რამდენიმე დღის წინ 16მა კიდევ ერთი ჩვენი სულის მეგობარი წაგვართვა. პინკ ფლოიდის შემდეგ პროგრესივში პირველად მისი ხმა გავიგე და მარადიულად ჩამებეჭდა ეს ტემბრი ტვინში, როგორც მთლიანად პროგრესივის ხმა. გრეგ ლეიკი პირველი მეფე იყო და თამამად შემიძლია ვთქვა, მისი დამსახურებაა, რომ დღეს კითხვაზე 'რომელია შენი საყვარელი ფერი' პასუხად 'ჟოლოსფერი' მაქვს.
-ნიკა, რა ფერის კაბა ჩავიცვა? - ჟოლოსფერი. ოთახიც ჟოლოსფერ ფერებში გადავღებე, მანქანაც მოქრიმზენო მყავს, მაგრამ ეგ განგებამ ასე ინება - რაღაც არსებობს. წამიღო ცოტა და დავბრუნდები ახლავე.
მოკლედ, ტეხავს მაგრად რა. არადა იდეაში ხო ისეთი არაფერია, არც ვიცნობ ჯიგრებს, არც დაგვილევია ერთად, უმეტესობის ოქროს წლები უკვე გასულია და ღირებულსაც ალბათ აღარ შექმნიდნენ (ბოუის თუ გამოვაკლებთ) მაგრამ მაინც გწყდება გული. უკვე დიდი ხნის წასულები რომ იყვნენ უფრო კარგი იქნებოდა ალბათ, რაღაც ისეთი შორეული სიდიდის განცდა გექნებოდა - long ago and far away, in a different age, ახლა კი ხედავ ტიპები როგორ ბერდებიან და იხოცებიან. ლეიკი მარტო მეფე არ ყოფილა, საშინლად
იღბლიანი კაციც იყო. სულ რამდენიმე თვის წინ ამ შესანიშნავი და წესების შემცვლელი ტრიოს სხვა წევრიც გამოესალმა სიცოცხლეს თავისივე ხელით და ეგ ცალკე კიდევ საშინლად დრამატული ისტორიაა თუ ორს მიუმატებ ორს.
მადლობა იმისთვის რაც გვაჩუქე და რასაც ჩაუყარე საფუძველი. შენი შემოქმედება
still turns me on