Unread post#7 » 12 Dec 2020 03:34
როცა მინდა, რომ ადამიანი გეიმინგს ვაზიარო ჩემი აზრით ყველაზე მარტივი აღსაქმელი არის კინოშნიკური თამაშები და ამით დავაწყებინებ.
1. inside/limbo - მარტივი და თან საინტერესო თამაშები, რომელსაც ყველა ითამაშებს.
2. detroit become human - ბევრი ენდინგის შესაძლებლობა, რომელიც დიდ ეფექტს მოახდენს, დამწყებ გეიმერზე. ემოციური თამაშია მთლიანობაში, რამოდენიმე ადამიანმა შეიძლება ერთადაც ითამაშონ და ვისაც ჯოისტიკი არ უჭირავს არ მოიწყენს (ჩემმა ცოლმა იტირა ბოლო სცენაზე). შემდეგ სურვილის მიხედვით გააგრძელებს quantic dream-ის სხვა თამაშებსაც.
3. the testament of sherlock holmes - ამით დაიწყოს და შემდეგ მიყვეს. ყველაზე ცნობილი დეტექტივის ისტორიაა ბოლოს და ბოლოს, ბებიაჩემსაც კი დავსვამ და ვათამაშებ. უეჭველად მარტივად დააინტერესებს ნებისმიერ ადამიანს.
4. until dawn - კინოების მოყვარულებისთვის, ვისაც ჰორორიც უყვარს.
5. rise of nations - ყველაზე მარტივი, ლამაზი და გასართობი სტრატეგია. მგონია, რომ ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის მისაღები იქნება. განსაკუთრებით ეფექტურია ეპოქების ცვლილება.
6. call of duty 4 modern warfare - ყველაზე მარტივად აღსაქმელი თამაში - წინ წადი, ყველა მოკალი, ახალ რუკაზე გადადი)) მარტივი გასართობი, ტვინს გამორთავ და დრო გაგყავს სასიამოვნოდ. სიუჟეტი ამ სერიას კარგი ჰქონდა როგორც მახსოვს და მარტივად გააგრძელებს შემდეგ ნაწილებს.
7. mortal kombat (2011) - კარგი გასართობი უბრალოდ.
8. red dead redemption 2 - საუკეთესო თანამედროვე თამაში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ყველამ. (!!!)
9. the witcher - 2009 წელს ნამდვილ რპგ-ს მეც ამით ვეზიარე პრინციპში, მანამდე ყველა თამაშს POP-ვით ვთამაშობდი, ამიტომ სხვასაც ასე დავაწყებინებ.))
10. dark souls - თუ უნდა რომ კაცი/ქალი იყოს ცხოვრებაში, ეს უნდა ითამაშოს.
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth