Catherine არის ახალი თამაში Atlus-ისგან, კერძოდ თამაშს ქმნის SMT 3: Nocturne-ის, Persona 3-ის და Persona 4-ის შემქმნელი ჯგუფი. მისი გამოსვლა იაპონიაში დაგეგმილია 2010 წლის ზამთარში ხოლო სხვა რეგიონებისთვის ჯერჯერობით უცნობია. ამჯერად თამაში იქნება Horror და Adult თემებით გაჯერებული Action Adventure, სთორი ვითარდება 32 წლის Vincent-ის გარშემო, რომელიც შემთხვევით შეხვდება 22 წლის გოგონას Catherine-ს და ამის შემდეგ ღამით საშინელი სიზმრები ეწყება, სიზმრებში ის უნდა ავიდეს უსასრულო კიბეებზე რათა გაიღვიძოს. როგორც Famitsu-ს სტატია გვამცნობს, Vincent ამ სიზმრებში არ იქნება მარტო, ის აქ შეხვდება ურიცხვი რაოდენობის ცხვარს. ასევე შეიძლება იყოს სიზმრისა და რეალური სამყაროს კავშირი, სადებიუტო ტრეილერში რეპორტიორი საუბობს სიზმარში მკვდარ მამაკაცზე. თამაშის პირველი მინიშნება გამოჩნდა Persona 3 Portable ვერსიაში რომელიც წინა სერიის გაუმჯობესებული ვერსია იყო PSP-ზე, სადაც დაემატა პერსონაჟი Vincent - "A Man Drinking Alone". ჯერ ბოლომდე არ გარკვეულა მიეკუთვნება თუ არა ეს თამაში Megami Tensei-ს სერიებს, და Vincent-ის cameo-ს გარდა აქვს თუ არა თამაშს Persona 3-თან სხვა კავშირი. Famitsu-სთან ინტერვიუში, პერსონაჟების დიზაინერმა Shigenori Soejima-მ თქვა რომ თამაშში იქნება შოკისმომგვრელი ”არასაბავშვო” სცენები, ხოლო კომპოზიტორმა Shoji Meguro-მ მისი მუსიკის კლასიკურობაზე და ეროტიულობაზე განაცხადა. Vincent-ის იაპონურ ვერსიას გაახმოვანებს Koichi Yamadera, რომელიც ახმოვანებს ცნობილი ანიმეს, Cowboy Bebop-ის პერსონაჟს, Spike Spiegel-ს. ასევე აღსანიშნავია ამ ორი გმირის ფიზიკური მსგავსებაც.
TrailerUpdate: დამატებითი დეტალები თამაშის შესახებ.
Famitsu-ს ბოლო ნომერში Catherineის შესახებ ახალი ინფორმაცია იქნა გამოქვეყნებული. შეგახსნებთ, რომ თამაში Atlusის მიერ იქმნება, ხოლო მისი გამოსვლა PlayStation 3 და Xbox 360ზეა მოსალოდნელი.
სიუჟეტი თამაშის მთავარი გმირის ვინსენტის ისტორიას გვიამბობს, რომელსაც ყოველ ღამე ერთი და იგივე კოშმარი ესიზმრება. როგორც შემდგომში ირკვევა, მისი კოშმარის მსგავს სიზმრებს მის მეგობრებიც ხედავენ - ჯონი, ტობი და ორლანდო ზუსტად ანალოგიური კოშმარებით არინ შეპყრობილები.
Famitsu'ს ინფორმაციის მიხედვით, თამაშის მთავარი მოქმედება ზუსტად ზევით ნახსენებ ვინსენტის კოშმარებში განვითარდება, რომელშის მაც საშინელი არსებებისგან გაქცევა და დამალვა მოუწევს. თქვენ უნდა უფრთხილდეთ მონსტრებს, შეეცადოთ წინაღობების გადალახვას და შეასრულოთ სხვადასხვა ტიპი დავალებები. თამაში შესრულებული იქნება 3D'სა და 2.5 სტილისტიკურ ნაზავში, რაც მის ვიზუალურობის ეფექტს კიდევ უფრო წინა პლანზე დააყენებს.
ასევე თამაშში იქნება ელექტრონული ფოსტა, რომლის მეშვეობითაც ვინსენტი თავის მეგობარი გოგონა
Katherine'სგან გულახდილ ფოტოებს მიიღებს. თამაშის გამოსვლა იაპონიაში ამ წლის ბოლომდე შედგება.