დაანონსდა The Witcher სერიებში რიგით მესამე და უკანასკნელი ნაწილი - Wild Hunt. თამაში მზადებაშია PC და შემდეგი თაობის კონსოლებისთვის.
დეველოპერები ხაზგასმით აღნიშნავენ პროექტის მასშტაბებს, რაშიც მათ სრულიად ახალი შესაძლებლობები ეძლევათ ტექნიკური თვალსაზრისით (next-gen title). თამაშის სამყარო იცვლის ტიპს და გადადის open world სტანდარტზე, სადაც უკვე აღარ იქნება სიუჟეტური ეპიზოდები და მათ მიხედვით დაყოფილი ლოკაციები. არ ხდება level scaling და სამყაროს კვლევა უფრო გოთიკურ სტილში იქნება.
სადაც სერიის წინა ნაწილებში სიუჟეტი მძლავრად იყო ფოკუსირებული სამყაროში პოლიტიკურ მოვლენებზე და გმირის მათში მონაწილეობაზე, ახლა ის გაცილებით პერსონალური იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრად მეტი დატვირთვა ექნება მთავარი გმირის (გერალტს) პერსონაჟს და მოვლენებიც ძირითადად მის ირგვლივ განვითარდება. გადაღლილი, წვერ-მოშვებული ბებერი მგლით ახლა უკეთ შევიცნობთ, თუ რას ნიშნავს იყო ვითჩერი. წინა პლანზე გადმოდის მონსტრებზე ნადირობა (yay).
მექანიკა ძირითადად აგებულია მეორე ნაწილის მიხედვით, თუმცა მასში საგრძნობი ცვლილებებია შეტანილი. თამაშში იდება წინა ნაწილთან შედარებით ბევრად მეტი ანიმაცია (რაოდენობით 96, სადაც მეორეს ანიმაციების რიცხვი 20-ს შეადგენს). გათვალისწინებულაი მოთამაშეებში წინა ნაწილის ინვენტორიის სისტემისგან გამოწვეული უკმაყოფილება. მთლიანად ხელ-ახლა იწერება AI.
Title Reveal
პერსონაჟის მოძრაობა უფრო სწრაფია, ვიდრე მეორე ნაწილში. იტესტება და არ არის გამორიცხული თამაშში ვიხილოთ mounted combat (ცხენიდან ბრძოლა). ორივე ვარიანტში იქნება ცხენი, როგორც გადაადგილების საშუალება. შეგვეძლება ნავის მართვა. წყალში ასევე ვიხილავთ რეალურ ფიზიკაზე დაფუძნებულ, მოძრავ გემებს. სამყაროში გადაადგილებისას არ შევხვდებით loading screen-ებს (ლოკაციების ჩატვირთვა). ჩამატებულია fast-travel ფუნქცია.
სამყარო ფართობით მეორე ვითჩერისაზე 20-ჯერ დიდია. ბევრად მეტი სათადარიგო კვესტი (დავალება), ვიდრე წინა თამაშებში. კვლავ შევხვდებით მინი-თამაშებს. სიუჟეტის განვითარებაში კვლავ გვექნება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. სამყაროს ყველა მიწას საკუთარი სიტორია გააჩნია. მონსტრების ადგილ-მდებარეობას განაპირობებს დღის დრო და სხვა მდგომარეობები (ამინდი? შეიძლება.), ჩამატებულია მონსტრების ანატომია, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მათზე ნადირობა უფრო advanced დონეზე ვაწარმოოთ.
Teaser
თამაში სავარაუდოდ გამოვა 2014 წელს, PC და შემდეგის თაობის კონსოლებზე.
The Witcher 3: Wild Hunt-ის HUB GameInformer-ზე: