჩემთვის შესაფერისი და მთავარი სტატი გახლდათ 1-Intelect, 2-Magic, 3-Endurance, 4-Vitality. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ინვენტარში Bastard Sword მეგდო რომელიც სექსუალურად გამოიყურებოდა და რომელსაც 18 strength სჭირდებოდა... გავღორდი და strength ავიყვანე ინტელექტის და მეჯიქის გარდა (18 მდე ვერა ჯერჯერობით) მოკლედ მოვწესრიგდი, ყველაფერი დავალაგე და იქვე კუთხეში მივწექი და ჩამეძინა.

  • Chapter 2 - Run Witch Run!

როგორც იქნა გამომეღვიცა, ზუსტად არვიცი რამდენი საათი მეძინა hahahahh ნექსუს ში საერთოდ ძნელია დროის შეგრძნება იქონიო! მოკლედ ჩანთიდან ამოვიღე თმის სამაგრი და თმები გავისწორე (ეხლა შევხედე თურმე მართლა საჭირო item ყოფილა ))) გავიხედ გამოვიხედე და კიბეებზე ჩამომჯდარი Maiden in Black შევამჩნიე რომელიც "საყვარლად" ათამაშებდა ფეხებს... kawaii! ცოტახანი ვუყურე და შემდეგ გადავწყვიტე ჩემი journey გამეგრძელებინა...
ისევ პირველი archstone ის გამოყენებით ისევ პირველ ლოკაციაზე გადავედი, იქ სადაც პირველი ბოსი გავგმირე რომელიც თურმე მართლა Phalanx ყოფილა რომელიც dark souls შიც გვხვდება! anyway შედეგად გზა გაიხსნა და საშუალება მომეცა ჩემი თავგადასავალი გამეგრძელებინა, შევიჭერი შემდეგ ოთახში (მინდა ავღნიშნო რომ ამ თამაშის არქიტექტურა არის ფენომენალური, dark souls ისგან განსხვავებით აქ უფრო მართლა იგრძნობა რომ castle ში ხარ, ვერ ავღწერ კარგად თუმცა მერწმუნეთ მართლა ვიგრძენი რომ Boletaria -ს ციხე სიმაგრის დიდი გალავანისკენ მივემართებოდი, ოთახში კი Phalanx ის პატარა ვარიანტები დამხვდნენ, ბევრნი... სათითაოდ გავგმირე და განვაგრძე გზა, შედეგად გალავანის თავზე, გრძელი ხიდის მაგვარ ლოკაციაში აღმოვჩნდი, სადაც დიდი ბრძოლის შემდგომ დარჩენილი ხელოვნურად აგებული ბარიერები ბრძოლის ნარჩენები კარგად ჩანდა, ერთი ორი ნაბიჯი როგორც კი გადავდგი და გავემართე წინ მაშინვე ვიგრძენი საფრთხის მოახლოვება, რასაც წინ ჩემი ძველი მეგობარი დრაკონის ხმა დაერთო თან! დიახ ეს დიდი დრაკონი მოფრინდა და ჩემს წინ ყველაფერი ამობუქა თავისი გავარვარებული ცეცხლით... ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია რომ მივმხდარიყავი, ეს იყო გაქცევის სტილის level სადაც 1 წამითაც არუნდა გავჩერებულიყავი, თუმცა შუალედებში როგორც მოსალოდნელი იყო checkpoint ების მაგვარი პატარა კოშკები არსებობდა რომ სული მოგეთქვა დრაკონის ცეცხლისგან.
მოკლედ დაველოდე და დავაკვირდი დრაკონის მოძრაობას, სადამდე მოფრინავდა და რომელი წერტილიდან აფრქვევდა ცეცხლს რომ ზუსტად იმ წერტილიდან დამეწყო სირბილი, კარგად მოვზომე პოზიცია და დაველოდე შემდეგ wave -ს... კარგად მოვზომე? ნურაც უკაცრავად, მართალია ცეცხლის ამოფრქვევის ტრაექტორია კი კარგად გავთვალე თუმცა დრაკონის დაშვების წერტილი ვეღარ გავზომე თურმე და პირდაპირ ჩემს მხრებზე დაეშვა და პირდაპირ ცივი ქვის იატაკზე გამსრისა და მიწასთან გამასწორა ))))) თუმცა გადავრჩი! სადღაც 20% დამრჩა ჩემი უბადრული სიცოცხლის, მაშინვე წყალ მცენარეები შევჭამე და ავივსე სიცოცხლე, შემდეგ უფრო ზუსტად გავზომე, დაველოდე დრაკონს და გავიქეცი მარა რა გავიქეცი! უკან ცეცხლი წინ კოშკი მოკლედ ვაი ვაგლახით მივაღწიე შემდეგ ჩექპოინტამდე, აქ კი ზემოთ კოშკზე ასასვლელი გზა ვიპოვე სადაც ორი არჩერი და ორი მეომარი დამხვდა, ვაივაგლახით ოთხივე ერთმანეთზე დავალაგე, მინდა ავღნიშნო რომ ცივ სისხლიანი ხელჩართული ბრძოლა გაიმართა რის შედეგადაც გამარჯვებული გამოვდექი, თუმცა მივხვდი რომ სულაც არიყო საჭირო ამათი დახოცვა და შემეძლო პირდაპირ გამეგრძელებინა გზა...
მოვიმარჯვე ჩემი wand და Water Veil buff დავიკასტე ზედ (თქვენ ვიღაც უბრალო ჯადოქარი არ გეგონოთ, თქვენ გგონიათ მარტო fireball მაქ? huh!) მოკლედ ამ "ჯადომ" ცეცხლისგან დაცვა მომიმატა ))) და უფრო მეტი შანსი მომეცა დრაკონის ცეცხლის წინააღმდეგ. აი ისევ გავიქეცი, თუმცა ამჯერად წინ ორი მეომარი დამხვდა რომელიც მოვიგერიე და გავაგრძელე სირბილი, ცოტათი ვეღარ მოვასწარი მეორე კოშკამდე მისვლა და ცეცხლმა უკანალი გამომიწვა... მარა გადავრჩი, ჩემმა შელოცვამ თავისი საქმე ქნა და ისევ წყალმცენარეებს მარილი მოვაყარე და შევსანსლე რის შედეგადაც ისევ შევივსე ჩემი სიცოცხლე მაქსიმუმამდე, აქ კი უკვე ასასვლელის გარდა ჩასასვლელიც ვიპოვე (მემგონი პირველ კოშკშიც იყო ჩასასვლელი უბრალოდ მე ვერ შევამჩნიე) გადავწყვიტე ჯერ ქვემოთ ჩავსულიყავი, ხოდა ჩავედი! ჯერ პირდაპირ გავუყევი გზას და ვიღაც npc შემხვდა უეცრად რომელსაც შემთხევით ჩემი ხანჯალი შიგ მუცელში გავარტყი! თუმცა უბრალოდ განაწყენდა და მაინც გადაწყვიტა ჩემთან ვაჭრობა (ოხ ეს ვაჭრები ფულის გამო რას არ იზამენ, ამ შემთხვევაში სულების გამო) დიდი ვერაფერი ვერ შემომთავაზა საინტერესო, წინ გზა აღარიყო ჩარაზული გისოსები დამხვდა და გადავწყვიტე უკან წავსულიყავი და დამეთვალიერებინა, ბევრი ვიარე, გზაში მეომრებს ვიგერიებდი და ერთ ოთახში ძაღლების ხმა მომესმა! მაშინვე Dark Souls გამახსენდა, ის ადგილი როცა პირველად გხვდებიან ძაღლები, ჯერ ერთი რო მორბის და მერე მეორე, აქაც იგივე ვიფიქრე მეთქი ჰა ჰა მაქსიმუმ 3 ერთად მომმვარდეს თქო და ამაყი სულით და ცალი თვალით შევიხედე ოთახში, თუმცა ჩემ და საუბედუროდ იქიდან სადღაც 15 ძაღლი გამოვარდა და თავს დამესხა! ალბათ ძნელი არარის იმის მიხვედრა თუ თქვენ რას იზამდით ჩემს მდგომარეობაში... რათქმაუნდა უკან მოუხედავად გავიქეცი, თან გავრბოდი და თან fireball ებს ვისროდი ერთი ხელით, ძალიან ბევრი ვირბინე წინ და უკან, ბევრი მპორჭყნეს, მიკბინეს თუმცა მაინც არ ვნებდებოდი, ბოლოს ტაქტიკურად ვიწრო გასასვლელში გავმაგრდი თითო თითოდ რომ მომეგერიებინა და ჩემი ხანჯალი ავამუშავე, შედეგად ერთი მეორეზე წკმუილით დავაწვინე... ეს იყო და ეს გავაგრძელე ისევ ჩემი explore და ბოლოს დამწყვდეულ ჩემ ძველ მეგობარ Ostrava of Boletaria -ს შევხვდი მეორეჯერ და უკვე მეორეჯერ ვიხსენი (პირველი encounter აღარ დამიწერია დამავიწყდა) მინდა გითხრათ რომ ძალიან გაუხარდა ჩემინ ახვა ))) მადლობა მომიხადა, წყალ მცენარეები მომცა მადლობის ნიშNად და უკან გაიქცა (მე საიდანაც მოვედი იქითკენ) გზაში კი დარჩენილ მონსტრებს იგერიებდა, მეც გვერდზე ვედექი მხარდამხარ და ერთად ბრძოლით გავიკვალეთ გზა.
ბოლოს კი დავემშვიდობე (ზემოთ რომ ამოვედით და დაველპარაკე, ძალიან შეძრწუნებული იყო თავისი სამეფოს მდგომარეობით და მამამის შეჰკივლა, დიახ როგორც ჩანს მამამისი მეფე იყო ამ სამეფოსი და თვითონ პრინცი გახლავთ) ამის შემდეგ მოვიდა დრო მესამე კოშკამდე სირბილისა, მოვიმარჯვე ერთ ხელში ხანჯალი მეორეში wand დავიბაფე თავი, დაველოდე დრაკონს და გავიქეცი...
მინდა ეს სცენა რაც შეიძლება დეტალურად ავღწერო: მარცხენა მხრიდან ჩამავალი მზე მანათებდა თვალებში და მაბრმავებდა ნახევრად, თითქოს და დრაკონის ცეცხლი არიყო საკმარისი, მარჯვენა მხარეს კი დამაბრმავებელი და თავბრო დამხვევი პეიზაჟი იშლებოდა, რომელიც გალავნიდან გადაყურებდა ქალაქს რომელიც ალბათ Boletaria -ს სამეფო გახლდათ, იმედი მომეცა რომ ამ ლოკაციას მომავალში დავათვალიერებდი, თუმცა ამაზე ბევრი აღარ მიფიქრია, თვალი წინ გზას გავუსწორე და გავიქეცი... და მოვკვდი, ვინაიდან წინ ბევრი enemy შემხვდა და უბრალოდ ვეღარ გავქაჩე, თან ისრებს მესროდნენ თან მეომრები მებრძოდნენ თან უკან დრაკონის ცეცხლი მომზდევდა, გადავწვიტე მეორეჯერ მეცადა ოღონდ Human form ით ვცადე ბედი, ვინაიდან მეტი HP მქონა, ისევ გავიქეცი, უკან დრაკონის მოფრინავს თან ცეცხლს აფრქვევს, ამ დროს წინ ბარიკადების უკან 4 არჩერი ისრებს მესვრის ჩემს გასწვრივ, თან 2 მეომარს ფარიაქ მომაჯვებული და ჩემს მისვლას ელოდება, ზემოთ კოშკიდან კი კიდე ორი არჩერი მესვრის ისრებს, უცებ თან ვიღაც უნამუსო და არ გასახარებელი მოთამაშე ჩემს სამყაროში გადმოვიდა მტრული განზრახვით და ისიც იქ მელოდებოდა (სახელი არმახსოვს!) სხვა გზა არმქონდა, სირბილში ერთ არჩერს შორიდან fireball ვესროლე, მერე ექვსივეში, არა შვიდივეში შევარდი, მეორე არჩერს მუცელში ხანჯალი შევურჭე, ამ დროს ფარი ვიმარჯვე და ისრების ტალღა დავბლოკე, თუმცა ისრები ძალიან ბევრი იყო და ფარი ხელიდან გამივარდა, უკნიდან კი ბოროტი მოთამაშე მომადგა თურმე და ხმალი შიგ ზურგში გამიყარა (თუმცა ბევრი ვერ დამაკლო, არვიცი რატო, როგორც ჩანს გასნხვავდება demon souls ის pvp dark souls ის pvp სგან) ბევრი ვერ დამაკლო მარა იარაღი გამიფუჭა (ესეც ვერმივხვდი წესიერად რაპონტში) სხვა გზა აღარმქონდა წინ გავაგრძელე სირბილი, უკან არც კი მომიხედავს, ვიცოდი რომ ძალიან ცუდი სურათი მელოდა, გადავწყვიტე გაქვცეულიყავი წინ და Fog ს მივადექი, არც კი დავფიქრებულვარ და მაშინვე შიგნით შევარდი! იმის იმედით რომ სულს მოვითქვავ თქო მაგრამ არა, კარგად მეყოლე, თურმე მეორე boss fight ყოფილა )))) 10 ჩემხელა დემონი დამხვდა ადგილი კი ესეთი გახლდათ, შუა გული სადაც მე მოვხვდი, ცარიელი ადგილი არენი მაგვარი და გარშემო გალავანი ქონდა შემორტყმული სადაც დაახლოებით 10 ამდე არჩერი იდგა და ისრებს მესროდა, რათქმაუნდა ბრძოლას აზრი არ ქონდა, არც მანა აღარ მქონდა და იარაღიც დამტვრეული იყო, ავიცილე ორი მოქნეული 10 ჩემხელა ხმალი ამ გიგანტი მეომრის და გალავანზე ავედი კბეებით, სადაც ერთ კუთხეში უსაფრთხო ადგილი ვნახე უცებ და ნექსუს ში გადავედი.

  • Chapter 3 - მე & მე-რაბი

რა მე-რაბი რის მე-რაბი ალბათ ყველას გაგიჩნდათ კითხვა, თუმცა მადროვეთ, უმალვ მოგახსენებთ მე-რაბი -ს შესახებ ყველაფერს...
შერცხვენილი და წაბილწული ვიდექი სადღაც 15 წუთი ნექსუს ში, თან Maiden in Black -ს ვემალებოდი, არმინდოდა ესეთი შერცხვენილი ვენახე... სულს ვითქვამდი და შუბლზე ოფლს ვიმშრალებდი, ვიცოდი რომ ძლივს გადავურჩი სიკვდილს თუმცა ისიც ვიცოდი რომ უკან დაბრუნება მომიწევდა, ეს იყო ბედი და ვერ გავექცეოდი ვერანაირად. შევაკეთე აბჯარი, და დავბრუნდი ისევ იქ, აი უკვე მესამე კოშკთან ვარ და 4 არჩერსა და 2 მეომართანან ბრძოლისათვის ვემზადები რომ შემდგომ ბოსთან ვცადო ბედი, უეცრად კი მარჯნვივ იატაკზე დავიხედე და სხვა ნაწერებისგან განსხვავებული ღია ფერის ნაწერი შევნიშნე, დავაჭირე და როგორც ჩანს სხვა მოთამაშე დავასამონე ჩემს დასახმარებლად! იმ ბოროტი მოთამაშისგან განსხვავებით ეს კარგი ადამიანი აღმოჩნდა რომელსაც ჩემი დამხარება განუძრახავს... ვინაიდან მისი სახელი არ მახსოვს რის გამოც მას ბოდიში მინდა მოვუხადო, გადავწყვიტე მას მე-რაბი შევარქვა! დიახ მე-რაბი, რომელიც (ზუსტად არვიცი რა კლასი იყო თუმცა) მეომრას გასვდა. აბა დავიძარით თქო შევძახე მე-რაბს და სირბილით გავექანეთ წინ, მე-რაბ თან ერთად მუსრი გავავლეთ მტრებს და ბოსთან შევლაგდით.

ნისლი მიმოიფანტა და წინ Tower Knight გველოდა რომელსაც ფარხმალი ემარჯვა და ჩვენსკენ მოიწევდა, მე და მე-რაბი არ დავიბენით, მე-რაბი მარჯნვივ გაიქცა მე მარცხნივ, გალვანს ავუყევით და გარშემო არჩერებს წიხლით ქვემოთ ვყრიდით, ზოგი გადარჩა ზოგი კი შეეწირა, ქვემოდან კი tower knight მაგიებს, მაგიებს არა ჯადოებს! გვესროდა და გავიწროვებდა, თუმცა ზოგერთ ადგილას არ გვხვდებოდა სფელი და შედეგად გალავანზე მე და მე-რაბი ერთმანეთს შევეფეთეთ, ხანჯალი გავწმინდე სისხლისგან და ქვემოთ ჩავხტით ორივენი! ბოსთან ბრძოლა საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა, ფეხებში ქონია სუსტი წერტილი, დარტყმის შედეგად კი იკეცება და მერე უკვე შეგიძლია სახეში ურახუნო და ურახუნო, ეს ნამდვილად არიყო რაინდული ბრძოლა, მეტიც მინდა მოგახსენოთ რომ ორთაბრძოლაში რაინდული არაფერია, ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის და გამარჯვებისთვის ყველა საჭირო საშუალებას იყენებ, არც ეს ორთაბრძოლა იყო გამონაკლისი ასე რომ მე და მე-რაბი ორივე ფეხში ვურტყავდით, სფელებს ვიცილებდით, მერე ისევ ვურტყავდით, რომ ჩაიკეცებოდა მე პახში მე-რაბა სახეში ურჭობდა სარს... ცოტახნის შემდეგ კი Tower Knight მა ამოიკვნესა და მიწაზე დაენარცხა. ეს გახლდათ დიადი გამარჯვება, შედეგად მე-რაბ -ს "S" ქულა დავუწერე და სახლში გავუშვი. მადლობა მე-რაბ! კიდევ ერთხელ მადლობა!

  • Chapter 4 - 18 strength

გრაინდინგი, მაღაროები, გვირაბები, განრისხებული მეშახტეები, ხან წერაქვი მხვდებოდა ერთ მხარეს ხან მინერალებით სავსე მეშოკი მეორე მხარეს, მოკლედ ბევრი ომის და სიკვდილის შემდეგ 2-1 ბოსს მივადექი, შესასვლელთან ობობის ქსელები ისე იყო კედლებზე მიმოფანტული რომ დიდი მიხვედრა არ ჭირდებოდა, ბოსი რათქმაუნდა ობობა იქნებოდა და ალბათ უზარმაზარი ))
ხელებით გავწმინდე ნისლისგან შესასვლელი, მიმოვისროლე მარცხნივ და მარჯვნივ და წინ სწორი გზა გამოჩნდა, გზის ბოლოს კი უზარმაზარი ობობა ინსექტურად შემომყურებდა თავისი მრავალი წითელი თვალებით, აქეთა მხარეს კი არა ნაკლებ ჰიბრიდისებრი მზერით ცალ მხარზე Bastard Sword გადაგდებული (რომელსაც 18strength ჭირდება) მერე ხელში მაგიური wand მომარჯვებული, წაწვეტებული ტყავის ტუფლები და გროტოსკული სამოსი, აი ისეთი ალქაჯებს რო აცვიათ ხოლმე, თმებში კი "ჯეიდის" თმის სამაგრი ელეგანტური იერფერით. თუმცა ორთაბრძოლა იქამდე იყო გადაწყვეტილი სანამ დაიწყებოდა, ვინაიდან თავიდანვე შეცდომა დავუშვი, რახან ობობას უნდა შევრკინებოდი რაღატომღაც გადავწყვიტე poison resistance ბეჭედი გამეკეთებინა... არადა თურმე პირიქით fire resistance უნდა გამეკეთებინა, ვინაიდან მისი ძირითადი damage ცეცხლის გახლდათ.
შედეგად ისე მოვკვდი ვერც მივხვდი როგორ.
Armor Spider
მეორეჯერ მისვლისას უკვე უკეთ მოვემზადე, თანაც ვიცოდი უკვე მისი შესაძლებლობები და აღარ დავპანიკდი, მაგიას აზრი არ ჰქონდა ასე რომ ფარი ავიშვირე და ნელი ნაბიჯით წინ წავიწიე (ვინაიდან ობობის ქსელებით მანელებდა) შემდეგ ცეცხლს მესროდა, ასე რომ გზაში სიცოცხლეს ვივსებდი (წყალმცენარეებით) რომელიც საკმაოდ ბევრი დავფარმე )) ბოლოს კი მივადექი ცოტა გაშლილ ადგილს და უფრო ტაქტიკურად ბრძოლის საშუალება მომეცა, თუმცა ტაქტიკა დიდად არ შეცვლილა, ცეცხლის დროს ფარს ვიფარებდი ხოლო როცა შანსი მქონდა წინ მივდიოდი +4 bastard sword -ს ვურჭობდი თვალებში, რაღაც პერიოდებში დიდ სპელს აკეთებდა და 20% ამდე მიტოვებდა სიცოცხლეს, თუმცა ვივსებდი სიცოცხლეს და ვაგრძელებდი რუტინას, შედეგად მისი დამარცხება მოვახერხე და გზა გავხსენი შემდეგი ეტაპისკენ!

თუმცა როგორც ჩანს მაღაროს ვერ გავცდი, ისევ მაღაროები და მეშახტეები მელოდნენ წინ, ისეთი ლოკაცია იყო რომ ინდიანა ჯონსი გამახსენდა )) ცოტა გაშლილ ადგიალს რომ გავედი გვირაბიდან იქ უკვე უზარმაზარი ჭიები დამხვდნენ რომელთაც 99999 დარტყმა ჭირდებოდათ რომ მოგეკლა ასე რომ თუ საშუალება იყო გვერდს ვუვლიდი, იქამდე სანამ ლაბირინთისამებრ პატარა და ვიწრო გვირაბში არ ამოვყავი თავი სადაც დაახლოებიტ 2 საათი ვიბოდიალე, ბოლოს კი ერთი სული მქონდა ნექსუს ში დავბრუნებულიყავი ვინაიდან ამ ხეტიალში სადღაც 10 ათასი სული შემიგროვდა და არმინდოდა უაზროდ მოვკდარიყავი, როგორც იქნა ოფლიანმა გამოვაღწიე გარეთ (ის აითემი არმქონდა პირდაპირ ნექსუს ში ტელეპორტისთვის) ასე რომ მთელი გზა უკან უნდა გამევლო (თანაც ადგილი აღარ მქონდა ინვენტარში და არმინდოდა გზაში დამეტოვებინა SHINY ITEM ები! მოკლედ მოვრბივარ უკან გამწარებული, გვერდს ვუვლი ყველაფერ, კომბატში არ შევდივარ არაფერთან უბრალოდ გავრბივარ, უკან კი ჭიების და მატლების ლეგიონი მომზდევს, აი შევარდი გვირაბში და უკვე მეორე მხარეს გასასვლელს ვხედავ სადაც ნექსუსში გადასასვლელი და უცებ ვაანალიზებ რომ შიგნით ვერ შევდივარ... რატომ? აბა გამოიცანით... იმიტომ რომ human form ში ვიყავი და ვიღაც რეგვენი მოთამაშე ფანტომი ყველაზე უდროო დროს გადმოვიდა ჩემს სამყაროში ჩემთან საჩხუბრად... ვერწარმოიდგენთ რა დონის სიბრაზე ვიგრძენი საკუთარ სხეულში, თითქოს და ჩემი პიროვნება, ცნობიერება და სული ჩასახლდა ჩემ საკუთარ პერსონაჟში რის შედეგადაც სინქრონიზაციამ 120% -ს მიაღწია და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა თითქოს მეთვითონ ვიქნევდი Bastard Sword -ს ერთი ხელით და მეორე ხელით fireball ებს ვისროდი, ისეთი დაუნდობელი თავპირის-მტვრევა გაიმართა რო გასაცოდავებულმა ფანტომმა ბოლოს ხელები აიფარა სახეზე და კუთხეში მიიკუნტა მაშინ როდესაც მე უკუღმა მეჭირა Bastard Sword და ტარს ვურტყავდი შიგ თავში. ბოლოს ისე მოვკალი რო მემგონი E-mail გამომიგზავნა ბოდიშის მოხდით... დავამარცხე, გავწმინდე ხმალი და გადავედი ნექსუსში.

დავუბრუნდი ლაბირინთ გვირაბს, ისევ ერთი ორი საათი ვიბოდიალე და როგორც იქნა გასასვლელი ვიპოვე (გასასვლელი ნაკლებად უფრო გადასავარდნი/გადასაჩეხი კისერი რო მოიმტვრიო და ქვემოთ 6 მიწის ჭიამ რო ამოხეთქოს გულის გასახეთქად და ექვსივე ერთდროულად რო დაგესხას თავს) ექვსივე დავასამარე და მეორე ბოსს მივადექი, აი აქ კი უკვე სერიოზული battle გაიმართა, აი ზუსტად ისეთი როგორც მიყვარს, ცარიელი skill fight იყო თავისი გადახტომებით, ამოფარებებით, ზურგში დარტყმებით გაქცევებით და მერე ისევ counter დარტყმებით, მოკლედ ისეთი fight აიწია როგორიც გულს ხაუდარდება ხოლმე, მართლა დასტოინი bossfight იყო რაც აქამდე ამ თამაშში ჯერჯერობით არ ყოფილა, ეს გახლდათ:
Flamelurker
http://youtu.be/m9V5hXRjNgs
დარწმუნებული ვარ რამე ხრიკი იქნება იმისთვის რომ ადვილად მოკლა ეს ბოსი თუმცა ჩემი აზრით არაა საჭირო, უბრალოდ უნდა ისიამოვნო fight ით!

მოკლედ დავამარცხე როგორც იქნა, ნამდვილად კარგი ჩხუბი იყო და მეორე ცდაზე მოვკალი, სამაგიეროდ მარტომ! შემდეგ გავაგრძელე გზა და როგორც ჩანს ეგრევე მესამე ბოსი გაიჩითა Dragon God რომელიც როგორც აღმოჩნდა უფრო scripted boss fight იყო ვიდრე skill based, თუმცა კარგი ატმოსფერო მოიტანა და თან შესანიშნავი საუნდრეკი ახლავდა თან რომელიც არშემიძლია უბრალოდ რომ არ დავდო.
Dragon God Theme
დიდად არგამიჭრვებია fight, უბრალოდ fire resistence ბეჭედი მქონდა თან სპელიც დავიდე, კედლებს ვეფარებოდი და ნელნელა მოვკალი.
ბოლო ეტაპია ამ fight ში თავთან უნდა მიხვიდე და უბრალოდ ერთი 5 ჯერ უნდა ჩაარტყა თავში ხმალი, თვითონ არაფერს არ გიშვება, finishing strike ის მაგვარი სცენაა, რათქმაუნდა უპრობლემოდ მოვუღე ბოლო თუმცა მერე ძირს სისხლი შევამჩნიე და რო დავაჭირე ვიღაც საცოდავი თურმე ამ ბოლო ეტაპის დროს თავში ჩასარტყმელად გაექანა და ლავაში გადავარდა (LOL)

  • Chapter 5 - The Path of the Fallen

Chapter 1,2,3 - World 1 / Chapter 4 - World 2 World 3/4/5 Left მეორე სამყაროდან ნექსუს ში დაბრუნებისას უეცრად ერთერთმა NPC-მ შემაყოვნა, და როგორც ჩანს თმის სამაგრი რომელიც ჩემს ფლობელობაში გახლდათ, მისი დაღუპული ქალიშვილის მემენტო ყოფილა... მთხოვა მიმეცა რის სანაცვლოდაც მაგიური ბეჭედი მომცა. მოკლედ მოვისროლე ბეჭედი ზურგჩანთაში და მესამე სამყაროს მივადექი... Tower Of Latria
მესამე სამყაროში კი მოულოდნელი სურათი დამხვდა, სამყაროს ძირითადი ნაწილი უზარმაზარ საპატიმრო ციხე სიმაგრეს წარმოადგენდა, რომელიც თავიდან ბოლომდე ერთი დიდი ლაბირინთი გახლდათ, თუმცა მოგახსენებთ რომ მოულოდნელი სრულიად სხვა რაღაც იყო, დიახ მოულოდნელი იყო ის რომ ჩემამდე სხვა ვიღაც (როგორც ჩანს ჩემნაირი დემონებზე მონადირე) უკვე ყოფილა ამ ციხე სიმაგრეში და მთლიანად გაუწმინდავს ურჩხებისგან. მე მეტი არაფერი აღარ დამჩენოდა იმის გარდა რომ მის ნაკვალევს გავყოლოდი.
რამოდენიმე საათი სიარულის შემდეგ როგორც იქნა დახურული ვიწრო დერეფნებიდან რომელთაც თან საკნები ახლავდა, გავაღწიე და პატარა სამლოცველოს მივადექი, აქ კი დაძაბული ბრძოლის სურათი დამხვდა, უფრო სწორედ დაძაბული ბრძოლის შემდგომი სურათი. პირდაპირ კი ალტარი გალხდათ, მასთან მიახლოებისას კი უეცრად სამი გორგულია დამესხა თავს და ჰაერში ამიტაცა, როგორც შემდეგ გაირკვა მათ უბრალოდ ზემოთა პლატფორმაზე მომათავსეს, რაც ერთერთი კოშკის სახურავი გახლდათ, ზემოდან კი შევძელი ამ სამყაროსთვის კარგად გადამეხედა და შემეთვალიერებინა... სურათი ნამდვილად შემზარავი იყო, ძნელია ავღწერო ეს წყვდიადის სამყარო რაც მე იქ ვიხილე! მას უბრალოდ Pandemonium -ს ვუწოდებ, თუმცა წყვიადდთან ერთად კარგად იგრძნობოდა დემონური ატმოსფერო და ყველა მხრიდან ავ განზრახვას ვგრძნობდი... ისევ მივაგენი ჩემს წინ მორბედ გმირის ნაკვალევს და ისევ გავუყევი, ბევრი ვიარე თუ ცოტა საბოლოოდ მაინც შევძელი და იმ გმირის გვამს მივადექი რომელიც სისხლის გუბეში, სახე წაშლილი ესვენა. როგორც ჩანს იგი ბოლო დემონთან ბრძოლისას დაცემულა. უბედური... მთელი ეს გზა და ბრძოლები გამოიარა იმისთვის რომ ბოლო ეტაპზე დამარცხებულიყო. როდესაც მის სისხლს შევეხე მაშინვე თვალთ მისი თავგადასავალი წარმომიჩნდა...

  • Chapter 6 - Saya

{Yomi inspired by Isayama Yomi (of Ga-Rei Zero), Saya - inspired by Kisaragi Saya (of Blood C)}
შავ-ყორნის ფერი თმების მქონე thief, Uchigatana თი ხელში წინ მირბის Tower of Latria-ს ლაბირინთებში, გზაში Mnd Flayer ები და პატიმარი ზომბები ხვდებიან, იგი კი ერთს მეორეზე კუწავს და აქუცმაცებს: Dash - > SLASH - > Dash - > Roll < - SLASH.SLASH.SLASH... .Thrust - > RIPOSTE... საკნებიანი დერეფნებიდან გარეთ გამოვარდა სირბილით, წინ ხიდი შემოხვდა. სულმოუთქმელად ხიდზე გადავრბივარ და უეცრად წინ უზარმაზარი დანადგარი ირთვება ავტომატურ რეჟიმში რომელიც უამრავ და უთვალავ ისარს ისვრის ჩემს მიმართულებით, ისრებს ძლივს ვიცილებ და მაშინვე ხიდის მეორე მხარეს ვხტები (ხიდი გახლავთ T ასოს ფორმის) იქით კი გზა აღარ არის, უკანა გზით გადმოვდივარ ისევ იმ ადგილას საიდანაც მოვედი და ვუბრუნდები საკნების ლაბირინთს... თუმცა ჩემ და სასიხარულოდ მეორე გასასვლელს ვპოულობ, რის შედეგადაც წინ პატარა მონასტერს ვხედავ, გზაში უცებ წითელი ფანტომი მხვდება, ხოლო რამოდენიმე წუთის შემდეგ ჩემს წინ ეცემა სულის გარეშე, მე კი ვაგრძელებ გზას, შევდივარ ეკლესიაში და წინ მხვდება უამრავი თაყვანისმცემელი რომელნიც თაყვანს სცემენ დემონს, სახელად Fool's Idol ამ ბოსთან ბრძოლა ძალიან მარტივი გალხდათ უბრალოდ მას ერთი ხრიკი ქონდა, რამდენჯერაც არ უნდა მოგეკლათ ისევ ახლიდან ჩდებოდა, თურმე სანამ ამ ბოსთან შეხვალ სხვა გზა არსებობს კიდევ ერთი, ზემოთა სართულზე რომ მოხვდე, იქ კი ერთი npc დგას რომელიც თურმე აცოცხლებს ამ Idol-ს და პირველ რიგში ის უნდა მოკლა. საბოლოოდ დავამარცხე Idol და სამმა გორგულიამ ჰაერში ამიტაცა კოშკის მწვერვალზე, იქიდან კი დიდი უზარმაზარი არსება გამოჩნდა, იგი კი თავისი მარცხუხებით მთავარ კოშკზე ზემოთ ასასვლელ გზას მიკეტავდა, პატარა explore ის შემდეგ მოვკალი ეს რაღაც დიდ არსებას და გზა გავაგრძელე, თან მანამდე სულ ქვემოთ გიწევს ჩასვლა, ქვემოთ კი ძალიან მაგარი ლოკაცია იჩითება, ისეთი გრძნობა გაქ რომ ჯოჯოხეთის ყველაზე დაბალ სართულზე ჩახვედი რომელიც მუხლებამდე სისხლის ჭამობით არის გაჯერებული, მოკლედ გავანადგურე ეს დიდი ჰიბრიდული არსება რომელიც გზას მიკეტავდა და გორგულია ბოსს მივადექი Maneater-ს... საკმაოდ კარგი Battle გადამხდა თავს, თანაც ძალიან გავდა Dark Souls ის პირველ ბოსს, ვინაიდან რაღაც პერიოდის მერე მეორე გორგულია ჩნდება და ორს ერთად უნდა ეჩხუბო. როგორც იქნა მოვკალი და მესამე ბოლო ბოსთან Old Monk თან მივედი სადაც დავმარცხდი, ვინაიდან ჩემდა მოულოდნელად, თურმე ამ ბოსს ინტერნეტში სხვა მოთამაშეები აკონტროლებენ, ანუ არის შანსი რომ ბოსის მაგივრად სხვა player -ს ეჩხუბო და შეიძლება რომ შენზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდეს ))) მოულოდნელობის ფაქტორმა თავისი ქნა, რო არმოველოდი ისე მიკეთებდა მანევრირებებს, სიცოცხლეს იმატებდა, backstab, parry/riposte ზე მეჩალიჩებოდა და მერე როგორც იქნა მივხვდი რომ თურმე მოთამაშეს ვეჩხუბებოდი ამდენიხანი )))) თუმცა უკვე გვიანი იყო და უაზროდ მოვკვდი... (Saya გახლდათ ჩემი მეორე პერსონაჟი Thief) ამ მომენტიდან კი ისევ Yomi გააგრძელებს ბრძოლას ^^'
Yomi მოემზადეთ დაუვიწყარი და უეპიკესი ბრძოლისთვის, დავიდე პროთექშენ სფელი და შევარდი ბოსთან..
მორბის ბოსი ჩემკენ.
მივრბივარ ბოსისკენ.
მორბის ჩემკენ.
მივრბივარ ბოსისკენ.
მორბის.
მივრბივარ.
ხმალი აღმართა მოსაქნევად (აშკარად არ აპირებს მოფერებას!)
და ჩემი პერსონაჟი უცებ იკუნტება საცოდავად და სფელს კასტავს
FIRESTORM
შემწვარი ბოსი ენარცხება მიწაზე და ფერფლად იქცევა.
END
{P.S. საიათი რო ვთამაშობდი ერთ კოშკზე ავდივარ, გზაში გორგულია მხვდება, ვკლავ და ვაგრძელებ გზას, ზემოთ ხუთი კერპთაყვანისმცემელი-ზომბი-დემონი მხვდება, ვკლავ ხუთივეს, ივენთი ირთვება (ის დიდი ჰიბრიდული მონსტრი კვდება) და ჩამოვდივარ ისევ კიბეებზე, კიბეებზე კიდევ თურმე გორგულია რომ მოვკალი დაიბაგა და კედელზე მიეწეპა, თუმცა ისეთ ვიდზე დამხვდა რო კინაღამ ჩა****ი უცებ რო შევხედე, არმოველოდი )))) დაჟე სურათი გადავუღე

  • Chapter 7 - Theatriah The Phantom (AKA თეატრი)

World 4 - Shrine of Storms (ჩემი ფავორიტი სამყარო), ჩემ პატარა თავგადასავალს თავისი რაინდი გმირით შემოუერთდა თანამებრძოლი თეატრი!. ეს სამყარო ძირითადად უსიცოცხლო ურჩხი სკელეტონებით არის სავსე, და ასევე ყველაზე brainfuck არსებებით ამ თაამშში, Storm Beast რომელნიც მთელ მეფზე დაფრინავენ გარშემო და უზარმაზარ ხიჭვებს გესვრიან, თან ზემოდან გაჯ***ენ, მოკლედ თუ კარგი მშვილდის მსროლელი არხარ მაშინ დარხეული გაქ იმიტო რო საკმაოდ შორს არიან და სფელის გარტყმა ძალიან ძნელია, სფელის კიარა ისარის გარტყმაც საკმაოდ ძნელია ისეთი ცუდი მანევრირებები აქვთ...
მოკლედ დავასამონე როგორც იქნა რაინდი თეატრი და შევუდექით საქმეს, უმალვე პირველი მტერი შემოგვეფეთა! ბორბლის მაგვარი მანევრით ბორბლად იქცა და ჩვენკენ გამოექანა/გამოგორდა, არდავიბენით! რაინდი თეატრი მარცხნივ გადახტა მე მარჯვნივ, სანამ სკელეტონი გონს მოვიდა 10000 ჯერ მოხვდა თავ/პირ/პახ ში ხმალ-ჩანგალი, დაიფშვნა ძვლებად და მტვრად იქცა, ჩვენ კი გზა განვაგრძეთ... პატარა აღმართს მივადექით საიდანაც ერთი მშვილდოსანი სკელეტონი გვესვრის დაუნდობლად და თან ორი ბორბლად ქცეული სკელეტონი მოექანება ჩვენკენ! აი აქ კი უკვე დავიბენით და ჩემს გადასარჩენათ თეატრი წინ გადამეღობა და ორივე ბორბალმა პირდაპირ თავზე გადაუარა... საწყალს ეს რომ არ ეყო შორიდან მშვილდოსანმაც არ დააყოვნა და ერთი სამი ისარი უბოძა შიგ მუცელში. რაინდი თეატრი დაეცა! თუმცა ბევრი ძალღონე არ დასჭირვებია და მეც მის ბედს მივყევი...
არაუშავს რაინდო თეატრ! არ დანებდე! მოიმარჯვე ფარ-ხმალი და წინ სკირმიშით შევარდი და გაარღვიე მტრის მიერ შექმნილი ბარიკადები! რათა მე უკნიდან ცეცხლის წვიმა გამოვიძახო და დავანაყრო დამწვარი ძვლებით და ფერფლით ნიადაგი... მოკლედ შევარდით ისევ იქ და სულ პანჩურები ვურტყით სამივეს, მერე ცოტა წინ კოშკიდან ორი მშვილოდასნი გვესროდა ისრებს, იმათაც იგივე ბედი მოელოდათ, თეატრი კოშკში შევარდა და კიბეებზე სირბილით გაექანა ზემოთ ასასვლელად, მე კი ამ დროს ისრებს ვიცილებდი slow motion ში და თან ცეცხლ-ბურთებს ვესროდი ჩათლახურად, ერთი ვიმსხვერპლე კიდეც, მეორე კი თეატრმა წიხლი უბოძა და ქვემოთ მოისროლა.
შედეგად შეტევა ორ ფლანგზე განვაგრძეთ! თეატრი კოშკიდან უტევდა, მე კი ხმელეთიდან ვაგრძელებთი ჩემს შეტევას, წინ მინიბოსი დამხვდა რომელსაც შევერკინე მარტომ, ამ დროს თეატრმა მეორე კოშკზე მიმოისროლა ჯერ ხმალი, მერე ფარი, და ბოლოს თვითონაც გადახტა და ცალი ხელით დაეკიდა კიდეს! კინაღამ ჩამოვარდა თუმცა არ დანებდა და შეძლო აძრომა მეორე კოშკზე სადაც მუსრი გაავლო ყველა მშვილდოსან სკელეტონს... მე კი საკმაოდ მოუქნელი და ნელი ბოსი შემხვდა პარტნიორად, თუმცა მოუქნელობის გარდა ძალიან დიდი დემეიჯი ქონდა და შეიძლება ერთი ჩარტყმით მოვეკალი, მაგრამ! არდავიბენი, ეს ბოსი ხომ ზუსტად პირველი ბოსი გახლდათ თამაშის (რომელიც ტუტორიალში გხვდება) მისი მოძრაობები ვიცოდი წინასწარ და არ გამჭირვებია დამარცხება, ველოდებოდი ხელის მოქნევას, მერე მარცხნიდან შემოვურბენდი და მყესში ჩანგალს ვურჭობდი.
ბოსი რო მოვკალი შესასვლელი კარები გაიხსნა და შიგნით შევიჭერი, მერე კიბეებით მესამ კოშკზე ავედი და იქიდან თეატრი შევამჩნიე რომელიც მუშტებ მოღერებული იდგა კოშკზე, ცალი ფეხი ამაღლებულ ქვაზე ედო და ისე ესროდა ისრებს ჰაერში მოლავლავე Storm Beast ებს, თან უანგაროდ აგინებდა და აფურთხებდა! რამ გააცობა ესე ეს ლოიალური და თავშეკავებული რაინდი? ვინ იცის!
როგორც იქნა მიხვდა რომ აზრი არ ქონდა მათ დახოცვას და ჩემთან ამოძვრა კიბეებით, შემდეგ იქიდან ამოტეხილ კედელში ვისკუპეთ (გზა მოვჭერით) და პატარა ვიწრო ბილიკისკენ გავეშურეთ, ტაქტიკურად ძალიან ცუდი ადგილი გახლდათ, მთას გვერდს ვუვლიდით და თან ძალიან ვიწრო გზა იყო, ამ ყველაფერ სიკეთესთან ერთად ციდან Storm Beast ები გვესვროდნენ და წინ კიდევ 2 ელიტალური უფრო მოზრდილი სკელეტონი მოიწევდა ჩვენკენ უზარმაზარი ხორცის საჭრელი ნაჯახით... მოთმინება ვიქონიეთ და შორიდან ranged battle ით (მე სფელებით თეატრი ისრებით) ნელნელა გადავყარეთ ხრამში სკელეტონები და ჰაერში Storm Beast ები ჩამოვხსენით, თან კოცონზე შევწვით და შემწვარი ბარკლები დავაგემოვნეთ.
ბილიკზე გადასვლისას თეატრს ფეხი აუცურდა და მე რომ არ დამეჭირა სკელეტონებს მიუწვებოდა გვერდზე! არადა ვუთხარი არგინდა ეს მძიმე აღჭურვილობა თქო, აგერ ალუკარდს შეხედე სულ გახდილი ფოხანის ამარა ბრძოლობს თქო მარა მაინც მობილურობა და შეიარაღება უყვარს და ვერ დავუკარგავთ! გადავედით ბილიკზე და პირველ ბოსს მივადექით, ცოტა შევყოვნდით, თეატრი გავაფრთხილე FIRESTORM -ს რო ვიზამ მაგ დროს გამომეცალე თქო, თორე შენც შეიწვები თქო! (ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე ეს გაკვეთილი გავლილი გვქონდა) მანაც თავი დამიხარა და შევლაგდით ბოსთან, იგი კი ღორივით გასიებული abomination არსება Adjudicator გახლდათ...
მე მარრჯვნივ გავიქეცი (ქვემოთ უნდა ჩავსულიყავი და ახლოს მივსულიყავი რათა ჩემი ულტიმეით სფელი მეხმარა) თეატრმა კი ხმალი მოიმარჯვა და გველისმჭამელი თვალებით შესცქირა ბოსს, ბოსმა კი მზერა მე მომაშორა და თეატრის სახიფათო მზერას გაუსწორა თვალები, უეცრად კვნესის ხმა შემომესმა სირბილის დროს და რომ გავიხედე ბოსმა თეატრს ნაჯახი ჩასცხო ვერტიკალურად და ერთ დარტყმაში შუაზე, ზუსტ ორ ნაწილად გადაჭრა იგი, თეატრი მოკვდა.
"თეააააააააააატტტტტტრრრრრ" მარჯვენა ხელი გავიშვირე მისკენ და მუშტი შევკარი, თუმცა მივხვდი რომ აზრი აღარ ჰქონდა, თავი ქვემოთ ჩავხარე, შემდეგ ისევ ჰორიზონტს გავუსწორე და სირბილი გავაგრძელე!
ჩავედი ფსკერამდე, გზაში კოტრიალით ნაჯახს და უზარმაზარ ბოსის მიერ მოქნეულ ენას ვიცილებდი, ბოლოს კი მივადექი მის ფეხებს, ჩავიკუნტე, სფელი გავაკეთე და როგორც აღმოჩნდა ამ ბოსსზე ეს სფელი არ მოქმედებს! დავიბენი! ამ დროს ნაჯახი გამომიქანა, ბოლო წამს მოვასწარი თავის ხელში აყვანა, მოვახერხე რეაგირება და ავიცილე დარტყმა, ბეწვზე გადავრჩი... ცოტახანი ვიცილებდი მის დარტყმებს და ვფიქრობდი, ბოლოს გადავწყვიტე ისევ ზემოთ წრეზე მერბინა, თან მეცილებინა დარტყმები და თან შორიდან სხვა მაგიური შელოცვები მესროლა (რომლებიც FIRESTORM ისგან განსხვავებით ეფექტური აღმოჩნდა), საბოლოოდ როგორც იქნა დავამარცხე ბოსი და ჩექპოინტის ცეცხლი ავაგიზგიზე. თუმცა არ დამავიწყდება როგორ გმირულად გაწირა თავი თეატრმა ამ ბრძოლაში! იგი ყოველთვის ჩემს გულში დარჩება როგორც თავდადებული მეომარი რაინდი თეატრი!

To Be Continued

BoromiR
Posts: 638

Demon Souls

Unread post#2 » 02 Sep 2013 00:28

and she has lovely legs

რამხელა სიღრმეა ამაში თქვენ უბრალოთ წარმოდგენა არა გაქვთ.

Riddick
Posts: 11826

Demon Souls

Unread post#3 » 02 Sep 2013 00:54

dark souls-ის "დღიურებს" რო ვკითხულობდი იმ დროიდან მიმდოდა ამის მსგავსი ფორმატით გადაკითხვაც. რაღაც სხვა მუღამი მოდის, შეილება ზუსტად ვერ აღიქვავდე მოვლენებს, მარა საკუთარ ინტერპრეტაციას რო ვაძლევდი, რაღაც სასწაული სამყარო მქონდა უკვე ჩმაოყალიბებული თავში )) ყველა სახელს ვსერჩავდი და კადრებით ვხვდებოდი რა და როგორ ხდებოდა )) და მინდა გითხრა რო ესეც ძალიან სერიოზული დაწყება იყო

Riddick
Posts: 11826

Demon Souls

Unread post#4 » 02 Sep 2013 14:28

(ჩემს და სასიხარულოდ) თურმე Assassin ყოფილა და ზურგში დანას მიმიზნებდა! ვერ მივართვი, ცოტახანი ვეხანჯლავე მაგრამ მივხვდი რომ ძალიან ცოტას ვაკლებდი ჩემი საცოდავი Short Sword ით ))) ვაკლებდი კიარადა რამაქ თქვენთან დასამალი კინაღამ უკან გამიკეთა საკუთარი ხანჯალი!

ერთადერთი გზა რაც იყო ქვემოთ ჩახტომა გახლდათ, ავდექი და ვისკუპე, ჯერ ხო თავ პირით ჩავამტვრიე სულ ქვემოთა ფიცარი, შემდეგ პირდაპირ მძღნერ/გვამებით სავსე ჭაობში ჩავიძირე, მეორე სიკვდილი.

ისევ მივედი, ისევ გავექეცი ყველას, ჩასისხლიანებული თვალებით ჩავედი კიბეებით ქვემოთ, ანერვიულებული გადავედი ფიცარზე და იქ მხოლოდ და მხოლოდ მიწაზე წერილი დამხვდა სადაც ეწერა "აქ იყო ჰერცა და გემრიელად მოჯვაო" ანუ იმის თქმა მინდა რომ საერთოდ არაფერი არ იყო ამ დამპალ ადგილას და ტყუილა ვიწვალე... მეც იქვე მოვისაქმე და ამოვედი ზემოთ

დასაჭერიხარ )))))))

Bastard Sword მეგდო რომელიც სექსუალურად გამოიყურებოდა და რომელსაც 18 strength სჭირდებოდა... გავღორდი და strength ავიყვანე ინტელექტის და მეჯიქის გარდა (18 მდე ვერა ჯერჯერობით) მოკლედ მოვწესრიგდი, ყველაფერი დავალაგე და იქვე კუთხეში მივწექი და ჩამეძინა.

ჩისტა ერპეგეშნიკის პირიდან ნაღაღადები ბაზარი იყო ეს )))

P.S. განახლებები ჯობია რო ახალ პოსტებად წერო, რო ამოიწიოს თემა (როგორც უკვე გითხარი)
ძალიან მაგარი მუღამიაქ ბიჯო მსგავსი რაღაცეების კითხვას, მეც უნდა დავწერო რამეზე.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Demon Souls

Unread post#5 » 02 Sep 2013 16:10

მოვრჩი მეორე ჩეფთერს )))) მესამესაც დავწერ მალე

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Demon Souls

Unread post#6 » 02 Sep 2013 19:03

მაგარს ვკაიფობ თხრობის სტილზე, cool stories bro : D
კორპუსის 10 ჩემხელა დემონი დამხვდა

ეს ბოსი ჩემი fav არის დემონაში, Tower Knight. პირველ ჯერზე მაგიით დამბრიდა და დაბრუნებულზე, უზარმაზარი ხმლის ეპიკური როლით აცდენის შემდეგ, გემრიელად მოვისუფთავე ადგილი ჰარამზადა არჩერებისგან, ჩამოვედი მაგიების ესთეტიკური მოძრაობით აცდენით და როგორც რაინდი რაინდს შევებრძოლე. უზარმაზარ არენაზე უზარმაზარი კოშკის რაინდი დაეცა, წაქცეულზე არ დამირტყამს, ამიტომ კიდევ ოთხჯერ დაეცა (მეხუთეჯერ ვეღარ ადგა, მტრის ჯინის დაუოკებელი სურვილის ქონის მიუხედავად).
I won't miss.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Demon Souls

Unread post#7 » 02 Sep 2013 20:06

Second boss fight added

Riddick
Posts: 11826

Demon Souls

Unread post#8 » 02 Sep 2013 22:40

კოშკამდე მისვლა და ცეცხლმა უკანალი გამომიწვა... მარა გადავრჩი

კოლხური ძმა, კოლხური თხელ ფენად.

აქაც იგივე ვიფიქრე მეთქი ჰა ჰა მაქსიმუმ 3 ერთად მომმვარდეს თქო და ამაყი სულით და ცალი თვალით შევიხედე ოთახში

საინტერესო სანახავი სცენა იქნებოდა ))

გალვანს ავუყევით და გარშემო არჩერებს წიხლით ქვემოთ ვყრიდით, ზოგი გადარჩა ზოგი კი შეეწირა, ქვემოდან კი tower knight მაგიებს, მაგიებს არა ჯადოებს! გვესროდა და გავიწროვებდა, თუმცა ზოგერთ ადგილას არ გვხვდებოდა სფელი და შედეგად გალავანზე მე და მე-რაბი ერთმანეთს შევეფეთეთ, ხანჯალი გავწმინდე სისხლისგან და ქვემოთ ჩავხტით ორივენი! ბოსთან ბრძოლა საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა, ფეხებში ქონია სუსტი წერტილი, დარტყმის შედეგად კი იკეცება და მერე უკვე შეგიძლია სახეში ურახუნო და ურახუნო, ეს ნამდვილად არიყო რაინდული ბრძოლა, მეტიც მინდა მოგახსენოთ რომ ორთაბრძოლაში რაინდული არაფერია, ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის და გამარჯვებისთვის ყველა საჭირო საშუალებას იყენებ, არც ეს ორთაბრძოლა იყო გამონაკლისი ასე რომ მე და მე-რაბი ორივე ფეხში ვურტყავდით, სფელებს ვიცილებდით, მერე ისევ ვურტყავდით, რომ ჩაიკეცებოდა მე პახში მე-რაბა სახეში ურჭობდა სარს... ცოტახნის შემდეგ კი Tower Knight მა ამოიკვნესა და მიწაზე დაენარცხა. ეს გახლდათ დიადი გამარჯვება, შედეგად მე-რაბ -ს "S" ქულა დავუწერე და სახლში გავუშვი. მადლობა მე-რაბ!

))))))))))))))))))))))))))))

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Demon Souls

Unread post#9 » 04 Sep 2013 21:44

Chapter 4 DONE!

Riddick
Posts: 11826

Demon Souls

Unread post#10 » 04 Sep 2013 23:01

სერიოზულია მეოთხეც. ფანტომის ისტორიამ გაასწორა ))
P.S. ეს კაცი არი ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი "დრაკონის" ვიდზე რაცკი როდესმე მინახავს.
იციან ძმაო მონსტების ხატვა და ვერ დაუკარგავ ))

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Demon Souls

Unread post#11 » 11 Sep 2013 21:40

საინტერესო წასაკითხია, ნელნელა მახსენდებოდა ყველა ადგილი, უმეტესობა დეტალებში მქონდა დამახსოვრებული.

დაწერე კიდე აპდეითები.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Demon Souls

Unread post#12 » 11 Sep 2013 23:08

აფდეითი ის არის, რომ დასახმარებლად შევედი ბნელ დღიურებში, იომიმ ბოსი ერთი კასტით მოკლა და მეც ზედ მიმაყოლა )))
I won't miss.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Demon Souls

Unread post#13 » 11 Sep 2013 23:25

აჰაჰაჰა
ბიჯო არადა დემონ სოულში კაკრას ძაან იშვიათად რომ ვინმე შემოსულიყო world-ში და ეხა ამდენი ხნის მერე რომ უფრო დიდი სიხშირით იჩითება ხალხი უცნაურია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

BoromiR
Posts: 638

Demon Souls

Unread post#14 » 11 Sep 2013 23:30

dark souls 2-ისთვის ემზადება ბევრი.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Demon Souls

Unread post#15 » 11 Sep 2013 23:34

არა ახლა ჯანოსთან შევედი, წინასწარი კოორდინატებით, სხვას არავის დავუსამონებივარ : D

დღეს რომ შევედი მალე მოვკვდი ლაით არმორით new game +'ზე ჰაი ლეველინგის გარეშე. მასამონებს მეორედ და ვხვდები უკვე dark silver (მძიმე, შედარებით ძლიერი) არმორით. მირბის სნეიკას ჩარი სწრაფად და ისვრის აქეთ-იქით მაგიებს. მიჰყვება ჩემი რაინდი შედარებით ნელი ტემპით. გვხვდება ხიდი ზედ დრაკონით (Souls თამაშების ეტიკეტი უკვე). გარბის ჩემი ჰოსტი და მე რაინდულად ვეცემი ნელი ჩარით ხიდზე, საკუთარი ისრებით ხელში )))

ერთი გამახსენდა კიდევ. სლაიერა იყო ჩემთან. ინვეიდი გავაკეთეთ იმის იმედის გარეშე, რომ ვინმესთან მოვხვდებოდით. უცბად შევვარდით ვიღაცასთან და არ არის არსად. ეძებს ცალ ხელში ხმლით, მეორე ხელში თალისმით, ზურგში კი ბალახებით გავსებული სლაიერა მტერს. გზაში იცდენს ციდან გამოტყორცნილ შემზარავ და ხმაურიან შუბებს. ადგება ციხე-სიმაგრეს. ადის კიბეზე ძალიან ნელა და თავიდან ფეხებამდე არნახულ არმორში მოსილი მოზგი ხმალს აშენებს თავზე. ადის სლაიერა - ურტყამს მასტი. ასე სამჯერ და ჩემმა ჩარმა ზედ ორ-ფეხა კიბეზე განუტევა 40K სული.

გადის რამდენიმე კვირა. ყველაფრისგან მობეზრებული ვრთავ დემონას და ინვეიდს ვაკეთებ ისევ უიმედოდ. ისევ იმ ტიპთან გავიჩითე ))) არმორით და სახელით ვიცანი. სკელეტონებიან ბილიკზე გავიტყუე და შუბების ფონზე, სკელეტონებით გარშემორტყმული ჩავცხრილე ისრებით : D
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Demon Souls

Unread post#16 » 12 Sep 2013 00:17

ორჯერ გამაზა )))) ავწიე თავი მოიქნია და ჩამოვწიე, კიდე ავწიე, მოიქნია, ჩამოვწიე და მესამეზე ავწიე და გადამეხსნა თავპირი)))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Baracha
Posts: 62

Demon Souls

Unread post#17 » 13 Sep 2013 21:30

მაგარია. მეც მაქვს დაწყებული ჩემს გემინგ დღიურში რეზე და მომავალში გადმოვწერ =]

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Demon Souls

Unread post#18 » 14 Sep 2013 07:05

Tom Clancy wrote:არა ახლა ჯანოსთან შევედი, წინასწარი კოორდინატებით, სხვას არავის დავუსამონებივარ : D

დღეს რომ შევედი მალე მოვკვდი ლაით არმორით new game +'ზე ჰაი ლეველინგის გარეშე. მასამონებს მეორედ და ვხვდები უკვე dark silver (მძიმე, შედარებით ძლიერი) არმორით. მირბის სნეიკას ჩარი სწრაფად და ისვრის აქეთ-იქით მაგიებს. მიჰყვება ჩემი რაინდი შედარებით ნელი ტემპით. გვხვდება ხიდი ზედ დრაკონით (Souls თამაშების ეტიკეტი უკვე). გარბის ჩემი ჰოსტი და მე რაინდულად ვეცემი ნელი ჩარით ხიდზე, საკუთარი ისრებით ხელში )))

)))))))))))

დავწერ ხვალე გაგრძელებას, მაგ ამბავსაც დეტალებში მოვყვები ))))

P.S. some shit added

Riddick
Posts: 11826

Demon Souls

Unread post#19 » 16 Sep 2013 23:17

თან მანამდე სულ ქვემოთ გიწევს ჩასვლა, ქვემოთ კი ძალიან მაგარი ლოკაცია იჩითება, ისეთი გრძნობა გაქ რომ ჯოჯოხეთის ყველაზე დაბალ სართულზე ჩახვედი რომელიც მუხლებამდე სისხლის ჭამობით არის გაჯერებული

ლოკაციას რა ერქვა არ გახსოვს?

Maneater-ს... საკმაოდ კარგი Battle გადამხდა თავს, თანაც ძალიან გავდა Dark Souls ის პირველ ბოსს

ამ Fაითის ვიდეომაქ ნანახი, ესეც ერთერთი ყველაზე ტრაკი ბოსია ამ ნაწილის.

რომ თურმე მოთამაშეს ვეჩხუბებოდი ამდენიხანი ))))

)) ბიჯო და მეორეჯერ რო შეხვედი მერე ისევ მოთამაშე იყო თუ კომპი?

მოვკალი დაიბაგა და კედელზე მიეწეპა, თუმცა ისეთ ვიდზე დამხვდა რო კინაღამ ჩა****ი უცებ რო შევხედე, არმოველოდი )))) დაჟე სურათი გადავუღე

...... ))

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Demon Souls

Unread post#20 » 16 Sep 2013 23:24

მეშვიდე ინტენსიური და ექშენ ჩეფთერიც დავამატე )))

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 58 guests


cron