Unread post#473 » 11 Aug 2016 03:10
Suicide Squad - ძალიან ცუდი ფილმია.
პირველ რიგში უხარისხოდ არის დალაგებული სცენები, ძალიან ბევრი ექპოზიციის სცენაა მიყრილი პირველი 40 წუთი, მერე პირიქით რაღაცეებს აკეთებენ გმირები და ვერ ხვდები რატომ, რისთვის ან რა მიზეზით და ბოლოს ვაბშე რაღაც სურეალისტური feel-ით იჩითები დისნეის ატრაქციონზე.
მთავარი სიუჟეტი ბანძ RPG-ს ყაიდაზე ვითარდება. ვიღაც ქალი გააძრობს ქანდაკებას გატეხავს და შეუსახლდება მუმია ვეძმა ქალი, მერე ეს ვეძმა ქალი იპოვის თავისი ძმის ქანდაკებას გატეხავს და დიდ პორტალს გაახსნევინებს შუა ქალაქში, პახოდუ გამვლელებს ეზასავება და შავი მძღნერის მასად აქცევს რომელიც დუღს პახოდუ.
ამასობაში Suicide Squad-ის წევრები აი სუფთა Resident Evil-ის ingame სინემატიკ სცენების კოსპლეის გადიან, ოღონდ რენდომულად ამორჩეულ და დალაგებულ სცენების. მოძრაობენ დაცარიელებულ ქუჩებში და ებრძვიან ვეძმასთან ზასაობის შედეგად მძღნერის მასად ქცეულ როჟებს, პერიოდულად ჩერდებიან და ბანალური საუბრები აქვთ ერთმანეთში.
ამასობაში ირთვება ფლეშბექის არანაკლებ ბანალური სცენები სადაც აღმოჩნდება რომ ყველა პერსონაჟის უკან მოტივაცია არის ან დაკარგული სიყვარული, ან მის მიერ მოკლული სიყვარული ან საყვარელი ადამიანი რომელსაც დაშორებულია თავისი სიცუდის გამო. ოღონდ ეს არ არის რაღაც ქვეტექსტის სახით მოწოდებული როგორც Watchmen-ში, რომ სიყვარული მთავარია. უბრალოდ შაბლონური წარსულის მოტივაციაა ექსპოზიციის სახით ნაჩვენები. ეს არ ვიცი ფანტაზია არ ეყოთ და იმიტომ გამოუვიდად, თუ ეს მეორეხარისხოვანი პერსონაჟები კომიქსებში ასე უაზროდ და შაბლონურად იწერებოდა კომიქსებში, მარა შედეგია რომ სეტინგის ყველაზე ბედესი და ცუდი ხალხი მეორეხარისხოვანი ვილანებიდან არიან კეთილი ბულკი დადებითი გმირები.
ყველაზე გასაოცარი არის რომ ჯოკერის პერსონაჟის მოტივაციაც არის სრულად ჰარლი ქვინის დაბრუნება, მათი ურთიერთობა ბონი და კლაიდის და Notebook-ის სტილშია გადაკეთებული და პახოდუ ჯოკერი რაღაც მექსიკელ განგსტერად არის წარმოჩენილი რომელიც კლუბი ზის, მაყუთს აგროვებს ქვეშერმდომებისგან და თუ ვინმე ჰარლის ცუდათ შეხედავს ეჩხუბება. ასეთი რაციონალური ჯოკერი ჯერ არ გვინახავს.
ამ მთელი მაინდ ფაქის ყურების მერე ფილმის გმირებს არანაირი უარყოფითი თვისებები არ აქვთ შერჩენილი და ერთმანეთის გამტანი კეთილი ედვენჩურ ფართია რომელიც მიაღწევს მუმია ვეძმამდე და მის ძმამდე და ცუდი RPG-ისთვის დამახასიათებელი აფსურდული გეგმით დაამარცხებს.
პროცესში ვეძმის მოკვლა მოუწევთ და ერთი პირი ჩანს რომ ვეძმის სიკვდილთან ერთად მისი host არქეოლოგი ქალიც კვდება, რომელიც კსტაწი თვითმკვლელების რაზმის მეთაურ სპეცრაზმის უფროს უყვარს, მარა დისნეის საუკეთესო ტრადიციებში სიბნელის ერთი ნოტაც კი არ ეხება ფილმს და ვეძმის გაქვავებული გვამიდან შიშველი არქეოლოგი გოგო ამოვა უცებ.
ამის მერე კრიმინალების ბანდას ასევე ბულკურად დააბრუნებენ ციხეში, სადაც უცებ კარებს შემოამტვრეს ჯოკერი, გაანთავისეუფლებს ჰარლი ქვინს და ეხუტება. ამით მთავრდება ფილმი და ტვინს უკვე გონია რომ გესიზმრება კინოში რომ იყავი, დროა გაიღვიძო და თავი დამნაშავედ იგრძნო რომ სიზმარშიც კი ასეთი დაულაგებელი და აბსურდული სიუჟეტი შეკრა შენმა ქვეცნობიერმა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.