Page 80 of 82

Re: Movies

Posted: 02 Aug 2023 14:38
by Tom Clancy
მეც ძაან ვისიამოვნე, ახალ ლეველებს დებს კაცი რეჟისორულად.

ერთი ის მიკვირს, რატომ არ იყო ფილმში რიჩარდ ფეინმენი? ბევრისთვის აინშთაინის შემდეგ პირველი ტვინია ფიზიკაში, მონაწილეობდა მანჰეტენის პროექტში.

edit: ყოფილა) როგორ გავმაზე.
დაჟე ეს მომენტიც ჩაუდიათ ფილმში: სათვალეები რომ დაგვირიგეს იმდენად მუქი იყო მოვიხსენი და მანქანის მინიდან უყურებდა აფეთქებას, სათვალის გარეშეო (ულტრაიისფერ სხივებს ეგეც არ გაატანდაო)

Re: Movies

Posted: 03 Aug 2023 12:56
by Ripster
ძალიან მომეწონა
ორჯერ ვიყავი :whitewolf:

Re: Movies

Posted: 05 Aug 2023 23:51
by Riddick
მეც მომეწონა, თან ძაან

მარა ოუფენჰეიმერის ბილდაფი არ მომეწონა როგორც პერსონაჟის, შეკრული სახე არ მომცა, არაცალსახა იყო ის ყველაფერი რაც მის გარშემო ხდებოდა და უფრო სიღრმეში მაინტერესებდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რო თითქოს გადაიფარა რაღაცეები და ეინშტეინთან ბოლო ლაპარაკმა, ზოგად ებრაელობაზე ცოტა უგემოვნო ფიქშენისკენ და პოლიტ ტრაკში ძრომისკენ წაიღო. თითქოს "გამოაძვრინეს" იმის გამო, რომ ფილმის მთავარი პერსონაჟი იყო, არადა რეალობა მაინც სხვა დარჩა. მარა ნუ შეილება მე მომეჩვენა ესე.

ძაან კარგი ფილია დანარჩენში რეალურად და მეორეჯერ წასვლითაც წავიდოდი.

Re: Movies

Posted: 09 Aug 2023 14:11
by Riddick
Los renglones torcidos de Dios 2022

ფილმების იმედი დამიბრუნა ამ ფილმმა. ყველაფერი მომეწონა საერთოდ, სცენარიდან დაწყებული, გადაღების სტილით დამთავრებული. ძალიან დიდი დეტალებისადმი ყურადღებით არი გადაღებული და სიუჟეტიც ძაან მომეწონა. თან ფსიქიატრიულის რაღაც უნიკალური ატმოსფეროა დაჭერილი. პატარა კუნძულივით აღიქვავ, თავის მაცხოვრებლებით და შიდა ისტორიებით.

The Whaler Boy

ეს კიდე ცალკე თემაა. არაფერ განსაკუთრებულს არ ველოდი, მარა ნამდვილი და ცოცხალი არტჰაუსი შემრჩა. ფილმი რეალურად თანამედროობას ეხმარურება და საინტერესოა როგორც პირდაპირი, ასევე სურიალისტური, ან თუნდაც ფილოსოფიური დატვირთვით. ძაან მომეწონა. გულით გადაღებული, ერთიანად უბრალო და რთული ფილმია.

Re: Movies

Posted: 24 Sep 2023 00:51
by Riddick
Greyhound 2020

სასიამოვნო ატმოსფერო წამოიღო, აი გემრიელად რო გაიხსენებ ძველი, მეორე მსოფლიო ომის ფორმატის ფილმებს, ისეთი

Re: Movies

Posted: 28 Sep 2023 21:56
by Riddick
გრეიჰაუნდმა მეორე მსოფლიოს სეთინგის მუღამი მოიტანა და Enemy at the Gates უყურე.

სუ მინდოდა, ნაწყვეტები მქონდა ნანახი და მეგონა რო ძაან კაი ფილმი იყო, მაგრამ საქმეზე მოძველებული და პრიმიტიული რაღაც დამხვდა.

შეილება ყურება, მარა დიდი ვერაფერი. 7.5 ფილმი აი ნამდვილად არაა.

Re: Movies

Posted: 05 Oct 2023 12:35
by Riddick
The Creator 2023

დიდიხანია ესეთი ყ*ეობა არ მინახია :) პროსტა იმიტო უნდა ნახო კაცმა, რო მიხვდე რამდენად სამარცხვინო და დეგრადირებულ დონეზეა უკვე დასავლური პროპაგანდა ) არადა 80 მილიონიანი ფილმია და ვიზუალურად არი ძალიან კარგი

Re: Movies

Posted: 05 Oct 2023 13:25
by Riddick
The Boy and the Heron

დაგვიბრუნდა ბაბუა

Re: Movies

Posted: 05 Nov 2023 00:20
by Riddick
The Nest 2020

კაი კინოა. პარალელების გაკეთებაც საინტერესოა, თუ საკუთარ თავთან არა, გარემოცვასთან მაინც

Re: Movies

Posted: 25 Nov 2023 01:55
by Riddick
Sicario Day Of The Soldado 2018

იდეაში მეორე ნაწილია. კარგი საყურებელია, იგივე დუხიაქ, მარა ძაან სერიალის სერიასავით მთავრდება და ცოტა დავიბენი. იდეაში მესამეც საინტერესო ქინება თუ გამოვა, იმიტო რო ფაქტიურად შუაში გაწყდა ფილმი.

Re: Movies

Posted: 27 Nov 2023 13:46
by Riddick
The Man Who Wasn't There 2001

მომეწონა. ნოარის სტილიც უხდება და თხრობის მანერაც.

Re: Movies

Posted: 01 Dec 2023 11:14
by GHOST
https://www.youtube.com/watch?v=Ys8NiuJCHHs

საგიჟეთი იქნება(იმედია).

მაგრამ, ფური როადისგან არ ველოდი და ისეთი გაასწორა, რომ უკვე დიდი მოლოდინებით ვარ განწყობილი.

Re: Movies

Posted: 11 Dec 2023 13:13
by Riddick
ბარბი ვითო ნოსტალგიით და თვითკრიტიკით რო დაიწყო, ვიფიქრე რაღაც საკაიფოათქო. შუიდან ისე გაბანძდა რო წავშალე.

Re: Movies

Posted: 26 Dec 2023 11:09
by Riddick
მეოთხე ჩაჯდომით ვნახე პიველი ჰარი პოტერი. ძაან ძნელი ყოფილა, რაღაც ფრაგმენტებად რო იცი, იმის ერთიანად ნახვა. მარა ეხა გავცდი იმას რაც ვიცოდი და მგონი კარგად წავა. თან კაი პერიოდია ამის პირველად სანახავად

Re: Movies

Posted: 23 Jan 2024 02:46
by Riddick
The Killer

ძაან კაი რამეა

Re: Movies

Posted: 23 Jan 2024 14:14
by GHOST
დაიდო ეგ ხარისხში? რაც rarbg დაიხურა, სიბნელეში ვარ. :დ

Re: Movies

Posted: 24 Jan 2024 00:07
by SLaYeR
ნეტფლიქსის იყო, დადებისთანავე ვუყურე კაი ხარისხში

1337x.to ზე ვეძებ ხოლმე
rarbg სამოთხე იყო ფილმების :(

Re: Movies

Posted: 24 Jan 2024 20:29
by GHOST
ა, დამავიწყდა, რომ ნეტფლიქსის იყო. :დ

Re: Movies

Posted: 25 Jan 2024 00:32
by Riddick
რუტრეკერიდან გადმოვწერე მე პუტინის მონამ

სიუჟეტი არააქ ფილმს ფაქტიურად, ჩისტა მკვლელის სეთინგის გადმოცემაზეა, მარა ისეთი გადაღებულია რო გისწორდება პროცესი

Re: Movies

Posted: 25 Jan 2024 02:46
by SLaYeR
თავიდან ნახევარი საათი რო ემზადება კაცი და რო ააცილებს ისეთი ვიცინე რო მერე ძალიან პოპკორნულად ვუყურე მთელ ფილმს. ექშენიც მასე წავიდა ბოლოსკენ. მარა კაი გადაღებულია, ზიხარ და კაიფობ.
თავიდან ტრეილერი რო ვნახე ჰიტმენის მუღამი მომიტანა მარა ბოლომდე ვერ შეისხა მაინც ეგ მუღამი.
ფრანგული კომიქსის ადაპტაციაა და სერიებია ის, შინაგანი მონოლოგის თემები მეტი იქნება და უფრო გავრცობილი წესით