Minecraft არის java-ში დაწერილი indie თამაში რომელიც შექმნა შვედმა Markus "Notch" Persson-მა, ახლა მას უკვე თავისი კომპანია აქვს სახელად Mojang, რომელიც Minecraft-ისგან მიღებული შემოსავლებით ჩამოაყალიბა და თამაშიც დღესდღეისობით ამ კომპანიის სახელით გამოდის. Minecraft პირველად დარელიზდა 2009 წლის 17 მაისს, ხოლო 2010 წლის 20 დეკემბერს კი ბეტა ვერსია გამოვიდა, რომელიც განახლების პროცესშია და სრულად 2011 წლის ნოემბერში მოგვევლინება. ბეტა ვერსიის ფასი ამჟამად 15 ევრომდეა, სრული ვერსიის გამოსვლის შემდეგ კი 20 ევრო გახდება. 2011 წლის 5 აგვისტოსთვის თამაშის 3.000.000 კოპიოა გაყიდული, ოფიციალურ საიტზე კი 12.000.000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული.
Minecraft-ის გეიმფლეის ინსპირაცია აღებულია თამაშებიდან: Infiniminer, Dwarf Fortress, Dungeon Keeper. Minecraft-ის მთავარი პრინციპები შემოქმედებითობა და მშენებლობაა, მოთამაშეს საშუალება ეძლევა თავისი ხედვით ააშენოს სხვადასხვა სახის კონსტრუქციები ტექსტურული კუბიკებით 3D სამყაროში, რომელიც სხვადასხვა მატერიალების სახით არის წარმოდგენილი: ქვიშის ქვები, რიყის ქვები, ქვანახშირი, კაჟი, ხე, შესაძლებელია მატერიალების შერწყმა და მათგან სხვა საშენი მასალის ან ობიექტის მიღება. მიუხედავად იმისა რომ თამაშის მთლიანი სამყარო მხოლოდ კუბიკებით შედგება, თამაში მაინც ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზია, რასაც უფრო მეტ ეფექტს აძლევს საჭირო დროს ჩართული ძალიან ატმოსფერული OST-ები.
არსებობს თამაშის ორი ვერსია: კლასიკური და ბეტა, კლასიკური ვერსია არის უფასო ვერსია, სადაც მოთამაშეს გააჩნია ულევი რესურსი და ძირითადი აქცენტი მხოლოდ აშენებაზეა, ბეტა ვერსიაში კი თითოეულ რესურსს სჭირდება მოპოვება, სამყარო კი დასახლებულია მობებით, შესაძლებელია მათი დახოცვა, ისინი ცხოვრობენ dungeon-ების მიწისქვეშა გამოქვაბულებში და ძირითადად ღამით გამოდიან, ამის გამო საჭიროა მათგან დამალვა. beta ვერსიის კიდევ ერთი პლიუსი არის multiplayer-ის ფუნქცია, რისი მეშვეობითაც შეიძლება სხვადასხვა სერვერებზე თამაში, მთავარია ჩაწეროთ მისი IP ან მისამართი. ოფიციალურ საიტზე დაიდო tool სერვერის შესაქმნელად რომელიც ასევე განახლების პროცესშია.
თამაშში გასარკვევად და crafting-ისთვის გამოგადგებათ ეს საიტები: Minecraft-Crafting.net, Minecrafting.org
იმისათვის რომ გადარჩეთ და გაიგოთ basic ელემენტები, შეგიძლიათ გადახედოთ ამ გვერდებსაც: Complete Minecraft Tutorial, Minecraft Starter Guide and Extra Survival Tips
ფანების შემოქმედება:
თამაშის კრეატიულობიდან გამომდინარე უამრავი ფანი ქმნის სხვადასხვა mod-ებს. აქედან ზოგი გრაფიკას აუმჯობესებს, ზოგი სხვადასხვა unit-ებს ამატებს, ზოგი ვიზუალს უცვლის, ამ მოდების გამოყენებით კი იქმნება უფრო და უფრო საინტერესო იდეები და შესაძლებლობა. საინტერესო მოდები თავისი ლინკებით ნახეთ ამ თემაში - A list of all the best minecraft mods and suggestions, ასევე შეგიძლიათ ამ ვებგვერდებსაც გადაავლოთ თვალი 10 Best Minecraft Mods, Essential Minecraft Mods pt.2
Mod-ების დახმარებით არსებობს ფანების მიერ შექმნილი რუკებიც, რომელიც Adventure სტილშია გაკეთებული და მოთამაშეს მოუწევს სხვის მიერ შექმნილი ლოკაციების გამოკვლევა, ეს არის 9 საკმაოდ საინტერესო Mod: 9 Best Minecraft Adventure Maps
Gameplay:
ამ ვიდეოებით ყველაფერი შეიძლება ითქვას:
How to Play
ვინაიდან თამაში მხოლოდ იყიდება, არსებობს დაკრეკილი თამაში ვერსიაც, მაგრამ ამ ვერსიით ვერ შეხვალთ ვერცერთ multiplayer სერვერზე, სპეციალურად შექმნილი სერვერების გარდა, თუმცა single player-ში ძალიან გაერთობით. თამაშის დაყენების შემდეგ გადმოწერეთ Magic Launcher, რომელიც დაგეხმარებათ ადვილად გამოიყენოთ მოდები. მე პირადად გირჩევთ ორ მოდს: Optifine HD-ს და Rei's Minimap-ს.
Optifine HD იძლევა თამაშის გრაფიკული ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობას. ასევე მისი მეშვეობით ადვილად დააყენებთ სასურველ ტექსტურების პაკეტებსაც - ამისათვისს მხოლოდ პაკეტის გადმოწერა და zip ფაილების texturepacks ფოლდერში ჩაყრაა საჭირო.
სასურველი ტექსტურების პაკეტები შეარჩიეთ აქ:
Multiplayer
Multiplayer-ში სათამაშოს საჭიროა იცოდეთ სერვერები, სადაც შესაძლებელია დაკრეკილი ვერსიით შესვლა, ან ისწავლოთ პრინციპები და შექმნათ თქვენი სერვერი. თუ თქვენ იყიდით ბეტა ვერსიას მაშინ ნებისმიერ სერვერზე შეძლებთ შესვლას, ამჯერად კი მხოლოდ ეს სერვერები მოვნახე გატეხილი beta Minecraft-ისთვის სადაც მარტივად შეიძლება თამაში და თან ხალხიც არის. კარგი იქნება თუ გექნებათ გახსნილი 25565 პორტი, ეს არის Minecraft-ის default-ური პორტი და შეიძლება დაგჭირდეთ.
სერვერის შექმნის ტუტორიალი:
აქ დავწერ თანმიმდევვობით თუ როგორ უნდა შექმნათ სერვერი და როგორ ითამაშოთ multiplayer-ში თქვენს სერვერზე (ისე როგორც თამაშობთ ნებისმიერ multiplayer თამაშს), ეს შესაძლებელია მოხდეს Direct IP-ის ან Hamachi-ის დახმარებით. სერვერის შექმნა შესაქმნელად ორი ვარიანტი არსებობს: ერთია ოფიციალური Server.exe, მეორე კი Bukkit (რომელსაც მე პირადად გირჩევთ). ტუტორიალები არის თანმიმდევრობით, ძირითადი ყურადღება მიაქციეთ გამოკვეთილ ტექსტს
პირველ რიგში სანამ თამაშს მოისურვებთ, გახსენით პორტი: 25565 თუ გაქვთ ჩვეულებრივი როუტერი. თუ გაქვთ gelink ან მსგავსი ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტი, მაშინ პორტის გახსნა არ გჭირდებათ რადგან უკვე ავტომატურად გახსნილია.
Direct IP Server Tutorial:
1. cmd-ში ჩაწერეთ ipconfig და დაიმახსოვრეთ IP Adress
2. გადაწერეთ Minecraft Server.exe ოფიციალური საიტიდან - Download, ჩააგდეთ ახლად შექმნილ ფოლდერში და გაუშვით, როდესაც ყველაფერს მორჩება შემდეგ გათიშეთ. ან გადაწერეთ Bukkit რომელზეც ქვემოთ დავწერ
3. გახსენით server properties ფაილი wordpad-ით
4. server-ip-ში ჩაწერეთ თქვენი IP რომელიც cmd>>ipconfig-იდან დაიმახსოვრეთ. Online Mode-ზე კი true შეცვალეთ false-ით (შეგიძლიათ შეცვალოთ სხვა პარამეტრები როგორც მოგინდებათ, მაგრამ online mode აუცილებლად უნდა იყოს false-ზე), როცა ყველაფერს მორჩებით დაასეივეთ. სერვერის გაშვება უკვე შესაძლებელია
5. თუ თქვენ გაქვთ ჩვეულებრივი როუტერი, თამაშის ჩართვის შემდეგ multiplayer-ში ჩაწერთ იმ IP-ს, რომელიც დაიმახსოვრეთ cmd>>ipconfig-იდან (ეს არის შიდა IP), თუ გინდათ რომ სხვაც შემოგიერთდეთ სერვერზე, მაშინ მას გაუგზავნეთ http://seemyip.com/ამ საიტიდან აღებული IP (ეს არის გარე IP). ხოლო თუ თქვენ გაქვთ gelink, მაშინ თქვენი შიდა და გარე IP ერთი და იგივე იქნება
Hamachi Tutorial:
1. გადაწერეთ hamachi, შექმენით თქვენი ჯგუფი და დაიმახსოვრეთ პირადი IP
2. გაიმეორეთ იგივე როგორც Direct IP Server Tutorial-შია
3. გაიმეორეთ იგივე როგორც Direct IP Server Tutorial-შია
4. server-ip-ში ჩაწერეთ თქვენი hamachi-ის IP. Online Mode-ზე კი true შეცვალეთ false-ით (შეგიძლიათ შეცვალოთ სხვა პარამეტრები როგორც მოგინდებათ, მაგრამ online mode აუცილებლად უნდა იყოს false-ზე), როცა ყველაფერს მორჩებით დაასეივეთ. სერვერის გაშვება უკვე შესაძლებელია
5. თამაშის ჩართვის შემდეგ, multiplayer-ში შესასვლელად თქვენც და სხვამაც ვისაც სერვერზე უნდა შესვლა უნდა ჩაწერონ თქვენი hamachi-ის IP
Bukkit Server Mod + Plugins
ეს არის სერვერის Mod რომლითაც შესაძლებელია შექმნათ MMO დონის სერვერი, სადაც დაამატებთ ათასნაირ plugin-ს და იქნებით სრულფასოვანი Admin რომელიც შეძლებს სერვერის ისე გამართვას როგორც მოუნდება, სერვერი მოიხმარს 1GB RAM-ს (თუმცა სერვერის სიდიდის შესაბამისად გაზრდაც შესაძლებელია) და არც java-თი დაგიტვირთავთ პროცესებს. ამისათვის საჭიროა ზემოთ ნახსენები Minecraft Server.exe-ს ნაცვლად, გადაწეროთ CraftBukkit, შემდეგ კი შექმნათ Starter.Bat რომლის ახსნაც მოცმეულ ლინკზე) წერია (თუ სერვერს არ ქმნით ოფიციალური ვერსიისთვის "-o true" command არ გმაოიყენოთ).
ამის შემდეგ 3,4,5,6 პუნქტებს ჩვეულებრივ მიჰყვებით. სერვერის გაშვება შესაძლებელია Starter.bat-ით. სერვერისთვის plugin-ების დასამატებლად მოძებნით სასურველ plugin-ს curse.com-ზე ან bukkit-ის ოფიციალურ გვერდზე, გადაწერთ სასურველ არქივს რომელშიც დევს jar ფაილები და ჩაყრით plugins ფოლდერში.
კარგი და საინტერესო Bukkit Plugin-ების შესარჩევად ნახეთ ეს საიტები: Our 5 Favourite Bukkit Plugins, The Best Bukkit Mods/Plugins