Page 3 of 4

Documentary

Posted: 26 Jun 2015 21:03
by Mchedlo
პირველი იუტუბზე ვნახე, ისეც იქნება ცხადია, მარა რავი, არ მომიძებნია, რო გითხრა ვიზუალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქ, არა, უფრო სტორია, დამოკიდებულება, შეხედულება, ა.შ.

>>>

მეორე დავატორენტე, რუსულად ვუყურე ცოტა ბანძ ხარისხში, შემიძლია დავდო ლინკ

Documentary

Posted: 26 Jun 2015 21:10
by SLaYeR
ხო მასეთ ხარისხში დევს ტორენტებზეც ;/ thanks

Documentary

Posted: 21 Jul 2015 22:09
by Riddick

Documentary

Posted: 26 Jul 2015 14:02
by Riddick

Documentary

Posted: 16 Aug 2015 20:00
by Mchedlo
ამ ფOრუმზე ლინკებს აღარ გავხსნი.

მე ვუყურე დOკუმენტურ ფილმს ნიუ-იOრკის ქუჩის კალათბურთზე.
ვისაც ცOტა მაინც აინტერესებს ეს თემა, გირჩევთ, ძაან მაგარი ვეშია, ისტOრიით, ვიდეO-აუდიO ნაწილით.

>>>

Documentary

Posted: 01 Sep 2015 06:30
by hellwalker
Cosmos: A Spacetime Odyssey - ტყუილა არ არის ფიქციური და დოკუმენტური სერიალების სიაში top 10-ში.

სახელმა ამ შეგაცდინოთ, ეს არ არის მარტო კოსმოსის ისტორია, ყველაფრის ისტორიაა. შავი ხვრელის ფიზიკიდან იასამნის შეფერილობის ახსნასთან ხტება; ევოლუციას, სამყაროს წარმოშობას, პირველ ხელნაწერ დოკუმენტს, დინოზავრებს წარმოაჩენს ერთიანი, ულევი სამყაროს კავშირად.

ყოველ წამს ბომბარდირებას გიკეთებს ახალი პერსპექტივით და აღტაცებით გავსებს. რაც მთავარია ამ ყველაფერს ერთერთი საუკეთესო სთორითელინგით გიკეთებს რაც სერიალებში ყოფილა. დოკუმენტური ფილმი არაა, მთელი თავგადასავალია მართლა.

არ მინდა დაგისპოილეროთ მთავარი მომენტები მაგრამ თუნდაც ამ ფაქტზე დაფიქრდით.

Big bang მოხდა დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ.
- კაცობრიობა არსებობს დაახლობით 200 ათასი წელი (სამყაროს არსებობის 0.001%).
- პირველი არანომადური ცივილიზაციები დაახლობით 6 ათასი წელი


სინათლის სიჩქარე არის 1079252848.8 კილომეტრი საათში.

არსებობს ტერმინი, Observable Universe. რაც ნიშნავს ხილვად სამყაროს. ალბათ გაგიგიათ ტერმინი.
ეხა რას ნიშნავს ხილვადი სამყარო, ეს არის სამყაროს მონაკვეთი რომლიდანაც სამყაროს წარმოშობიდან მოყოლებული სინათლის სხივებმა მოაღწია დედამიწამდე.

ანუ ყველაფერი ამის იქით არის ისე შორს რომ მათი ვარსკვლავების სინათლის სხივმა, 1 079 252 848.8 კილომეტრი საათში სიჩქარით მოძრაობით, 14 000 000 000 წლის განმავლობაში აქამდე ჯერ ვერ მოაღწია და ამიტომ შანსი არ გვაქ მისი დანახვის.

Re: Documentary

Posted: 15 Dec 2015 17:13
by Riddick
მომავლის ენერგია და პლანეტის ენერგო რესურსი
ეხა ბევრი უნდა ვილაპარაკო და თუ გეზარებათ ჯობია ეგრევე სხვა საქმეებზე გადაერთოთ, იმიტო რო ფილმი რომელიც მინდა განვიხილო უაღრესად საინტერესო თემაზეა გადაღებული და მარტო იმაზე კი არ გაფიქრებს თუ რა ჩემ ... ჩაასხავენ მანქანის ბაკებში რამდენიმე ათწლეულის მერე, არამედ ფართო წარმოდგენას გიქმნის თუ რანაირად არის მოწყობილი ენერგეტიკული ციკლები და როგორ იყენებს მას ბუნება, ან თუნდაც რისი ერთობლიობაა თვითონ ბუნება და როგორი დაუჯერებელი სიცოცხლის ფორმები არსებობენ ჩვენ ცხვირ წინ. მაგრამ უნდა გამოიყოს მომენტი და უნდა ითქვას, რომ თვითონ ფილმი არ აკეთებს მგავს, ზოგად და ფართო თემებზე აქცენტს, მაგარმ როგორც მაყურებელს, თვითონ განხილული თემის გარშემო გებადება ლოგიკური აზრები და ერთერთი მათგანია თვითონ ცხოვრების არსებობა მზის სიტემის გარეთ. მხოლოდ ამ ფილმში მოცემული ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ და გავიაზრებთ თუ რა ზეგავლენის მატარებელია მზის სინათლე თვითონ ცხოვრების ციკლზე უკვე ძალიან ეჭქვეშ დგება მთავარი კითხვა - არსებობს თუ არა სიცოცხლე დედამიწის გარდა სადმე. არსებობს უზომო რაოდენობის ვარსკვლავი, ანუ სიცოცხლის წარმოშობისთვის საჭირო მთავარი ენერგია, მზე - და ერთადერთი რაც რჩება ეს არის წყლის შემადგენლობის მქონე სითხე, რომელთან ურთიერთქმედებითაც ხდება ეს დიდი მაგია. მსგავსი სითხის არსებობა გალაქტიკის მაშტაბით კი არა, უკვე ჩვენ მზის სიტემაშიც დამტკიცებულია, და აღმოჩენილია გაყინული ფორმით. ანუ იმის თქმა მინდა, რომ განხილული რაკურსით მხოლოდ ჩვენი თანამედროვე ცივილიზაციის ენერგიით დაკმაყოფილების თემაზე კიარა, ზოგადად ძალიან საინტერესო საკაცობრიო საკითხებზე გადიხარ, რაც არ შეილება რო საინტერესო არ იყოს. :shy:

Re: Documentary

Posted: 15 Dec 2015 17:58
by hellwalker
მეც დავინტერესდი მაგ თემებით და Cosmos: SpaceTime Odyssey არის კაი საწყისი პოინტი.
ბევრი ფაქტია რომელიც ვაბშე გადაგახედინებს ყველაფერს.
თუნდაც რომ დედამიწაზე საკმაოდ განვითარებული სიცოცხლე რამდენჯერმე განადგურდა მთლიანად, ანუ საერთო მოისპო, ზოგჯერ შეიძლება არც დარჩენილიყო პლანეტის ცენტრში ბაქტერიები.
ბაქტერიებიანი ასტეროიდები რამდენჯერმე გაიცვალა დედამიწას და მარს შორის. (ანუ შეიძლება მოისპო სიცოცხლე, და მანამდე მარსზე გატყორცნილი ასტეროიდის ნაწილაკები უკან დაბრუნდა და თავიდან აღმოცენდა სიცოცხლე)
ახლახანს აღმოაჩინეს რომ არსებობს ვარსკვლავები რომლებიც სუპერ ნოვაზე 1000ჯერ ძლიერად ფეთქდება, იმდენად მაგარია აფეთქება რომ შავი ხვრელიც კი არ წარმოიშვება, უბრალოდ ატომებად იშლება ყველაფერი და იმხელა რადიაციული ტალღა აქ რომ მთელს გალაქტიკაში (!) მოკლავს ყველანაირ სიცოცხლეს რაც მიწის ზედაპირზეა. (გალაქტიკა მილიონობით მზის სისტემას მოიცავს)
მერე ფერმის პარადოქსი ემატება, მერე კოსმოსის მაშტაბები და Mindfuck-ია ტოტალური. თან უსასრულო ოპციებია რომ ორგანული სიცოცხლე წარმოიშვას, თან უსასრულო გზებია რომ ერთ წამში მოისპოს მთლიანად სიცოცხლე.
იმენა ერთადერთი გზა გადასარჩენად ნანო-რობოტებში ორგანული ტვინის გადასახლებაა და მერე შთამომავლობითი სატელიტების გაგზავნა კოსმოსში. (ნანო რობოტების კოლონია, რომელიც შემხვედრ ასტეროიდებიდან ამოიღებს საჭირო მასალას გასამრავლებლად, დაამზადებს მეტ რობოტებს, გაიყოფა ორად და სხვადასხვა მიმართულებით წავა და ასე დაფარავს ძალიან დიდ მაშტაბებს).

Board Game-ებს(Eclipse Phase) და Scifi წიგნებს აქვთ ძაან მაგრა ეს თემები ათვისებული. იმდენად განვითარებულია და მეცნიერულად გამართული რომ ეხა Mass Effect-ს და Scifi ფილმებს რომ ვუყურებ სრულ აბსურდად მიდგება თვალწინ.

ძალიან ეპიკური პიზდეცების დასაბამზე ვართ. გუგლმა კვანტური კომპიუტერი შეიმუშავა რამისაა რაც ნიშნავს რომ ნამდვილი AI შეიძლება შემდეგ 30 წელში შეიქმნას. შემდეგ 10 წელიწადში შეიძლება უკვე ტვინის სიგნალების წაკითხვა და მოდიფიცირება გახდეს შესაძლებელი. ცხოველების კლონირების ფაბრიკებს ქმნიან უკვე. 3D პრინტერებით შეიძლება მალე მარტივი ორგანული კონტრუქტები "დაიბეჭდოს". 100 წელიწადში ჰომო საპიენსის ჯიში შეილება ვაბშე შეიცვალოს ამ მოდიფიკაციების წყალობით. (და ყველა ეს პიზდეცი მე ძალიან მიხარია, რაც მალე მოხდება მით უკეთესი)

Re: Documentary

Posted: 04 Jan 2016 14:27
by Riddick
მომავლის ენერგიის ყურების მერე დაახლოებით მაინც ხო გადმოვეცი რა ფიქრებში გამიშვა, მაგრამ ეხლა კიდე გამიმართლა და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემის გარშემო შექმნილი, კარგი ფილმი გავაძრე. ესაა მიკრო ორგანიზმების სამყარო. რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა, უბრალოდ ესე ერთად შეკრული, რომ საფუძველი გაგიჩინოს, მომავალში უკვე რაღაც კონკრეტულზე ჩაძიების, ცოტა ძნელი საპოვნელია.
Микроскопическая Вселенная
თეორიების გარემოცვაში ყოფნა საინტერესოა, მაგრამ დადასტურებული ფაქტები, რომლებიც ცდება რეალობას და რაღაც სხვა განზომილებაში გაყავხარ, მაგას საერთოდ სხვა ფასიაქ და ბევრი რომ არ ვილაპარაკო მარტო ერთ დეტალს დავწერ. მეცნიერებს იმისთვის, რომ მიკრო სამყაროს კიდევ უფრო ღრმა ელემენტები იპოვონ, ერთი ატომის გადიდება დაახლოებით გალაქტიკის ზომაზე მოუწევთ და რაც მთავარია ტიპები ამაზე წყნარად ლაპარაკობენ და უკვე მუშაობენ მოცემული მიმართულებით. უყურეთ მომავლის ენერგიას, წაიკითხეთ ჩემი კომენტარი და უყურეთ მიკრო სამყაროს, რომელიც ძალიან გავს თვითონ გალაქტიკას და ამ ორ განზომილებას შორის კავშირი ერთერთი ყველაზე საინტერესო საკითხია რაზეც შეილება იფიქრო ალბათ ))

Re: Documentary

Posted: 01 Apr 2016 13:52
by SLaYeR
Secret Origins: The Story of DC Comics - ძალიან კარგი და ინფორმატიული ფილმია კომიქსების ინდუსტრიაზე, რომელიც ასახავს ეპოქებს, კომიქსების დაცემებს და აღმავლობებს, საზოგადოების განწყობას და ადგილს საზოგადოებაში, მომხმარებლის მოთხოვნებს, ახალ იდეებს, მოკლედ ფაქტიურად ისტორიაა რომელმაც ეპოქები გამოიარა და მოვიდა ჩვენამდე. ძალიან ადვილად იყურება, თან კარგი მუსიკით არის გაფორმებული რომელსაც ბავშვობაში მიყავხარ და გაახლოებს იმ ეპოქასთან. ვინც hannah & Barbera -ს, Warner Brothers-ის ან Tex Avery-ის მულტსერიალებზეა გაზრდილი (უფრო ჩემი თაობა, მადლობა ღმერთს Cartoon Network-ისთვის), იმათ ფაქტიურად ეს ეპოქები ვიცით თავისი გემოვნებით, ესთეტიკით, მიდგომებით და ვინაიდან იგივე ეპოქების საუკეთესო პროდუქცია გვაქვს მიღებული, ამიტომ ბევრად ადვილია აღქმა თუ რა ხდებოდა მათ პარალელურად, რამდენად კარგი იყო ან ცუდი, რა ინსპირაციები მოდიოდა და საით იძლეოდა გასაქანს. მოკლედ აუცილებლად სანახავი ფილმია არამარტო კომიქსებით დაინტერესებული ხალხისთვის.

Re: Documentary

Posted: 06 Aug 2016 03:51
by Riddick

Re: Documentary & Cognitive Stuff

Posted: 04 Sep 2016 22:37
by Ripster
20 000 Days on Earth
გუშინ ღამე ამას ვუყურე და ძაააააალიან გაასწორა
ინსპირაციას გაძლევს ეგრევე
ძალიან კარგი რამეა

Re: Documentary

Posted: 21 Feb 2017 05:48
by Riddick
Manqana, romelic kvelafers gaaqrobs
შემთხვევით ვნახე, მერე შეფასება ვნახე, მერე ფილმი. მაგარი იშვიათი სინთეზია. არამგონია რო კაცს ესეთის გადაღება მოეხერხებინა. აქცენტები თითქოს ჩვეულებრივი, მარა გადმოცემაა საოცარი. დაუჯერებელი ბუნებრიობაა ყველაფრის დაჭერილი. ქასთინგზე მოსული ადამიანები თითქოს რაღაც სხვა, ძალიან კარგი ფილმებიდან არიან ცოტახნით წამოსულები. ყველა სახასიათო, ღრმა და ლიტერატურულია. არვიცი ვინაა ეს გოგო მარა ისეთი ფილმია გამიხარდა რო ქართველის არი.

360p-ში უყურე youtube-ზე...

Re: Documentary

Posted: 23 Feb 2017 20:37
by Ripster
გუშინ წინ ვუყურე ამ ფილმს. ტრენტ რეზნორისადმი ჩემი სიყვარული არაერთხელ გამიჟღერებია მუსიკის თემაში და ამ შემთხვევაშიც კატალიზატორის მსგავსი როლი ითავა. პირველად რომ დაიდო ტრეკი თავის ვიდეოთი ეგრევე ჩავიხვიე და პერიოდულად ისევ ვუბრუნდებოდი ხოლმე. ძალიან საკაიფო ფილმია და სულ რომ ზედმეტად პოლიტიკური ან პოპულისტური გეჩვენოთ კადრებია ისეთი მგონი მაინც არ ინანებთ ყურებას

პ.ს.
კომპოზიციას პლეიერით დავდებ, რომლის კადრებიც და 'მუსიკაც' ფილმიდანაა გაკეთებული
თვითონ ფილმს კი ლინკით

https://www.youtube.com/watch?v=wwwQ4uVGGSE

Before the Flood

Re: Documentary Films

Posted: 05 Jun 2018 01:22
by Riddick
ოფტოპიკში რო არ ჩაიკარგოს აქ დავდებ
ზურაბ გურიელიძე
მაგარი ბაბუ, მაგარი გეგმებით და მოგონებებით

Re: Documentary

Posted: 21 Nov 2018 03:38
by Riddick
მეზარებოდა დაწყება, მარა მერე დამეზარა გაწყვეტა ))

ჰა ხო დავიწყე რიტმში? კრეკის თაობა და ჰიპ-ჰოპის ისტორია
ისტორია იმაზე თუ როგორ შექმნა კრეკმა ჰიპ-ჰოპი და შემდეგ რა წვლილი ითამაშა ამ მუსიკამ თვითონ კრეკის დამარცხებაში. ძაან მაგარია, შიგნიდან გიხსნის მთლიანი ეპოქის შინაარს, კულტურას რაც ჩვენთან რაღაც შორეული ექოსავით აღწევდა.

Re: Documentary

Posted: 16 Dec 2018 19:08
by Riddick
რამე კაი ფანტასტიკაში რო წაიკითხავს ისეთი ფაქტებია https://www.youtube.com/watch?v=GHR1vfxC-do

პ.ს. კიდე ერთი საინტერესო ადგილი https://www.youtube.com/watch?v=iZLE6CFaa6k

Re: Documentary

Posted: 28 Jan 2019 21:20
by Riddick

Re: Documentary

Posted: 08 Apr 2019 14:28
by Riddick
ისე დაემთხვა რო ზუსტად "სიყვარულით სავსე ქალაქში" მომავალმა უყურე და საკაიფოდ სევდიანი დავბრუნდი. რომელი, ან როგორი ენთუზიაზმი გაუძლებს იმ ადგილს სადაც ომზე მეტი ხალხი დედაქალაქში, ერთმანეთის დაპირისპირებაში იხოცება. მაგარი კომპლექსიანი ერივართ საბოლოოთ. ვერც შეცდომებს ვერ ვაღიარებთ და ვერც კრიტიკას ვერ ვიტანთ. სხვაც გვეზიზღება და ერთმანეთიც. ყველა თავის პონტშია და თავის პონტში ცუდათ არი.

Re: Documentary

Posted: 29 Jul 2019 14:02
by hellwalker
Travel ვიდეოები ეძრობა დოკუმენტურის და გასართობის ახალი სინთეზი საინტერესო რაღაც სხვადასხვა ჰობიებზე მიბმული და ტრადიციულ დოკუმენტურზე მეტად ესენი მისწორდება მე.
ჯერ ტრადიციულის ხარიხსი და წონა არ აქ. ტრადიციული უფრო მხატვრული ფილმის წონით არის ხოლმე გადაღებული და ესენი ჯერ სამოყვარულოდ და გადაცემის ფორმატში უფრო კეთდება.
მარა ვიღაც გმირის თვალით დაექსპერიენსებულ ექსპლორაციას უფრო ვიღებ გემრიელად ვიდრე ნეიტრალურ ნარაციას და კადრებს პროსტა.

Grand Tour/Tog Gear specials გამისწორდა მაგრად. https://topgear.fandom.com/wiki/Specials
Food Travel - Vlog -ებიც საინტერესოა https://www.youtube.com/user/thefoodranger/playlists და გადაცემებიც https://www.imdb.com/title/tt1607037/?ref_=tt_sims_tt , https://www.imdb.com/title/tt9165706/
და რავი რა თემამაც შეილება დაგაინტერესოს ეძრობა ესეთი თრეველ ვლოგერებს ბევრი ვიდეო. რაღაც არამხატვრულ, ყოველდღიურ დეტალებს იჭერს სხვადასხვა კულტურების და ადგილების და განახებს ამის მუღამში მყოფი მასტების პერსპექტივით. რაც უკვე თავისებური ფორმის დოკუმენტური მასალა ხდება.