Page 6 of 7

Re: Wolf Recipes

Posted: 22 Sep 2020 15:37
by hellwalker
მკვახს დავუმუღამე სერიოზულად. 3 თემაა:
1) ტაფაზე დადებ უკანოდ დიდ ნაჭერს, დაასხავ წყალს (1სმ მაქს) და ორთქლში "ხარშავ". 10 წუთში იღებ ერთ პორცია მკვახს, ზემოდან შაქარს მოაყრი ან სეზამს/მიწის თხილს.

2) ცოტა თხელ ნაჭერს წვავ კარაქში და ზეთში, თითქმის მზად როა შაქარს აყრი ოდნავ და სეზამის მარცვლებს და კარამელიზებულ ტკბილს იღებ.

3) კუბიკებად ჭრი კარტოფილს, ცოტა რო შეიწვება კუბიკებად დაჭრილ მკვახს ამატებ და თავს ახურავ ტაფას. ერთი 5-10 წუთში პატარად დაჭრილ ქათმის ფილეს და ქათამი რო მზად იქნება ხახვს, სტაფილოს, ნიორს ამატებ. ეგენიც რო მორბილდება კუბიკებად დაჭრილ პამიდორს. და ბოლოს ოდნავ სქელი მასა რო გახდება გამორთავ. მაგარი გემრიელი გამოდის.

მაგის ჰაკია კიდე. ბრინჯი უნდა მოხარშო და ერთი ფენა დადო ბრტყელი თეფშზე. დაადო ნაჭერი ყველი, მეორე ფენა ბრინჯი, კიდე ყველი და ბოლოს ეს მოასხა ზემოდან რო პატარა გორაკივით მიიღო თეფშზე.

აცდი ერთი 5 წუთი რო ყველი დადნეს და მოსასხმელი გაცივდეს ცოტა და იმენა ძაან მაგარი ვეში გეძრობა.

Re: Wolf Recipes

Posted: 07 Oct 2020 13:11
by hellwalker
ტკბილ ვეშებს არ ვაკეთებ ხოლმე ხშირად მარა თუ ვინმეს გევასებათ გემრიელია.

ტაფაზე ცოტა კარაქს გაადნობ, დაასხავ რასტვარიმი ყავით გაჯერებულ წყალს და შაქარს. აქაფებას რო დაიწყებს მაგ დროს არის მზად კარამელად, ცოტა ადრე სიროფად.

შაქარი უნდა ცოტა ბევრი. რო ცივდება ყავის გემო ჭარბობს და ჭირდება. მანამ თხევადია ვერ მიხვდები.

პეჩენიაზე და გამომცხვარ ვეშებზე მოსასხმელად კაია კარამელი. ნაყინზეც.
სიროფი Pancake-ებზე და ეგეთ ვეშებზე.

Re: Wolf Recipes

Posted: 07 Oct 2020 13:15
by SLaYeR
ჯოხი ჩაარჭეთ და მამალო გამოვა))))))))))))))

Re: Wolf Recipes

Posted: 08 Oct 2020 17:02
by hellwalker
ახალი თემა მოვიგონე.
ხახვი დიდი თეთრი რგოლებად დაჭრილი ღრმა თეფშში. ცოტა ძმარს ასხავ, მარილს აყრი ძაან ცოტას, და ნუ სადღაც ნახევარ კოვზ შაქარს. ქინძის გამხმარი მარცვლებით უხდება. ერთი 5 წუთი აცლი და ამოტრიალებ პერიოდულად.

ძმარი ამზადებს ხახვს და ხრაშუნა ვეში იჩითება. კარტოფილს ვაყრი ან რამე ეგეთს ზემოდან.

Re: Wolf Recipes

Posted: 08 Oct 2020 17:22
by SLaYeR
მე თევზის რეცეპტი გავაძრე ენტში და მაგრა გამისწორდა, პროსტა თავზე ვახურებ ტაფას და თევზის ჩაშუშული გამოდის საკაიფო, რო ჩაიშუშება მერე ვბრაწავ ცოტას

http://gastronomia.ge/%E1%83%AE%E1%83%9 ... %E1%83%90/

Re: Wolf Recipes

Posted: 09 Oct 2020 12:02
by hellwalker
საკმაოდ რთული რეცეპტია პირველ ჯერზე შაქრის, მარილის და სოდის დოზები საკაიფოდ დისბალანსში გამომივიდა. მაგრამ კონცეპტი იმენა ძაან მაგარია. ტკბილი და მარილიანი ერთად მაგარი უხდება. დელიკატესად აქცევს. https://www.youtube.com/watch?v=hzmpysD8Ql0

Re: Wolf Recipes

Posted: 10 Oct 2020 14:30
by hellwalker
ტაკ ეს მარინადის თემა თურმე მთელი ამბავი ყოფილა და გემრიელი. თან ერთ ღამიანი მარინადებია.

აი ხახვის რეცეპტი: https://www.youtube.com/watch?v=RAhQgbs4VvU

წითელი ხახვი უნდა დაჭრა თხელ ნახევარ რგოლებად.
დაასხა ადუღებული წყალი და 1 წუთით გააჩერო.
გადაწურო ცხელი წყალი და ცივ წყალში გააგრილო.
მერე დებ ფიალაში ან ქილაში.

ეხა მარინადი:
ნახევარ ნახევარი წყალი და ძმარი
მარილი
მარილზე ორჯერ მეტი შაქარი
წამოადუღებ ამას და დაასხავ დაბინავებულ ხახვს.

12 საათი დააცდი. ინახება 1 კვირა მაცივარში.

მეორე დღეს გამოდის ძაან საკაიფო, აი რაღაც წითელი კომბოსტოსავით ვეში რომელიც უხდება კარტოფილს, სენდვიჩებს, ბურგერს.

მოდიფიკაციები:
შაქარი არ უქნა.
მდოგვის ან ქინძის მარცვლები ჩააყოლო.
ნიორი ჩააყოლო.
დაფნის ფოთოლი.
+ ათასი ექსპერიმენტი შეილება.

სხვა ბოსტნეულებსაც უკეთებენ თითქმის ყველაფერს მარინადს და ზამთარში თემაა ეხა მჟავე.

Re: Wolf Recipes

Posted: 20 Oct 2020 16:15
by hellwalker
Pancake სოკოს და ქათმის სოუზით და გახეხილი ყველით. გარნირად სახში გამზადებული მწნილი https://i.imgur.com/qxnGKW7.jpg

Re: Wolf Recipes

Posted: 01 Nov 2020 13:59
by hellwalker
Pancake ყავის კარამელი/სიროფით https://giphy.com/gifs/the-simpsons-per ... dfOIyCC6wU

Re: Wolf Recipes

Posted: 05 Nov 2020 14:51
by hellwalker
გოგრის წვნიანი ვიშამანე და ზამთარში სიცივიდან თბილ ფუმფულა საბანში რო გაეხვები და ცხელ ჩაის მიირთმევ ეგ შეგრძნებაა სუპის ფორმაში.

basically, კვადრატულად დაჭრილი კარტოფილი და გოგრა შევწვი ცოტა ხანი ზეთში. მერე ნიორი, ხახვი, წითელი ბულგრარული და სეზამის მარცვლები დავამატე და კიდე ცოტა ხანი ვწვავდი. მერე დავასხი წყალი და ცოტა ძროხის ბულიონის ფხვნილი/კუბიკი შევაშველე.

რო მოიხარშა კარტოფილი, დავამატე მაკარონი. ეგეც რო მოიხარშა მწვანილი და არაჟანი ვდურთე და 2 წუთი ვხარშე კიდე.

Re: Wolf Recipes

Posted: 05 Nov 2020 23:10
by Riddick
და თუ ხარშავდი რაღას შეწვი თავიდან?

Re: Wolf Recipes

Posted: 05 Nov 2020 23:20
by hellwalker
ზეთში იხსნება კარგად ეგ გემოები ნიორი, გოგრა, ხახვი ა.შ.
ბოლომდე არ უნდა შეწვა. "ჩათუშო".

Re: Wolf Recipes

Posted: 12 Dec 2020 02:34
by hellwalker
თევზს ვინც ჭამთ მგონი საინტერესოა https://www.youtube.com/watch?v=LATl-VZKNnQ
მარილში, შაქარში და პრიპრავებში გამოყავს თევზი 1 დღეში.

Re: Wolf Recipes

Posted: 05 Jan 2021 22:48
by hellwalker
არ მომიმზადებია ჯერ მარა შევუკვეთე და ძაან მაგარი ვეშია ))))
https://www.youtube.com/watch?v=qvOBLYVWPYY

კუნგფუ პანდაში რო ჭამს. პილმენ/ხინკალის ხორცია ღრუბელში იმენა.

Re: Wolf Recipes

Posted: 06 Jan 2021 01:42
by Riddick
ვაფშე ხინკალი ხო აზიურია და დიდი ალბათობით ამისგან მოდის

Re: Wolf Recipes

Posted: 06 Jan 2021 01:57
by hellwalker
კი "ბიძაშვილია" იდეური.
Dumpling - პელმენოიდი (ხინკალი საიდანაც მოდის) არის უსაფუარო ცომში მომზადებული და მოხარშული ვარიანტი ან ორთქლში მომზადებული და ამისი ათასი ვარიაცია აქვთ "შიგთავსის". ერთი ვარიანტია განსაკუთრებით საინტერესო სიფრიფანა ცომი აქ, მაგრამ ძალიან ბევრი წვენი. "მასტერ ლეველ" მზარეულები აკეთებენ. https://scontent.ftbs5-2.fna.fbcdn.net/ ... e=601C0559

Bun(მე რაც დავლინკე) - პელმენ-ფუნთუშა არის. საფუარიანი, ფუმფულა ცომიანი ბიძაშვილია პილმენის და ან ორთქლში ამზადებენ ან წვამენ თონის მსგავსს ღუმელში. "ხორციანი პეროგივით" ჭამ ამას.

აქ გავაძრე გასასინჯად. პროსტა მაინც ძვირია ქართულებთან შედარებით. 8-9 ლარი ერთი პორცია(6~8 ცალი). არადა ისეთი ვეშია კუნგ ფუ პანდასავით ერთი 40-ს ჩაიყრიდი მშიერი ინდივიდი თუ მოინდომებდი ))))
https://www.facebook.com/DimSumTbilisi

Re: Wolf Recipes

Posted: 20 Mar 2021 03:33
by hellwalker
ხოდა ჩემით გავაკეთე ეგ Bun-ები: https://www.youtube.com/watch?v=qvOBLYVWPYY

იდეაში მაგარი მარტივია ტექნიკურად. ორთქლის სეტაპი გინდა პროსტა. მე ბანძი მაქვს რაღაც დირკებიანი რკინის ფირფიტა, მარა მაგითაც გამოდის კარგი. ბამბუკისები უნდა დაითრიო კაცმა ვაბშე და მარტივად კეთდება მანდ ყველაზე https://www.amazon.com/REISHUNGER-Steam ... 297&sr=8-2

თან იმით ასწორებს შიგთავს რასაც გინდა იზამ. თუ გინდა ხინკლის ხორცი გააძრე, თუ გინდა სოკო, ან ტკბილი რამე, ბოსტნეულის მიქსი ან თევზი. რავი სპეციებიც რაც გინდა შეურიე.

სხვა ლეველზე რო აიყვანო ჩილის ზეთი + ბალზამიკო ძმარი ან ჩინური მუქი ძმარი + სოიოს სოუზი.

ფუმფულა ცომში ხინკალს იღებ რა საბოლოო ჯამში. ღვეზელ ხინკალს რომელსაც ჩასაწობთან მიქსავ კიდევ და უფრო ერგონომიულია ხინკალ/პენლენ ფორმატზე. ცივიც იჭმევა გემრიელად და ინახება უფრო დიდხანს.

Re: Wolf Recipes

Posted: 20 Mar 2021 12:18
by Riddick
აუ ცუდათ გავხდი, თან ხინკალი არ მიჭამია 6 თვეა მგონი )))

Re: Wolf Recipes

Posted: 16 Apr 2021 17:37
by hellwalker
140 გრამი ფქვილი და 140 გრამი ცერცვილი (Whole Grain) ფქვილი (ან მთლიანად ჩვეულებრივი)
1 ჩაის კოვზი მარილი
2 ჩაის კოვზი ზეთი
180 მილიგრამი ცხელი წყალი

5-10 წუთი ზელავს ცომს, ყოფ 10-12 ნაწილად და თხელ ფირფიტებად აბრტყელებ.

ძაან მაგრა აცხელებ ტაფას და 30 წამი თითო მხარეზე წვავ.

20 წუთში გაქ სომხური ლავაშივით ოღონდ ბევრად მაგარი გემოსი, და უფრო რბილი პური სადაც შეგიძლია გაახვიო რაც გინდა. ინდური პურია Chapati ქვია.

სოუზი, ლობიო, და ეგეთი რამეებიც შეგიძლია ჭამო ამითი.

Re: Wolf Recipes

Posted: 16 Apr 2021 17:50
by SLaYeR
ცერცვილში სიმინდის ფქვილი გავა?
ტაფაზე ზეთი აღარ უნდა?