გრძელი ნათელი დღეები დილის 6 საათზე რო ფილმის ყურებას დაიწყებ და ფილმიც რო შეესაბამება სიტუაციას.
"აი მაშინ არაფერი არ იყო მარა ამაზე კარგად მაინც ვიყავით" - პერიოდზეა. 1992 წელი.
კოშმარის დასიზმრებასავით იყო, არვიცი უძინარმა რო ვნახე გამთენიისას მაგის გამო, თუ ისედაც ეგეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, მარა მართლა "უძილობას გავს". რაღაც გახუნებულ ნათელ ფერებშია სტილიზებული. მოქმედების ადგილი თბილისი. პერსონაჟები ზუსტად ჩვენ თაობას თამაშობენ, შეილება ოდნავ დიდს. თითქოს დროის მანქანაში ჩამსვევს და ეხა 30 წლის ასაკში რეალობაში დამანახეს ის ყველაფერი, რაც დროის და ემოციის შელამაზებული იყო. იტოგში წავედი მერე დავწექი და გარეთ რო გავიხედე ზუსტად ეგეთი დღე იდგა ისევ