ჟანრი - First-Person Stealth/Action Adventure
დეველოპერი - Arkane Studios
გამომცემელი - Bethesda Softworks
გამოსვლის თარიღი - TBA 2012
ოფიციალური ვებ-გვერდი - http://www.dishonored.com/ვინც არ იცის, Arkane Studios არის Arx Fatalis და Dark Messiah of Might and Magic-ის მწარმოებელი დევ-სტუდია. Bethesda-ს ბლოგის ხშირმა სტუმარმა შარშანდელი QuakeCon-ის პერიოდში (2010 წლის აგვისტო) წავიკითხე გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც იტყობინება, რომ ის მთლიანდ შეუსყიდია Zenimax-ს.
ახლა კი, ერთი წლის შემდეგ, თვალში მომხვდა Bethblog-ის პოსტი, სადაც იტყობინებიან, რომ Bethesda ოფიციალურად აანონსებს ახალ პროექტს - Dishonored, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ, როგორც FPS stealth/Action adventure ჟანრის წარმატებულ თამაშზე.
GI - გამომცემელი ყველანაირად უწყობს ხელს სტუდიას შექმნას ღირებული პროდუქტი: აძლევს საჭირო დროს, ფულს და დეველოპერულ დახმარებას (yeah, believe it audience).
თამაშის დეველპმენტის სათავეში ზის ძალიან გამოცდილი და ინდუსტრიაში ცნობილი ხალხი.
მათ შორის არის Harvey Smith, Viktor Antonov და Raf Colantonio.
გუნდს ასევე ხშირი შეხვედრა აქვთ BGS-ის დეველოპერებთან, რომლებიც არიან Matt Carofano და Todd Howard.
თუ ეს ხალხი აქ ვინმესთვის უცნობია, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ Harvey Smith პირველ ორ Deus Ex-ში (Human Revolution-ში არ მუშაობს, რამდენადაც ვიცი) ერთ-ერთი მთავარი იყო მომუშავე პერსონალებს შორის (game designer), ვიქტორ ანტონოვი Dark Messiah of Might & Magic -ის გარდა Half Life 2-ის გამოც არის ცნობილი (designed City 17), Raf Colantonio Arkane Studios
დამაარსებელია და Todd Howard/Matt Carofano BGS-ის master დეველოპერები არიან.
როგორც დეველოპერები ამბობენ, თამაში მთლიანად დამოკიდებულია მოთამაშეზე, მის ქმედებებზე. პროტაგონისტის გადაწყვეტილება მიიღება არა საუბრით, არამედ თავისი მოქმედებიდან გამოდმინარე.
აღწერენ შემდეგნაირად - მკვლელობის თამაში, სადაც არ ხარ ვალდებული მოკლა.
ფორუმის ადმინისტრაცია (ZeniMax/BethSoft) გვარმუნებს, რომ ამ თვეს შთამბეჭდავ ინფორმაციას მივიღებთ.
დეველოპერებიც შემართებით არიან და ერთი სული აქვთ, მეტი გვანახონ.
[quote]"Dishonored is the antithesis of a edge-of-your-seat roller-coaster ride. It's a game about assassination where you don't have to kill anyone. It's a game about infiltration where you can set up traps and slaughter the entire garrison of an aristocrat's mansion rather than sneak in. It's a game about brutal violence where you can slip in and out of a fortified barracks with nobody ever knowing you were there. It's a game about morality and player choice where the world you create is based on your actions, not navigating conversation trees.
****
GameInformer ჟურნალის ახალი ნომერი გამოვიდა, შესაბამისად თამაშზე ახალი დეტალებიც გახდა ცნობილი, რომელთაგანაც რამდენიმე გამოაქვეყნა CVG-მა:
http://www.computerandvideogames.com/31144...ls-in-the-wild/ტექსტში მოცემულ ინფორმაციაში შედის შემდეგი ახალი დეტალები:
მთლიანი თამაშის განმავლობაში დიალოგები სულ რამდენიმეჯერ შეგხვდება, რომელთა დროსაც მოთამაშის მიერ არჩეული გადაწყვეტილებები თამაშის მიმდინარეობაზე განსაკუთრებულ ეფექტს მოახდენენ.
საბრძოლო იარაღებში სხვებთან ერთად შედის ხაფანგები, მისაკრობი დინამიტები, სხვადასხვა სახის საძილე ისრები (sleeping darts).
NPC-ების დიალოგების მოსმენა დაეხმარება მოთამაშეს ამოხსნას დავალებები.
The Outsider - ასე ჰქვია იმ ზებუნებრივ არსებას, რომელიც წყაროა Dishonored-ის სამყაროში არსებული ყველანაირი მაგიისა. ის აღიწერება, როგორც ნაწილობრივ ბოროტი, კეთილი და გაურკვეველი ქმნილება. მას თამაშში შევხვდებით.
მოთამაშეს სხვა უნიკალურ ბუნებრივ ძალებთან ერთად გააჩნია მცირე მანძილზე ტელეპორტაცია, ნახტომის გაორმაგება, სისწრაფის აჩქარება, დროის გაჩერება და სხვა.
კონსტრუქციებზე ძრომიალი is in!
ქათსცენების უმრავლესობა მიმდინარეობს ხედის შეუცვლელად ანუ მოთამაშე რჩება First Person მდგომარეობაში.
სხვა დანარჩენისთვის წაიკითხეთ სტატია.
I won't miss.