Catherine, X360, PS3

კონკრეტული თამაშები < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Catherine

Unread post#1 » 20 Aug 2010 19:05

Catherine არის ახალი თამაში Atlus-ისგან, კერძოდ თამაშს ქმნის SMT 3: Nocturne-ის, Persona 3-ის და Persona 4-ის შემქმნელი ჯგუფი. მისი გამოსვლა იაპონიაში დაგეგმილია 2010 წლის ზამთარში ხოლო სხვა რეგიონებისთვის ჯერჯერობით უცნობია. ამჯერად თამაში იქნება Horror და Adult თემებით გაჯერებული Action Adventure, სთორი ვითარდება 32 წლის Vincent-ის გარშემო, რომელიც შემთხვევით შეხვდება 22 წლის გოგონას Catherine-ს და ამის შემდეგ ღამით საშინელი სიზმრები ეწყება, სიზმრებში ის უნდა ავიდეს უსასრულო კიბეებზე რათა გაიღვიძოს. როგორც Famitsu-ს სტატია გვამცნობს, Vincent ამ სიზმრებში არ იქნება მარტო, ის აქ შეხვდება ურიცხვი რაოდენობის ცხვარს. ასევე შეიძლება იყოს სიზმრისა და რეალური სამყაროს კავშირი, სადებიუტო ტრეილერში რეპორტიორი საუბობს სიზმარში მკვდარ მამაკაცზე. თამაშის პირველი მინიშნება გამოჩნდა Persona 3 Portable ვერსიაში რომელიც წინა სერიის გაუმჯობესებული ვერსია იყო PSP-ზე, სადაც დაემატა პერსონაჟი Vincent - "A Man Drinking Alone". ჯერ ბოლომდე არ გარკვეულა მიეკუთვნება თუ არა ეს თამაში Megami Tensei-ს სერიებს, და Vincent-ის cameo-ს გარდა აქვს თუ არა თამაშს Persona 3-თან სხვა კავშირი. Famitsu-სთან ინტერვიუში, პერსონაჟების დიზაინერმა Shigenori Soejima-მ თქვა რომ თამაშში იქნება შოკისმომგვრელი ”არასაბავშვო” სცენები, ხოლო კომპოზიტორმა Shoji Meguro-მ მისი მუსიკის კლასიკურობაზე და ეროტიულობაზე განაცხადა. Vincent-ის იაპონურ ვერსიას გაახმოვანებს Koichi Yamadera, რომელიც ახმოვანებს ცნობილი ანიმეს, Cowboy Bebop-ის პერსონაჟს, Spike Spiegel-ს. ასევე აღსანიშნავია ამ ორი გმირის ფიზიკური მსგავსებაც.

Trailer

Update: დამატებითი დეტალები თამაშის შესახებ.
Famitsu-ს ბოლო ნომერში Catherineის შესახებ ახალი ინფორმაცია იქნა გამოქვეყნებული. შეგახსნებთ, რომ თამაში Atlusის მიერ იქმნება, ხოლო მისი გამოსვლა PlayStation 3 და Xbox 360ზეა მოსალოდნელი.
სიუჟეტი თამაშის მთავარი გმირის ვინსენტის ისტორიას გვიამბობს, რომელსაც ყოველ ღამე ერთი და იგივე კოშმარი ესიზმრება. როგორც შემდგომში ირკვევა, მისი კოშმარის მსგავს სიზმრებს მის მეგობრებიც ხედავენ - ჯონი, ტობი და ორლანდო ზუსტად ანალოგიური კოშმარებით არინ შეპყრობილები.
Famitsu'ს ინფორმაციის მიხედვით, თამაშის მთავარი მოქმედება ზუსტად ზევით ნახსენებ ვინსენტის კოშმარებში განვითარდება, რომელშის მაც საშინელი არსებებისგან გაქცევა და დამალვა მოუწევს. თქვენ უნდა უფრთხილდეთ მონსტრებს, შეეცადოთ წინაღობების გადალახვას და შეასრულოთ სხვადასხვა ტიპი დავალებები. თამაში შესრულებული იქნება 3D'სა და 2.5 სტილისტიკურ ნაზავში, რაც მის ვიზუალურობის ეფექტს კიდევ უფრო წინა პლანზე დააყენებს.
ასევე თამაშში იქნება ელექტრონული ფოსტა, რომლის მეშვეობითაც ვინსენტი თავის მეგობარი გოგონა Katherine'სგან გულახდილ ფოტოებს მიიღებს. თამაშის გამოსვლა იაპონიაში ამ წლის ბოლომდე შედგება.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Catherine

Unread post#2 » 21 Aug 2010 07:36

არა სქრინები ვნახე, ინფო წავიკითხე, პირველ "ეროტიულ" ტრეილერსაც უყურე და კი ნამდვილად არის ამ თამაშში რაღაც საინტერესო, პროსტა ვერ ვხვდები რა ჟანრია ბოლომდე, ანუ თითონ თამაშის პროცესი როგორი უნდა ქონდეს ან ცხვრები რაშუაში არიან ვაფშე. Persona'ს გაგრძელებაა? რავი ვერ გავიგე ერთი სიტყვით

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Catherine

Unread post#3 » 21 Aug 2010 14:18

action adventure იქნება რა და horror სადაც ეროტიული მომენტები იქნება
პერსონას ემგვანება და კავშირი უკვე ჩანს მარა გაგრძელება არ იქნება ისე როგორც არცერთი პერსონა არაა დაკავშირებული ერთმანთთან პატარ პატარა cameo ების გარდა.
ცხვრებზე რა გითხრა, პრინციპში რაღაც ერთი შეხედვით სასაცილო ჩანს მარა მასე იყო პერსონაშიც კაზუალური პონტიო გაეძრობოდა მარა მთლიანობაში არაფერს ხელს არ უშლიდა, აქაც ალბათ მასე იქნება
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1973

Catherine

Unread post#4 » 21 Aug 2010 14:53

ტრილერი, ედვენჩერი, რაღაც დოზით იუმორი და ეროტიული მომენტები..... HELL YES!

Riddick
Posts: 11826

Catherine

Unread post#5 » 21 Aug 2010 16:32

არა ბიჯო მე იემნა სათამაშო პროცესი ვერ წარმოვიდგინე თორე სათავგადასავლო ექშენიაო რო დაწერე ეგ გავიგე

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Catherine

Unread post#6 » 21 Aug 2010 17:21

სათამაშო პროცესი ალბათ Persona 3-ს და 4-ს, SMT3 Nocturne-ს და Devil Summoner-ს ემგვანება, პროსტა rpg ამოღებული იქნება, თან მგონია რო cut scene-ები იქნება ბევრი, ბრძოლის სისტემა როგორი ექნება ეგ კვე არ ვიცი, ან ექნება თუ არა საერთოდ : D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Catherine

Unread post#7 » 22 Aug 2010 12:10

ხო რა JRPG არაა და პეროსნას მსგავსი ვერ იქნება ვერანაირად, ქვესთიც არაა რო მაუსის დაწკაპუნებით ატარო კაცი და მაქს პეინის პონტშიც ნაღდათ არ იქნება ))) გეიმფლეი ვიდეოს უნდა დაველოდოთ იტოგში =)

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Catherine

Unread post#8 » 10 Jan 2011 04:46

შეგიძლიათ ნახოთ გეიმფლეის ვიდეო, ძალიან ორიგინალური და საინტერესო რაღაც გამოდის, კარგი ატმოსფეროთი

Gameplay Video
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Catherine

Unread post#9 » 18 Jan 2011 14:43

ვუყურე ტრეილერს და მივხვდი რომ იაპონური ენა არ მომწონს x D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Catherine

Unread post#10 » 18 Jan 2011 14:49

სხვა რა მოუხდება მასეთ ანიმე სტილს? =/
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Catherine

Unread post#11 » 18 Jan 2011 15:11

მაგარი შიგ... თამაში იქნება აშკარად ))) აქამდე გეიმფლეი არ მქნდა ნანახი
ნუ არა სტანდარტულობა კარგია მარა რამდენად აზრიანი იქნება თავის ამბავში მაგას გააჩნია

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Catherine

Unread post#12 » 18 Jan 2011 15:18

გერმანული, გერმანელი გაბრაზებული ქალი უნდა ახმოვანებდეს მთელ თამაშს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Catherine

Unread post#13 » 27 Feb 2011 05:06

თამაში გამოვიდა იაპონიაში და გაყიდვებით აჯობა Marvel VS Capcom 3-ს, რასაც არავინ არ ელოდა. ჯერჯერობით ინგლისური ვერსიის გამოშვება არ იგეგმება...Famitsu-მ საკმაოდ კარგი შეფასებები დაუწერა 35/40 დან, თუმცა თამაში easy-ზეც ძალიან ძნელია, რის გამოც Atlus სავარაუდოდ patch-ს გამოუშვებს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Catherine

Unread post#14 » 01 Mar 2011 10:41

იაპონელებს მოსწონთ და მერე რა იქნება არ ვიცი, MVC3 ზე მეტად რო გაიყიდა უკვე რაღაცას ნიშნავს ეს, ეროტიკულ ელფერს რო თავი გავანებოთ მაინც მგონია რო Persona 4-ს და smt უნივერსს-ს მიუძღვის დიდი წვლილი ამ თამაშის წარმატებაში და ღირსეული ადგილი ექნება ამ თამაშს თავის სტილში, Persona 4 მაგალითად Silent Hill ის ძალიან ფერადი გადაწყვეტა იყო ანიმეს სტილში, ვიზუალურობას რომ თავი დავანებოთ შეიძლებოდა პარალელების დაჭერა და თემატურადაც საკმაო მსგავსება იყო. საკმაოდ ვიყავი გასული, თითქმის ბოლოში და ძალიან არ მომწონდა ეს "კეთIლი ანიმე პერსონაჟები" მარა ატმოსფერო ქონდა რაღაც ჩამთრევი და რეალურ ცხოვრებას ძალიან საინტერესოდ ერგებოდა, ხალხი გაგიჟებულია დღემდე მაგ თაამშისგან. აქაც ვფიქრობ რო რაღაც საინტერესო იქნება
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Catherine

Unread post#15 » 01 Mar 2011 22:17

იმედია მოგეცემა დაგემოვნების შანსიც : )

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Catherine

Unread post#16 » 02 Mar 2011 13:53

US ტრეილერიც გაიჩითა ^__^
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Catherine

Unread post#17 » 03 Mar 2011 01:02

არა ამას კოჭებში ემჩნეოდა რო არაცდებოდა გა'US'ება )))

User avatar
SLaYeR
Posts: 6196

Catherine

Unread post#18 » 03 Mar 2011 22:19

თამაშში შესაძლებელია მუსიკების მოსმენა სხვა SMT სერიებიდან, მაგალითად SMT Nocturne-დან და Persona 3 იდან, რაც ამ თამაშის კიდევ ერთი კავშირია SMT სერიებთან. გეიმფლეი მომწონს ძალიან
>>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11826

Catherine

Unread post#19 » 04 Mar 2011 00:57

ძაან მაგარია ტო : ) მაგრა ლამაზადაა გაკეთებული
ანიმეს თამაშობ იმენა
ვითამაშებდი დიდი სიამოვნებით

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Catherine

Unread post#20 » 09 Mar 2011 00:29

ohh hotness I wanna bang you!

Return to “Game”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 77 guests


cron