Prince of persia: The Two Thrones, First Person Walkthrough

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Ripster
Posts: 1866

Prince of persia: The Two Thrones

Unread post#1 » 17 Nov 2012 17:42

>>>

მე მოგიყვებით ჩემ ისტორიას. ისტორიას, რომელიც გადამხდა თავს ჩემივე შეცდომების გამო. ყველა უშვებს შეცდომებს, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდია. დროის კუნძულზე მე შევცვალე ბედისწერა. მოვკალი დაჰაკა და დროის იმპერატრიცასთან ერთად გავემგზავრე სამშობლოში. 4 კვირა ვიყავი ზღვაში. ვფიქრობდი, თუ როგორ დავბრუნდებოდი ბაბილონში, მაგრამ ასეთი სურათი არც კი წარმომედგინა.

გამოჩნდა ქალაქის რელიეფი და თავზარი დამეცა. დავინახე ცეცხლში გახვეული სახურავები, ხანჯლების ჭახუნის ხმას ქალების და ბავშვების კივილი უერთდებოდა, რაც შემზარავ ხმაურს ქმნიდა. გამოჩნდა თუ არა ჰორიზონტზე ჩვენი გემი, მტრებმა წამსვე შეამჩნიეს ის და ცეცხლი გახსნეს. გემი ჩაიძირა, მე კი წყალმა გამომრიყა. როდესაც გონს მოვედი დავინახე, თუ როგორ მიჰყავდათ უგონოდ მყოფი კაილინა ჩემთვის ჯერ უცნობ მტრებს. ამ ყველაფერმა ლამის ჭკუიდან შემშალა. ახლა მხოლოდ შურისძიების წყურვილი მამოძრავებდა. მინდოდა გამეგო ვინ არიან ისინი, რატომ დაესხნენ თავს ჩემს სამშობლოს, სად წაიყვანეს კაილინა. ახლა ჩემი მთავარი მიზანი სასახლეში მოხვედრა იყო, იქნებ მანდ მაინც მომეპოვა ჩემს კითხვებზე პასუხი.

გავუდექი გზას. ქალაქის შესასვლელი კარიბჭე ჩაკეტილი იყო, ამიტომ მომიწია კედლებზე ძრომიალი და როგორც იქნა ქალაქში შევაღწიე. გადავხედე თუ არა ქალაქს მივხვდი, რომ ქუჩებით სასახლეში ვერ შევაღწევდი, ამიტომ გადავწვიტე სახურავებით მივსულიყავი დანიშნულების ადგილზე. დავძვრებოდი სახურავებზე როგორც ქურდი, ქვემოთ ჩემს ხალხს კლავდნენ, ჭრიდნენ, ძარცვავდნენ. მე კი მხოლოდ შურისძიებაზე ვფიქრობდი. გზაში მტრებს ვხოცავდი. ვცდილობდი ჩუმად მემოქმედა, მაგრამ ყოველთვის არ გამომდიოდა.

და აი, როგორც იქნა შევაღწიე სასახლეში. ეს ზუსტად ის ადგილია სადაც გავიზარდე, მაგრამ ახლა მას აღარ ჰგავს. ჩემს სახლში ვიღაც უცხოები დაიარებიან. ირგვლივ სასახლის დაცვის გვამებია. ტახტის დარბაზიდან გასასვლელია დიდ აივანზე, საიდანაც მთელი ბაბილონი ჩანს. მე დარწმუნებული ვიყავი რომ კაილინა მანდ ეყოლებოდათ, ამოვიღე ხანჯალი და დაუფიქრებლად გავიქეცი აივნისაკენ. მივრბოდი და არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ ერთი მიზანი მამოძრავებდა და ბრმად მივყვებოდი ინსტინქტებს. აივანზე დავინახე მიჯაჭვული დროის იმპერატრიცა და გვერდზე მდგომი მოხუცი. მივრბოდი, ნდოდა განმეგმირა უცხო და მეხსნა კაილინა ტყვებობისაგან, მაგრამ ხანჯალმომარჯვებულს ვიღაცამ ხელზე ჯაჭვი შემომხვდია და მიწაზე დამამხო. ამ დროს შევამჩნიე რომ ის უცხო მოხუცი, რომელსაც მოკვლას ვუპირებდი, ჩემი მოსისხლე მტერი, ინდოეთის ვეზირი იყო. ახლა მივხვდი, რომ დროის კუნძულზე იმპერატრიცის თან წამოყვანით მე მთელი წარსული შევცვალე. ამ შეცვლილ სამყაროში მე არ ვყოფილვარ აზატში, არ დამიმარცხებია ვეზირი და ამრიგად ის ახლა ჩემს სამშობლოს დაესხა თავს.
"შენ სპარსეთის პრინცი უნდა იყო". ბოროტი ღიმილით მომმართა ვეზირმა.
- "დიდი ხნის წინ მე და მაჰარაჯამ ვიმოგზაურეთ დროის კუნძულზე, სადაც ვიპოვეთ უცნაური ხანჯალი და წიგნები. სამწუხაროდ ხანჯალი არ აქტიურდებოდა დროის ქვიშის გარეშე და ამიტომ მაჰარაჯა ვერ ხვდებოდა თუ რამდენად მნიშვნელოვანი არტეფაქტი ჩაგვივარდა ხელში. წიგნებში მე ბევრი საიდუმლო გავიგე. იმისათვის რომ გავმხდარიყავი უკვდავი, მჭირდებოდა დროის იმპერატრიცა, ამიტომ მე მოვკალი ინდოეთის მაჰარაჯა და მისი არმიით შემოვიჭერი ბაბილონში. ახლა კი დადგა დრო, რომ ჩემი ჩანაფიქრი ავასრულო."

ვეზირმა ხანჯლით განგმირა კაილინა და ამით დროის ქვიშა გაანთავისუფლა. ვეზირი უკვდავი გახდა, მისი მსახურები კი ქვიშის მონსტრებად გადაიქცნენ. დაიწყო მიწისძვრა, ყველაფერი ინგრეოდა. როგორც იქნა თავი დავაღწიე ვეზირის მსახურს და ამ არეულობაში დრო ვიხელთე, რათა ხანჯალი ხელში ჩამეგდო. მე მიწისძვრის შედეგად გაჩენილ ორმოში ჩავარდი და როგორღაც სასახლის პირველ სართულზე აღმოვჩნდი. აი ისიც... დროის ხანჯალი. ახლა მე ჩემდა სასარგებლოდ დროის გამოყენება შემიძლია, მაგრამ ხელი... ხელზე მსახურის ჯაჭვი შემომრჩენია და უჩვეულოდ, ყვითლად ანათებს ჭრილობა. საშინლად ამტკივდა ხელი და გონებადაკარგული კანალიზაციაში მიმავალ ორმოში ჩავარდი.

ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი ვეგდე უგონოდ. "გამოფხიზლდი. გამოფხიზლდი!" ამ სიტყვების გაგონებაზე გავახილე თვალი და ჩავთვალე რომ უბრალოდ მომესმა. "უკან გზა აღარ გვაქვს, ახლა წინ უნდა იარო. ფრთხილად იყავი, ბოძები სველია, გახსოვდეს წონასწორობის შესახებ." ისევ გაისმა იდუმალი ხმა.

-ვინ არის აქ?! - ვიკითხე, მაგრამ პასუხი არავინ გამცა და ამიტომ უბრალოდ გზა გავაგრძელე. ჭრილობაზე ყვითელი ლაქა სულ უფრო და უფრო დიდდებოდა. უცებ არსაიდან მწვანე არსებები გამოვიდნენ და თავს დამესხნენ. "შუქზე გაიტყუე" ისევ გაისმა ვიღაცის ხმა. რატომღაც მე მას დავუჯერე და ასეც მოვიქეცი. შუქზე არსებები ზანტად მოძრაობდნენ და ჭრილობების მიყენებაც უფრო ადვილი იყო, ამიტომ მათი დახოცვა არ გამჭირვებია. გავაგრძელე გზა და უცებ ხელი ამტკივდა. ისეთი გრძნობა მქონდა ვითომ ახლა დავიშლებოდი. სხეულზე შავი მატერია გადამეფარა და ვგრძნობდი როგორ იცვლებოდა ჩემი სხეულის ნაკვეთები.ხელში ჩარჭობილი ჯაჭვი მიწაზე დაეცა, თმის მაგივრად შავი ალი გამიჩნდა, თვალები გამიყვითლდა და ტანზეც ყვითელი მოხატულობის სიმბოლოები გამიჩნდა.

>>>


- მე... მე ქვიშის მონსტრი გავხდი!
- არა, შენ პრინცი ხარ, უბრალოდ უფრო სწრაფი და ძლიერი
- მაგრამ რატომ!?
- ამაზე პასუხის გაცემა რთულია მეგობარო, შეიძლება უბრალოდ შენზე იმოქმედა სხვანაირად ქვიშამ, შეიძლება იმიტომ რომ დიდი ხანი გაატარე დროის ხანჯალთან... ანდაც კაილინასთან.
- კი, მაგრამ შენ ვინ ხარ?
- შენ აქამდე ვერ მიხვდი? - სიცილით მიუგო ხმამ - მე შენი ნაწილი ვარ. მე შენში ვარ!


ახლა მივხვდი ვისი ხმაც მესმოდა მთელი ეს დრო. ჩემში რაღაც ცხოვრობდა, რაღაც ბოროტი და აი ახლა ის ჩემს სხეულს დაეუფლა. ახლა უფრო ძლიერი ვარ. ჯაჭვის ერთი მოქნევით შემიძლია რამდენიმე მტერი ერთად გამოვასალმო სიცოცხლეს, შემიძლია ერთი ადგილიდან დიდ დაშორებაზე
გადავხტე ჯაჭვის მეშვეობით, მაგრამ ბრძოლის დროსაც კი ძალა მეკარგება და თუ ქვიშა არ მივიღე - მოვკვდები. გავუდექი გზას. წინ 10-ობით მწვანე მონსტრი გავანადგურე. უცებ ჩავარდი წყალში და ვიგრძენი როგორ მშორდება ძალა. ჩემი გარეგნობა დამიბრუნდა. მე ისევ ძველი, ჩვეულებრივი პრინცი გავხდი.

- წყალი... წყალმა იერი დამიბრუნა. შენ იცოდი ეს? რატომ არ მითხარი?!
- მეთქვა და მთელი სიამოვნება ჩამეშხამა?
- იმედი მაქვს ეს მხოლოდ დროებითია...


როგორც იქნა ვიპოვე კანალიზაციიდან გასასვლელი. ავძვერი ყველაზე მაღალ შენობაზე და გავხედე ქალაქს, რომელიც ძალიან შორს იყო...
- სახლი... რა შორს ვარ ახლა სახლისგან... მანდ კი ახლა ვეზირია. მე ამას არ დავუშვებ, ეს ჩემი ქალაქია და ჩემი ტახტი!.
- ჩუმად, ქვემოთ ჩაიხედე - რაღაც ხდება.


ქვემოთ მართლაც საინტერესო სანახაობა იყო. მიწაში ჩამარხულ რაღაც არტეფაქტიდან ვეზირი გაჩნდა

- ეს ტელეპორტია. ახლა ჩვენ მტერს ვერაფერი შეაჩერებს - თქვა ჩემმა შავმა "მე"-მ. - ახლა მოგვიწევს ყველას დახურვა.

ვეზირი წამსვე გაუჩინარდა. მე ჩავედი სახურავიდან, მცველს ჩუმად მივეპარე და ყელი გამოვჭერი რათა არ გამომეწვია ხმაური და სხვა მცველების ყურადღება მიმებყრო. ტელეპორტი დავხურე და გავუდექი გზას. უცებ დავინახე ეტლი. თავში ერთი აზრი მომივიდა.

- შენ მართლა გგონია რომ ამ "რაღაცას" დაიმორჩილებ?
- მგონი კი, თუ არა და ერთად დავიღუპებით
- ვთქვი და გავაჭენე ცხენები.

გზაში რამდენიმე ეტლი ამედევნა, გზიდან მაგდებდნენ, მაგრამ როგორც იქნა ყველა დავამარცხე და შევაღწიე ქალაქში. ისევ დავუბრუნდი ჩემს უკვე გამოცდილ მარშრუტს. ავძვერი სახურავზე და გავუდექი გზას. ქუჩაში დავინახე, თუ როგორ ურტყამდა ჯარისკაცი მოხუცს და არენაზე გაგზავნით ემუქრებოდა. "არა! ოღონდ მანდ არა!" ეხვეწებოდა მოხუცი.

- არენაზე რაღაც ხდება...
- ხო, ალბათ ხდება, მაგრამ ეს იქამდე არ დამთავრდება სანამ ვეზირს ბოლოს არ მოუღებ. გონს მოდი და გზა გააგრძელე!
- შეესიტყვა შავი პრინცი.

კომპანიონის უარყოფითი განწყობის მიუხედავად სხვა გზა აღარ მქონდა. სახურავები მორჩა და მხოლოდ ერთი გზით შემეძლო გამეგრძელებინა სიარული. ჩავედი ქვემოთ და შევედი არენაზე.

ასეთი რამ მე ცხოვრებაში არ მინახავს. უზარმაზარი ხორცის მასა ზის შუა არენაზე და ლესავს თავის უზარმაზარ ხანჯალს. მას ყბა არ აქვს და ენა მკერდამდე უკიდია. მე ის ვიცანი, მაშინ ვნახე როცა ვეზირმა კაილინა მოკლა. მაშინ ადამიანი იყო... ახლა კი ადამიანობის არაფერი ეტყობოდა. ქვიშის მონსტრი უზარმაზარი იყო და მისი ერთი ხელის მოქნევაც კი გამომასალმებდა სიცოცხლეს. "თვალებში დაუმიზნე. თუ ვერ დაგინახავს - ვერ მოგკლავს!" მიყვირა უცებ შავმა პრინცმა. თვალი გადავავლე არენას და ვიპოვე პლატფორმა. ავძვერი და მონსტრს სახეზე შევახტი, თვალები ავთხარე. ის უკვე ვეღარ მხედავდა და მე შანსი გამომიჩნდა მისი დამარცხების. იმდენი ვურტყი ხანჯალი ფეხებში სანამ მუხლებზე არ დაიჩოქა, მაგ დროს კი ავძვერი მის ზურგზე და მთელ ხერხემლის სიგრძემდე გავჭერი. მონსტრი უსიცოცხლოდ დაეცა და არენის შუაგული ჩატეხა სადაც თვითონვე ჩავარდა.

დავამარცხე თუ არა ვეზირის მსახური, არენაზე ხალხი გამოვარდა. "ეს პრინცია!", "მან ჩვენ გადაგვარჩინა!" გაიძახოდნენ, მე კი ამ დროს ხელი ამტკივდა და მივხვდი, რომ ახლა მუტირებას დავიწყებდი. "არ მომიახლოვდეთ!" დავიყვირე და გადავეშვი მონსტრის კვალით, რადგან არ მინდოდა ჩემ ხალხს ასეთი დავენახე. ასეთი... ურჩხული.

დავეშვი და არენის ტუნელებში აღმოვჩნდი. ალბათ აქედან აჰყავდათ ხოლმე უყბო ქვიშის მონსტრი არენაზე. გზა გავაგრძელე და ვფიქრობდი. ეს ხალხი წესით უნდა დახოცილიყო არენაზე, მაგრამ მე გადავარჩინე. წესით ახლა შვებას უნდა ვგრძნობდე, მაგრამ არა. ვეზირის შურისძიებაზე ფიქრი თავს არ მანებებდა, ყოველი ამოსუნთქვით უფრო და უფრო მწყურდებოდა ჩემი მტრის სისხლი. "ნუ ნერვიულობ, ჩვენ უკვე ახლოს ვართ" შავი პრინცის ნათქვამი ეს სიტყვები მალამოსავით მოქმედებდა ჩემზე.

როგორც იქნა გავაღწიე ტუნელებს, ბაბილონის ქუჩებში აღმოვჩნდი და წყურვილი ვიგრძენი. გვერდზე პატარა ონკანი იყო, მოვიხარე წყლის დასალევად და ამ დროს უკნიდან ინდოელი ჯარის-კაცი მომეპარა. ვერც თავის დაღწევას ვასწრებდი და ვერც ხელებით მოვიგერიებდი უკვე ხანჯლის
დასარტყამად მომზადებულ მტერს. მეგონა ეს ჩემი ბოლო წამები იყო, მაგრამ ამ დროს ინდოელს ვიღაცამ მშვილდიდან ესროლა და ძირს დაეცა. გავიხედე და დავინახე ულამაზესი ინდოეთის პრინცესა.

>>>


- ფარა! - შევძახე უკვე გაბრუნებულ ლამაზმანს.
- საიდან იცი ჩემი სახელი?
ამ სიტყვების გაგონებაზე უცებ გონს მოვეგე და მივხვდი, რომ ისტორიის შეცვლით ჩემი და ფარას ნაცნობობაც გაუქმდა.
- მეე.. მე ისტორიები მაქვს გაგონილი ულამაზეს ინდოელ პრინცესაზე, რომელიც იცავს სიმართლეს და ჩამოვიდა ბაბილონში, რათა შური იძიოს ვეზირზე.
- ხელში დროის ხმალი გიჭირავს? სად იპოვე?
- ვეზირს წავართვი. ამით გავანადგურებ და შურს ვიძიებ ჩემი სამშობლოსათვის!
- შენ პრინცი ხარ? სპარსეთის პრინცი? ალბათ რა რთულია შენ სამშობლოს ასეთ დღეში ხედავდე.
- ჩვენ ერთი მიზანი გვამოძრავებს, ხომ არ ფიქრობ რომ ჯობია გავერთიანდეთ?
- შეიძლება. თუ დადევნებას შეძლებ რათქმაუნდა.


ამრიგად მე კიდევ ერთი კომპანიონი შევიძინე. ფარა. რამდენი რამ გვაერთიანებს ჩვენ, რამდენი რამ გავიარეთ ერთად, მაგრამ მას ეს არ ახსოვს, ვერც კი ხვდება. 6 წლის წინ ზუსტად ასე, ერთად, გვერდიგვერდ ვბრძოლობდით და ერთი მიზნისკენ მივისწრაფოდით და ახლა ის ვერ მიხსენებს.
ნეტავ ფიქრობს მაინც ჩემზე?. თანდათანობით შურისძიების ფიქრებს ინდოეთის დედოფალი გადაფარავდა ხოლმე. შავ პრინცს კი ეს არ მოსწონდა, ალბათ იმიტომ, რომ ხვდებოდა, თუ რამდენს ნიშნავდა ჩემთვის. ხვდებოდა იმასაც, რომ ფარას მარტო შურისძიება კი არა, არამედ ხალხის დახმარება ამოძრავებდა.

სასახლესთან უკვე სულ ახლოს ვიყავით როცა ახლომდებარე შენობიდან ხალხის გამწარებული ხმები შემოგვესმა. შველას ითხოვდნენ, ტიროდნენ.

- გესმის? ჩვენ უნდა ვუშველოთ მათ!
- ფარა... ახლა ამის დრო არაა. ჩვენ ვეზირს უნდა მოვუღოთ ბოლო.
- კი, მაგრამ ეს ხომ შენი ხალხია! შენ მათი პრინცი ხარ! კარგი, შენ თუ არ გინდა შენივე ხალხის დახმარება არავინ გთხოვს, მაგრამ მე მაინც ვერ შემაჩერებ!.
- თქვა პრინცესამ და გაიქცა.

>>>


მთელი არსებით მინდოდა ვეზირზე შურისძიება, ეს გრძნობა კი უფრო მძაფრდებოდა როცა სასახლეს ვუყურებდი. ის ისე ახლოს იყო... მაგრამ არა. ერთი ნაბიჯიც კი ვერ გადავდგი სასახლისაკენ. შემოვტრიალდი და რაც ძალა და ღონე მქონდა გავიქეცი ფარასკენ. "სულელო! სად მიდიხარ ვეზირი
სასახლეშია!" მიყვიროდა ჩემი ალტერ ეგო, მაგრამ მე მას ყურადღებას არ ვაქცევდი, უბრალოდ მივრბოდი და ვოცნებობდი რომ ფარას არაფერი შემთხვეოდა სანამ მე მის ძიებაში ვიყავი. შევედი შენობაში და გავანადგურე ყველა ვინც კი ჩემი ხალხის ავის მოსურვე იყო. შავი პრინცი ყოველ დაკარგულ წუთზე წუწუნებდა და დამცინავ ფრაზებს მესროდა. სახურავზე ფარა დამხვდა. მინდოდა დავლაპარაკებოდი, მეთქვა რატომ დავბრუნდი, მაგრამ უცებ ჩემს და ფარას შორის ვიღაცის ნასროლმა დანამ ჩაიფრინა. მე მხოლოდ იმის დანახვა მოვასწარი, თუ როგორ გარბოდა ვიღაც ქალი მეორე სახურავზე.

"დაჭრილები შენობაში შეიყვანე, მანდ ახლა უსაფრთხოდ იქნებით. მე ამას მივხედავ და მოვალ" ვუთხარი ჩემს კომპანიონს და გავყევი ქალის კვალს.

გადავედი თუ არა მეორე შენობის სახურავზე დანებიანმა ქალმა თვითონვე მიპოვნა. მე ის ვიცანი, ის ვეზირის მსახური იყო. მისი ჯაჭვი ისევ ხელში მქონდა ჩარჭობილი და ჩემი შავი ნაწილის დომინანტობის დროს ეს იყო ჩემი მთავარი იარაღი. ქვიშის ურჩხული ძალზედ სწრაფი იყო. მე ვერ ვასწრებდი ვერც მისი დარტყმების მოგერიებას და ვერც ჩემ იერიშს. შუა ბრძოლაში, როდესაც ჩვენი ხმლები ერთმანეთს დაეჯახა, ვიგრძენი როგორ ამტკივდა ხელი და დავიწყე მუტირება. "ოღონდ ახლა არა, ოღონდ ახლა არა!" ვყვიროდი მე, მაგრამ ამის შეჩერება შეუძლებელი იყო. მე შავ პრინცად გადავიქეცი. ქალმა დამინახა თუ არა ასეთი გარეგნობით გაქცევა დააპირა, მაგრამ მე არ ვაცადე. "ყოველ დაკარგულ წუთს ვეზირი ძალას იკრებს" მხოლოდ ამ სიტყვების თქმა მოასწრო ქვიშის ურჩხულმა სანამ სახურავიდან ჩავაგდებდი. უკან გავიხედე და შევამჩნიე ფარა, რომელიც მშვილდს მიმიზნებდა.

- შენ... შენც ქვიშის მონსტრი ხარ!
- ქვიშა შემეხო და ასეთი გარეგნობა მომანიჭა, მაგრამ მე ისევ ის პრინცი ვარ!
- შენ მე მატყუებდი, გიყურებდი როგორ ბრძოლობდი, სიკვდილი შენ სიამოვნებას განიჭებს. არ მომეკარო!
- ფარამ მშვილდი ჰაერში გაისროლა და ატირებული გაიქცა.

ვეცადე დავდევნებოდი, მაგრამ ამაოდ. ჩემი შავი ნახევარი თავს არ მანებებდა "ხომ გეუბნებოდი, ამ გოგოსგან კარგს არაფერ უნდა ელოდო" მიმეორებდა ყოველ წამს. ამიტომ გადავწყვიტე გამეგრძელებინა ჩემი მისია და ბოლო მომეღო ვეზირისთვის, მაგრამ ახლა უკვე სხვანაირად. ახლა მე ვიცოდი რისთვის ვიბრძოდი, ვიცოდი რატომ მინდოდა ვეზირის განადგურება. ახლა მე სიკეთისთვის ვიბრძოდი, ეს სიკეთე კი ფარამ ჩამისახა გულში.

მე მჭირდებოდა ქალაქის ქუჩებზე დაბრუნება, ამიტომ გადავწყვიტე არხებიდან გამეკვლია გზა. გზაში ქვიშის გოლემი შემხვდა და ის მე ჯერ დავაჩოქე და მერე ტრანსპორტად გამოვიყენე. როგორც დავბრუნდი სახურავებზე დავინახე შენობა, რომელსაც ცეცხლი ეკიდა. ხალხი დახმარებას ითხოვდა და მე დაუფიქრებლად გავიქეცი შენობისაკენ. "ცეცხლ აკიდებული შენობა და ხალხი, რა ხელსაყრელია არა? ვერ ხვდები რომ ეს სატყუარაა?" შავი პრინცი არ ისვენებდა, მაგრამ მე ყურს არ ვუგდებდი. შევარდი შენობაში და იმ წამსვე კარები დაიკეტა. ფანჯარაში ვიღაც შევამჩნიე. ეს იყო ვეზირის მორიგი მსახური. "სპარსეთის პრინცი თავის ხალხთან ერთად შეიწვება" ჩაიცინა ქვიშის ურჩხულმა და წავიდა.

- აი რა მოსდით იმათ ვინც ხალხს ეხმარება. ისინი კვდებიან! - მიღრიალებდა ჩემი ალტერ ეგო, რომელიც მართალი აღმოჩნდა სატყუარასთან დაკავშირებით.

ამ დროს შევამჩნიე ხალხი, რომლებიც სარემონტოში ჩაკეტილები უსუსურად მთხოვდნენ შველას. მე გამოსავალს ვერ ვხედავდი. ირგვლივ ყველაფერი იწვოდა. "მამა, სად ხარ, შენი დახმარება მჭირდება" ვჩურჩულებდი ჩემთვის და უცებ თავში აზრი მომივიდა. მამაჩემის უზარმაზარი ქანდაკების გაკეთება ჯერ არ დაემთავრებინათ ხელოსნებს და ის აქ იდგა!. მოვიფიქრე რომ ამ ქანდაკებით შევამტვრევდი გასასვლელ კარიბჭეს. "სადაა მამოძრავებელი მექანიზმის კონტროლერები" ვიკითხე და ვიღაცამ მიპასუხა, რომ კიბე დამწვარიყო და მას ვერ მივუდგებოდი, ამიტომ მომიწია კედლებზე და დამწვარ ფილებზე ცოცვა, რათა მიმეღწია მექანიზმამდე.

როგორც იქნა შევძელი და გავანგრიე კარები. ხალხმა თავი დააღწია ხანძარს, მე მოხუცებს ვეხმარებოდი გამოსვლაში, როცა დავინახე როგორ მიქროდა ეტლით ის ქვიშის ურჩხული, რომელმაც ამდენი ხალხი სიკვდილზე გაიმეტა. მე დაუყოვნებლივ შემოვახტი ეტლს და დავედევნე მას. გზაში უამრავი დაბრკოლება შემხვდა. აქეთ-იქიდან ქვიშის ურჩხულები მიხტებოდნენ და ჩემ მოკვლას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ გავუსწორდი ვეზირის მსახურს და ეტლიდან გადმოვაგდე.

ხმალი ამოვიღე და მოვემზადე ურჩხულთან ბრძოლაში როცა უკნიდან მეორე, ზუსტად იგივენაირი ურჩხული დამიდგა. ერთმა დიდი ხმალი ამოიღო, მეორემ კი ნაჯახი. ასეთ რაღაცას ნამდვილად არ ველოდი.ბრძოლის დროს შევამჩნიე რომ ნაჯახიანი უფრო ზანტია და მოქნევის დროს იარაღი მიწაში ეჭედება. მეც დრო ვიხელთე და რამდენჯერმე დავესხი თავს ამ მომენტში. როგორც იქნა მოვკალი, მაგრამ არც მე დავრჩენილვარ დაუზიანებელი. ფეხზე ადგომის თავი აღარ მქონდა, არადა ვხედავდი როგორ მიახლოვდებოდა მეორე, ხანჯლიანი ურჩხული. მეგონა ახლა მომკლავდა, მაგრამ უცებ ვიღაცამ მშვილდით განგმირა.

- ფარა!
- როგორც ვხედავ კარგ დროს მოგისწარი.
- ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდა შენი დანახვა!.
- წავედით ცოტა დრო გვაქვს, ვეზირი ძალას იკრებს.


ასე გავუყევით მე და ფარა ჩაბნელებულ ბაბილონის ქუჩებს. ირგვლივ არავინ იყო, წყვდიადი სიჩუმე და უცებ ვიგრძენი როგორ აზანზარდა მიწა. ორ წამში ვეზირის არმია უკვე ყველგან იყო. აუარებელი მტერი გვესია თავს და მე და ფარა ვიყავით მხოლოდ ორნი. ქვიშის მონსტრების ჯარმა
ალყა შემოგვარტყა და უკვე უნდა დაგვეწყო ხანჯლების ჭახუნი, როდესაც შორიდან ვიღაცის ხმა მოისმა: "სპარსეთის პრინცის სახელით!". ის ხალხი, რომელიც მე ცოტახნის წინ სახელოსნოში გადავარჩინე, ახლა ჩემს გვერდით, ჩემს დასაცავად ნიჩბებითა და ფოცხებით შეიარაღებულები
დადგნენ. ახლა ვიგრძენი რისთვის ბრძოლობდა ფარა, ახლა გამახსენდა რისთვის ვბრძოლობდი ადრე მე და ეს ძალას მმატებდა. შუა ბრძოლაში ვიღაც მოხუცმა შემომძახა: "გაიქეცი! ჩვენ შევაჩერებთ, შენ კი ვეზირს მიხედე. გადაუხადე სამაგიერო ყველას სახელით!". მე და ფარამ სასახლეში
ბრძოლით გავიკვლიეთ გზა და კარები ჩავრაზეთ.

ჩვენ რაღაც დარბაზში აღმოვჩნდით საიდანაც დაკიდებულ ბაღებში გადასვლა ახალი გამოგონებით, სახელად "ლიფტი"თ ხდებოდა. მას რამდენიმე კაცი მართავდა სხვადასხვა სართულზე, ამიტომ ფარას ვთხოვე, რომ ლიფტში შესულიყო და მე კედლებზე ძრომიალით ავედი ყველა სართულზე და მექანიზმი ავამუშავე.

- რა ლამაზია... - ჩაიბუტბუტა ბაღის სილამაზით გაოგნებულმა ფარამ.
- ხო ლამაზია. მამაჩემმა ააგო.
- ამიღწერე, როგორია მამაშენი?
- დიდებული კაცია. პატიოსანი, კეთილი, სამართლიანი, შეუძლია გაგება და პატიება. სამწუხაროდ ცუდი ურთიერთობა გვქონდა ბოლო შეხვედრისას. ეს დიდი ხნის წინ იყო, მაშინ ახალგაზრდა და ბრმა ვიყავი. ახლა კი მთელი ეს დრო რაც ბაბილონში დავდივართ, ვოცნებობ რომ მამაჩემი ცოცხალი
ვნახო.


ბაღებიდან სასახლეში შესასვლელად უზარმაზარი დერეფანი უნდა გაგვეარა, რომელიც ხიდის აგებულობისაა, ქვემოთ კი უზარმაზარი კატაკომბებია. დერეფანში გავედით და წინ ვეზირი შეგვეჩეხა.

- გაოცებული ვარ შენი ასეთი "უკვდავობით" პრინც. გაოცებული და ამავდროულად გაბრაზებული. შენ ჩემი საუკეთესო ხალხი მოკალი. ახლა კი მე მოგპარავ შენს თანაშემწეს. პრინცესა ფარა ჩემი დედოფალი გახდება. ხო, ის ნამდვილად ღირსია ღმერთობის, მაგრამ პატარა შესწორებაა შესატანი.
- თავი დაანებე, გესმის?!
. - ვუყვირე მე, მაგრამ ვეზირმა თვალის დაუხამხამებლად ჩაანგრია ხიდი და მე კატაკომბებში ჩავარდი.

კატაკომბები ძალიან ღრმა იყო და მე ვერანაირად ვერ გადავრჩებოდი რომ არა ჩემი ალტერ ეგო. ჰაერში, როდესაც უკვე ყველანაირი იმედი გადამეწურა შავ პრინცად გადავიქეცი და ჯაჭვის მეშვეობით ჩავეჭიდე კედელს. "პრინც იცი სად ვართ? - ჭაში ვართ მეგობარო. მაგრამ წყლის ხმა
გესმის?, ან სინესტეს მაინც გრძნობ? - არა, იმიტომ რომ ვეზირმა აქაურობა დააშრო! ძალიან მაინტერესებს, ნეტავ რამდენ ხანს გაძლებ ასე უწყლოდ.
" ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა მეორე მე-მ. მართლაც, აქ საერთოდ არ იყო წყალი, უწყლოდ კი ადამიანად ვერ გადავიქცევი. დავქროდი კატაკომბებში იმის იმედით, რომ იქნებ რამენაირად მეპოვნა გასასვლელი და აი ჩემს ბოლო ამოსუნტქვისას შევედი რომელიღაც კარში.

გამოქვაბულში უკუნითი სიბნელე იყო და მხოლოდ ერთი ადგილი რჩებოდა განათებული, სადაც ძალიან ნაცნობი ხმალი ეგდო. იარაღის დანახვისას ყველანაირი სისუსტის გრძნობა გამიქრა. აუჩქარებლად მივდიოდი და ყოველ ნაბიჯის გადადგმისას ღმერთს ვთხოვდი რომ ეს მამაჩემის ხმალი არ ყოფილიყო. როცა ახლოს მივედი დავინახე, რომ გვერდით მამაჩემი წევს. ის მკვდარი იყო. მე მუხლებზე დავეცი და ჩავიხუტე. ბოდიშს ვუხდიდი და ჩემ თავზე ვბრაზდებოდი. ვბრაზდებოდი იმაზე, რომ ჩემი შეცდომების გამო ყოველთვის ვიღაც უბედურებაში ვარდებოდა.

- ო, არ მითხრა რომ შენ რამე სხვის იმედი გქონდა. დავიჯერო ვერ ხვდებოდი, რომ მამაშენი ცოცხალი აღარ იყო? გეყოფა, ადექი! - გაისმა გამაღიზიანებელი ხმა.
- მორჩა! აღარ მჭირდები. ახლა მე ვარ ჩემი თავის პატრონი! წადი იქ საიდანაც მოხვედი! - დავიყვირე და მოხდა სასწაული, მე ადამიანის იერი დამიბრუნდა.

ახლა ვიგრძენი, რომ ნამდვილად მე ვიყავი ჩემი თავის პატრონი, სულიერად და ფიზიკურადაც.
ავიღე მამაჩემის ხმალი და გავაგრძელე გზა უკუნეთ სიბნელეში. ხმალს უდიდესი ძალა ჰქონდა, ხელის ერთი მოქნევით შემეძლო კედელი გამენგრია და რაც მაშინ ყველაზე მთავარი იყო, ის ანათებდა, ამიტომ კატაკომბებიდან თავის დაღწევა არ გამჭირვებია. გავიარე ხაფანგებით სავსე საიდუმლო გასასვლელი და აღმოვჩნდი კოშკთან. შესასვლელი ძალიან შორს იყო და ამიტომ მომიწია გარედან ძრომიალი მაღლა ასასვლელად. მთელი ეს გზა ფარაზე ვფიქრობდი, მინდოდა რაც შეიძლება მალე მივსულიყავი ვეზირთან, რომ გადამერჩინა ინდოეთის პრინცესა. კოშკი ძალიან მაღალი იყო,
აქედან მთელი ბაბილონი ჩანდა.

>>>


როგორც იქნა მივაღწიე დანიშნულების ადგილს და დავინახე მიჯაჭვული ფარა და ქვიშის ურჩხულად გადაქცეული ვეზირი.

- თუ ამის გაკეთების შანსი აღარ მომეცა... - თქვა ფარამ და შეაფურთხა ვეზირს
- უმადურო! მე შენ უკვდავობას გთავაზობ და შენ კი ასე მიხდი მადლობას?!
ამ დროს ვეზირმა შემამჩნია
- ახლავე გაუშვი და შემებრძოლე! - დავუყვირე მე.
ვეზირი გამოფრინდა ჩემსკენ და ჩვენს შორის ბრძოლა დაიწყო.
- მე უკვდავი ვარ, როგორ აპირებ ჩემ მოკვლას?
- ასეთად ხანჯალმა გაქცია, ხანჯალივე გაგანადგურებს - დავიყვირე და კედლიდან გადამხტარმა ვეზირს დროის ხანჯლით ცალი ფრთა ჩამოვაჭერი.
- შენ სიკვდილი და მონობა მოუტანე ჩემს ხალხს და ამისათვის პასუხს აგებ!
- მონობა? პროგრესისთვის ყოველთვის რაღაც უნდა გადაიხადო. - თქვა ვეზირმა და ჩამონგრეული კედლის ლოდები ჰაერში აიტანა და გააჩერა. მე მივხვდი რომ ეს იყო ჩემი ბოლო შანსი. ხანჯლით დრო შევანელე, მთელი სისწრაფით ჰაერში გაჩერებულ ლოდებზე გავირბინე და გადავხტი ვეზირისაკენ.

არ ვიცი, შეიძლება ეს იმიტომ მომეჩვენა, რომ ძალიან საპასუხისმგებლო მომენტი იყო, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ამ მომენტში დრო მთლიანად გაჩერდა. ისეთი გრძნობა მქონდა, ვითომ ჰაერში რამდენიმე წუთი ვიყავი დაკიდებული და ვეზირს დროის ხანჯალს პირდაპირ გულში ვუმიზნებდი. დრომ დინება გააგრძელა, ხანჯალმა კი განგმირა ვეზირი. მთელი ქალაქიდან მოგროვებული ქვიშა ჩემს წინ შეიკრა და დავინახე როგორ იღებდა ქალის გარეგნობას. ეს კაილინა იყო.

- ახლა ყველაფერი მორჩა, ჩემი დანიშნულება შევასრულე. ამ სამყაროში ჩემი ადგილი არ არის, მაგრამ არსებობს სხვა სამყაროები და იმედი მაქვს რომ ვიპოვი ჩემ სახლს, როგორც შენ იპოვნე შენი.

კაილინამ დროის ხანჯალი გამომართვა და ქვიშა გაიფანტა. მორჩა, ვეზირი დამარცხებულია, ბაბილონი თავისუფალია. ძირს დავარდნილი გვირგვინი დავინახე, მოვიხარე მის ასაღებად და უცებ ყველაფერი გაშავდა. "ყველაფერი რაც შენ გაგაჩნია, ჩემია სინამდვილეში" გაისმა შავი პრინცის ხმა და გვირგვინი ხელში აიღო.

- ნუთუ გეგონა, რომ ვეზირის დამარცხებით თავიდან მომიშორებდი. მე არ შევუქმნივარ ქვიშას, მან უბრალოდ შენი არსებიდან გამომყო, მე შენი ნაწილი ვარ.
- არა! მე მოვინანიე ჩემი შეცდომები, ახლა სხვა ადამიანი ვარ.
- ჩვენ შეგვეძლო ყველაზე ძლიერი მმართველები ვყოფილიყავით. გაიხსენე რამდენჯერ გადაგარჩინე სიკვდილს, უჩემოდ აქამდე ვერასოდეს მოხვიდოდი.


ეს ყველაფერი ჩემ თავში ხდებოდა. ვგრძნობდი როგორ მეუფლებოდა შავი პრინცი, ვგრძნობდი და ვცდილობდი წინააღმდეგობა გამეწია. ამ დროს უცებ სინათლე და ფარას სილუეტი დავინახე "წამოდი, ნუ ეწინააღმდეგები, უბრალოდ წამოდი" მეუბნებოდა ის. მე გავყევი ფარას.
"არა! ნუ მაიგნორებ. ახლავე მობრუნდი!" მეძახდა უკნიდან მარტო დარჩენილი შავი პრინცი.

სინათლეში შესვლისთანავე გამოვფხიზლდი და ფარას ულამაზესი სახე დავინახე.
- რა მოგივიდა? უგონოდ იყავი.
- ახლა ყველაფერი დამთავრდა.
- ფარას ხელი ჩავკიდე და ბაბილონს გავხედე.
- იცი, ერთი რამ მაინც ვერ გავიგე, საიდან იცოდი ჩემი სახელი?
მე ფარას ხელი მოვხვდიე და ვუპასუხე.
- ზოგს ჰგონია რომ დრო მდინარესავითაა, ის მხოლოდ წინ მიედინება, მაგრამ სინამდვილეში დრო ოკეანეს გავს შტორმის დროს. წამომყევი და მე მოგიყვები
ისტორიას, რომელიც არასოდეს გაგიგონია.


>>>
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Prince of persia: The Two Thrones

Unread post#2 » 17 Nov 2012 20:23

მშვენიერი თემაა რიპსტერ მომეწონა
მე ვიცი ეს თამაში და სიმართლე რო ვთქვა ალბათ ყველაზე სუსტ ნაწილად ვთვლი ტრილოგიაში, მარა core მომენტები რასაც ველოდებოდი ყველაფერი იყო ჩადებული. აქცენტები რაც თამაშში გამახსოვრდება დავიჭირე და თემაც კარგად წავიდა. ზოგიერთ მომენტში ცოტა გარემოს აღწერა მოუხდებოდა ჩემი აზრით ატმოსფეროს გადმოსაცემად. ისე კი respect საკმაოდ ვრცელი თემა გამოვიდა და ეტყობა ნამუშევარი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1866

Prince of persia: The Two Thrones

Unread post#3 » 17 Nov 2012 21:09

მადლობა მეგობარო )
რატომღაც ეს ნაწილი განსაკუთრებულად მიყვარს. არცერთი თამაში ასე არ შემყვარებია როგორც ეს.
შეიძლება იმიტომ რომ პოპის სერიიდან პირველი ეს ვითამაშე (89 წლის პოპს არ ვთვლით).
უბრალოდ რავი. ძალიან მომწონს ამის სიუჟეტი, პერსონაჟები და ატმოსფეროც უფრო გემრიელი მოაქვს. აი ww ში ვფიქრობ ზედმეტად სიშავეა, სოტი კი პირიქით ძალიან "ძეტსკი" მასტია. ეს განსაკუთრებულია.(ჩემთვის მაინც ყოველშემთხვევისთვის). ლინეური თამაშისთვის ზედმეტად ბევრჯერ დავბრუნებულვარ ამის სამყაროში ))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11826

Prince of persia: The Two Thrones

Unread post#4 » 18 Nov 2012 19:28

ნამდვილად არ ველოდი ესეთი კარგი რამის შექმნა თუ გამოვიდოდა მსგავსი ტიპის მიმოხილვისგან. ეხა თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ თამაში კარგად ვიცი (არადა არ მითამაშია). მოყვარულისთვის ძალიან კარგი ხელით წერია, მხატვრული თხრობის ესეთ დონეს ნამვილად არ ველოდი და ბევრი კითხვა მაქ (:
მაინტერესებს როგორ წერდი, ანუ ჯერ ფურცელზე იწერდი თამაშის პარალელურად, თუ რამე სხვა ხერხი მოიფიქრე? მერე მაინტერესებს რამდენად მოგეწონა თვითონ პროცესი და გაგიჭირდა თუ არა ? და გათამაშების სახით ღირს თუ არა რომ ტრადიციის ვარიანტში შემოვიღოთ მომავლისთვისაც?

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Prince of persia: The Two Thrones

Unread post#5 » 18 Nov 2012 19:39

მშვენიერი თემაა, თავიდან ბოლომდე კითხვის გაგრძელების სურვილს გინარჩუნებს და სტანდარტის პირობასაც ზუსტად პასუხობს.

იმედია სხვებიც მიბაძავენ და სხვა თამაშებზეც დაიდება მსგავსი სტატიები. საინტერესო იქნება სხვადასხვა სტატიაში ავტორების მხრიდან განსხავებული ტიპის იმპროვიზაციები წერის და გადმოცემის სტილში.
I won't miss.

User avatar
Ripster
Posts: 1866

Prince of persia: The Two Thrones

Unread post#6 » 18 Nov 2012 19:50

დიიიდი მადლობა ბატონო რიდიკ : )
ახლავე მოგახსენებ
სატიის წერა თავიდან ჩაფიქრებული მქონდა რომ თან ვითამაშებდი და თან ნეთბუქში პატარა ნოუთებს გავაკეთებდი მაგრამ სამწუხაროდ მამაჩემმა ამახია )))) მერე მოვიფიქრე რომ იმ გემრიელ მომენტებს ჩავინიშნავდი ფურცელზე რომელზეც უფრო დეტალურად უნდა დამეწერა, მაგრამ ეგეც არ გამომივიდა იმიტომ რომ ვერ მოვიფიქრე "ლაკონურად" როგორ ჩამენიშნა, დიდხანს წერა კი თამაშის ატმოსფეროდან გაგდებს და თან დამღლელია. ბოლოს ისე გამოვიდა რომ უბრალოდ ვთამაშობდი და თამაშის ატმოსფეროში ვიჯექი. ფურცელი და კალამი ნა ვსიაკი სლუჩიი მაინც მაგიდაზე მედო, მაგრამ როცა მოვრჩი თამაშს დავხედე და მხოლოდ "ფარას აზატში შეხვდა - ვეზირის ბრატს მაჰარაჯა ქვია" ეწერა ))).
ვთამაშობდი საღამოობით და როცა შევატყობდი რომ უკვე ბევრი გავედი გამოვრთავდი და სანამ ცხელცხელი იყო შთაბეჭდილებები ვწერდი.
პროცესი აი ძალიან ძალიან გამისწორდა. საერთოდ სხვა ექსფერიენსი იყო როგორც თქვენ იტყვით ხოლმე. ანუ როცა თამაშობ ხო აიგივებ თავს პერსონაჟთან მაგრამ ახლა რომ უნდა დაწერო თან ვითომ ნამდვილად შენ გადაგხდა ეს ისტორია ასეთი გრძნობა მოაქვს.
საერთოდ წერა მირთულდება ხოლმე მაგრამ აქ იმენა სიამოვნება მივიღე )))
კიდე სირთულე რა... კიდე ის იყო რომ უბრალოდ ხშირად გავრბოდი სხვა ოთახში და მშობლებს ვეკითხებოდი "კარონა როგორაა ქართულად" ეტც ))))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11826

Prince of persia: The Two Thrones

Unread post#7 » 18 Nov 2012 20:04

: DDD კარონამ დაგლიჯა, მეც ეგრევარ )) და ხერხიც ყველაზე მოსახერხებელი მოგიფიქრებია, პამოიმუ. ანუ უბრალოდ შთაბეჭდილებას აგროვებ (2 წუთში ან 2 საათში) გამოდიხარ და წერ ნელნელა, ეგ ბევრად სასიამოვნო იქნება ფურცლიდან თავიდან კომპში გადმოტანაზე და გავრცობაზე (ტომიც ალბათ ეგრე წერდა დარკსოულს). ანუ იმისთქმა მინდა, რომ "ჯოჯოხეთში გასაშვები" ერთადერთი პრეტენდენტი ხარ ჯერჯერობით )))

User avatar
grigoli1970
Posts: 852

Prince of persia: The Two Thrones

Unread post#8 » 21 Nov 2012 18:15

ძაან მაგარი სტატიაა , იმდენჯერ მაქ დახურული ეს თამაში რას ვიფიქრებდი კიდე სხვა მხრიდან თუ დავინახავდი, ყველაფერი სწორად გიწერია, სწორ ადგილებზე გაქ გამახვილებული ყურადღება და ძაან კარგად გაქ აღწერილი მთლიანად პრინცის თავგადასავალი
smothered in the crib

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 158 guests


cron