Travellers Club, საერთო თემა > ლაშქრობა

თავისუფალი სივრცე < განხილვა < გამოკითხვა < საერთო თემა
Riddick
Posts: 11833

Travellers Club

Unread post#1 » 23 Jan 2014 22:36

>>>

კი ზამთარია და ვიცი რო არა ადეკვატური დროა ამ თემის გახსნისთვის, მარა ქართველები ვართ, ზამთარში დაწყებული საქმე უფრო წარმატებული იქნება, რომ გაზაფხულიდან უკვე გამოვიდეს რამე. თან ვინც ნამყოფია ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მარშუტების სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს. მხოლოდ კარგი ადგილის არჩევა და ყველანაირი შემდგომი გეგმის გარეშე წასვლა შეიძლება ტყუილი სიარულით და დაღლით დამთავრდეს, ამიტომ მსურველების და ამ საქმის მოყვარულებს შეგვიძლია დავჯდეთ და წინასწარ დავგეგმოთ საინტერესო ლაშქრობები, ჩამოვწეროთ მარშუტები, გავაზიაროთ ინფორმაცია და როცა დრო მოვა მზად ვიყოთ დროის ხარისხიანად გასატარებლად. ეს თემა იყოს რაღაც მონაცემთა ბაზის ვარიანტი დამწყები მოლაშქრეებისთვის )) თემას ძალიან მკაცრი მოდერაცია ექნება, ამიტომ გთხოვთ კონკრეტულად ამ საკითხის გარშემო ისაუბროთ და ვისაც ტყეში მო...ა არა კაიბიჭული გონია შეუძლიათ პეკინზე ისეირნონ ))

P.S. შარშან ზამთარში საკმაოდ ხშირად გავდიოდი ერთი დღით თბილისის შემოგარენში, ძალიან ბევრი მიმართულებით დადიან ყვითელი ავტობუსები და ბოლო რეისებიც 11-12 ბრუნდებიან თბილისში (სადღაც 50 თეთრად ადიხარ 20 25 კილომეტრზე მთაში, ძაან ხელსაყრელი რამეა). დასარჩენად რო არ მიდიხარ ბევრად ნაკლები ამუნიციის წაღება გიწევს, ამიტო შეგვილია ამ პერიოდშიც ვცადოთ და დავგეგმოთ რამე. დამწყებებისთვის განსაკუთრებით ადვილი თემა იქნება ორგანიზების ამბავში და კარგ გამოცდილებას მიიღებთ.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Travellers Club

Unread post#2 » 23 Jan 2014 22:46

გაზაფხულში თუ ვიზამთ ერთ პახოდს სიამოვნებით წამოვვიკინგდები.
I won't miss.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Travellers Club

Unread post#3 » 23 Jan 2014 22:49

I'm In ^^

მე სადაც ვიყავი (ბავშობის გამოკლებით) ერთადერთი რაც მართლა მომეწონა ბირთვისები იყო, მარა ნაკლი ის აქ ბევრი ხალხი დადის ძაან.
სხვა ლოკაციის გამო ნაკლებად უფრო ან კამპანიის ან სიტუაციის გამო გამისწორდა.

თბილისთან ახლოს წოდორეთი და იქიდან "ნათლისმცემლის მთა" კარგი იყო, წინა კვირას ავაჭერით. სასიარულოც არაა ძაან ბევრი, ამუნიციის პონტში მე მარტო 2L წყალი, 2 ბუტერბროდი, 2 ვაშლი, 3 კარტოფილი წავიღე რაც თავისუფლად მეყო და ერთ პარკში ჩაეტია.

ძაან როცა არ ცივა და წვიმა არაა მოსალოდნელი, ეხაც შეიძლება გასვლა. სიცივეში ცეცხლთან სხვა მუღამი აქ ვაბშე
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11833

Travellers Club

Unread post#4 » 24 Jan 2014 00:19

გომის მთა
გომის მთა მთის კურორტია. იგი შედის აჭარა-გურიის ქედის შემადგენლობაში. მისი მწვერვალების სიმაღლე 2100 მეტრიდან 2755 მეტრამდეა. მთისთვის დამახასიათებელი კლიმატის გამო ის ცნობილია, როგორც საზაფხულო აგარაკი. მისი განუმეორებელი ბუნება და 2500 მეტრის სიმაღლეზე არსებული ჭინჭაოს ტბა განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. აქაური უნიკალური პირობები დღემდე აუთვისებელია. გომის მთა, როგორც ტერიტორიული ერთეული, შედის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. ქალაქის ცენტრიდან დაშორებულია 18-19 კმ-ით. დღეს გომის მთა წარმოადგენს საკურორტო ადგილს, რომელიც მდიდარია მინერალური წყლებით, ტყით, სამკურნალო კლიმატითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით. მათი გამოყენება შესაძლებელია მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით.

ოზურგეთიდან ალბათ ერთი დღის სასიარულოა ფეხით, საბოლოო სანახაობად კიდე ნამდვილად ღირს.
ესეთი სიტუაცია იქნება ეხა. ახლო მდებარე სოფლები. კიდე რამდენიმე სურათი: 1,2,3,4,5,6,7,8,9

ეს თვითონ Facbook-ის გვერდი

ადგილმდებარეობა

სასწაული ადგილია, უბრალოდ არ ვიცი რამდენი ხალხია ტურისტულ სეზონზე. ოზურგეთამდე მატარებლით მაგარი საკაიფო იქნება, მუთუმეტეს ღამე თუ წავალთ. ერთი სიტყვით ეს იყოს პირველი ჩანაწერი სამოგზაურო კლუბის )) თუ რამე ლაშქრობისთვის კარგი ადგილები იცით დაწერეთ, მარტო სახელიც, რომ იყოს ეგეც გამოსადეგია.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Travellers Club

Unread post#5 » 24 Jan 2014 01:08

ბიჭო შენი ხმით წამეკითხა ტექსტი )))

ადგილი მშვენიალურია.

შევიხედავ ერთი მეც აქა-იქ, გადავხედავ ლოკაციებს.
I won't miss.

User avatar
Ripster
Posts: 1866

Travellers Club

Unread post#6 » 24 Jan 2014 01:11

სურათებს გადავხედე და ძალიან შთამბეჭდავია + თქვენთან ერთად მაგრად გაასწორებს))
მოთბეს ოდნავ და გავაჭრათ. მარტისთვის გამოცდებიც მომირჩება და თუ დააპირებთ მე ყველა პონტში მოვდივარ !
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11833

Travellers Club

Unread post#7 » 24 Jan 2014 05:51

2013 რაჭას ვერაფერი შეედრება ჯერჯერობით, თან ცუდი ამინდის გამო არ გამოგვივიდა ის რასაც ვგეგმავდით, მარა მაინც დაუვიწყარი რამეა, მშვიდი და ულამაზესი მხარეა საქართველოსი, პირველად ვიყავი და იმენა შეყვარებული დავვრუნდი, დიდი სიამოვნებით წავიდოდი წელს უკან. ვინმე იმ კუთხის კარგად მცოდნე გვინდა რო თუ ჩვენთან ერთათ არ წამოვა აგვისხნას მაინც კარგი მარშუტები. ისეთი ლამაზი ტბებია ზემო რაჭის დასაწყისიდანვე რო მარტო იმათ გარშემო შეილება სიარული კვირაობით.
უბრალოდ ნაძვის ზომას შეხედეთ და ნათელია ყველაფერი )))

Riddick
Posts: 11833

Travellers Club

Unread post#8 » 01 Mar 2014 19:58

რაღაც საინტერესო პრეოქტი დაუწყიათ, ვინმე საერთო ნაცნობი თუ მოვძებნე უფრო დეტალურად გავიგებ
>>>

Riddick
Posts: 11833

Travellers Club

Unread post#9 » 27 Mar 2014 18:49

რა მაგარი რაღაც გააძრო მამოლოგმა ))) უნდა ვცადო - >>>
პროსტა კვერცხს რა ატარებს პახოდში არვიცი

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Travellers Club

Unread post#10 » 27 Mar 2014 19:03

სადაც 2L ესტუსები ვათრიეთ ჯიბეებით, ორზე მეტ კვერცხსაც ათრევს კაცი
I won't miss.

Riddick
Posts: 11833

Travellers Club

Unread post#11 » 27 Mar 2014 19:49

რო არ გატყდეს პროსტა, ან რო ჩახვალ სადმე სოფელში იქ უნდა იყიდო. ძაან გემრიელი რაღაც გამოვა )))

User avatar
Alucard
Posts: 435

Travellers Club

Unread post#12 » 28 Mar 2014 00:06

ბიჭო რამე mode შეიმუშავე ბაჩო და იმ სირთულით წავიდეთ, სურვაივალის პონტი რო იყოს. სახლი კი არ უნდა წაიღო, სახლი იქვე უნდა ააშენო. )))))) მაგარ მუღამზე ვარ პროსტა ცოტა დათბეს და დავგეგმოთ სადმე რამე.

Riddick
Posts: 11833

Travellers Club

Unread post#13 » 28 Mar 2014 00:26

მე დავიწყე ვარჯიში უკვე, დღეს ვიყავი და წასვლისთვის ალბათ კაი ფორმაში ვიქნები. მარშუტებზე ჯერ არ მიფიქრია, მარა რამე საკაიფო მოვარტყათ რა ახლო მომავალში.

ჰა მოტივაციისთვის, სვანეთია, ნიტო ხევსურეთი - >>>
ესეთ ადგილას გაღვიძებას ეღადავებით ბიჭო თქვეენ?

User avatar
Alucard
Posts: 435

Travellers Club

Unread post#14 » 28 Mar 2014 01:58

ბიჭო მე მაინც ბეტა რეჟიმში ვარ და რამდენიმე დღიან პახოდს მთებში არვიცი რამდენად გავქაჩავ და ამჯერად რამე უფრო ახლოში გავაძროთ თან ხალხიც უფრო წამოვა, მაგრამ რო დაღამდება სურვაივალი უნდა იყოს (აი რო ვატრაკებდი DS-ში ფარს არ დავიჭერ თქო ეხლა ვარ ეგრე კარავზე და სპალნიკზე )))) )

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Travellers Club

Unread post#15 » 28 Mar 2014 02:05

რამე ისეთი ერთი ღამით რო დავრჩეთ კოცონთან
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11833

Travellers Club

Unread post#16 » 28 Mar 2014 03:02

კი ერთი ღამე დავრჩეთ, ოღონ დილას რო წავიდეთ და მეორე დღის საღამოს რო ჩამოვიდეთ ჯობია. თან ისეთი ადგილი მინდა რო თბილისი არ ჩანდეს )) რავი გავიკითხავ თუ რამე კარგი ადგილი გავიგე გეტყვით, თქვენც შეგილიათ იგივე ქნათ.

ბიჭო არაფერი დიდი არაა პახოდში სურვაიველის შესაგრძნებად საჭირო, არ გაჭმევთ და გარეთ დაგაძინებთ.
თუ არ გეყო, დავლევთ და გაგლახავთ...

იმენა მინდა რა ერთიდღის წყნარ ადგილას გატარება ესემაქ უკვე ტვინი

User avatar
Ripster
Posts: 1866

Travellers Club

Unread post#17 » 28 Mar 2014 03:04

მომწონს შემართება !
))))) მოთბეს ოდნავაც და გავაჭრათ! ;დ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11833

Travellers Club

Unread post#18 » 28 Mar 2014 06:39

მარშუტებზე ვიჩალიჩებ მე ეს დღეები და აი რო გამწვანდება (სადღაც ერთი კვირა უნდა კიდე ალბათ) დავეშვათ, ან ავეშვათ

User avatar
Tom Clancy
Posts: 2110

Travellers Club

Unread post#19 » 28 Mar 2014 15:11

+1 მოტივირებული
I won't miss.

Riddick
Posts: 11833

Travellers Club

Unread post#20 » 05 Apr 2014 23:42

სერიოზულ რესურსებს მივაგენი და ჩამოვწერ ვარიანტებს (თან თუ დამავიწყდა აქ იქნება)

ქართული რესურსები:
მოლაშქრე
ქართული კემპინგი
კარავი

ეს რაღაც ალტერნატიული მარშუტების ამბავში იყოს:
არმაზი > მცხეთის მხარეს არის, მარა მგონი მაგარი ბუნებით და საინტერესო მარშუტებით ვერ გამოირჩევა, მარა იყოს.
მანგლისი-რკონი-გარიყულა > დეტალური ინფო. ორ დღიანი პახოდი ეწყობა ამ მარშუტზე, მარა სურათებზე რაღაც დიდათ შთამბეჭდავი არ მომეჩვენა, მარა ესეც იყოს ))
უჯარმა - ბოჭორმა - კვეტერა > არცერთი ადგილი არ გამიგია, მარა აქებენ.

ეს კიდე ის ადგილები რომლებშიც უეჭველი უნდა მოვხვდე და თუ ერთად მოვხვდებით უკეთესია:
რკონის ხეობა - >>>
ლაგოდეხის ნაკრძალი - >>>
შაორის ტბა - >>>
აქ გავლითვარ ნამყოფი, მარა სიამოვნებით ვიცხოვრებდი ისეთი ლამაზია.
ტობავარჩხილი - >>>

შეგიძლიათ მომეხმაროთ, ცოტა გაანძრიოთ :)) უკანალი და თვენი ვარიანტებიც დაწეროთ (ზევით დადებული რესურსები ყელში ამოგივათ ამ ყველაფრისთვის). დღეს დავიღალე, მარა კიდე განვაახლებ ძიებას.

Return to “Chill”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests