მე სიძნელეების გამო უფრო ნაკლები მახსოვს, იმიტო რო კლასიკური იზომეტრიული RPG, JRPG ცუდათ ვიცნობ, მარა ჩისტა ორიგინალურობის გამო რომლებიც დამამახსოვრდა ესენია:
Earthworm Jim 2 -
fish: თავიდან ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ))) იმიტო რო პროსტა არ ველოდი ესეთ რაღაცას. მერე ნელნელა დამეწია ხუმრობა.
Riddick: Assault on Dark Athena - Gale Revas: არვიცი რამდენს გითამაშიათ, მარა ვინც იცით ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ქალი იყო უსაზიზღრესი ტიპი. მთელი თამაში ნერვებზე მოქმედებს, ბოროტი ისტერიჩკაა და იასნა გინდა რო სახე მოაჭრა. ბევრს ითმენ, მარა ბოლოს ისეთი ფორმით კლავ რო ყველანაირ წყენას პატიობ. მაგიდის გარშემო დარბის, უცებ ეცემი და დაგერი
1 2. თითქმის გრძნობ ხელში როგორ გაკვდება.
Witcher 1 - Striga: მთელი თამაშის ლეიტმოტივი იყო ეს მონსტრი. ტრეილერებში და CGI რგოლებში, არტებში, ყველგან ვაწყდებოდი, მარა რეალური შეხვედრა ყველაზე საკაიფო აღმოჩდა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვესტის ეპილოგია სტრიგასთან ბრძოლა. ხოლო თვითონ ბრძოლამდე მისვლა მთლიანი რიტუალის სახით არი წარმოდგენილი, რომლის დროსაც ბოლომდე შედიხარ ვიჩერის როლში.
Metro Last Light - Bear: ეს ტიპი იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არსება რაც მინახავს თამაშებში. და ამ შთაბეჭდილების დონეს მარტო ვიზუალი არ იწვევდა. მთლიანათ გარემო იყო ძალიან მაგრად შექმნილი და რო დავინახე რეალურად ვიგრძენი რაღაც უზარმაზარი ქაოტური ძალა რომელსაც ჩემი განადგურება უნდოდა. Librarian: ეს მინი ბოსია, მაგრამ არანაკლებ შთამბეჭდავი მისი აზრობრივი დატვირთვის გამო (ერთერთი ყველაზე ორიგინალური მონსტრია ზოგადად).
Dark Souls - ამ თამაშის გარეშე არ გამოვა. Sanctuary Guardian: არც სირთულით არ გამოირჩევა და არც სთორიში აქ რამე განსაკუთრებული ადგილი, მარა ვიზუალურად ძაან ეფექტური ბოსი იყო. მაგრად მომეწონა და დამამახსოვრდა. Seath: სიცივის, მარტოობის და სიგიჟის ატმოსფერო იმდენად დამთრგუნველი იყო, რო რო მოვკალი თითქოს გავთავისუფლდი იმასთან ერთად.
Dark Souls 2 - The Rotten: ამ ნაბიჭვარზე მეტად არცერთი ბოსი არ მეზიზღება ისტორიის მანძილზე. არვიცი, ზოგი ძალიან მარტივად კლავდა, ალბათ ბილდის გამო, მარა მე თვალებიდან სისხლი წამომივიდა ბოლოს ისე ვიწვალე. თან ვიზუალურადაც ისეთი საზიზღარია რო ბოლოს გგონია ნიკორას ვადა გასულ პროდუქციას ებრძვი.
Stalker -
Underground Boss: ამ ტიპის ზუსტი სახელი და გვარი არ ვიცი, მარა მასთან შეხვედრა დღემდე მახსოვს იმდენად, ატმოსფერული და შიშის მომგვრელი იყო. ჯერ მიტოვებული ჩერნობილი რა არი და მერე მის ტყეებში, ყველაზე ღრმა ბუნკერში, შემთხვევით ნაპოვნი ბოსი, რომელსაც საერთოდ არ ელოდები.
Diablo 2 - Baal: ეს რო არ ვახსენო ტეხავს. ტიპები რო აზარტული თამაშებით არიან გატაცებული, იგივე მჭირდა მეორე დიაბლოზე და ამ გატაცების დროს ეს უბედური ყველაზე მეტჯერ მყავს დასახიჩრებული, ყველა შესაძლო სიძნელეზე, რეჟიმში და სიტუაციაში )) კაი დრო იყო
თუ გამახსენდა ვინმე კიდევ შეგაწუხებთ