Page 26 of 82

Re: Movies

Posted: 09 Dec 2016 15:25
by hellwalker
პერეგრინ დეიდას სტრანნი ბალღების სახლი - რავი მე არ მევასება ესეთი სტილის საბავშო ფენტეზი, ვაბშე საბავშო ფენტეზი არ მევასება ჰარი პოტერის ყაიდაზე თუ არაა. მარა ვისაც მოგწონთ შეილება გაგისწორდეთ.
ობიექტურად რაღაც ნაკლები აქ. სიუჟეტში ბევრი პრაკოლებია ლოგიკური. ზებუნებრივ მოვლენებთან მიმართებაშიც მიქარეს ცოტა, ანუ მისცეს წესები და ფორმატი თუ როგორ მუშაობს გარკვეულ წილად, მარა ეს წესები აფსურდული და ჰაერიდან მოტანილია. ჯობდა ან სულ მთლიანად აუხსნელ მისტიკას მიწოლოდნენ, ან თუ მექანიზმს ურთავდნენ მაინდამაინც ბოლომდე დაემუშავებინათ და ლოგიკურად გაემართად. ვიზუალური გაფორმებაც უკვე მოძველებულივითაა, სლენდერმენის სიფათიანი მონსტრები, გაფუჭებული creepy სათამაშოები და ა.შ. ბარტონის ფილმისთვის მოსაწყენი, კარგად გამოკვლეული თემებია. რამე უფრო საინტერესოს მოველოდი.

მარა თუ ლოგიკას გათიშავთ და ეგ ვიზუალური სტილისტიკა არ მოგბეზრებიათ, რაღაც პიტერ პენის და პერსი ჯექსონის ტიმ ბარტონისეულ ნაზავად შეგილია ჩაუჯდეთ.

Re: Movies

Posted: 11 Dec 2016 02:12
by Riddick
The Illusionist (2010) - რო დამთავრდა მადლობის მოხდა მინდოდა ავტორებისთვის. მსგავსი ხარისხის შემოქმედება ბევრი არასდროს არ არი. თითქოს გაცოცხლებულ ნახატებიან წიგნს უყურებ. ლამაზი, ადამიანური, სასაცილო და სევდიანი მულთფილმია დაუვიწყარი სტილით. საოცრად არი დაჭერილი გარემოს სული, ქალაქი და ყველა ლოკაცია რეალურის რაღაც ამოხსნილ ექოს გავს. მომენტებში ისეა დახატული რო ძალიან მაგონებდა რამე გამორჩეულ 2D ქვესთს. ვისიამოვნე, გირჩევთ :bats:

პ.ს. შოტლანდიაში წასვლა მომინდა

Re: Movies

Posted: 14 Dec 2016 03:41
by Riddick
Blue Velvet
ლინჩის ფილმები სადაო საკითხია. ზოგს მაგრად მოწონს, ზოგი ვერ ხვდება რას უყურა, ზოგს არ მოწონს. მე ვფიქრობ რო კონკრეტული ფსიქიური აშლილობააქ (ამას არ ვიძახი მისი ხედვის რაიმე სახით დაკნინების გამო). მოცემული ტრამვის ქვეშ, რა პერსპექტივითაც ხედავს სამყაროს იმას დებს ფილმებში და კიდია ნებისმიერი დონის ახსნა განმარტება. ვისაც მსგავსი თემები აწუხებს ისინი ადვილად იჭერენ აზრს. აქვს თავისი ხელწერა და გამოყვანილი ატმოსფერო, რომელიც მეც მომწონს. უსახური, უპატრონო, სევდიანი, გამომშრალი და უაზროდ დარჩენილი ტიპების სამყაროებიაქ ძირითადად სადაც ბოროტება ყოველთვის მთავარ როლში ექცევა. ბოროტება თითქოს ერთადერთი პატრონია მისი პერსონაჟების და ისინიც მას ერთგულად ემსახურებიან. Blue Velvet იგივე განწყობის ფილმია, მარა უფრო ნაზი და მელანქოლიური...? უფრო უნდა იგრძნო ეს ფილმი ალბათ ვიდრე გაანალიზებას ეცადო. ერთი სიტყვით მომეწონა.

https://www.youtube.com/watch?v=CD8794fGgXs

Re: Movies

Posted: 19 Dec 2016 02:59
by Riddick
Spotlight (2015) - არვიცი რა დავწერო. მაგარი ყალბი შეგრძნება დატოვა. ერთ დღეს რედაქციაში მოდის ვიღაც ებრაელი, ისე როგორც ქრისტე მოევლინა ხალხს მშველელად და ამბობს რო ეკლესიაში ქიხი ხდება. ამის მერე ტიპები იწყებენ სასულიერო პირების მიერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოძიებას და რეჟისორი ძალიან ცდილობს, რომ აღმაშფოთებელი და შოკის მომგვრელი გახადოს თემა, პროსტა რაც უფრო ცდილობს მით უფრო ყალბი ხდება ფილმი. პოლიტიკაში რო კორუფცია აღმოაჩინო 50 წლის ჟურნალისტმა და ამ უსამართლობით შეძრწუნებულმა მთლიან სისტემას დაუწყო ბრძოლა ზუსტად იგივე ვარიანტია და გულში გეცინება რო უყურებ. ანუ ამ ჟურნალმა 2002 წელს ამ თემასთან დაკავშირებით სტატიების წერა დაიწყო და მერე მთელ მსოფლიოს მოედო იგივე სენი და ყველამ დაიწყო პედოფილ სასულიერო პირებზე წერა, მარა ფილმში თვითონ პრობლემის გადაწყვეტის გზა არ ჩანს... რაღაც შეგუებული ბოროტების ტალღასავით არი, უცებ რო ყველა აღშფოთდება მარა რო იციან რო ტრაკი არააქვთ და ისევ თავიანთ საქმეებს რო უბრუნდებიან :whitewolf:

Re: Movies

Posted: 19 Dec 2016 14:24
by Riddick
The Man from U.N.C.L.E. (2015) - დაენძრა რიჩის, შერლოკ ჰოლმსზე უსახური ყლეობაა. ორივე მთავარი გმირი ერთმანეთზე პიტალოები არიან, როგორც პერსონაჟები ისევე მსახიობები )) სიუჟეტი სადღაც დევს უკან ატომურ ბომბში )) Henry Cavill ტიპი ფიტულს მაგონებს, მონადირებული ცხოველების გვერდით უნდა იდოს სადმე მისაღებში )))) ერთადერთი რაც მომეწონა არი Gaby (Alicia Vikander), მუსიკა და უაზრო მარა გასართობი ჯეიმსბონდური ექშენი

https://www.youtube.com/watch?v=GyR-RLwhW9s

https://www.youtube.com/watch?v=BQJh6gfUGlo

ცუდია რიჩის დაკარგვა, ტარანტინოს შვილი ვიყო ))

Re: Movies

Posted: 20 Dec 2016 03:09
by hellwalker
ამ ბოლო დროს ძაან პერვერტული რამე დავამუღამე, ბლოკბასტერებს და მასიურ ფილმებს, ვუყურებ TS ხარისხით. აუდიო რო ნორმალური ქონდეს ოღონდ.
იმენა 90-იანების ბოევიკად რომ იყურება დაბალი ხარისხის გამო, მერე აფსურდული სიუჟეტიც კონტრასტში აღარ მოდის და უფრო სასიამოვნოდ იყურება :D

Re: Movies

Posted: 16 Jan 2017 07:19
by hellwalker
A little chaos - სიუჟეტი არის რა, მარა ერთერთი ისეთი ფილმია მედიტაციური და წყნარი. ტვინის დასვენება რო გინდა ერთი ორი საათით და სიმშვიდეში ყოფნა, კარგად მიდის.

Re: Movies

Posted: 16 Jan 2017 22:14
by Riddick
თან რა ქასთია :) ვნახავ.

Re: Movies

Posted: 17 Jan 2017 00:46
by Riddick
დღეს გამახსენდა რატომღაც, 90'ნებში ძაან ცნობილი ფილმი იყო, ვიდეოს ეპოქაში. ტიპები მინივენებით რო ქარბორბალებს დასდევენ. ვერაფრით ვერ გავიხსენე სახელი და ხო არ გახსოვთ ? )) უეჭველი გეცოდინებათ, მაგარი ცნობილი იყო.

Re: Movies

Posted: 17 Jan 2017 01:09
by SLaYeR
http://www.imdb.com/title/tt0117998/ ეს უნდა იყოს მონი. ბილ პრექსტონი და ჰელენ ჰანთი. რუსთავზე გადიოდა ხოლმე თვეში ერთხელ მგონი, ამოჩემებული ქონდათ :D:D რაგაც პეპლებივით ვეშებს რო ყრიან ტორნადოზე დასაკვირვებლად.

Re: Movies

Posted: 17 Jan 2017 02:03
by Riddick
გაიხარე ))) ძაან მევასებოდა. თუ ვნახავდი რო გადიოდა უყურებდი ხოლმე უეჭველი. კავკასიაზეც იყო მგონი ადრე, ზუსტად არ მახსოვს. უნდა უყურო. ვაფშე ამ დროინდელ ბოევიკებს და სხვა ჰოლივუდურ კლასიკას უნდა ჩაუჯდე, დიდიხანია მაგის გაკეთება მინდა რა.

Re: Movies

Posted: 25 Jan 2017 10:40
by SLaYeR

Re: Movies

Posted: 29 Jan 2017 04:36
by Riddick
ოსკარი - მოლოდინები, ანალიზი

Re: Movies

Posted: 29 Jan 2017 11:35
by GHOST
>>>

ამირანში ვიყავი სიჩუმეზე(ისთ-ფოინთშიც იგივე მაფია ტრიალებს), ჰოდა ფილმი დაითრიეს რუსული პრაკატიდან, სადაც გადის ორიგინალში და რუსული საბებით. აქაც, შესაბამისად, რუსული საბები აქვს, მაგრამ ასე გაშვება გაუტყდათ ეტყობა და დვდსქრინერის ხმა გადმოწერეს, რუსული გახმოვანება და დაადეს. თავიდან სინქნორში არ არის (facepalm). კაროჩე, არ გირჩევთ. დაელოდეთ და ორიგინალში ნახეთ, ჯობია.

Re: Movies

Posted: 30 Jan 2017 06:52
by SLaYeR
Arival - მომეწონა ძალიან, ფინალისკენ განსაკუთრებით. ამ JRPG-ების გადამკიდე ჩემთვის ახლობელი თემა შემოვიდა რაზეც ბევრი მიფიქრია და გამიხარდა ლამზად და მარტივად რო მოაწოდეს თემა, რაღაც მედიტაციური სიმშვიდით.
► Show Spoiler

Re: Movies

Posted: 01 Feb 2017 07:41
by Riddick
Сюжеты неинтересных фильмов
Человек просыпается в закопанном гробу с мобильным телефоном. Смотрит смешные картинки, пока не сядет батарейка.

Безумный Макс. За весь фильм Максим тратит 750 рублей в попытках вытащить мягкую игрушку из автомата, но ему это так и не удаётся.

Искусственный интеллект решает уничтожить человечество, но из–за несовместимости ПО, платформ и устройств у него ничего не получается.

Действие фильма «Один дома» разворачивается в однокомнатной квартире.

Женя Лукашин, напившись в бане на Новый год, случайно попадает в Ленинград. Оказывается, что в Ленинграде тоже есть улица Строителей, на которой тоже есть дом 25, в котором точно такая же квартира 12, в которой живёт такой же Женя Лукашин.

https://wtf.jpg.wtf/8b/67/1485846413-8b ... 80e2f.jpeg

Re: Movies

Posted: 02 Feb 2017 16:12
by GHOST
პერსონაჟის ყველაზე თესლი შემოყვანა - https://youtu.be/Gr1JTZ6Mki4?t=298

Re: Movies

Posted: 07 Feb 2017 13:21
by Riddick

Re: Movies

Posted: 11 Feb 2017 23:02
by hellwalker
Hacksaw Ridge - რეალურ მოვლენებზე რომ არ იყოს დაფუძვნებული რაღაც კაპიტან ამერიკასნაირი ფენტეზი სისულელე იქნებოდა. რეალური ისტორია ძალიან საინტერესოა, მარა ფილმი ცოტა მოუკოჭლებსავით მაინც. თუმცა ერთხელ ნახვა შეიძლება.

Re: Movies

Posted: 12 Feb 2017 00:38
by GHOST
რაღაცნაირი სტრანი ფილმი იყო, თან ერთ მომენტში პაციფიზმზე მიდის მთელი ამბები და შემდეგ სლოუ მოუშენში წვავენ ჯაპებს. :დ
არ დამევასა საერთო ჯამში, არც ეგ და არც ნოქჩურნალ ენიმალზ.