Unread post#28 » 19 Aug 2012 13:35
პროდუქტების განვითარების დირექტორმა ტიმ გერრიტსონმა და Bioshock Infinite-ის მხატვრულმა დირექტორმა ნეიტ უელსმა System Shock 2, SWAT 4 და Bioshock-ით ცნობილი კომპანია Irrational Games დატოვეს. ნეიტის წასვლა ნამდვილი დარტყმაა სტუდიისთვის. ეს არის ადამიანი, რომელსაც Bioshock-ის განუმეორებელი ვიზუალური სტილის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის და რომელმაც Irrational-ში 13 წლის განმავლობაში იმუშავა.
ყოფილი თანამშრომლები ჯერჯერობით არ ჩქარობენ თავიანთი სამომავლო გეგმების გამხელას, მაგრამ Gamasutra რესურსმა ნეიტან უელსის LinkedIn-ის პროფილში ახალი სამუშაო ადგილის გამოჩენა მაინც დააფიქსირა - Naughty Dog (Uncharted, Jak and Daxter, Crash Bandicoot), მაგრამ რამდენიმე საათში მოცემული ინფორმაცია რეზუმედან ამოიშალა. Irrational Games ხელმძღვანელმა, კენ ლევინმა, თავის Twitter-ით, გერრიტსონ და უელსის წასვლის ფაქტი დაადასტურა და Bioshock Infinite-ის ახალი არტ-დირექტორის ვინაობა გაგვანდო - წარსულში, პირველი Bioshock-ის შექმნისას, ანალოგიურ თანამდებობაზე მყოფი, სკოტ სინკლერი.