სადღაც დღის ხუთი საათი იქნებოდა როდესაც გავიღვიძე. ამ პატარა ხის საწოლზე ძილი საკმაოდ არაკომფორტულია, თანაც ტყის ხმებიც არ მასვენებენ. ქოხში ვარ, რომელიც თიხისმაგვარი მასალისგანაა აშენებული, ზემოდან კი, ჩალა აქვს გადაფარებული. ბნელა, აქ ფანჯრები არაა, მაგრამ გვერდით დადებული პატარა ლამპარი მცირე ნაწილს ანათებს. წამოვჯექი, საათს დავხედე, თითებგადაჭრილი ხელთათმანები გავისწორე და ჩემი AK -47 (კალაშნიკოვი) ავიღე. ხის კართან მივედი და სახელური გადავატრიალე. გავაღე. მზის სინათლემ თვალები დამიწვა. საშინელმა სიცხემ ორგანიზმზე დამარტყა. გარეშმო მიმოვიხედე. მარცხნივ ჩანჩქერი იყო, მაგრამ წყალი შიგნით ისეთი ცხელია, რომ ჩასვლა არ მინდა. მარცხნიდან, გახსნილი ყველგანმავალი წითელი ჯიპი დგას. ქოხის წინ ნაკვერჩხალი დარჩენილიყო. წინ ხეები მოჩანდა. ყავისფერ გზაზე ბორბლების ნაკვალები ჩანს, ესე იგი მანქანამ გაიარა, ყურადღებით უნდა ვიყო. მოყავისფრო ბალახზე გავირბინე. გზა ზებრამ გადამირბინა. უცებ მართლაც დავინახე აფრიკელები, შეკრებილი ლურჯ ავტომობილთან. იარაღი მოვიმარჯვე, დავუმიზნე და ჩახმახს გამოვკარი. დიახ, მე აფრიკაში ვარ. დიახ, მე Far Cry 2-ს ვთამაშობ.
ალბათ გაგიკვირდებათ, რატომ წავიდა ლაპარაკი ამ თამაშზე, როდესაც სტატიის სათაური მის გაგრძელებაზეა. მინდა როგორც წესი, ძირითად თემაზე გადასვლამდე, მთლიანად სერიის პატარა პრეისტორია გავაკეთო.
პირველი ნაწილი გამოვიდა 2004 წლის 23 მარტს. თავისი დროისათვის, თამაში წარმოადგენდა ყველაზე ფოტორეალისტურ გამოსახულებას. შემქმნელი, გერმანული კომპანია Crytek, იყენებდა საკუთარი ავტორობის ძრავას CryEngine. სულ თავიდან ეს ძრავა არ იყო განკუთვნილი ვიდეოთამაშისათვის, არამედ ვირტუალური გარემოს შესაქმნელად კომერციულ მიზნებში, მაგრამ შემდეგ Nvidia-მ თავისი ვიდეოკარტის რეკლამისათვის ფული გადაუხადა Crytek-ს რამოდენიმე სადემონსტრაციო ლეველის შექმნაში. გერმანულ სტუდიას მოეწონა პროცესი და გადაწყვტა სრული ვიდეოთამაშის გამოშვება.
პროექტს თბილად შეხვდა სათამაშო საზაგადოება, რადგან ასეთი გამოსახულება, მართლაც არსად არ იყო. ასევე გეიმფლეის მხრიდანაც გვაწვდიდა ინოვაციებს. დავალების მსვლელობის დროს თქვენ არ დაინახავდით არანაირ ჩატვირთვას. მთელი ტროპიკული კუნძული თავიდანვე იყო გახსნილი, გქონდათ სრული თავისუფლება. მიზანთან თქვენი ნების მიხედვით შეგეძლოთ გზის არჩევა. ასევე იარაღებიც საკმაოდ რეალურად გამოიყუებოდნენ.
სიუჟეტი დიდი სიღრმავით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ნათელი იყო, რომ პროექტისათვის ეს მეორეხარისხოვანია. მთავარი გმირი - ჯეკ კარვერი, ყოფილი აგენტია და ტროპიკულ კუნძულზე დაკარგულ ჟურნალისტს ეძებს. თამაში გვთავაზობს სხვადასხვა ლოკაციებს, ასევე თემებს გენურ ინჟინერიაზე.
პირველი ნაწილის წარმატების შემდეგ, გამომცემელმა Ubisoft - მა 2007 წელს გააკეთა გაგრძელების ანონსი, მაგრამ ის აღარ იქმნებოდა Crytek-ის ძალებით, არამედ Ubisoft Montreal -ის მიერ. გერმანული სტუდია Electronic Art-ის მფარველობის ქვეშ მოეგცა და მსგავსი პროექტი გამოუშვა სახელად - Crysis. ხოლო Far Cry სერიის ბედი უკვე მთლიანად ფრანგების ხელში იყო.
თამაში 2008 წლის შემოდგომაზე გამოვიდა. ახალი შემქმნელი, არ ჩამორჩა წინას და ძირითადი აქცენტი პროექტის ტექნიკურ მხარეზე გადაიტანა. გრაფიკულად მართლაც ყველაფერი შესანიშნავი იყო. დაუსახელებელი აფრიკის ქვეყანა 100 %-ით იგრძნობოდა. ეკრანზე გამოსახული სიცხისაგან თვითონ მოთამაშესაც დისკომფორტი უჩნდებოდა. ასევე რეალური ფიზიკა, ქარის ეფექტები, მცენარეები, დიდი ლოკაციები, უდაბნოები, რომლებიც მართალც იქ ყოფნის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ვინც თამაში მაქსიმალურ პარამეტრებზე გასინჯა, შეუძლია თქვას, რომ აფრიკაში ნამყოფი არის.
მაგრამ ყველა დადებით მხარესთან, თამაშს ჰქონდა უზარმაზარი მინუსი - ერთფეროვნება. ჩვენ ვაკეთებდით პრაქტიკულად ერთი და იგივეს. სიუჟეტიც უფრო მარტივი იყო ვიდრე წინა ნაწილში. თქვენ გამოდიხართ დამკვეთის როლში და თავდაცვითი ორგანიზაციის დავალებით იარაღებით მოვაჭრე უნდა მოკლათ ზედმეტსახელად - ტურა. ჩვენ გვიწევდა შინაომში მონაწილე ორი მხარისგან ერთნაირი დავალებების შესრულება. ამიტომ ყველაფერი მოსაწყენი ხდებოდა, ორი საათი თამაშის შემდეგ (ეს საუკეთესო შემთხვევაში). მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ ტექნიკურად, თამაში მართლაც შესანიშნავი იყო.
სიმართლე გითხრათ, გაგრძელებას აღარ ველოდებოდი, რადგან ჩავთვალე, პროექტმა თავისი მაქსიმუმი გამოიმუშავა. თანაც Crytek - ის Crysis იგივე ველზე თამაშობდა და უფრო მეტს გვთავაზობდა, როგორც ტექნიკური მხრიდან, ასევე გეიმფლეის მხრიდანაც.
E3-ზე Ubisoft - ის პრესკონფერენციაზე ბევრი მოსალოდნელი პროექტი გვაჩვენეს. სადღაც ღონისძიების შუში გამოდის მამაკაცი და ამბობს - წარმოიდგინეთ, რომ ტროპიკულ კუნძულზე მოხვდით ფოტოაპარატით, თქვენ უნდა სიცოცხლისათვის იბრძოლოთ და ფრაზები ასეთ სტილში. პირველი რაც ვიფიქრე ეს იყო - Lost. როდესაც სათამაშო პროცესიდან პირველი კადრები აჩვენეს, ეს აზრი უფრო გამიმყარდა, მაგრამ მცენარეები ნაცნობად გამოიყურებოდა და მიუხედავად ღია ტონალობისა უკვე დავეჭვდი - იქნებ Far Cry 3?
პერსონაჟმა ფოტოაპარატი ამოიღო და მკვიდრების გადაღება დაიწყო. იარაღიანი ხალხი, ჩვეულებრივ მოსახლეობას კლავდნენ. გმირს უკვირს. შემდეგ ხედავს, რომ მისი ადგილიდან ფრინველები გაფრინდნენ, ობიექტივს თვალი მოაშორა და დაინახა როგორ მოხვდა სახეში იარაღის ტარი.
შემდეგ მომხდარი ეპიზოდი, ჩემთვის პირადად საუკეთესოა Ubisoft - ის პესკონფერენციიდან და ერთ-ერთი საუკეთესო მთლიანად E3-ზე. ამ ნაწყვეტში წარმოდგენილია არაჩვეულებრივი მსახიობის თამაში, გადასარევი ანიმაცია. ამის წაკითხვა არის სისულელე, ჯობია თქვენით ნახოთ ყველაფერი. სპეციალურად მათთვის, ვინც არ იცის ინგლისური ენა, ან სუსტად ფლობს, ეპიზოდი ავტვირთე ქართული სუბტიტრებით.
დატკბით!თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ ნაწყვეტმა ჩემზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა, მხოლოდ ამ შეშლილი პერსონაჟის გამო ღირს თამაშის ცდა. საერთოდ ადამიანის სახე და მისი თვალები, შინაგან ბუნებას გვიჩვენებსო. დააკვირდით ამ პერსონაჟის გამომეტყველებას, გამოხედვას, რას ხედავთ? მართალია, სიგიჟეს. ეს არის არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, რომ ვიდეოთამაშებშიც შეიძლება იყოს, გმირები, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი ხასიათი, აზრები, ემოციები. სწორედ ასეთი მომენტებია მისასალმებელი და დასაფასებელი.
მაგრამ ჩვენ ხომ კიდევ თამაში გვაქვს. საერთოდ გეიმფლეის მხრიდან პროექტმა აშკარად წინ გადადგა ნაბიჯი, უს უფრო დაიხვეწა და საინტერესო გახდა, დაემატა დანით მკვლელობის არაჩვეულებრივი ანიმაცია, თავშესაფრების სისტემა პირველი პირიდან, რომელიც ძალიან ეფექტურად გამოიყურება. ლოკაციები უფრო ლამაზი გახდა. აღსანიშნავია, რომ პროექტზე სამი სტუდია მუშაობს - Ubisoft Montreal, Ubisoft Shanghai, Ubisoft Massive. გამომცემლის როლში, კი თვითონ Ubisoft - გამოდის.
გრაფიკულად პეროეტქი ამჯერადაც უმაღლეს დონეზე გამოიყურება. გამოიყენება იგივე ძრავა რაც მეორე ნაწილში - Dunia Engine (Dunia - არაბულ ენებში მიწას, დედამიწას ნიშნავს). ნახსენები სახის ანიმაციის გარდა, ძრავას შეუძლია მასიური მაშტაბის მქონე კუნძულის მთლიანად ჩატვირთვა, დაემატა სინათლის წყაროები და თანხმლები ეფექტები, ფერები უფრო ღია გახდა. ტროპიკული ჯუნგლები დამაჯერებლად გამოიყურება, თამაშის მანძილზე არაერთხელ ჩამოგვივარდება ყბა იქაური სილამაზეებისაგან.
როგორც ჩანს პროექტმა შეიძინა სრული სიუჟეტი, მასზე ცნობილი ჯერ ძალიან ცოტაა. მთავარი გმირი არის ჯეისონ ბროუდი, რომელიც ბანდიტების ხელში ჩავარდება. გმირს ახლა ლაპარაკიც შეუძლია - წინა ნაწილთან განსხვავებით. შემქმნელების თქმით, პროექტი იქნება კარგად ოპტიმიზირებული ყველა პლატფორმაზე და გრაფიკული შეცდომები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
პირადად ჩემთვის, თამაში აშკარად იმსახურებს იმას, რომ მოველოდოთ. რადგან ის შედგება ათასი დეტალისაგან რომელიც ჯამში დამაჯერებელ გამოსახულებას გვაძლევს, გვაგრძნობინებს ეკრანს მიღმა მიმდინარე მოვლენებს. ასევე კარგია, რომ დაემატა სკრიპტული სცენები. (მიმდინარე მოვლენა, რომელზეც მომხმარებელი ვერ მოქმედებს. მაგალითად: ბომბის აფეთქების შემდეგ ტექნიკის წვიმა შუა ვაშინგტონში (Modern Warfare 2)). შემქმნელების რაოდენობა და გამომცემლის პატიოსანი სახელი, აშკარად კარგი ხარისხის ნიშანია. პროექტი საინტერესო ჩანს და მართლაც სიგიჟე ეტყობა მოქმედებებში, ისე, ოდესმე მითქვამს თქვენთვის, სიგიჟის განმარტება?
თამაში გამოდის 2012 წელს