Cave Story არის უფასო ინდი 2D პლატფორმერის ტიპის Adventure, რომელიც გამოვიდა 2004 წელს. მისი შემქმნელიც, დიზაინერიც და კომპოზიტორიც არის Daisuke “Pixel” Amaya-ს. მან პროექტი კოლეჯის პერიოდში დაიწყო და გააგრძელა მოგვიანებით, როდესაც სამუშაოდ მოეწყო software developer-ად. თამაშის შექმნას კი ხუთი წელი მოანდომა, რადგან მხოლოდ თავისუფალ დროს მუშაობდა. Cave Story-ის პოპულარობის ზრდა გამოსვლის შემეგ ნელნელა დაიწყო. დადებითად შეფასდა მისი სთორი და გეიმფლეი. ინდი სტუდია NICALiS-მა Amaya-სთან ერთად მოახერხა თამაშის გადატანა WiiWare-ისთვის. ეს ვერსია გამოირჩეოდა უფრო დეტალური არტით, დამატებული გეიმფლეის ელემენტებით და 2010 წელს წარდგენილი იყო WiiWare-ის წლის თამაშის ნომინაციაზეც. ცნობილმა კომპანიამ, Nippon Ichi-იმ პორტირებული ვერსია გამოსცა Nintendo 3DS-ზე. 2011 წელს Steam-ისთვის გამოვიდა პორტირებული ვერსია სახელად Cave Story+, რომელსაც აქვს დამატებითი level Wind Fortress და გეიმფლეის რეჟიმები WiiWare-ის ვერსიიდან. Matt Miller-ის (Gameinformer) თქმით Cave Story აერთიანებს Metroid-ის, Mega Man-ის, Ninja Gaiden-ის, Legend of Zelda-ს და Castlevania-ს ელემენტებს, ხოლო Jonathan Holmes -მა (Destructoid) Cave Story შეაფასა განსაკუთრებულ თამაშად, რომელმაც მომავალში გავლენა იქონია მხატვრული სტილით გამორჩეულ ინდი თამაშებზე, როგორიცაა Braid.
Cave Story-ის სიუჟეტი ვითარდება გამოქვაბულის ტიპის ლოკაციებში, რომელიც მდებაროებს მცურავ კუნძულზე. თამაშის მთავარი გმირი, რომელსაც დაკარგული აქვს მეხსიერება, იღვიძებს გამოქვაბულში და ხვდება სოფელში რომელიც დასახლებულია კურდღლის მაგვარი ჰუმანოიდური არსებებით, სახელად Mimiga. კუნძულზე ხარობს წითელი ყვავილი Demon Crown, რომელსაც შეუძლია წყნარი მიმიგები გაამხეცოს. პერსონაჟს მოუწევს დაუპირისპირდეს ბოროტ ექიმს, რომელიც წითელი ყვავილის დახმარებით ცდილობს დაიმორჩილოს კუნძლის მოსახლეობა და გამოიყენოს იარაღად სამყაროს ბატონობისთვის.
თამაშის მექანიკა არის ორგანზომილებიანი პლატფორმერის ტიპის, კლასიკურ სტილში, როგორ თამაშებსაც შემქმნელი ბავშვობაში თამაშობდა, მაგალითად Castlevania და Metroid. მოთამაშეს მოუწევს პლატფორმებზე გადაადგილება და მტრებთან ბრძოლა. პროგრესთან ერთად კი შესაძლებელია სხვადასხვა იარაღების აღება და მათი გაძლიერება სამ დონემდე.
თამაშს აქვს სამი ენდინგი, რომლიდანაც საუკეთესოს მიღება შესაძლეელია secret-ების აღმოჩენით და sidequest-ების შესრულებით
PC ვერსიის გადმოსაწერი ბმული - Torrent Download
Gameplay