Chrono Trigger & Chrono Cross, SNES, PS1, DS

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Chrono Trigger & Chrono Cross

Unread post#1 » 17 Jan 2011 22:20

Chrono Trigger
ზოგადად თამაშზე: თამაში გამოვიდა 1995 წელს Super Nintendo-ზე, შემდეგ პორტირება მოხდა PS ზე 1999 წელს და ოდნავ გაუმჯობესებული ვერსია Nintendo DS ზე 2008 წელს გამოჩნდა.
თამაშის შექმნა უკავშირდება სამ ადამიანს რომელიც Square-მა Dream Team-ად მონათლა, ესენი იყვნენ Final Fantasy სერიების შემქმნელი Hironobu Sakaguchi, დიზაინერი Yuji Horii რომელიც არის Dragon Quest ის სერიების შემქმნელი და მანგას მხატვარი Akira Toriyama, რომლის ნახატები და სტილი ცნობილია Dragonball Z და Dragon Quest-ის სერიებიდან. ამერიკაში მოგზაურობისას, როდესაც კომპიუტერულ გრაფიკებში ერკვეოდნენ მათ გადაწყვიტეს რომ შეექმნათ რამე ისეთი, რაც ჯერ არავის შეუქმნია, ერთი წლის შემდეგ მათ დაუკავშირდათ Kazuhiko Aoki, რომელმაც პროდიუსერობა შესთავაზე, ისინი ახლა უკვე ოთხნი შეიკრიბნენ და ოთხი დღე გაატარეს თამაშისთვის brainstorming იდეების მოსაფიქრებლად. ძირითადი სცენარი და პერსონაჟების იდეები ეკუთვნოდა Masato Kato-ს, ხოლო კომპოზიტორად Nobuo Uematsu-ს იმჟამინდელი ავადმყოფობის გამო, ახალგაზრდა Yasunori Mitsuda მოევლინათ, რომელმაც Uematsu-სთან მცირეოდენი კონსულტაციების შემდეგ ნამდვილად შედევრი Soundtrack-ები შექმნა და ასე გააგრძელა შემდგომ თავისი კარიერის მანძილზე (Chrono Cross, Xenogears, Shadow Hearts, Xenosaga Ep.1). Yuji Horii-მ, რომელიც იყო დროშI მოგზაურობის თემატიკის მოყვარული, გადაწყვიტა ეს ყველაფერი თამაშში გამოეყენებინა როგორც ძირითადი შინაარსი.
სიუჟეტი და გეიმფლეი: თამაში იწყება 1000 AD პერიოდში, როდესაც მთავარი გმირი Crono და Marle, რომელსაც გასართობ პარკში Millenial Fair-ში შეხვდება, Cronos-ს მეგობრის, Lucca-ს მამის შექმნილი ტელეპორტერის სადემონსტრაციო ჩვენებას დაესწრებიან, თუმცა ჩვენებისას ტელეპორტერი Marle-ს კულონს მიიზიდავს და Marle-ც გაქრება, Crono და Lucca მწყობრში მოიყვანენ ტელეპორტერს და უკან გაჰყვებიან, თუმცა 600AD პერიოდში აღმონდებიან სადაც მიმდინარეობს ომი Guardia-ს სამეფოსა და ჯადოქარ Magus-ს შორის, მართალია ერთი შეხედვით ყველაფერი ზღაპრის შინაარს უფრო გავს მაგრამ ყველაფერი აქ არ მთავრდება, ძირითადი შინაარსი ბევრად ღრმაა და სულ სხვა თემატიკაზეა.თამაშში შესაძლებელია სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღება და სხვადასხვანაირად თამაშის დასრულება, თუმცა რეალური დასასრული მხოლოდ ერთია, ორი პატარა ცვლილებით. რაც შეეხება გეიმფლეის, Squaresoft ის თამაშებისგან განსხვავებით აქ აღარ არის random encounter-ები, ყველა მონსტრი ჩანს და შესაძლებელია ბრძოლისთვის ტავის არიდებაც, ყველაზე კარგი კი ბრძოლებში კომბოების გამოყენებაა რომელსაც სხვადასხვა პერსონაჟების party-ში ყოფნა სჭირდება, კომბოები კი სხვადასხვანაირია. მე დავდებ SNES ორიგინალურ ვერსიას ერთი ცვლილებით, ეს არის ფანების ნათარგმნი და ბევრად ჯობია იმ დროინდელ Ted Woolsey-ს თარგმანს.

თამაშის გადმოსაწერი ბმული - Download
Super Nintendo-ს ემულატორი შეგიძლიათ ნახოთ თემაში Emulators

Chrono Cross

Chrono Cross გამოვიდა 2000 წელს Playstation-ზე და არის Chrono Trigger-ის გაგრძელება. თამაში შექმნილია უმთავრესად Masato Kato-ს მიერ, ასევე მასთან ერთად მუშაობდნენ სხვა დიზაინერებიც Chrono Trigger-იდან, მაგალითად სამხატვრო ხელმძღვანელი Yasuyuki Honne და კომპოზიტორი Yasunori Mitsuda, პერსონაჟების დიზაინზე კი იზრუნა Nobuteru Yūki-მ. თამაშს აქვს ტიპიური JRPG-ს გეიმფლეი მცირე განსხვავებებით. სამყაროში გადაადგილება ხდება Overworld Map-ზე Chrono Trigger-ის მსგავსად. ლოკაციებს, მაგალითად ქალაქებს, სოფლებს და ტყეებს აქვს მაღალი დეტალიზაცია სადაც შესაძლებელია ვაჭრობა, სხვადასხვა puzzle-ბის ამოხსნადა მონსტრებთან დაპირისპირება. Chrono Trigger-ის მსგავსად არც აქ არის random encounter-ები, მონსტრების დანახვა თავისუფლად შესაძლებელია field map-ზე, მონსტრთან შეხება კი battle screen-ზე გადასვლით და ბრძოლით გრძელდება. Final Fantasy-ს შედარებით ახალი სერიებისგან განსხვავებით, ბრძოლები არის turn based და მოთამაშეს აქვს უსასრულო დრო აირჩიოს სვადასხვა სკილები, ფიზიკური ან Element-ების შეტევა ბრძოლის მენიუდან. Element-ების სისტემა მოიცავს მაგიას, გამოსაყენებელ ნივთებს და პერსონაჟის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, ეს სისტემა ძალიან გავს Final Fantasy VII-ის მატერიის სისტემას. თამაშის კიევ ერთი ინოვაცია არის Stamina Bar, რომლის point-ებიც ბრძოლისას შეტევასთან ერთად მცირდება ხოლო მისი შევსება ხდება Defend სკილით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Newtype
Posts: 96

Chrono Trigger & Chrono Cross

Unread post#2 » 17 Jan 2011 22:44

ბევრად ჯობია იმ დროინდელ Ted Woolsey-ს თარგმანს.

"Ah-.Gonzales-les
I-'m strong
If you beat m-e
15 pont-s"

VS

"They call me Gato
I have metal joints
If you can beat me up
Youll earn 15 points"

ტედი>ფანები.

გინდაც უფრო ახლოს იყოს ორიგინალთან,უცნაურად აგებულ წინადადებებს ისევ ტედის თარგმანი მირჩევნია.თანაც ინტერნეტში მოვიძიე და როგორც ჩანს ამ ახალ თარგმანში სანკუნჩანსამებია ჩატოვებული,რაც არ მსიამოვნებს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Chrono Trigger & Chrono Cross

Unread post#3 » 17 Jan 2011 22:56

არ მიყვარს ცენზურადადებული და გაამერიკულებული თარგმანი =/ ბევრი რამე აქვს დაკარგული ტედის >_< ბევრად ლამაზია ორიგინალი/ფანების ვერსია, თან მაგ "სანკუნჩასამა"-ს აიტანს კაცი დანარჩენის გამო, personality მაინც არ ექნება პერსონაჟს დაკარგული... FF6 ში რო შევადარე საერთოდ კატასტროფა იყო, იქ იარაღების სახელებიც ქონდა შეცვლილი =////

>>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Newtype
Posts: 96

Chrono Trigger & Chrono Cross

Unread post#4 » 17 Jan 2011 23:05

SLaYeR wrote:არ მიყვარს ცენზურადადებული და გაამერიკულებული თარგმანი =/ ბევრი რამე აქვს დაკარგული ტედის >_<

მე კიდევ ხანდახან ფანების ნათარგმნს მირჩევნია.იაპონურ ტექსტთან მიახლოებისადმი სწრაფვისას იგივე ფანსაბერებს ხანდახან გაუგებარი და უცნაურად ნაგები წინადადებები გამოსდით.თან სანკუნჩანსამების და იაპონური სიტყვების ტრანსლიტერაციები ხომ ნერვებს მთხრის.იაპონურ სეტინგში მოთმენა კიდევ შეიძლება,აი სანკუნჩანსამათი მოლაპარაკე ვიკინგების გამო Vinland Saga მივაგდე.

არ ვიცი იქ საშინლად რა მიბრიდა ვულსიმ,მაგრამ მაგალითი ცუდი აქვთ მოყვანილი,ვულსისა და მათს შორის აზრი არსებითად არ არის შეცვლილი.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Chrono Trigger & Chrono Cross

Unread post#5 » 17 Jan 2011 23:18

Vinland Saga ში side character ები ლაპარაკობენ მასე ;// ძირითადი სეთინგი შენარჩუნებულია
აქაც main character-ები მართლა არ ლაპარაკობენ ასე, უფრო side fun character ებზეა მასეთი რამეები. ამერიკულ ლოკალიზაციაში რო Ozzy, Slash და Flea დაარქვეს, ეგენი მართლა anime style პერსონაჟები არიან ))) მე თავიდან Woolsey-ს ნათარგმნი დავხურე Chrono Trigger მარა მერე ეს ვითამაშე და პერსონაჟები ბევრად ღრმად დავინახე, მაგალითად Magus უფრო badass როჟაა, ისეთი როგორიც Toryiama-მ შექმნა, ტკივილით ლაპარაკობს და ეტყობა პერსონაჟს რო ბევრი აქვს ნაფიქრი და მის ომს სხვა მიზნები აქვს, Woolsey-ს თარგმანში მშიშარა ნეკრომანსერს გავს (არ დაგისპოილერებ), Prophet ის საუბარი ხო ვაბშე ინტერესს არ გაგიჩენს, არადა ბევრად მეტია Chono Trigger ში
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Newtype
Posts: 96

Chrono Trigger & Chrono Cross

Unread post#6 » 17 Jan 2011 23:59

Vinland Saga ში side character ები ლაპარაკობენ მასე ;// ძირითადი სეთინგი შენარჩუნებულია

იქ,სადაც სეტინგი მეათე თუ მეთერთმეტე საუკუნის ინგლისში,დანიაში და ეგეთ ადგილებშია,არავინ არ უნდა ლაპარაკობდეს მასე.თავიდან რაღაცა სკანლაციას ვკითხულობდი,სადაც ასეთი მკრეხელობა არ იყო.ხოლო მერე,იმ სკანლაციის მეტი აღარაფერი იყო და სხვა სკანლაციით გავაგრძელე,სადაც სადაც სკანდინავიელი ძიები სამას და მაგდაგვარ რაღაცეებს წარმოთქვამდნენ.დაახლოებით 5 წუთი გავუძელი და გამოვრთე,მერე თავიდან ვცადე,ცოტა კიდევ გავძელი და ისევ გამოვრთე.ეს იმაზე ნაკლები ანაქრონიზმი არ არის,ვეფხისტყაოსანში პერსონაჟებმა ქუჩური ბაზარი რომ მორთონ.არც ნაკლები სისულელე.
ეგენი მართლა anime style პერსონაჟები არიან )))

იდეაში მანდ ყველა "ანიმეს პერსონაჟია".ტორიამას დიზაინებს შორის ყოველთვის დიდი მსგავსებაა(ამას ნეგტიურად არ ვამბობ),იგივე ლუკა ზედგამოჭრილი ბულმაა Dragon Ball-იდან,მარლეც ბულმაა(უფრო ახალგაზრდა),ტრანკსის მსგავსია კრონო,კარნავალზე ერთერთი მორბენალი მოხუცი ნამეკიელია და ა.შ
მაშინ ბარეღამ ყველამ სამაკუნები თქვან. :gabutva:
მაგალითად Magus უფრო badass როჟაა, ისეთი როგორიც Toryiama-მ შექმნა, ტკივილით ლაპარაკობს და ეტყობა პერსონაჟს რო ბევრი აქვს ნაფიქრი და მის ომს სხვა მიზნები აქვს, Woolsey-ს თარგმანში მშიშარა ნეკრომანსერს გავს (არ დაგისპოილერებ), Prophet ის საუბარი ხო ვაბშე ინტერესს არ გაგიჩენს, არადა ბევრად მეტია Chono Trigger ში

ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.გინდ მართალიც იყო,იმას ვერ უარყოფ,რომ ფანებს წინადადებების გრამატიკულად უკეთ გამართვა არ აწყენდათ.დავიჯერო შეუძლებელია მიიახლოვო ორიგინალთან წინადადება ისე,"running people are racing in the square" რომ არ გამოვიდეს? <.>

Riddick
Posts: 11826

Chrono Trigger & Chrono Cross

Unread post#7 » 19 Jan 2011 11:03

ბიჯო ცოტა უფრო რო გამოგეყო სთორი, გეიმფლეი და შემქმნელების ისტორია (თუნდაც აბზაცით) გაასწორებდა

nikmax
Posts: 10

Chrono Trigger & Chrono Cross

Unread post#8 » 13 Jul 2011 18:44

გუშინ მოვრჩი chrono trigger-ს "official ending"-ით (aka helping all people Gaspar was talking about)

► Show Spoiler

მაგრამ რაღაც უფრო ნაკლებად სერიოზული მომეჩვენა რატომღაც... პლიუს ჩერექთერ დეველოპმენტი არ იგრძნობოდა თითქმის imo. და kinda უფრო ახალგაზრდა ხალხზე იყო გათვლილი ვიდრე მეგონა I'd say.
probably cuz i played this right after Xenogears?! .. lol ისე რაღაც მსგავსებები კი არის.. mainly Solaris = Zeal kingdom, /Earthbound Ones - Surface dwellers /
pretty addicting tho ^^ newgame+ კაი რაღაცაა..
P.s: Magus and frog = best characters

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Chrono Trigger & Chrono Cross

Unread post#9 » 13 Jul 2011 20:49

ეს ძველია ძალიან და მაგიტომ, თან ოსტებიც ძლაიან მაგარი აქვს და სტილი კიდე Dragonball+Dragon Warrior-ს გავს
აი Chrono Cross ითამაშე ეხლა და ახval XG დონეზე ^^
ოღონდ character development-ს არ მიაქციო ყურადღება, სთორილაინზეა მანდ აქცენტი უფრო
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

nikmax
Posts: 10

Chrono Trigger & Chrono Cross

Unread post#10 » 13 Jul 2011 22:23

SLaYeR wrote:ეს ძველია ძალიან და მაგიტომ, თან ოსტებიც ძლაიან მაგარი აქვს და სტილი კიდე Dragonball+Dragon Warrior-ს გავს

კი ძალიან გავს dragonballს XDDD
და ოსტებიც მაგარი აქვს კი ^^ as expected from Mitsuda
SLaYeR wrote:აი Chrono Cross ითამაშე ეხლა და ახval XG დონეზე ^^
ოღონდ character development-ს არ მიაქციო ყურადღება, სთორილაინზეა მანდ აქცენტი უფრო


ჰმმ storyline-ს მხრივ რამეს გამოვტოვებ სხვა ენდინგები რო არ გავიარო?! Zeal kingom/Zeal family-ზე რამე თუ იქნება, გავივლი სხვა ენდინგს - თუ არადა გადავალ ეგრევე Chrono Cross-ზე.
მაინტერესებს Schala-ს რა მოუვიდა და თუ იპოვის Magus-ი ;d .. also about family pendant.
ხოდა character development-ს რაც შეეხება - ის ვიგულისხმე რო პერსონაჟს თუ არ დაუახლოვდი სთორილაინს ისეთი ეფექტი აღარ ექნება. ამიტომ ერთერთ მთავარ ასპექტად ვთვლი, რავი
იდეალური ვარიანტია რათქმაუნდა როცა უკვე შენ თავს აღიქვავ პერსონაჟის ადგილას xD

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Chrono Trigger & Chrono Cross

Unread post#11 » 13 Jul 2011 23:05

შედი თუ გინდა youtube-ზე ნახე სხვა ენდინგები, ბევრი fun-ია

Magus ის ვარიანტს აპირებდნენ Chrono Cross-ში და პერსონაჟიც არის რომელიც Magus უნდა ყოფილიყო მარა არ დააფინანსეს ნორმალურად ეგ თამაში და სანამ დარელიზდებოდა იქამდე ამოჭრეს რაღაცეები, Trigger-ის ეგ სთორილაინი მასე მორჩა, მარა Schala-ზე ბევრი რამეა Chrono Cross-ში, ბევრი რაღაც რაც Trigger-შ უბრალოს თამაშში გასასვლელად იყო საჭირო, აქ შედეგს გამოიღებს,
აქ უკვე ორი განზომილებაა, პარალელური და Trigger-ში ტუ წარსულში გადადიხარ აქ მარტო პარალელურ სამყაროში და იგივე პერსონაჟები სხვადასხვა რამეს წარმოადგენენ, 40 პერსონაჟის შეკრება შეგიძლია მარა ერთ დახურვაზე არ გამოვა ეგ, ამიტომ გირჩევ Glenn აიყვანო პირველ დახურვაზე, Frog-არ არის ოღონდ სხვა პერსონაჟია საერთოდ და სახელი აქვს იგივე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 141 guests


cron