Left For Dead 2, Dead Swamp Story

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Ripster
Posts: 1866

Left For Dead 2

Unread post#1 » 25 Feb 2013 15:16

>>>

– იდიოტი ხარ ნიკ! რატომ ესროლე? ჯერ უნდა დავრწმუნებულიყავით რომ ის მართლა ინფიცირებული იყო! – ძალაგამოცლილი ელისი ჯგუფს ბოლოში მისდევდა და სიბრაზისგან უნებურად შუბლს კრავდა.
– მერამდენედ უნდა დავუბრუნდეთ ამ თემას? როშელმა კარგად დაინახა როგორ მიკბინა ხელზე. თქვენ უკან იჯექით, რა გენაღვლებოდათ რბოლებზე საუბრობდით.
– გეყოფათ! რაც მოხდა ვეღარ შეცვლი, თქვენი ჭიჭყინით კი ზომბების ყურადღებას მივიქცევთ. ქალაქში როგორ მუტანტებს შევხვდით, წარმოდგენაც არ მინდა ამ ჯუნგლებში რა შეიძლება იმალებოდეს. – როშელი ცდილობდა თავი ხელში აეყვანა, რადგან ხვდებოდა, რომ ჯგუფი თანდათან გადარჩენის იმედს კარგავდა.

ყველაზე რკინის ნევრებიანი მწვრთნელი აღმოჩნდა. მისი აღნაგობის მიუხედავად ის მაინც ყველაზე ცოცხლად მიაბიჯებდა უსიცოცხლო, სველ და ჩაბნელებულ ჯუნგლებში. მეტიც, იმაზეც კი ხუმრობდა, რომ ვერტმფრენში შოკოლადის ფილებს მოჰკრა თვალი, ჩამოვარდნის მერე კი ვეღარ იპოვნა. მწვრთნელი რათქმაუნდა დანარჩენებივით დაბნეული იყო. არ იცოდა რეალურად რა უნდა გაეკეთებინა, ან სად წასულიყო, მაგრამ იცოდა თუ ის მოეშვებოდა, ჯგუფი დაიქსაქსებოდა.
– ელის, ახლა იცი სად მინდა ვიყო? – მწვრთნელმა მაჩეტე მოიქნია ფოთლებისგან გზის გასათავისუფლებლად და ელისს მომღიმარმა გახედა.
– მმმ... ჯუნგლების გარდა ყველგან?
– მიდნაით რაიდერსის კონცერტზე. ჰმმმ აი ეს იქნებოდა საღამო! ბევრი ლუდი და გემოვნებიანი მუსიკა.

მწვრთნელი და ელისი ძალიან დაახლოვდნენ ამ მოვლენების დროს. მათ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო, ამ საუბრით კი ის თავისებურად გამხნევებას ცდილობდა.
– ხო იცი რომ ახლა ვეღარ გააჩუმებ – როშელს გაეღიმა.
– გაჩუმდი დედაკაცო! შენ რა გესმის მუსიკის – სიცილით უპასუხა და თვალი ჩაუკრა მწვრთნელმა.
– ხო იყბედეთ, რა გენაღვლებათ. ეს მე მაქვს ნახეევრად მოჭმული ხელი, პირველი დახმარების ყუთი კი არცერთს შემოგვრჩა. მალე თუ არ დავამუშავებ ჭრილობას ამჯერად ზომბი ვირუსის იმუნიტეტი ვეღარ გადამარჩენს. – ნიკი გაღიზიანებული ბურტყუნებდა თავისთვის და ჭრილობას ხელით იჭერდა.

ამ ერთი მხრივ იღბლიან ხალხს საქმე სახარბიელოდ ნამდვილად არ ჰქონდა. ირგვლივ მწვანე ფოთლების გარდა არაფერი მოჩანდა. ღამე იყო და წვიმა გაუჩერებლად მოდიოდა. ბოლოში მიმავალი ელისის მუცელი ისეთ ხმამაღალ ხმებს გამოსცემდა, რომ წინ მწვრთნელსაც კი ესმოდა. რამდენიმე დღე არაფერი ეჭამათ და მუდმივ მოძრაობაში იყვნენ. შესვენების დრო და ადგილი ფიზიკურად არ ჰქონდათ. როშელმა კარგად იცოდა, რომ ღამე ჯუნგლებში ვერ გაათენებდნენ მრავალი ფაქტორის გამო. პირველ რიგში, ნიკის ხელი ნამდვილად სავალალო მდგომარეობაში იყო და დაუყოვნებლივ ჭირდებოდა დამუშავება. მეორეც, ჯუნგლებში ყველანაირად დაუცველები იყვნენ, ვერც კი შეამჩნევდმემ როგორ მოეპარებოდა მათ ჟოკეი. ძილზე და დასვენებაზე ხო ზედმეტია საუბარი.

ამ დროს მწვრთნელი შეჩერდა
– რა ხდება? ისევ წყეული ზომბები? – ჩუმათ წარმოთქვა როშელმა და იარაღი მოიმარჯვა
– არა, არა. მოუსმინე. – მან ხელი აწია, სმენად იქცა და რამდენიმე წამი არ განძრეულა – ბაყაყები!
– რაა? ბაყაყები? მეტი საქმე არ გაქვს?! მე აქ სისხლისგან ვიცლები! – დაიღრიალა ნიკმა
– იდიოტო ბაყაყების ხმა იმას ნიშნავს, რომ ახლოს წყალია, წყალი – აქედან გაღწევის ბილეთის მოგების შანსია.
მწვრთნელმა ფეხს აუჩქარა და ჩრდილოეთით აიღო გეზი. ისინი პატარა დასახლებას მიადგნენ. ყველანი გაჩუმდნენ და იარაღები მოიმრჯვეს. ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა რომ აქ ინფექციის ბუმის წინ ხალხი ცხოვრობდა – ხალხი კი დღესდღეობით ზომბების ჯგროა. ნელი ნაბიჯებით გააგრძელეს გზა და დასახლების შუამგულამდე მივიდნენ ისე, რომ ოთხივე ერთმანეთის ზურგს იცავდა. ამ ჯგუფმა თავი ერთმანეთის დახმარებით გააღწია, ეს მათ კარგად იცოდნენ და ამაყობდნენ კიდეც
თავიანთი კოოპერაციის უნარით.

დასახლებაში არავინ იყო. საერთოდ არავინ. დაახლოებით 15–20 ხის მიტოვებული სახლი იდგა, უმეტესობა 1 სართულიანი. დასახლების ბოლოში ტბა იყო. ტბის წინ ყველაზე დიდი და ერთი შეხედვით მოწესრიგებული, ორ სართულიანი საცხოვრებელი იდგა. მწვრთნელმა კარი შეანგრია, იარაღი მოიმარჯვა და ნელი ნაბიჯით ჩაბნელებულ ოთახში შევიდა. მას დანარჩენებიც შეყვნენ. ისინი სამზარეულოში აღმოჩნდნენ.

– როშელ, შენ მეორე სართული შეამოწმე, ელის შენ მედიკამენტები მოძებნე. – განკარგულებები გასცა, ნიკს დაჯდომაში მოეხმარა და ჭრილობას დაუწყო დათვალიერება.
– ნახეთ რა ვიპოვე! – გაბრწყინებული სახით შემოვარდა ოთახში ელისი, რომელმაც ნაპოვნი ელექტრო გიტარა მხარზე გადაიკიდა და ანგუს იანგის ცეკვის იმიტირება დაიწყო.
– ელის, მედიკამენტები. – ჩუმად გაუმეორა ნიკმა და სახეზე ხელი აიფარა.
– მომაქვს! – დაიყვირა როშელმა და სწრაფი ნაბიჯებით კიბეზე ჩამოვიდა. – მაღლა არავინაა და ჩემი აზრით ბევრი სასარგებლო რამის გამონახვა შეიძლება. იარაღებიც ვიპოვნე.

როშელმა პირველი დახმარების ყუთი გახსნა და ნიკის ჭრილობის მოვლას შეუდგა. ელისი ყოველ ორ წუთში ერთხელ გაღიმებული ახალი "სათამაშოთი" შემორბოდა ოთახში. მწვრთნელი ყველაფერს დაკვირვებით ათვალიერებდა.
– თქვენ აქ დარჩით, მე გავივლი და ყველაფერს დავათვალიერებ. მინდა ვიცოდე რისი გაკეთება შეგვიძლია.
– არის, სერ! – დაიყვირა ელისმა, რომელსაც თავზე ახლახანს ნაპოვნი ჯარისკაცის ბერეტი ეხურა
– მიმიხედე ბავშვებს – მწვრთნელს გაეცინა და გარეთ გავიდა.
– მორჩა, იცოცხლებ. – თქვა როშელმა და პირველი დახმარების ყუთს ჩალაგება დაუწყო.
– ეგ არაფერია, უარესებიც გადამხდენია თავს "წინა ცხოვრებაში". რა ჩემი ბრალია ხალხმა პოკერში წაგება თუ არ იცის.
– ეს შენ არ იცი წესებით თამაში. – შეესიტყვა ელისი.

სახლი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო. დენი ჰქონდათ და მაცივარში კონსერვებიც იპოვეს. ეს თავშესაფარი მათთვის მისწრება იყო. აქ შეეძლოთ დაესვენათ და
შემდეგი მოქმედების გეგმა განეხილათ. მწვრთნელი დადიოდა დანარჩენ სახლებში და ამოწმებდა რამე ხომ არ იყო ისეთი, რაც გამოადგებოდათ სახლის დასაცავად.
მან გაზის ბალონები განალაგა სახლის ირგვლივ, სტრატეგიულად გათვლილ ადგილებში. ღამე, როდესაც ერთერთი მათგანი სადარაჯოზე იდგებოდა, ადვილად შეძლებდა ზომბების
ნაკადის შეჩერებას ბალონის აფეთქებით. ეს ინფიცირებული ადამიანები ცალცალკე დიდ საფრთხეს არ წარმოადგენენ, მაგრამ ისინი ჯგუფებად დადიან და ყველაფერს აკეთებენ
ცოცხალი ადამიანის ხორცისთვის. როგორც წესი, მათი ერთი კბენა, ან ნაჩხაპნი ადამიანისთვის მომაკვდინებელია. მეტიც, უბრალოდ მომაკვდინებელი არა - მსხვერპლი
ასეთივე მოსიარულე მკვდრად გადაიქცევა. გადარჩენილებზე ვირუსი გაურკვეველი მიზეზის გამო არ მოქმედებდა, იმუნიტეტი ჰქონდათ.

- ეი, აქ რაციაა! - დაიყვირა მწვრთნელმა და სამივენი იმწამსვე გარეთ გამოვარდნენ.
სახლის პირდაპირ, როგორც უკვე აღვნიშნე, ტბა იყო. ტბის ნაპირზე კი პატარა ნავის გასაჩერებელ ადგილთან, რაცია იყო ჩამოკიდებული.
მწვრთნელმა რაცია ხელში აიღო.
- გესმით ჩემი? არის ვინმე?
- მესმის. ვინ ხართ? მანდ როგორ აღმოჩნდით? - გაისმა რაციიდან კაცის ხმა.
- ჩვენ ვერტმფრენით მივფრინავდით და ჯუნგლებში ჩამოვარდით... აქედან როგორ გავაღწიოთ?
- მე.. მე ნავი მყავს. ახლავე გამოვალ თქვენს წამოსაყვანათ. - ელისმა უცნობის წინადადების დასრულებისთანავე ხელები მაღლა აწია და სიცილი დაიწყო. "გადავრჩით"
იძახდა ის. მაგრამ ამ დროს ზომბების ხმა გაისმა. ოთხივემ უცებ იარაღი მოიმარჯვა. ხმა სულ უფრო ახლოვდებოდა. "გესმით ჩემი?" ყვიროდა უცნობი რაციაში.

- აქ ზომბები არიან, ხმით თუ ვიმსჯელებთ ბევრნი. რაც შეიძლება მალე მოდით წასაყვანად, დიდხანს ვერ გავჩერდებით! - უთხრა მწვრთნელმა უცნობს და ამ დროს დაინახა შორს ხეებიდან გამოსული მოსიარულე მკვდარი, რომელიც არსაც ჩქარობდა. ნელა და არაბუნებრივად მიაბიჯებდა თავისთვის. ნიკმა იარაღი დაუმიზნა, ის უკვე გასროლას აპირებდა როცა როშელმა შეაჩერა.

- გაგიჟდი? ხმაზე მეტნი მოვლენ, აქ ხელის გულზე ვართ, ვერაფერი გადაგვარჩენს.
- ყველანი სახლში. სწრაფად და რაც შეიძლება ჩუმად, არ დაპანიკდეთ. - ყველას გასაგონად ჩაიჩურჩულა მწვრთნელმა.

პირველი ელისი მიდიოდა და თან ზომბს უმიზნებდა თავის მაგნუმით. იცოდა, რომ ერთი გასროლაც მათთვის დამღუპველი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად ერთი სულ ჰქონდა როდის გამოკრავდა სასხლეტს. მისი ზიზღი მოსიარულე მკვდრის მიმართ ძალზედ რთული საკონტროლო იყო. ისინი უკვე სახლის კიბეებთან იყვნენ და ამ დროს მეტალის დავარდნის ხმა გაისმა. ელისმა უკან გაიხედა და დაინახა ნიკი, რომელიც შეშინებული სახით უყურებდა თავისივე შემთხვევით დაგდებულ ნიჩაბს. ამ ხმაურზე მოსიარულე მკვდარმა იმწამსვე შეამჩნია ახალი ხორცის ოთხი ტომარა. ის ღრიალით გამოიქცა მათკენ, მაგრამ ორ ნაბიჯშივე ელისის გასროლილმა ტყვიამ შუბლი გაუხვრიტა.

>>>

- გაიქეცით! - დაიღრიალა მწვრთნელმა და სიბნელიდან გამოვარდნილ აუარებელ ზომბების ხროვას დაუწყო სროლა თავისი მ-16დან. მან კარგად იცოდა, რომ ამდენ მტერს ერთი მჭიდით ვერ გაუმკლავდებოდა. დაელოდა იქამდე, სანამ მკვდრები მისთვის სასურველ ადგილამდე მიაღწევდნენ და ერთი გასროლით ააფეთქა თავისი დადებული ბალონი. მან ამით ცოტა დრო მოიგო, შევარდა სახლში და კარების მაგიდა მიადგა. ზომბების ხმა არ წყდებოდა, ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ. "ეს კარები მათ ვერ შეაჩერებთ" დაიყვირა ელისმა. მან ფანჯარა ჩაამტვრია და გაზის მეორე ბალონს ესროლა. ამით მან კიდევ ერთი ნაკადი შეაჩერა. "ფანჯრებიდან ესროლეთ" ყვიროდა მწვრთნელი. ეზოში სასაკლაო იყო. ბალახი მთლიანად გაწითლებულიყო, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გახრწნილი გვამი ეგდო. ზოგს სხეულის ნაწილი ჰქონდა მოგლეჯილი და რამდენიმე მეტრში იყო დაგდებული, ზოგს ნახევარი სახე ჰქონდა დარჩენილი. შემზარავი სანახაობა იყო.

- ეი, მე ტყვიები მითავდება - დაიყვირა ელისმა
- მეორე სართულზე დევს, ჩამოიტანე
ელისმა კიბეებზე აირბინა და პირველივე ოთახში შევარდა, სადაც ტყვიები ეგულებოდა. რამდენიმე მჭიდი ლოგინზე ეგდო. ის დაიხარა ასაღებად, და ამ დროს უცებ ჟოკეი შეახტა. ელისი ხელებს იქნევდა, ცდილობდა გადაეგდო მუტანტი, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. "მიშველეთ!" ყვიროდა ის. ნიკს რომ არ მოესწრო, ის ალბათ გაიგუდებოდა. მან ჟოკეი ჩამოაგდო და ავტომატის ჯერი დაახალა სახეში. შავი სისხლით დასვრილმა ნიკმა ელისი ააყენა და მჭიდები აიღო. "წავედით" თქვა მან და ქვედა სართულზე ჩავიდნენ. მჭიდები მეგობრებს გადაუგდეს. ისინი გადატენვით იყვნენ დაკავებულები, როდესაც ფანჯრიდან მოსიარულე მკვდარმა დაიწყო გადმოძრომა. ელისი არ დაიბნა
(ორი ყური აწია) და გვერდზე მიყუდებული ელექტროგიტარით გაუჩეჩქვა თავი. ამ დროს რაღაც არაადამიანური და ძლიერი ხმა გაისმა. "ტანკი" მხოლოდ ამის დაყვირება მოასწრო როშელმა, სანამ კედელი შემოიმტვრეოდა და ხის ფილებიდან რაღაც უზარმაზარი, ცოცხალი ობიექტი გამოჩნდებოდა. ამ საშინელი მუტანტის კანი გაქვავებული იყო, ამიტომაც მუქი ყავისფერი ელფერი დაკრავდა და ტყვიები ძნელად იღებდნენ.

- ყველანი გარეთ! მეორე სართულიდან ტბის მხარეს, სწრაფად! - დაიყვირა მწვრთნელმა, ხელყუმბარა გახსნა და ტანკის ფეხებში დააგდო. ისინი მეორე სართულზე გაიქცნენ და ფანჯრიდან გადახტნენ. უამრავი ზომბი ეხვეოდა ყუმბარას, რადგან ის ხმას გამოსცემდა. რამდენიმე წამი გავიდა და დიდი აფეთქების ხმა გაისმა. ოღონდ ეს ხმა უბრალოდ ყუმბარის არ იყო, რაღაც ჰიბრიდი იყო აფეთქების და ხორცის ნაჭრების კედელზე დიდი ძალით მიხეთქების. წარმოდგენაც არ მინდა რა
სანახაობა იქნებოდა სახლი შიგნიდან ამ მომენტში.

ისინი უკვე ბოლო ტყვიებს ისროდნენ, როდისაც ნავი გამოჩნდა. თანდათან ტბაში შედიოდნენ, რომ რაც შეიძლება მალე ასულიყვნენ ბორტზე. მკვდრებმა ცურვა არ იციან, ამიტომ წყალი მათი გადარჩენის ბოლო იმედი იყო.

- სწრაფად! ამოდით! - ყვიროდა უცხო, შუა ასაკის წვერებიანი კაცი.
ისინი თითო-თითო ძვრებოდნენ ნავში და თან ზომბებს იგერიებდნენ. ბოლო მწვრთნელი დარჩა. ის აძრომას აპირებდა, როცა სახლთან ახლოს, სადაც ზომბების დიდი ხროვა იდგა, კიდევ ერთი გაზის ბალონი დაინახა. ბოროტად გაიღიმა და ერთხელ ზუსტად გაისროლა. აფეთქების დროს ის ნავში ავიდა და იმწამსვე დატოვეს ეს დაწყევლილი ადგილი. მათ უკან ლეშის ხროვა და სისხლით გაწითლებული მწვანე ჯუნგლები მოიტოვეს.

===
პირველ რიგში ვიტყვი, რომ ამ რაღაცის დაწერა ლ4დს სურვაივალ მოუდმა შთამაგონა ))
ნუ ეს "სთორი" ჩემი გამოგონილია
ამიტომ თუ არ არის ამ თემის ადგილი აქ, წაშალეთ არ მოგერიდოთ ))
პ.ს. სახელი ვერაფერი მოვიფიქრე სხვა )))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Left For Dead 2

Unread post#2 » 25 Feb 2013 21:10

მშვენიალურადაა დაწერილი საღოლ ხოცვაჟლეტის ხასიათზე მოვედი რამე წესიერი თამაში უნდა გავაძრო ზომბებზე
smothered in the crib

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Left For Dead 2

Unread post#3 » 25 Feb 2013 21:42

მშვენიერი თემაა მომეწონა
კიდევ დაწერე რამე ასეთი რიპსტერ : D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1866

Left For Dead 2

Unread post#4 » 25 Feb 2013 22:46

აუ გამიხარდა მეგობრებო თან ძალიან : D
თუ რამე თამაშმა ასე იმოქმედა კიდევ, აუცილებლად დავწერ ))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

NoiZ
Posts: 315

Left For Dead 2

Unread post#5 » 26 Feb 2013 10:54

ჰეჰე, ყოჩაღ! გაგრძელებას ველით! ^_^

Baracha
Posts: 62

Left For Dead 2

Unread post#6 » 02 Mar 2013 11:57

მეტიც, იმაზეც კი ხუმრობდა, რომ ვერტმფრენში შოკოლადის ფილებს მოჰკრა თვალი, ჩამოვარდნის მერე კი ვეღარ იპოვნა


წარმატებები:)

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Left For Dead 2

Unread post#7 » 02 Mar 2013 15:44

საღოლ, საინტერესო საკითხი იყო, თან უცნაურია l4d მა რო მოგცა ინსპირაცია, skyrim/Dark Souls გაგისწორდებოდა მსგავსი journal თემა თუ მოგწონს ფენტეზი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Left For Dead 2

Unread post#8 » 02 Mar 2013 15:51

^ agreed.

რამდენიმე ათეული საათი Dark Souls-ში და მაგარ fan fiction-ს დადებ.

TES-ში შეგიძლია პირდაპირ ტექსტად გარდაქმნა რასაც თამაშში აკეთებ და ავტომატურად ნორმალური გამოგივა, მცირე ფანტაზია-ნარევი ედიტით კარგი, პერსონაჟის ბექსთორით უკეთესი : D
I won't miss.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Left For Dead 2

Unread post#9 » 11 Mar 2013 11:59

Tom-ს და Rid-ს ვეთანხმები, სკაირიმი უნდა ითამაშო...
იმდენად boring story და სამყარო აქვს რომ სურვილი გაგიჩნდება გამოაცოცხლო...

P.S. nice story bro

User avatar
Ripster
Posts: 1866

Left For Dead 2

Unread post#10 » 11 Mar 2013 23:01

სკაირიმს რაც შეეხება მეინ ქუესთების სთორი არ ვიცი როგორი აქვს ))
ანუ რომ გამოვიდა ვთამაშობდი დიდხანს
ტურისტის პონტში ვიყავი
დავსეირნობდი, ქალაქებს ვათვალიერებდი, საიდ ქუესთებს ვაკეთებდი (თან ბევრს) და ასე
რამდენიმე მეინ ქუესთი გავაკეთე მარტო. ობლივიონმა ისეთი ცუდი გალვენა მოახდინა ჩემზე მეინ ქუესთებით რომ არ მინდოდა ამაზეც გამეფუჭებინა შთაბეჭდილება )) თან არ ვაპირებდი ამის იმენა ჯიგრულად ამ სისტემაზე თამაშს... "მერე"სთვის გადავდე. თან იმ მერესთვის რომელსაც უკვე დიდიხანია ველოდები და არ მოდის )))))

ანუ იმის თქმა მინდა რომ ბატონო DaRk5nAk3 რეალურად სკაირიმის რა გითხრათ, მაგრამ ობლივიონით თუ ვიმსჯელეთ მეინ ქუესთებზე (ანუ სთორიზე) გეთანხმებით
მაგრამ აი სამყაროზე - ვერა

ჩემი აზრით ძალიან დიდი, ლამაზი და ინტერაქტიული სამყაროა
რომელიც უნდა გიყვარდეს რომ გაუგო
თუ ეს სირბილი და რეალურად "თავგადასავლის" შეგრძნება არ გიტაცებს ვირტუალურ სამყაროში
მაშინ სკაირიმის ფასიც 0 ია რათქმაუნდა.
და ზუსტად ამიტომაც, კი ასეთი სახის ნაწერისთვის შეუდარებელია ჩემი აზრით ეგ თამაში.
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Left For Dead 2

Unread post#11 » 12 Mar 2013 20:48

არადა ობლივიონის სთორი მარტო დასასრულს აყავს ძაან მაღალ დონეზე, ეგეთი ეპიკური დასასრული არცერთ თამაშს არ ქონია , ყოველ შემთხვევაში ყველაზე მაგრად ეგ დამამახსოვრდა

რამდენი რამის დაწერა შეილება ტეს-ის სამყაროზე , მე თუ როდესმე დავწერ ესეთ რამეს აუცილებლად ტეს-თან იქნება კავშირში
smothered in the crib

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Left For Dead 2

Unread post#12 » 14 Mar 2013 17:28

WmX.RipsteR. wrote:ანუ იმის თქმა მინდა რომ ბატონო DaRk5nAk3 რეალურად სკაირიმის რა გითხრათ, მაგრამ ობლივიონით თუ ვიმსჯელეთ მეინ ქუესთებზე (ანუ სთორიზე) გეთანხმებით
მაგრამ აი სამყაროზე - ვერა

ჩემი აზრით ძალიან დიდი, ლამაზი და ინტერაქტიული სამყაროა
რომელიც უნდა გიყვარდეს რომ გაუგო
თუ ეს სირბილი და რეალურად "თავგადასავლის" შეგრძნება არ გიტაცებს ვირტუალურ სამყაროში
მაშინ სკაირიმის ფასიც 0 ია რათქმაუნდა.
და ზუსტად ამიტომაც, კი ასეთი სახის ნაწერისთვის შეუდარებელია ჩემი აზრით ეგ თამაში.

გეთანხმები ლამაზი სამყაროა (ინტელექტუალური?) თუმცა ძალიან მოსაბეზრებელი, ცდები ძალიან მიყვარს თამაშებში exploring, აი TES/Fallout ერთი პერსონალური სთორი იყო ყოველთვის ჩემთვის... story sux ballz but this game has limitless world and exploring is awsm shit! lemme explore more! but u gettin bored from exploring prty fast. როცა ამხელა სამყაროს ქმნი ძალიან ძნელია ეს სამყარო მრავალფეროვანი გახადო. anyway აღარ გავაგრძელებ ამ ტოპიკში, დაგიოფტოპიკებ თემას ) თუგინდა სკაირიმის ტოპიკში გავაგრძელოდ კამათი, თუმცა იმდენი მინუსის დაწერა შემიძლია სკაირიმზე და საერთოდ Bethesda -ს თამაშებზე რომ ძალიან ბევრ ფანს გავანაწყენებ, ასე რომ თავს შევიკავებ.

grigoli wrote:არადა ობლივიონის სთორი მარტო დასასრულს აყავს ძაან მაღალ დონეზე, ეგეთი ეპიკური დასასრული არცერთ თამაშს არ ქონია , ყოველ შემთხვევაში ყველაზე მაგრად ეგ დამამახსოვრდა

dud srsly?! than u rly have to play loads of other games

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 159 guests


cron