Page 1 of 2

Car

Posted: 02 Jun 2018 22:13
by Riddick
სადღაც ერთი კვირის წინ გადავწყვიტე მანქანის ყიდვა და მას მერე ვარ რაღაც აბიტურიენტის პოზიციაში. როცა ხარ ძაან ნუბი და უცებ გადაწყვიტავ რო რამე ოთხბორბლიანზე დაჯდე, დამიჯერეთ იმდენი თემა შემოდის ახალი რო ჯობია ერთი მისვლით აწევა არ ცადოთ, თორე შეილება ენთუზიაზმი ვაფშე დაკარგოთ ყიდვის. მხოლოდ ნელნელა და დოზირებით :)

ანუ იდეაში არიან ორი ტიპის ნუბები. ადამიანები ვინც მანქანა არ იცის, მიდის ყიდულობს პირველივეს რაც მოეწონება და მერე დადის წლები, ისე რო არაფერი არ აწუხებს, დაჟე ისიც რო რეალურად ნაგავი ყავს, მთავარია დადის და საქმეს აკეთებს. და მეორე ტიპის, ჩემნაირი ნუბები, აი უცებ რო იწყებენ ყველაფერში გარკვევას, რო რაცშეილება რაციონალურად მიაგნონ სასურველ ავტომობილს, მარა ეს პროცესი მოულოდნელად უაზრო მაშტაბებამდე რო იზრდება და დროის კარგვაში გადადის. ხოდა რადგან წვალებაა, გადავწყვიტე რო ის მინიმუმი, რა დასკვნებიც და მიგნებებიც გავაკეთე ამ პერიოდში აქ რამე საერთო სახეთ მაინც გარდავქმნა. რავიცი იქნებ რომელიმეს გამოგადგეთ კიდეც, ან პირიქით აქეთ მირჩიოთ რამე.

მე რეალურად ნოლიდან დავიწყე, რადგან შეილება არ იცოდე კონკრეტულად რა მანქანა გინდა და ნელნელა ჩამოყალიბდე მარკაზე და მოდელზე, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ზოგადად მანქანა რაარი და რისგან შედგება ისიც არვიცი წესიერად (იმის მიუხედავათ რო მანქანით ნამუშევარიც მაქ). აქედან გამომდინარე არ ვიცოდი თუ რა ელემენტარული მონაცემების გარკვევით უნდა დამეწყო. იტოგში დიდი გზა გავიარე და შევეცდები ოდნავ მაინც გავამარტივო ჩემნაირი ტიპის ცხოვრება.

პირველ რიგში დავიწყებ სამი ვიდეოთი რომელიც იმის ზედაპირული წარმოდგენის საშუალებას მოგცემთ თუ ზოგადად რაარი ავტომობილი:

სტანდარტული სედანის საერთო მოწყობა, ანუ როგორ ფუნქციონირებს მანქანა
რა ფუნქციას ასრულებს ზეთი და როგორ ნაწილდება იგი უშუალოდ ძრავში
როგორ ფუნქციონირებს მექანიკური სიჩქარეების გადართვის მექანიზმი

აქედან უკვე უფრო ფართო საკითხები შემოდის, რომლებიც ალბათ ჯობია ერთად ჩამოვწერო და მერე ცალცალკე გავშალო.

1. ცოდნის ამაღლება მანქანის ექპლუატაციის საერთო საკითხებში.

2. შესაძენი მანქანის ფარგლებში, საჭირო პრიორიტეტების გამოკვეთილად ჩამოყალიბება. ანუ კონკრეტულად რა მომენტებია მყიდველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

3. საინტერესო სეგმენტის გარკვევის მერე კონკრეტული მოდელების შერჩევა და მათი ინდივიდუალური შესწავლა. იმის გარკვევა თუ რისი უნდა გეშინოდეს და რისი იმედი უნდა გქონდეს კონკრეტულ მოდელში.

4. ზოგადად ნახმარი მანქანებით ვაჭრობის სფეროში გავრცელებული თაღლითური სისტემების გარკვევა, რომ გამყიდველმა რაიმე კაი მაკიაჟიანი კატასტროფა არ შეგვტენოს.

5. უშუალოდ საყიდელი მოდელის არჩევის შემდეგ, სწორი დიაგნოსტიკის ჩატარების გარკვევა და საშუალების შემთხვევაში, ისეთი ადამიანის მოძებნა ვინც მოგეხმარებათ მანქანის სწორად შეფასებაში.


აი ზუსტად ეს ხუთი პუნქია რაც რეალურად მივიღე ერთი კვირის დაკვირვების შემდეგ. შეიძლება რამე ახალიც დაემატოს, ნამდვილად არაა გამორიცხული, მაგრამ ჯერ რაც არის იმის გრამატიკულად გაშლას შევეცდები ცალკე პოსტებში და თუ რაიმე შეიცვალა საერთო სქემაში, მაგასაც შევცვლი.

Re: Car

Posted: 02 Jun 2018 22:22
by SLaYeR
მეც შენნაირად ვარ, ანუ ყიდვას რო გადავწყვეტ მაინცდამაინც მაშინ უნდა დავიწყო რისერჩი და თან ცუდი ისაა რო რამდენიმე წლის წინანდელ მანქანას რო ყიდულობ იმ მანქანაზე ძველი სტატიები უნდა ამოყარო :D:D
კარგი თემაა.
https://youtu.be/YQl22C2ad4U ამ კაცის გამაზვაც არ შეიძლება ამ თემაში.

Re: Car

Posted: 03 Jun 2018 00:36
by GHOST
https://www.youtube.com/watch?v=_wqyoduh3JE
დაითრიე ეგრევე.

Re: Car

Posted: 26 Sep 2018 15:31
by Riddick
ანუ სადღაც 4 თვის ძებნის და ფიზიკურად 8 მანქანის შემოწმების მერე, როგორც იქნა ვიყიდე. ხოდა მინდა რო შეჯამების ვარიანტი დავწერო თემაში იმათთვის ვისაც იგივე ნაბიჯის გადადგმა დაგჭირდებათ.

რისერჩის ბოლოს ავაწყე ერთი ფურცელი რომელზეც მიწერია ის ყველაფერი რა პრინციპითაც ეს 8 მანქანა შევამოწმე. ქვევით დავწერ თემის მიმართულებებს.

კითხვები პატრონს:
საიდანაა ჩამოყვანილი? (თუ მანქანა ამერიკიდანაა, პატრონს აუცილებლად გამოართვით მანქანის VIN კოდი, რომელსაც გადაამოწმებთ Vininfo.ge-ზე და უკვე საიტიდანვე გაიგებთ დეტალურად იმ ყველაფერს რასაც შეილება თვითონ მფლობელი მალავდეს და ამასთანევე ბევრი ამ კითხვის დასმა საერთოდ არ მოგიწევთ...)
რამდენიხანია რაც აქ დადის?
რამდენი პატრონი ყავდა მთლიანობაში და აქ კონკრეტულად?
გაზზე თუ არი ნამუშევარი?
სამსახურის მაქნანაა თუ ოჯახის?
რა შეიცვალა ავტომობილში ყველაზე მნიშვნელოვანი და რა არის შესაცვლელი ამჟამად?
აქვს თუ არა ზეთის ჭამის პრობლემა და რამდენს იკლებს 1000 კილომეტრზე?
რამდენს წვავს ტრასაზე და ქალაქში?
რა მოყვება კომპლექტში?
ვიზეა გაფორმებული?
ხომ არ ეკისრება რაიმე სახის ჯარიმა, ყადაღა, დავალიანება?
რატო ყიდით?

მანქანის ადგილზე შემოწმება:
სწორზე დამდგარი მანქნა არცერთ მხარეს არ უნდა იყოს გადახრილი.
ჩამქრალზე რულის ტრიალისას არ უნდა გამოსცემდეს ჭრაჭუნის და კაკუნის მსგავს ხმებს.
კონდენციონერის საფეხურები უნდა მუშაობდეს ცივზეც და ცხელზეც (არ უნდა უბერავდეს ერთიდაიგივე დონეზე).
მძღოლის სკამი უნდა იყოს მყარად და არ უნდა ირხეოდეს.
გასაღებს რომ გადაწევთ მეორე ფაზაში უნდა აენთოს Check Engine, ABS, ESP, აირბაგის ნათურები - დაქოქვის შემდეგ ყველა ეს ნათურა უნდა ჩაქვრეს სხვადასხვა თანმიმდევრობით და არა ერთდროულად.
გარე დათვარიელების დროს ყურადღება მიაქციეთ ჟანგის თუნდაც ძაან მცირე კერებს.
შეამოწმეთ სეტყვაში ხომ არაა მანქანა მოყოლილი.
შეამოწმეთ "ზაზორების" სიზუსტე
შეამოწმეთ როგორ მდგომარეობაშია მანქანის საჭე, პედლები და სიჩქარეების გადასართავი. ყველაზე კარგად ამ სამ დეტალზე ჩანს მანქანის რეალური სტაჟი. 100 და 150 ათასიან მანქანას სავარაუდოთ არანაირი ცვეთა (გადაქექილი, გადაკრული) არ ექნება ამ დეტალებზე, ხოლო 200 300 და ზევით გარბენიან მანქანებს თავისუფლად.

მანქანის დიაგნოსტიკა:
ამ ეტაპში ყველაზე მნიშვნელოვანი არის თქვენს მიერ არჩეული მანქანის მცოდნე ხელოსნების მოძებნა. იყო შემთხვევები როცა ერთი მანქანა წავიყვანე ჯერ გლდანში, მერე ვაშლიჯვარში და მერე ორთაჭალაში, რადგან ესე ერთიანად ვერსად ვერ შემიმოწმებდნენ იმ დონეზე რაზეც მჭიდებოდა. ამიტომ პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ მოსაძებნი იქნება ეს ხალხი.
უშუალოდ რის შემოწმებას გირჩევთ: 1- კომპიუტერული დიაგნოსტიკა 2- ძრავის მექანიკური შემოწმება 3- სიჩქარეების კოლოფის მექანიკური შემოწმება 3- სავალი ნაწილის დათვალიერება 4- რადიატორის შემოწმება 5- თუ მანქანას აქვს 4WD შეამოწმეთ მუშაობს თუ არა ოთხივე. დანარჩენი სურვილის და შესაძლებლობის შესაბამისად.

Re: Car

Posted: 26 Sep 2018 16:01
by hellwalker
ვა გილოცავ :D

Re: Car

Posted: 26 Sep 2018 17:57
by SLaYeR
ოო ძალიან კაი ამბავია ეგ, გილოცავ მეც, მშვიდობაში <3

Re: Car

Posted: 27 Sep 2018 16:15
by Riddick
გაიხარეთ. ტრანსპორტი გვყავს აწი ქალაქ გარეთ სამოძრაოთ.

პიპინია (გრაფიტი სპეციალურად არ დამიმთხვევია )))

Re: Car

Posted: 11 Nov 2018 03:39
by Riddick
პროფილაქტიკაში როცა უცხო ხელოსანი გიხსნის როგორ უნდა გახდე მისი მუდმივი კლიენტი https://coub.com/view/1glf90

Re: Car

Posted: 20 Jan 2019 11:54
by Riddick
ეს ინფორმაცია იდეაში ყველა ნახმარი მანქანის პატრონს გამოადგება. ანუ ზოგადად მანქანის ყველაზე "მტკივნეულ" დაზიანებებეად ითვლება როცა ან სიჩქარეების კოლოფია გამოსაცვლელი, ან ძრავი. და ითვლება იმიტო რო ჯდება ყველაზე საგრძნობი თანხები. ხოდა ვიდეო რატოა საინტერესო, ტიპი ხსნის, თუ რამდენად შეიძლება გამოსაცვლელი ძრავის, ან სიჩქარეების კოლოფის გაყიდვა ნაწილებად, რაც ახალზე დასახარჯი თანხის დაახლოებით 80% უკან აბრუნებს (მარა ნუ ცოდნა უნდა) - https://www.youtube.com/watch?v=B8PmOoSpTsI

Re: Car

Posted: 12 Mar 2019 14:16
by Riddick

Re: Car

Posted: 06 Nov 2020 02:11
by Ripster
აუ რაღაც პრობლემამ დამტანჯა და იქნებ რიდიკამ იცოდეს რა ვუყო ან როგორ მოვიქცე ;დდდდ

მოკლედ, ჩეკ ენჯინს მინთებს
რამდენჯერაც ჩავაქრობინე დიაგნოსტიკაზე იმდენჯერ ისევ ამინთო, სადღაც მეოთხეა უკვე და პრობლემას ვერ პოულობენ თან რისი ბრალია
P0455 კოდს აგდებს ;დ
ბენზინის ბაკის თავსახური იყო ცოტა მორყეულივით, გამოვცვალე ეგ და მაინც ანთებს ;დ
EVAP სისტემა შეამოწმეს, მაგის გაფუჭების დროს აგდებს მაგ კოდსო, ეგეც მუშაობს

იმენა ტვინი მოტყ*ა ტო :@
მაზდა კლუბის ბოქსში მყავდა მიყვანილი ამ ამბებზე და ბოლოს შეეშვი იარე არ ჭირს არაფერიო
ხოდა შეშვება არ მინდა და როგორ მოვიქცე რას მირჩევ? ;დ არ მევასება რომ ანთია თავი ტაქსისტი მგონია :@@@

ვინმე წესიერ და მცოდნე ხელოსანს ხომ ვერ მიმასწავლი ამ ამბისთვის ან რავი
რამე იდეა სულ ერთია

გადაკრასკე და მტკვარში გადააგდეო რომ მითხრა გამკეთებელი ვარ ისე მომიშალა ნერვები ამ მეოთხეჯერ ჩეკის ანთებამ ;დ

Re: Car

Posted: 06 Nov 2020 02:21
by Riddick
რო გამოცვალე და აანთო, მერე კიდე გაუკეთე დიაგნოსტიკა?
დიაგნოსტიკას იმენა შენი მანქანის აპარატით უკეთებ, ცენტრში, თუ ზოგადად ვინმე ჭიკოსთან?

Re: Car

Posted: 06 Nov 2020 02:23
by SLaYeR
ბიჭო ალუკარდას მისწერე აბა, მაზდაა მაგისიც და იქნება იცოდეს რამე

Re: Car

Posted: 06 Nov 2020 02:27
by Ripster
კი აი ბოლო იყო კაროჩე აანთო, მივედი გამოვცვალე, ჩააქრო იმ თავის სკანერიდან და თავიდან რომ გაუშვა დიაგნოსტიკა არ ამოუგდია
მითხრა ამ კოდზე ეგრევე არ აგდებს უნდა იარო რამდენიმე კილომეტრიო
მეც ასე ვიცოდი გუგლიდან ;დ წავედი ვიარე და ისევ ამინთო რამდენიმე დღის წინ
მივედი და მაშინ მითხრა დაიკიდე ვაბშე ეგ ჩეკიო ;დ


რაღაც მაზდას კლუბია და მაგათ ბოქსში მივედი იდეაში ვიღაც ჭიკოა ალბათ რავი
ჩვეულებრივი OBD2 დაჩიკი გააძრო ლურჯები როა, შეუერთა და მობილურში უყურებდა კოდებს ;დდდდ
https://www.facebook.com/SRTperformance1 აქ ვიყავი


ცენტრში სად მივიდე?

Re: Car

Posted: 06 Nov 2020 02:27
by Ripster
SLaYeR wrote:ბიჭო ალუკარდას მისწერე აბა, მაზდაა მაგისიც და იქნება იცოდეს რამე

აუ კი
ალუკარდას უნდა მივწერო ;დ

Re: Car

Posted: 06 Nov 2020 11:22
by Riddick
შეილება ცენტრში არ მიხვიდე მარა, ისეთ ადგილას მიხვიდე სადაც უშუალოდ შენი მანქანის შესამოწმებელი აპარატი ექნებათ. + ხალხი უნდა იყოს ადეკვატური, რო მიდიხარ და ფულს უხდი ამ დედა მო**ლს და დიაგნოსტიკის მერე გეუბნება ყ(ზე დაიკიდეო, მაგრად უნდა გალახო და ფულიც წაართვა და აპარატიც. ეგრე მითხრა მეც ერთმა და მაგრად ვკაჩავე, თან 25 ლარი უნდოდა. ამიტო სადაც არ უნდა მიხვიდე თავიდანვე უთხარი რო ყ(ზე დასაკიდებლად არ მოვსულვარ, მაინტერესებს უშუალოდ რა პრობლემააქ და თუ ვერ გამაგებინებ ფულს არ ვიხდითქო. კოდი გაიგე პირველ რიგში და დეტალურად ამოაკითხინე რას უწერს მაგ კოდზე. არ მოეშვა.

მერე კოდი აქ გააძრე და ვნახოთ კარგად კიდე.
ალუკარდასაც მიწერე. მარა კოდის გარეშე ვერ გეტყვის რისი ბრალი იქნება.
ზოგადად ჩეკს კონკრეტულად რამდენიმე რაღაცაზე ანთებს და ძრავთან დაკავშირებულია ყველა მომენტი (ბენზონასოსიდან დაწყებული, გამონაბოლქვ სისტემამდე).

Re: Car

Posted: 06 Nov 2020 12:47
by Ripster
არა გავიგე რაც არის მანახა თვითონაც
P0455-ს აგდებს
ბენზინის ორთქლის თემაა ეგ კოდი, მაშინ აგდებს ხოლმე ბაკის თავსახურია ხოლმე ცუდი ან evap სისტემა გაუმართავი
ორივე გამართული მაქვს, შეამოწმა
თავსახური გამოვცვალე კიდეც, იქვე ვიღაც გოგო იყო მაგ კლუბის პრეზიდენტი, ნაწილები ჩამოაქვს ხოლმე და მაჩუქა გქონდეს მეც მქონდა მსგავსი პრობლემაო

Re: Car

Posted: 06 Nov 2020 13:15
by hellwalker
ერორის სისტემა ხო არ ბაგავს თვითონ? დიაგნოსტიკა :D

Re: Car

Posted: 06 Nov 2020 13:46
by Riddick
თუ ერორს აგდებს, ანუ რომელიღაც არ მუშაობს :) შეამოწმა და მუშაობს, გამორიცხულია ლოგიკურად. მაშინ დიაგნოსტიკის აპარატის ბრალი უნდა იყოს, მარა ჩეკი გინთია ფაქტია :)

The code P0455 is set when the engine computer recognizes a large leak in the Evaporative emission control system (EVAP). The vehicle's EVAP system is sealed, it's main purpose is to prevent gasoline vapors in the fuel tank from escaping into the atmosphere.


ალბათ უფრო გასდის და ვერ ნახეს ამათმა? იმიტო რო ნახე რამდენი რაღაცისგან შედგება Evaporative emission control system

>>>

იდეაში ბაკიდან სანამ ძრავში შევა ბენზინი, სადღაც მანდ არი პრობლემა. ხელოსანიც შესაბამისი უნდა გაარკვიო. ჩემსას ბენზო ნასოსი უყენია. ამას ეტყობა რაღაც ახალი სისტემააქ, ესე ვერ ვერკვევი. და ნუ ეს ამის "ბენზო ნასოსია". შესაბამისად ტიპი გინდა ვინც ამაზე არი ორიენტირებული. პირველ რიგში მექანიკური შემოწმება ეცოდინება მაგ ნაწილის და გაარკვევს ეგრევე რაშია პრობლემა ზუსტად. ან ეგრევე გეტყვის რა პრობლემა ექნება და რა აქ გამოსაცვლელი.

პ.ს. შეგილია დაშლილებშიც იკითხო ეგ ბლოკი რა ღირს. თუ არაა ძვირი საერთოდ მთლიანად გამოაცვლევინებ და ეგ იქნება.

Re: Car

Posted: 25 Nov 2020 20:41
by Ripster
მოკლედ მივათრიე დღეს თეგეტაში და გაარკვიეს როგორც იქნა რისი ბრალია
ბენზინის ნასოსის დამჭერი რგოლი, ხუფივით რომ ეკვრის გარშემო ეგაა გაბზარული და მაქედან აპარებს ბენზინის ორთქლს ;დ

ბოლზე შემოწმებით კეთდება თურმე
ივეპის სისტემაში უშვებენ რაღაც სპეციალური ხელსაწყოთი ბოლს და საიდანაც გააპარებს მერე ხედავენ

https://www.mazda3forums.com/attachment ... jpg.76481/
ასეთი რაღაც ჭირს

აუ და ყველაზე ტრაკობა რა არის
მოკლედ, ამ ადგილს უდგები მარტივად უკანა სავარძელი რომ გადაშალო, პატარა ლუკივით აქვს დატოვებული ოთხ ბოლტზე და იქიდან მარტივად უდგები ბენზონასოსს

მაგრამ
ეგ ამოჭრილი ადგილი ზუსტად იმხელაა რომ მხოლოდ ნასოსის პროვოდებს მიუდგე და ვერანაირად შეძლებ იქიდანვე მაგ ხუფის ან მოხსნას ან გამოცვლას :)

და გიწევს მთელი ბაკის მოხსნა აი ამ პატარა უაზრობის გამო