Movies, საერთო თემა > ფილმები

თავისუფალი სივრცე < საერთო თემა < გამოკითხვა < მოვლენა
Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#441 » 22 May 2016 18:20

Black Mass - სკეფტიკურად ვიყავი განწყობილი, მარა არც ისე სკეფტიკური სურათი აღმოჩნდა. უმეტესწილად ნაცნობი, მაგრამ შესრულების ხარისხის და ამბის გარკვეული დეტალების გამო მაინც გამოირჩევა სხვებისგან. ჯონი მაგრად თამაშობს და სერიოზულ პერსონაჟს ქმნის. სხვებიც საკმაოდ საინტერესო ტიპები არიან. სიუჟეტი დინამიურია და უხერხული სისულელეების გამო მთლიანობას არ კარგავს. ამბავს ეტყობა, რომ რეალური და მაქსიმალურად ნაკლებად შელამაზებულია. ერთი სიტყვით კრიმინალური დრამების მოყვარულებისთვის მასთ ჰევია.

Crimson Peak - ამასაც ველოდებოდი. არაფერი საერთოდ. ვიზუალის ყველა ასპექტი უმაღლეს დონეზეა. კამერას მომენტებში რაღაც უცხო ეფექტები ადევს, ძირითადად ფერთა გამას ცვლის და მაგრად უხდება. მარა ფილმი არი აფსოლიტური ნოლი დასაწყისიდან დასრულებამდე. ძალიან მიტყდება რო Guillermo del Toro ამხელა გამოცდილებით ესეთ ბანალურ სირობას იღებს 2015 წელში. ტიპი რომელსაც SH უნდა გაეგრძელებინა ისეთ ჰორორს დებს რო კიდე კაი არ გააგრძელა. იმენა 16 წლის თინეიჯერი გოგოების სტრაშილკაა.

Deadpool - პოზიტიურად რო ლაპარაკობდნენ რაღაც ვერ შევდიოდი თემაში ბოლომდე. პირველ ევენჯერსზეც პოზიტიურად ლაპარაკობდნენ და ალბათ იმიტო. რაც ყველაზე მაგრად მიტყდებოდა - დრამატულ მომენტებს და კილიშეებს დასცინის, მარა თითონაც იგივე რელსებზე დგასო იძახდნენ. როგორც რამდენიმე კარგი შუტკის, ძაან კლიშე ფილმს ისე უყურე, მარა უკაცრავად. იუმორი და დრამატული მხარე ძალიან ჰარმონიულად გადადის ერთმანეთში. ეს არაა პიტერ პარკერი, თავის პოზიტიური შუტკებით. დედპულს უხდება დრამატულობა. ტიპი შიზოფრენიკია და გაორების მაგივრად გაოთხებააქ. ეტყობა ცხოვრების ტრამვა და ასწორებს. თან ამის მიუხედავად ვილანი არაა, პროსტა დედპულია )) იმდენად აზზე მოსული რო დაჟე მაყურებელსაც ხედავს )) ძაან საკაიფოდ ასვავს საკუთარ მტკივნეულ მომენტებს თავისივე ღადაობებს. ცხოვრებას ირონიულად უყურებს და ჩანს რატომაც. სიუჟეტი ძალიან მარტივია, მარა ხარისხიანად არი გაკეთებული ყველა მომენტი. ყველაფერს ყურადღება ექცევა, დაჟე მოწინააღმდეგეებსაც )) ძაან გამისწორდა და იმედია მოვა დედპულის დროც.

User avatar
SLaYeR
Posts: 6148

Re: Movies

Unread post#442 » 23 May 2016 04:37

X-Men Apocalypse - უჩას გავყევი და რავი, წინები ჯობია, არ გროვდება აქ კარგად მომენტები ისე რო კულმინაციას ეფექტი ქონდეს, დრამატიზმიც აკლია და წინა სერიის მერე პერსონაჟების მოტივაცია ბევრად შესუსტებულია. რაღაც ფილერივითაა და საწყენია. ძალიან ფანბოი თუ არ ხარ ან ეფექტების და ნაშობის საყურებლად არ მიდიხარ საშუალო დონის ფილმის შთაბეჭდილება დარჩება.

ოლივია მანი <3
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#443 » 24 May 2016 01:06

Aloha (2015) - Emma Stone, ანუ მოწონება ხო არი თემა, მარა ეს იმენა ტვინს ტყნავს. მინდა რო რაღაც ოდნავ გასართობი ფილმი ვნახო, ცოტა კაი ხასიათზე დამაყენოს (ალოჰა, ჰავაი, ოკიანე, სერფინგი), მარა ვერ უყურებ. ანუ იდეაში რაღაცას უყურებ, სადაც ემა სტოუნი თამაშობს )))

Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#444 » 24 May 2016 15:54

Sicario - იმდენად სერიოზული მიდგომით არი გადაღებული და დაწერილი რო დოკუმენტურ ფილმს გავს. რეალურ, მიმდინარე ბოროტებას განახებს. Heat კატეგორიაში დავაყენებდი.

User avatar
GHOST
Posts: 1954

Re: Movies

Unread post#445 » 25 May 2016 15:27


User avatar
grigoli1970
Posts: 847

Re: Movies

Unread post#446 » 02 Jun 2016 02:39

WOW ს ვუყურე დღეს, 3დ ს პონტში დიდად ვერ გაქაჩა ეფქტებმა მარა თითონ ფილმი ძაან ამგარია, არ მითამაშია ეს თამაში მარა მუღამი მომცა მაგისიც, პროსტა ისე მორჩა სერიალები რო მთავრდება ხოლმე შუაში თითქოს, მალევე გამოუშვებენ იმედია მეორეს
smothered in the crib

Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#447 » 02 Jun 2016 12:23

The Lobster
Yorgos Lanthimos სერიოზული და ორიგინალური ხედვააქ. უსულო Wes Anderson-ს შევადარებდი (განსაკუთრებით Lobster-ში). უვე მეორე ფილმია და თითქმის იდენტურ, რეჟისორის შექმნილ სამყაროში ხდება მოქმედება. Kynodontas იყო კონკრეტულ ოჯახზე და Lobster არი მთლიანად სოციუმზე. და არის კიდევ უფრო დამთრგუნველი თავის სიცარიელით, როგორც ადამიანების შექმნილი ბევრი რიალობა. პალანიკის მებრძოლთა კლუბის კითხვის დროს მქონდა დაახლოებით ესეთი შეგრძნება, რასაც Fincher-ის ფილმზე ვერ ვიტყვი. რო ვკითხულობდი ის სოციალური სიცარიელე ჩემზეც გადმოვიდა და ძალიან რთულია ამისთვის თვალის გასწორება და იმის დანახვა, რომ არაფერი არ ხარ, არავისთვის და ვიღაცისთვის ხარ სტატისტიკა. ეს ფილმიც ზუსტად იგივე გრძნობას ტოვებს, მაგრამ უფრო მხატვრულია და არ იფიქროთ, რომ ამის გამო უფრო მარტივად აღიქმება, პირიქით.

Irrational Man
არ მიყვარს ვუდი ალენი, მაგრამ ფილმი კარგია. ვიზუალურად ისევ ის სტერილური და გახუნებულ, ღია ფერებში შეღებილი ამერიკა, რომელშიც ცხოვრობს ერთი ფილოსოფოსი ლექტორი და ეს კაცი კაკრას ხვდება ამ ყველაფერს, ან შეილება ვერც ხვდება, უბრალოდ აქვს სერიოზული პიროვნული კრიზისი. ვერ პოულობს საკუთარ ადგილს ამ ქაოსში და ხდება ყველაზე საინტერესო. მთავარი ტვისტი იმდენად მოულოდნელი და უჩვეულოა დაშტამპული კინო რაკურსისთვის, რომ მთელი ფილმის დინამიკას ცვლის და იმის მიუხედავათ, რომ ზოგი მომენტი ცოტა გადათამაშებული და არაბუნებრივია, ფილმმა მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვა

Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#448 » 05 Jun 2016 18:09

Warcraft-ი ვნახე.
მომეწონა ორკები, მათი CGI, თამაშის რეფერენსები, სპეცეფექტები. არ მომეწონა სიუჟეტი, პერსონაჟების განვითარების გადმოცემა, ძალიან არ მომეწონა ვიზუალური სტილი, ჰუმანები მთლიანად როგორც ვიზუალურად, ასევე მსახიობები და განსაკუთრებით კადგარი. არ ჩანდა მთავარი გმირების მოტივაცია და ბექსთორი. გაუგებარია ორკების შიდა კლანების ურთიერთობების თემა. თუ თამაში არ იცი ვერაფერს წესიერად ვერ გაიგებ. როგორც დამოუკიდებელი ფილმი, არაფრად არ ვარგა , პროსტა ორკები ქაჩავენ თემას. მთლიანად CGI უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით, პროსტა სიუჟეტურ მხარეს მაინც ვერაფერს ვერ უშველიდნენ.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Movies

Unread post#449 » 11 Jun 2016 02:12

WarCraft -კორეული სუბტიტრებით.
დეკორაციები და გრაფიკა ყანაა. ნორმალური კოსტუმების შეკერვა რა გაუხდა ჰოლივუდს რომ ამდენ მაღალ ბიუჯეტურ ფილმშია ასე ცუდი. მართლა დასარცხვენია Warcraft-ის თამაშის სინემატიკების მერე ასეთი რამის ნახვა ფილმში.

სიუჟეტი ძალიან აბდაუბდაა და ძალიან ბევრი მოვლენა არის ჩატეული ორ საათიან ფილმში. რაც უკარგავს თითოეულს ფოკუსს. დაჭერილია ცოტათი Warcraft-ის სიუჟეტური ეპიკური feel, რის ხარჯზეც იყურება ფილმი.

არ ვიცი ვინც არ იცნობს დასკანალნა თამაშის lore-ს როგორ შეძლებს აზრის გამოტანას.


განსაკუთრებით არ მომეწონა გარონას და ჰუმანი მეიჯის მსახიობების თამაში. გარონას პერმანენტული puppy eye http://cdn1-www.comingsoon.net/assets/u ... ader-3.jpg მზერა ქონდა მიღებული და საერთოდ ვერ აღვიქვავდი სერიოზულად ცოტა ხანში, მეიჯი რაღაც კოსპლეის ტიპს გავდა, ვიღაც ფანი ათამაშეს თითქოს ხათრით.

რაღაც მომენტში შევამჩნიე კოსტუმის პროტეზის კბილების უკან მსახიობის კბილები და ტუჩები როგორ ჩანდა http://i.imgur.com/UK9bKGm.jpg, თან რამდენიმე წამიან პორტრეტის closeup shot-ში და ვაბშე გამიქვრა ყველანაირი პატივისცემა ფილმში ჩადებული შრომის მიმართ.

გამაბრაზა, ნერვები მომიშალა ან განწყობა გამიფუჭა მეთქი ფილმმა ვერ ვიტყვი, გასართობი ღირებულება ქონდა, როგორც ცალკე მდგომი დამოუკიდებელი ფენტეზი ფილმი, სადღაც 7/10 დავუწერდი. მაგრამ როგორც ამხელა ფრენჩაიზის წარმომადგენელი ძალიან იმედის გამაცრუებელი ფილმია. საერთო ესთეთიკით და ხარისხით 90-იანი წლების ფენტეზი სერიალების feel გამიჩინა, რაც უკანასკნელი პრობლემაა რაც შეილება მეფიქრა რომ warcraft-ის ფილმს ექნებოდა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#450 » 11 Jun 2016 18:14

The Big Short - საინტერესოა, მარა ვინ რა გააკეთა რეალურად, რა დამალეს, რა განახეს და ვისი ინტერესებით იქნა ფილმი გადაღებული მაგას არ უნდა ჩაეძიო. რაც იყო ტყუილი და ნაგავი იმაზე უარესია დღეს და რითი რაარი გამყარებული და რაზე დგას საერთოდ ეკონომიკა ძაან მისტიური საკითხი გახდა. გაუგებარი სიტყვების კორიანტელი, რომლებშიც ჩვეულებრივი ადამიანი იკარგება და ზუსტად იქ გამოდიან ბანკირები თავიანთ ენაზე სალაპარაკოდ...

Hotel Transylvania 2 - ძაან მაღალი დონის არი, ისევე როგორც პირველი. ყველანაირად დადებითი, სასაცილო, სამახსოვრო პერსონაჟებით და სიატუაციებით. Dracula ამ ნაწილში უფრო ქარიზმატური გამოვიდა აშკარად. აი დაახლოებით ბებერი ბაბუა დენიროს როლიაქ. დადის თავის ბრატებთან ერთად და თავის "შავბნელ" საქმეებს აკეთებს. პროსტა სიუჟეტი ვერ უქაჩავს, ანუ ცუდიც არაა, მარა თითონ Hotel Transylvania აღარაა შიგნით, პრიველში რისი მუღამიც იყო. მოვლენები საერთოდ აღარ ტრიალებს ჰოტელის გარშემო და უფრო რაღაც საოჯახო დრამისკენ მიდის, რაც რათქმაუნდა ისეთი ქარიზმატული არ გამოვიდა როგორიც პირველი იყო. მარა უყურეთ უეჭველი, ძალიან მაგარია მაინც :saiclai:

User avatar
SLaYeR
Posts: 6148

Re: Movies

Unread post#451 » 12 Jun 2016 20:48

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#452 » 13 Jun 2016 03:00

ტობი კი მაგარი ყლეა, მარა მგონი არაა საჭირო. ვილ სმიტი უფრო უხდება )

Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#453 » 14 Jun 2016 23:51

ეს მშვენიერება ნახეთ? https://www.youtube.com/watch?v=C6PbWhWGUrY

User avatar
SLaYeR
Posts: 6148

Re: Movies

Unread post#454 » 15 Jun 2016 04:36

Hotel Transylvania 2 - ძალიან გავერთე ))) მგელი, ბლობი, ბოლოს ვლადი ))))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#455 » 19 Jun 2016 16:11

THE BROTHERS GRIMSBY - თავიდან მეგონა რო არ იქნებოდა გულის ამრევი, დედამო...., პახაბნი, წელსქვევით იუმორის შემცველი ნაგავი და კიდეკაი შევცდი, იმიტო რო მაგრად მომენატრა ეს ნაბოზარი http://cdn.images.express.co.uk/img/dyn ... 411500.jpg

Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#456 » 20 Jun 2016 03:01

THE DO-OVER - ქართულად გახმოვანებულს უყურე, ვიღადავე. აჭარა ბეთის და ნეტის და რავი რაც არი, დედას ..., მარა ფილმებს ძველ 105 კამანდის სტილში ახმოვანებენ და ასწორებს (ფორმულა 51 და დიდი კუშის თემა)

სენდლერს რაც შეეხება მაგრად ჩაიჯვა. ტიპი ისევ ისეთი ნიჭიერია, მარა ვიღაც სირების სკრიფტებს თამაშობს. ხანგრძლივი ტრაწის დროს, ტუალეტში, მუხლზე დაწერილ, აფსოლიტურად უაზრო ფილმებში. არადა ძაან მაგარი სახეების შექმნა შეულია, დაჟე თითონ რო დაწეროს სცენარი ბევრად უკეთესი იქნება იმეებზე სადაც ბოლო რამდენიმე წელია თამაშობს. :bucktooth:

User avatar
GHOST
Posts: 1954

Re: Movies

Unread post#457 » 24 Jun 2016 14:00

Everybody wants some ვნახე, მაგარი ფილმია.

Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#458 » 30 Jun 2016 21:48

ორი საკულტო ფილმი ვნახე. The Evil Dead და In the Mouth of Madness. დღეს ორივეს ყურება რთულია, ძალიან დაბალი დონეა და მომენტებში ვახვევდი რო კლიშე სცენების დროს თავი არ მომეკლა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ ფილმების იდეები დღემდე ცოცხალია და მარტო მაგიტო ღირდა ნახვა. In the Mouth of Madness-ში რთულია საილენთ ჰილის კონცეფციის ვერ დანახვა. ძალიან კარგ იდეებზეა ფილმი დაფუძვნებული და მაგიტომაც გახდა შემდგომში სხვების შთაგონების წყარო. მოცემულის კარგ, თანამედროვე ვერსიას დიდი სიამოვნებით ვნახავდი. The Evil Dead-ი კიდე უფრო ძველია და საქმეც უფრო ცუდად არი. მსახიობებს ეცინებათ დაძაბული სცენების დროს, ძაან ძიშოვია. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად და ჩემდა გასაოცრად, ფილმი მაინც ახერხებს, რომ იყოს ჟუტკი (იმ დროინდელი სპეცეფექტების გამო ალბათ). ვნახოთ ეხა მეორე როგორი იქნება, იმედია ამას ბევრად ჯობია და სიამოვნების ელემენტიც დაერთვება "ისტორიის გაკვეთილებს" :kaffee:

User avatar
SLaYeR
Posts: 6148

Re: Movies

Unread post#459 » 30 Jun 2016 23:45

პირველი ძალიან სამოყვარულო დონეა, ერთადერთი განვითარებულ მარაზმზე უნდა იკაიფო თორე პიზდეცია მაგის ყურება, მარა მეორე უკვე სრულყოფილი ფილმია, ნაკლებად ჟუტკი მარა კარგი გასართობი. სამივეს მერე სერიალს ჩაუჯექი აუცილებლად, ძალიან გაერთობი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11724

Re: Movies

Unread post#460 » 13 Jul 2016 02:26

Memories (1995)
სამი ეპიზოდია, სამივე მაღალ დონეზეა გაკეთებული, უბრალოდ ერთმანეთთან რა კავშირიაქ, ან რა მესიჯი დევს ამ ყველაფერში ცოტა ვერ გავიგე, დევიბენი :hang:

Return to “Lounge”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 92 guests